საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

თავი მეთორმეტე კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ მუხლი 1484. მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. 3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც. მუხლი 1485. მტკიცების ტვირთი მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება სამკვიდროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო აღწერილი იყო ნოტარიუსის მიერ. მუხლი 1486. ვალის გადახდის დაკისრება მემკვიდრისათვის მოანდერძეს შეუძლია მთელი ვალის ან მისი ნაწილის გადახდა დააკისროს ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს. მუხლი 1487. სამკვიდროს გახსნის შესახებ კრედიტორებისათვის შეტყობინების ვალდებულება მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. მუხლი 1488. კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვადა 1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. 2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. 3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას. მუხლი 1489. ხანდაზმულობის საერთო ვადის გამოყენება

1. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით,ხელფასის გასტუმრებით,დაკრძალვით,სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე - ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოთხოვნების მიმართ გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ვადები. მუხლი 1490. შესრულების ვადის გადადება თუ მოთხოვნა კრედიტორის მიერ მოთხოვნის შესრულების ვადამდე იყო წარდგენილი, მაშინ მემკვიდრეს უფლება აქვს გადადოს შესრულება ვადის დადგომამდე.ვადის დადგომიდან კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადის განმავლობაში. მუხლი 1491. მამკვიდრებლის კრედიტორების უპირატესობა მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ ვიდრის კრედიტორებთან. მუხლი 1492. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე (9.12.2005 N 2239) უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე. მუხლი 1493. კრედიტორის მიერ სამკვიდროს მიღების შედეგები თუ მამკვიდრებელმა ქონება თავის კრედიტორს უანდერძა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს კრედიტორის მოთხოვნის უფლების გაქვითვად. მუხლი 1494. კრედიტორთა დაკმაყოფილების წესი კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თავი მეცამეტე სამკვიდროს დაცვა მუხლი 1495. ცნება ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და საჯარო ინტერესების დასაცავად სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსი დაინტერესებული პირების, ანდერძის აღმსრულებლის ან თავისი ინიციატივით

1. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ

დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის

უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით,ხელფასის

გასტუმრებით,დაკრძალვით,სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე

პირების მოთხოვნებზე - ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი

კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოთხოვნების მიმართ გამოიყენება

ხანდაზმულობის საერთო ვადები.

მუხლი 1490. შესრულების ვადის გადადება

თუ მოთხოვნა კრედიტორის მიერ მოთხოვნის შესრულების ვადამდე იყო

წარდგენილი, მაშინ მემკვიდრეს უფლება აქვს გადადოს შესრულება ვადის

დადგომამდე.ვადის დადგომიდან კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება

სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადის განმავლობაში.

მუხლი 1491. მამკვიდრებლის კრედიტორების უპირატესობა

მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს

უპირატესობა აქვთ ვიდრის კრედიტორებთან.

მუხლი 1492. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე (9.12.2005

N 2239)

უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს

უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც

მემკვიდრე.

მუხლი 1493. კრედიტორის მიერ სამკვიდროს მიღების შედეგები

თუ მამკვიდრებელმა ქონება თავის კრედიტორს უანდერძა, ეს არ შეიძლება

ჩაითვალოს კრედიტორის მოთხოვნის უფლების გაქვითვად.

მუხლი 1494. კრედიტორთა დაკმაყოფილების წესი

კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ

ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის

დადგენილი.

თავი მეცამეტე

სამკვიდროს დაცვა

მუხლი 1495. ცნება

ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და

საჯარო ინტერესების დასაცავად სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსი

დაინტერესებული პირების, ანდერძის აღმსრულებლის ან თავისი ინიციატივით

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!