13.07.2015 Views

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზემუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოსსსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები დადამატებები:1. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 17. უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონეპირის პასუხისმგებლობა1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირსადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთოსაფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.2. საქართველოს ტერიტორიაზე იმ უცხოელი მოქალაქის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციულისამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონებისა დასაქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობსიმუნიტეტით საქართველოს ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ, გადაწყდებადიპლომატიური გზით.“.2. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობითუკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე,ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმისდანიშნულების გარეშენარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნისგარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმისგარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისადჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.შენიშვნა:1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვსმცირე ოდენობით და რომელიც შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე რომელიცნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ექიმის დანიშნულების გარეშენარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარებისგასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ მუხლითგათვალისწინებული ქმედებებისათვის.2. პოლიციელი პირს, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკულიან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, გამოკვლევის მიზნით წარადგენს საქართველოსშინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.“.3. 116-ე მუხლის:ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულისიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთმდგომარეობაში მყოფი პირისათვის“;ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„1. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, –გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლურისიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, –გამოიწვევს დაჯარიმებას 170 ლარის ოდენობით.


3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები,როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვსსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვადარღვევებისათვის, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისა დასატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები,ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“;გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„5. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალისმდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ასეთმდგომარეობაში მყოფი პირისათვის, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით,საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდაპირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა დაშეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“;დ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაცსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტოსაშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, –გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.7. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტოსაშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანისსხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით,საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდაპირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა დაშეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;ე) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:„8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალ-დარღვევები, როდესაცსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტოსაშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;ვ) შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„1. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებასდა ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებისმართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკულიან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოსსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.“;ზ) შენიშვნის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებასდა ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია: სატრანსპორტო საშუალებისმართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლურისიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამასადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგშემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიცაისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები.


3. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპულისიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა დასაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივიბრძანებით.“;თ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-8 პუნქტები:„4. ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისჩადენისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდისშემდეგ.5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მართვის უფლებისჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ პირს მართვის მოწმობა დაუბრუნდება სამედიცინოდაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადებისარარსებობის ფაქტი.6. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისასდამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არგაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმისგანმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევაშეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით.7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებულისამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით,ხოლო ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებშიჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.8. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.4. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 117. ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულისიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავისარიდება1. სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილიწესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენადშემოწმებისათვის თავის არიდება, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით,საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდაპირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა დაშეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმპირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლებაჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, –გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.შენიშვნა:1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებულისამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით,ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა შეიცვლებასატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას პირიმართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.“.


5. 118-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 118. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა,რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზეავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულოპერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილიწესით, ან სხვა პირისათვის ასეთი ავტოსატრანსპორტოსაშუალების სამართავად გადაცემა1. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვისვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა)დადგენილი წესით, ან მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვისასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.2. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიულიპირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისსაექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტოსაშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, –გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/დაინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.შენიშვნა:1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1წლის ვადით.2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულისამართალდარღვევისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით.3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა ავტოსატრანსპორტო საშუალებისმართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.6. 118 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 118 1 . მექანიკური სატრანსპორტო საშუალებითმოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერუსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობამექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მისგან მარჯვენა(მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა საავტომობილოგზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, –გამოიწვევს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარისოდენობით.შენიშვნა:1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ მექანიკურისატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოებისღვედებს.2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებულისამართალდარღვევისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისჩამორთმევით 1 წლის ვადით.


3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა მექანიკური სატრანსპორტოსაშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.7. 118 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 118 2 . მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისდროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციისსაშუალებით სარგებლობამექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურიკომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.შენიშვნა:1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიცმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში.2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებულისამართალდარღვევისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისჩამორთმევით 1 წლის ვადით.3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა მექანიკური სატრანსპორტოსაშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.8. 118 3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 118 3 . მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/დამგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტისგამოუყენებლობამოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტისგამოუყენებლობა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.შენიშვნა:1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებულისამართალდარღვევისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლისვადით.2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.9. 119-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისწესების დარღვევა1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არა აქვს:ა) მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვისდროებითი ნებართვა;ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები;გ) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულოდაზღვევის პოლისი;დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციაში რეგისტრირებულიმოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, მისით სარგებლობის ან სხვა უფლებამოსილებისდამადასტურებელი დოკუმენტი, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის არყოფნისას მისისატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე


4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხებასაურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებითგათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი500 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმაშეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.6. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.7. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება პირზე,რომლის სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.“.10. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 120. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალურიხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანიხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ანმისი არადანიშნულებით გამოყენება1. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანიხელსაწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე დაყენება, ანდაოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილისათვის განკუთვნილი შეფერილობისუკანონოდ გამოყენება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ხელსაწყოსკონფისკაციას.2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებითგამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლადგატარების წესების დარღვევა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.3. იმ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის შეფერხება, რომლებზედაც ჩართულიასპეციალური სიგნალები და რომლებიც ახორციელებენ ესკორტს ან რომლებსაც მიაცილებენ, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 6 თვის ვადით,საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდაპირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა დაშეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები,რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვესხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით,საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდაპირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა დაშეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.შენიშვნა:1. სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება ასეთი ხელსაწყოსსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე ანმის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშამდგომარეობაში ან უამისოდ).


2. სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებითგამოყენებად ჩაითვლება, თუ მისი გამოყენება ოპერატიული ან სპეციალური საშუალებისდანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან არ არის დაკავშირებული.3. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისასდამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არგაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმისგანმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევაშეცვალოს ჯარიმით 300 ლარის ოდენობით.4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითგათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი500 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულისამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლისვადით.6. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.11. 121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირისმიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ესუფლება ჩამორთმეული აქვს სხვადარღვევებისათვის, ანდასატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემაარასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის,რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ანეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვადარღვევებისათვის1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ესუფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისდაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმპირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვადარღვევებისათვის, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 200 ლარისოდენობით.3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები,რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვესხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.შენიშვნა:1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებულისამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლისვადით.


2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, როდესაც პირს არ აქვსსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვებადაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.12. 121 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 121 1 . სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისდაკარგვა ან ამ მოწმობით უკანონოდ სარგებლობა1. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.2. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მისსანაცვლოდ გაცემული მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა, ან/და პირის მიერმართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების თაობაზე უფლებამოსილიორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო მართვის მოწმობის მიღების მიზნით, –გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.შენიშვნა:1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისამართალდარღვევისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლისვადით.2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულისამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლისვადით.3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.13. 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფოსანომრე ნიშნის გარეშე ან სატრანსპორტოსაშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესებისდარღვევით1. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნისგარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალებისსაქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, –გამოიწვევს დაჯარიმებას 60 ლარის ოდენობით.2. სატრანსპორტო საშუალების მართვა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით, –გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.3. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბულისახელმწიფო სანომრე ნიშნით, –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.შენიშვნა:1. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისჩადენის შემთხვევაში (გარდა სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფოსანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვისა, თუ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვისახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვლის შესახებ) დამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით


ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე;ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტოსაშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციომოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ.2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაშიშედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშისცნობა, რომლის მოქმედების ვადაშიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაატაროსსატრანსპორტო საშუალება რეგისტრაციაში. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაშიგაუტარებლობის შემთხვევაში იკრძალება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.3. ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტში მითითებული ცნობის ფორმას და მისი შევსების წესსამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლისვადით.5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითგათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი500 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.6. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.14. 123-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილისმიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისშესახებ პოლიციელის მოთხოვნისშეუსრულებლობა1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის ბოროტადშეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას დაზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისმონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაცმოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ხუთიდღის ვადით.შენიშვნა:1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებულისამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლისვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულისამართალდარღვევებისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.15. 125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევა


1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, –გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმპირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას ერთი თვის ვადით.3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმპირის მიერ, რომელიც ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა დაშეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვასაავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვასატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ანადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზემყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიცსაქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისთანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.6. საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათაგანლაგების, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათიხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების, სასწავლოსვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვასატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულპუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული(„დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“,„მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადისგამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზეგადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტოსაშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.8. ამკრძალავი ნიშნის „დგომა-გაჩერება აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.9. ამ მუხლის მე-6–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაცმოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.10. ამ მუხლის მე-6–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაცმოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვაქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.შენიშვნა:1. მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე ანგანხორციელდება სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუმინიშნება ამის თაობაზე ახლავს ამკრძალავ ნიშანს; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვისხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს)


დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობისწარმოდგენის შემდეგ. თუ სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანა შეუძლებელია,სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დადგენის შემდეგ დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა ამკოდექსით დადგენილი წესით.2. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისასდამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არგაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმისგანმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევაშეცვალოს ჯარიმით 300 ლარის ოდენობით.3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-10ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხებასაურავი 500 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-6–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებულისამართალ-დარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლისვადით.5. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.16. 127 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 127 1 . საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთაგადაყვანის, ტვირთის გადაზიდვის,ავტოსადგურის მუშაობის, სატრანსპორტო საგზაობარათის წარმოებისა და გამოყენების წესებისდარღვევა1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთაგადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 129 1 მუხლით გათვალისწინებულიშემთხვევებისა) წესების დარღვევა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებითდადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდაამ კოდექსის 129 1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.3. ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.4. საავტომობილო ტრანსპორტზე სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოებისა და გამოყენებისწესების დარღვევა, –გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.შენიშვნა:1. მძღოლი ვალდებულია პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც უზრუნველყოფსსაგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესებისდაცვას, წარუდგინოს მას სატრანსპორტო საგზაო ბარათი. სატრანსპორტო საგზაო ბარათის არქონისშემთხვევაში შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული


სამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლისვადით.3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულისამართალდარღვევებისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით;ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლისვადით.4. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვისუფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“.17. 129 1 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„შენიშვნა:1. იმ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე), რომლის თითოეულ ღერძზედატვირთვა აღემატება 10 ტონას ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და რომლის საერთო წონა –44 ტონას, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ზედმეტი ტვირთის ჩამოცლას (საქართველოსშინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისშესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ მითითებულ ადგილას), ტვირთის დაცვას/შენახვას და მისშემდგომ ტრანსპორტირებას.2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველინაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალებისმართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.“.18. 153 3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 153 3 . გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე1. გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, –გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდეოდენობით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.2. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილიპირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, –გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7დღემდე ვადით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.შენიშვნა:ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგანგანთავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს პირსსამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან.“.19. 166-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობაწვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზეშეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივწესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევისპიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, – ადმინისტრაციულპატიმრობას 30 დღემდე ვადით.“.20. მე-200 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„შენიშვნა:თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციულისამართალდარღვევის ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, მას ადგილზე შეეფარდებაადმინისტრაციული სახდელი. თუ დამრღვევი სადავოდ ხდის მის მიერ ჩადენილი


ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს, მას შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროსადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.21. 204-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 204. თანამდებობის პირთა უფლებამოსილება1. თანამდებობის პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან განიხილონ ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა საქმეები, შეუძლიათ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში და მხოლოდსამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას განახორციელონ ამ კოდექსით გათვალისწინებულიადმინისტრაციული სახდელების დადება.2. იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებიც ამ კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილშიმითითებული ორგანოების სახელით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათასაქმეებს, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.22. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადიადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებირაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათასაქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42 1 , 42 2 , 44-ე–44 3 , 45-ე–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–86-ე, 88-ე–91 2 , 92 1 , 92 2 , 94-ე–100 2 , 103-ე–105 1 მუხლებით, 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 125 1 , 128 1 ,128 2 , 143-ე–144 1 , 144 3 –144 5 , 145-ე, 146-ე, 147 1 , 148-ე–154 2 , 155 1 –156-ე, 157 1 –158 1 , 159-ე–159 9 , 163-ე,164-ე, 164 4 , 165 1 –165 3 , 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 171 1 , 173 10 , 173 11 ,174 5 , 174 8 –174 14 , 177 8 –178-ე, 179 1 –183-ე, 185-ე–187 2 , 189-ე, 191-ე, 192-ე, 195-ე, 196 2 –196 6 , 197 1მუხლებით.“.23. 209-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 209. შინაგან საქმეთა ორგანოები1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათასაქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 107 1 –107 3 , 108-ე, 116-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე, 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილოტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 190-ე მუხლით.2. ამ კოდექსის 116-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე, 127-ემუხლებით, 127 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით გათვალისწინებულიდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას,პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას დაზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციულისამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების (გარდა ამავემუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) საქმეს განიხილავსსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირი.“.24. 214-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 214. საავტომობილო ტრანსპორტისა დაელექტროტრანსპორტის ორგანოები1. საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები განიხილავენადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის


127 1 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლის მე-2–მე-4ნაწილებით, 130-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე ჩადენილისამართალდარღვევებისათვის).2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოების სახელით ადმინისტრაციულისამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთკონტროლიორ-რევიზორს, ბილეთის კონტროლიორს და საავტომობილო ტრანსპორტისა დაელექტროტრანსპორტის (ტროლეიბუსი, ტრამვაი) სხვა, საამისოდ უფლებამოსილ მუშაკებს.“.25. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 234 1 მუხლი:„მუხლი 234 1 . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისადგილზე განხილვაამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმის განხილვა შესაძლებელიასამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურგამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, ადგილზეადმინისტრაციული სახდელის დადებას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის.“.26. 236-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 236. მტკიცებულებანი1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველაფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულიწესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობასან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობააქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.2. ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციულისამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულის, მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური,ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის ტესტის შედეგებით, ნივთიერი მტკიცებულებით,ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.“.27. 239-ე მუხლის:ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 116-ე–125-ე, 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128 2 , 134-ე, 166-ე, 173-ე, 174 1 , 177 1 , 180-ე–183-ე მუხლებით გათვალისწინებულადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები.“;ბ) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„28. ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ ტრანსპორტის სფეროში დამოუკიდებელი მარეგულირებელიორგანოები, ხოლო 127 1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა ოქმს – თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ასევე შინაგან საქმეთაორგანოები.“.28. 242-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 242. შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციულისამართალდარღვევისას ოქმი არ შედგება1. ამ კოდექსის 102-ე მუხლით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–მე-4ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე, 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3ნაწილით, 129-ე, 130-ე მუხლებით, 223-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როდესაცსაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება დაჯარიმება და ჯარიმის


გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისადგილას, ოქმი არ შედგება.2. ამ კოდექსის 116-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე, 127-ემუხლებით, 127 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით გათვალისწინებულადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილითგათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და მძღოლს ადგილზევეგამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულისამართალდარღვევის ოქმს.3. თუ დამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისამართალდარღვევებისათვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, მაშინ შედგება ოქმი.შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას,შევსებისა და შინაგან საქმეთა ორგანოში წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთამინისტრი.“.29. 247-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 247. ადმინისტრაციული დაკავების ვადები1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არუნდა გასტანოს სამ საათზე მეტ ხანს. გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული აუცილებლობისგამო, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული დაკავებისსხვა ვადები.2. პირი, რომელმაც ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა, შეიძლება დაკავებულ იქნეს კანონითდადგენილ ვადაში მოსამართლის ან შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის (უფროსის მოადგილის) მიერსაქმის განხილვამდე.3. პირი, რომლის დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს დამოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში საქმისგანმხილველი ორგანოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.“.30. 249-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:„შენიშვნა: ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისმართვის დროებითი ნებართვა იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულისამართალდარღვევის ოქმს, რომლის ფორმას, შევსებისა და გამოყენების წესს ამტკიცებს საქართველოსშინაგან საქმეთა მინისტრი.“.31. 250-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 250. სატრანსპორტო საშუალების მართვისაგან ჩამოშორებადა შემოწმება სიმთვრალის დასადგენადსატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნით1. ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას პირი,რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას და რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი,რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, უნდაჩამოშორდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისშედგენა, სიმთვრალის დადგენა და საქმის განხილვა ხდება საქართველოს კანონმდებლობითდადგენილი წესით.2. იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭესისტემა ან საჭის სამართავი მექანიზმი, ანდა რომელიც გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვისგარეშე, რაც საშიშროების უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, აკრძალულია საქართველოსშინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ.3. პოლიციელის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ გამოიხატებახელის ჟესტით ან კვერთხის სიგნალის მიცემით, სასტვენთან ერთად, აგრეთვე ხმის გამაძლიერებლისმეშვეობით; სიგნალი უნდა იყოს მძღოლისათვის გასაგები და მიეცეს ისეთ დროს, როცა მისიშესრულება არ შექმნის საავარიო ვითარებას.“.


32. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„2. ამ კოდექსის 45-ე, 47-ე–100 2 , 103-ე–105 1 , 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე–154 2 , 156-ე, 157 1 –158-ე, 164-ე, 164 4 , 165-ე, 165 1 , 165 4 –165 9 , 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით,172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 173-ე, 173 1 , 173 2 , 173 6 , 173 7 , 173 9 , 174-ე–174 4 , 175-ე, 175 1 , 177 1 –177 10 ,179 2 , 180-ე–183 1 , 185-ე–187 2 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 2 –196 6 , 197 1 მუხლებით გათვალისწინებულადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაშიმიცემული პირის დასწრება სავალდებულოა; თუ იგი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ანადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, ასეთი პირი შეიძლებაიძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.33. 261-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 261. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისგანხილვის ადგილი1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას.2. ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელიადგილის მიხედვით.3. ამ კოდექსის 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულიადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება მათი ჩადენის ადგილას ანდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.4. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციულისამართალდარღვევის საქმის განხილვის სხვა ადგილიც.“.34. 267-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 267. დადგენილებათა სახეები1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს(თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:ა) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;ბ) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ;გ) ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლისთაობაზე, თუ შეუძლებელია პირველად დადებული ადმინისტრაციული სახდელის აღსრულება;დ) საურავის დარიცხვის შესახებ.2. დადგენილება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღება ზეპირი შენიშვნისგამოცხადების, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებშიშექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად, ანდაპროკურორის ან წინასწარი გამოძიების ორგანოსათვის მასალების გადაცემის დროს, აგრეთვე ამკოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას.“.35. 268-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 268. საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება დადადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა1. საქმეზე მიღებული დადგენილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვისდამთავრებისთანავე.


2. დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაბარდება ან გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაცარის გამოტანილი დადგენილება. დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაბარდება აგრეთვედაზარალებულს მისივე თხოვნით.3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა სავალდებულოარ არის, თუ საურავის დარიცხვის თაობაზე დამრღვევისათვის ცნობილი გახდა ამ კოდექსის 242-ემუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე.4. დადგენილების ასლი ჩაბარდება ხელწერილით. დადგენილების ასლის გაგზავნისშემთხვევაში საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი.5. საბაჟო წესების დარღვევისა და კონტრაბანდის საქმეებზე დადგენილების ასლისაქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდება პირს, რომლის მიმართაც არისგამოტანილი დადგენილება.6. ამ კოდექსის 167-ე მუხლით და 181-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითგათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე იმ პირთა მიმართ,რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები ჩაბარებული ჰქონდათსამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ან საწარმოს, დაწესებულების,ორგანიზაციის მიერ დროებით სარგებლობისათვის ჰქონდათ გადაცემული, დადგენილების ასლიეგზავნება შესაბამის საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ცნობისათვის და შინაგან საქმეთაორგანოს – ამ პირისათვის ცეცხლსასროლი იარაღით სარგებლობის აკრძალვის საკითხისგანსახილველად.7. ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისსაქმის ადგილზე განხილვისას დამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის ასლი, ხოლო თუ დამრღვევიუარს აცხადებს ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს საჯარიმოქვითარში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის ასლი ითვლება ჩაბარებულად.“.36. 269-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 269. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებდადგენილების შეტყობინება საზოგადოებრიობისათვის1. ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც იხილავს ამ კოდექსის 50-ე, 106-ე–113-ე, 115-ემუხლებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ემუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 153-ე, 166-ე მუხლებით გათვალისწინებულადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, შეატყობინებს დამრღვევის სამუშაო, სწავლის ანსაცხოვრებელი ადგილის ადმინისტრაციას ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას, ხოლო ამ კოდექსის197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისგანხილვისას – საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, სასწავლებლის ხელმძღვანელს, სამუშაოს,სწავლის ადგილის მიხედვით დამრღვევისათვის დაკისრებული სახდელის შესახებ. ამ კოდექსის 50-ემუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებულიგადაწყვეტილებების თაობაზე შეატყობინებენ აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისადმინისტრაციას ან შინაგან საქმეთა ორგანოს, რომელმაც სასამართლოში გაგზავნა ოქმი წვრილმანიგატაცების შესახებ.2. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არისდადგენილი.“.37. 270-ე მუხლის:ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველიორგანოები ვალდებული არიან ამ კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაშიაცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიანსაინფორმაციო ბანკს).“;


ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„შენიშვნა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის წესს დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმებითამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.38. 271-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 271. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზემიღებული დადგენილების გასაჩივრების უფლება1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამკოდექსის 234 1 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაცარის გამოტანილი დადგენილება, დაზარალებულმა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისოქმის შემდგენმა.2. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადებისშესახებ საბოლოოა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოების წესითგასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულიშემთხვევებისა.“.39. 272-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 272. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზედადგენილების გასაჩივრების წესი1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გასაჩივრდეს:ა) ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234 1 მუხლითგანსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისასმიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ –ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლისგადაწყვეტილება საბოლოოა; გადაწყვეტილება სხვაგვარი ადმინისტრაციული სახდელის დადებისშესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან), რის შემდეგაც საჩივარი შეიძლებაშეტანილ იქნეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა;დადგენილება ძირითადი და რომელიმე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის ერთდროულადდადების შესახებ მომჩივნის სურვილით შეიძლება გასაჩივრდეს ძირითადი ან დამატებითი სახდელისგასაჩივრებისათვის განსაზღვრული წესით;ბ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება გაფრთხილების სახითადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომელიც დაფიქსირებულია ადმინისტრაციულისამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომთანამდებობის პირთან);გ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება ერთი ადმინისტრაციულისახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის შესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომთანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა;დ) შინაგან საქმეთა ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება საურავის დარიცხვისშესახებ – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის)სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა;ე) სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირის დადგენილება გაფრთხილებისსახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომელიც დაფიქსირებულიასამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, – ზემდგომ თანამდებობის პირთან,რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი.2. საჩივარი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანადადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, თუ საქართველოსკანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჩივარი 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად


გადაეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომლის სახელზედაც არის შეტანილი და რომელიცამ მუხლის შესაბამისად უფლებამოსილია განიხილოს იგი.3. პირს, რომელმაც გაასაჩივრა დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234 1 მუხლითდადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისასმიღებული დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, სახელმწიფო ბაჟი არგადახდება.“.40. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 273. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზემიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადაადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამკოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღისვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით,რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველადუფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).“.41. 275-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 275. დადგენილების აღსრულების შეჩერება საჩივრის ანპროტესტის შეტანის გამო1. დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციულისახდელის დადების შესახებ, ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციულისახდელით შეცვლის თაობაზე და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების, აგრეთვე ამკოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ამ კოდექსის 26-ე და 32-ემუხლებით გათვალისწინებულ სახდელთა ღონისძიებების გამოყენების შესახებ დადგენილებისგარდა, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ჯარიმის დაკისრებისას,რომელსაც ადგილზევე გადაახდევინებენ.2. პროკურორის მიერ პროტესტის შეტანა შეაჩერებს დადგენილების აღსრულებას პროტესტისგანხილვამდე.“.42. 276-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 276. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზემიღებული დადგენილების გამო საჩივრისა დაპროტესტის განხილვის ვადაადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, ხოლო ამკოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივარს და პროტესტს განიხილავენსაამისოდ უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები) მათი შემოსვლიდან 10 დღის ვადაში.“.43. 277-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 277. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზემიღებული დადგენილების გამო საჩივრისა დაპროტესტის განხილვაორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულიდადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციულისამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივრის დაპროტესტის განხილვისას შეამოწმებს გამოტანილი დადგენილების კანონიერებას დადასაბუთებულობას.“.44. 278-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 278. საჩივრის ან პროტესტის განმხილველი ორგანოს(თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებაადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზემიღებული დადგენილების გამო1. საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთიშემდეგი გადაწყვეტილება:ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლადდატოვების შესახებ;ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;დ) ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევისსაქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციულისახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.2. თუ დადგინდება, რომ დადგენილება გამოიტანა იმ ორგანომ (თანამდებობის პირმა),რომელიც არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა ეს საქმე, მაშინ ასეთი დადგენილება გაუქმდება დასაქმე განსახილველად გაეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს).3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გამოსაჩივართან ან პროტესტთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილების ასლი 3 დღის ვადაშიგაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება, პროტესტის გამო მიღებულიდადგენილების ასლი 3 დღის ვადაში გაეგზავნება აგრეთვე დაზარალებულს მისივე თხოვნით.პროტესტის განხილვის შედეგი ეცნობება პროკურორს.“.45. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 288 1 მუხლი:„მუხლი 288 1 . ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვაადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზედადგენილების აღსრულებაერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზედადგენილება აღსრულდება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებისაღსრულებისათვის განსაზღვრული წესით.“.46. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXIII 1 თავი:„თავი XXIII 1საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებამუხლი 288 2 . საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებისშესრულების სავალდებულოობაადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საურავის დარიცხვის შესახებდადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, თუსაქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.მუხლი 288 3 . საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებისაღსრულება1. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანიდან, თუ ამკოდექსით და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.2. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს იგიაღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.


3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულებას ახორციელებს დადგენილებისგამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი).მუხლი 288 4 . საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებისაღსრულების წესიდამრღვევმა საურავი უნდა გადაიხადოს საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლისმისთვის ჩაბარებიდან, ხოლო თუ საურავის დარიცხვის თაობაზე დამრღვევისათვის ცნობილი გახდაამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე,– ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილითგათვალისწინებული ვადის გასვლიდან 30 დღის ვადაში.მუხლი 288 5 . საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებისიძულებითი აღსრულებაამ კოდექსის 288 4 მუხლით დადგენილ ვადაში საურავის გადაუხდელობის შემთხვევაშიდადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე საურავისდარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას ახორციელებს სასამართლოაღმასრულებელი დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე დამრღვევის პირადქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით, თუ საქართველოსკანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.მუხლი 288 6 . საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებისაღსრულების ხანდაზმულობასაურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიმართ გამოიყენება ადმინისტრაციულისახდელის დადების შესახებ დადგენილებისათვის დაწესებული ხანდაზმულობის ვადა.მუხლი 288 7 . საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებისაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხებისგადაწყვეტა1. სასამართლო აღმასრულებელი ახორციელებს საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებისიძულებით აღსრულებაზე კონტროლს.2. დამრღვევი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ ვადაში გადაიხადა მასზე დარიცხულისაურავი, ვალდებულია აღსრულების აღნიშვნით ამის შესახებ შეატყობინოს დადგენილების გამომტანორგანოს (თანამდებობის პირს); სხვა შემთხვევაში მის მიმართ გაგრძელდება იძულებითიაღსრულების ღონისძიებები.“.47. 290-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„1. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს: დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლისმისთვის ჩაბარებიდან, ხოლო ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვისჩაბარებიდან 30 დღის ვადაში; დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 234 1 მუხლით განსაზღვრულიწესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებულიგადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტისდაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში, თუ ამკოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.48. 291-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 291. დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითიაღსრულება1. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში დამრღვევის მიერჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი


აღსრულება ხდება დამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდანსაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან დამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან,სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია სხვა მიზეზებით,დაჯარიმების შესახებ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმისგადახდევინება წარმოებს სასამართლო აღმასრულებლის მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე ანსაერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით.3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთი ქონებიდან, რომელიცსაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღსრულებო დოკუმენტებით არ არის განსაზღვრული.4. იმ სატრანსპორტო საშუალებაში კონტრაბანდის საგნების აღმოჩენისას, რომლის მფლობელსარა აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მას ჯარიმა გადახდება საქართველოსსაბაჟო კოდექსის შესაბამისად.5. ამ კოდექსის 116-ე–125-ე, 127 1 და 129 1 მუხლებით გათვალისწინებულისამართალდარღვევების ჩადენისას ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ემუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტოსაშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით, ხოლო თუ პირს არა აქვს სატრანსპორტო საშუალებისმართვის უფლება, ჯარიმის იძულებით აღსრულებას დამრღვევის ხელფასიდან ან სხვაშემოსავლიდან, აგრეთვე დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზეგადახდევინების მიქცევის გზით ახორციელებს სასამართლო აღმასრულებელი.“.49. 299-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 299. სპეციალური უფლების ჩამორთმევის შესახებდადგენილების აღმასრულებელი ორგანო1. დადგენილებას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებაღასრულებენ შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირები.2. დადგენილებას ზომამცირე გემების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღასრულებენამ კოდექსის 225 1 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული საქართველოს ზომამცირე გემების სახელმწიფოინსპექციის ორგანოების თანამდებობის პირები.3. დადგენილებას ნადირობის უფლების ჩამორთმევის შესახებ აღასრულებენ ამ კოდექსის 227-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ნადირობის წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობისგანმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირები.“.50. მე-300 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„3. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის წესს, ხოლო მართვისუფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისას, აგრეთვე მისი შემცირებისას მართვის მოწმობისდაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.51. 303-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 303. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადისგამოანგარიშება1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და ნადირობის წესების დამრღვევი ჩაითვლებიანსპეციალურუფლებაჩამორთმეულად ამ უფლების ფაქტობრივად ჩამორთმევის დღიდან.2. სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისას, აგრეთვე მისი შემცირებისას ამკოდექსის 302-ე მუხლის შესაბამისად, პირს, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციულისახდელის ეს ზომა, დადგენილი წესით დაუბრუნდება ჩამორთმეული დოკუმენტები.“.52. 307-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.53. 313-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„3. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველინაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის


სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არქონისათვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტოსაშუალების მართვისას, რომელიც „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქოპასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5პუნქტის თანახმად ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.“.54. 314-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:„7. ამ კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოქმედდეს საქართველოს შინაგან საქმეთამინისტრის „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტოსაშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ ბრძანების ამოქმედების დღიდან.“.მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმაუზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მომზადება.მუხლი 31. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 პუნქტის „გ“ და „ვ“ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებიამოქმედდეს 2006 წლის 1 ნოემბრიდან.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილითბილისი,2006 წლის 28 აპრილი.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!