საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან) 1. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა. 2. გირავნობით რამდენჯერმე დატვირთული საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციის ხარჯების დაფარვისა და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა შეინახოს ნოტარიუსთან დეპოზიტზე შემდგომი მოგირავნეების მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ყოველი შემდგომი მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. 3. გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს. 4. გირავნობის საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე პასუხს აგებს სხვა მოგირავნეების წინაშე იმ ზიანისათვის, რაც წარმოიშობა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. მუხლი 281. გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების მქონე მოგირავნისათვის (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან) 1. გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების მქონე მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნის მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. (17.07.2009 N 1541) 2. თუ მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამა თუ იმ იურიდიული მოქმედების შესრულებაზე, მაშინ მოგირავნეს შეუძლია დამგირავებელს მოსთხოვოს ამის განხორციელება. თუ დამგირავებელი ორი კვირის ვადაში არ შეასრულებს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია, ეს მოქმედება დამგირავებლის სახელით განახორციელოს მესამე პირთა მიმართ. მუხლი 281 1 . დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოგირავნისათვის გადაცემა (17.07.2009 N 1541) 1. მოგირავნეს უფლება აქვს სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა. 2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ მოგირავნისათვის დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. სააღსრულებო დაწესებულებაში ერთი და იმავე მექანიკური სატრანსპორტო

საშუალების მფლობელობაში გადაცემისათვის სხვადასხვა მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში გირავნობის საგნის გადაცემა ხორციელდება იმ მოგირავნეზე, რომელსაც აქვს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლება. 4. გირავნობის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას. 5. მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში გადაეცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება. 6. მოგირავნისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იძულებითი წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს. 7. მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე. მუხლი 282. გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულება (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან) 1. მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები. 2. ამოღებულია (11.05.2007 N 4744) 3. რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც, თუ: ა) არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე; ბ) გირავნობის საგანი მალფუჭებადია. 4. მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას, თუ დამგირავებლისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია, შესრულდება უზრუნველყოფილი მოთხოვნა. მუხლი 283. გირავნობის საგნის რეალიზაცია (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან) 1. მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.

ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში

დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის

განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა.

2. გირავნობით რამდენჯერმე დატვირთული საგნის რეალიზაციის

განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციის ხარჯების დაფარვისა

და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა შეინახოს

ნოტარიუსთან დეპოზიტზე შემდგომი მოგირავნეების მოთხოვნების

დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ყოველი შემდგომი მოგირავნის მოთხოვნა

დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

3. გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად

დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას

ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს.

4. გირავნობის საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე პასუხს

აგებს სხვა მოგირავნეების წინაშე იმ ზიანისათვის, რაც წარმოიშობა ამ მუხლის მე-2

ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

მუხლი 281. გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების

მქონე მოგირავნისათვის (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის

მოთხოვნის უფლების მქონე მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის

გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნის მოთხოვნა მისთვის

გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა

დაკმაყოფილდეს. (17.07.2009 N 1541)

2. თუ მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამა თუ იმ იურიდიული

მოქმედების შესრულებაზე, მაშინ მოგირავნეს შეუძლია დამგირავებელს მოსთხოვოს

ამის განხორციელება. თუ დამგირავებელი ორი კვირის ვადაში არ შეასრულებს

მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია, ეს მოქმედება დამგირავებლის

სახელით განახორციელოს მესამე პირთა მიმართ.

მუხლი 281 1 . დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო

საშუალების მოგირავნისათვის გადაცემა (17.07.2009 N 1541)

1. მოგირავნეს უფლება აქვს სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო

დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს

დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იძულების წესით მის

მფლობელობაში გადაცემა.

2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ მოგირავნისათვის დაგირავებული

სატრანსპორტო საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა

შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სააღსრულებო დაწესებულებაში ერთი და იმავე მექანიკური სატრანსპორტო

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!