საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

წილის გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მოვალეობა, შეძენილი წილის ოდენობის შესაბამისად. მუხლი 1473. წილის გათანაბრება მემკვიდრეები, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან სამკვიდროს მისაღებად, ვალდებულნი არიან წილთა გათანაბრებისათვის გაყოფამდე სამკვიდროს მიათვალონ ყოველივე ის, რაც მათ მიიღეს მამკვიდრებლისაგან მის სიცოცხლეში მშობლების ქონებიდან გამოყოფის სახით, თუ მამკვიდრებელს სხვა რამ არ დაუდგენია. მუხლი 1474. შთამომავლის გამოკლების შედეგები თუ სამკვიდროს მის გახსნამდე ან გახსნის შემდეგ გამოაკლდა შთამომავალი, რომელიც, როგორც მემკვიდრე, ვალდებული იქნებოდა გაეთანაბრებინა წილი, მაშინ წილის გათანაბრების მოვალეობა დაეკისრება იმ მემკვიდრეს, რომელმაც უნდა მიიღოს მისი წილი. მუხლი 1475. განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინება გათანაბრებისას შთამომავალს (დამავალი ხაზის ნათესავს), რომელმაც საოჯახო მეურნეობაში გაწეული შრომით, მამკვიდრებლის პროფესიულ და კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობით, თავის მხრივ მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევით ან სხვა სახით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მამკვიდრებლის ქონების შენარჩუნებასა და გაზრდაში, სამკვიდროს გაყოფისას უფლება აქვს მოითხოვოს გათანაბრება იმ ნათესავებთან, რომლებიც მასთან ერთად კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან და ითხოვენ სამკვიდროს. მუხლი 1476. გათანაბრების მოთხოვნის დაუშვებლობა არ შეიძლება გათანაბრების მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებისათვის ნათესავი იღებდა გასამრჯელოს, ან გასამრჯელო წინასწარ შეთანხმებული იყო,ანდა, თუ ნათესავს გაწეული მომსახურების საფუძველზე შეუძლია წარადგინოს რაიმე მოთხოვნა სხვა სამართლებრივი საფუძვლით. მუხლი 1477. სამართლიანი განაწილების მოთხოვნა 1. გაწეული მომსახურებისა და სამკვიდროს მოცულობის მიხედვით გათანაბრება უნდა მოხდეს სამართლიანად. 2. სამკვიდროს გაყოფისას გათანაბრების თანხა გამოაკლდება სამკვიდროს საერთო თანხას და მიემატება იმ თანამემკვიდრის წილს, რომელსაც გათანაბრების მოთხოვნის უფლება აქვს. მუხლი 1478. მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობა თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც

ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფლის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად. მუხლი 1479. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები 1. თუ სამკვიდროს მისაღებად მოწვეული მემკვიდრე, რომელიც ადგილზე არ იმყოფება,მაგრამ დადგენილია მისი ადგილსამყოფელი, სამი თვის განმავლობაში უარს არ იტყვის სამკვიდროზე, მაშინ დანარჩენი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მას თავიანთი განზრახვა სამკვიდროს გაყოფის შესახებ. 2. თუ ასეთი მემკვიდრე შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში არ აცნობებს დანარჩენ მემკვიდრეებს ქონების გაყოფის თაობაზე შეთანხმებაში მონაწილეობის სურვილის შესახებ, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით გაყონ ქონება და გამოყონ ადგილზე არმყოფი მემკვიდრის წილი. 3. თუ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადგილზე არმყოფი მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენა და არც რაიმე ცნობაა მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ მემკვიდრეებს შეუძლიათ გაყონ ქონება ამ მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით. მუხლი 1480. უპირატესი მემკვიდრეობის უფლება მემკვიდრეებს, რომლებსაც მამკვიდრებელთან ერთად აქვთ საერთო საკუთრების უფლება ქონებაზე, უპირატესი უფლება აქვთ იმ ქონების მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთო საკუთრებაში შედის. მუხლი 1481. საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება ქონების გაყოფისას მემკვიდრეს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად, აქვს სამკვიდროდან საცხოვრებელი სახლის, ბინის ან სხვა საცხოვრებელი სადგომის, ასევე საოჯახო მოხმარების საგნების მიღების უპირატესი უფლება. მუხლი 1482. მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესის გათვალისწინება უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობენ. თუ ქონება საკმარისი არ იქნება მათი კუთვნილი წილის მისაღებად, მაშინ მემკვიდრეებმა, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, უნდა მისცენ მათ შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცია. მუხლი 1483. კომპენსაციის განვადება იმ მემკვიდრეების მოთხოვნით, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, სასამართლოს უფლება აქვს გადაავადოს კომპენსაცია მისი მოცულობის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ათი წლის ვადით.

წილის გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის მამკვიდრებლის

კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მოვალეობა, შეძენილი წილის

ოდენობის შესაბამისად.

მუხლი 1473. წილის გათანაბრება

მემკვიდრეები, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან სამკვიდროს მისაღებად,

ვალდებულნი არიან წილთა გათანაბრებისათვის გაყოფამდე სამკვიდროს

მიათვალონ ყოველივე ის, რაც მათ მიიღეს მამკვიდრებლისაგან მის სიცოცხლეში

მშობლების ქონებიდან გამოყოფის სახით, თუ მამკვიდრებელს სხვა რამ არ

დაუდგენია.

მუხლი 1474. შთამომავლის გამოკლების შედეგები

თუ სამკვიდროს მის გახსნამდე ან გახსნის შემდეგ გამოაკლდა შთამომავალი,

რომელიც, როგორც მემკვიდრე, ვალდებული იქნებოდა გაეთანაბრებინა წილი, მაშინ

წილის გათანაბრების მოვალეობა დაეკისრება იმ მემკვიდრეს, რომელმაც უნდა

მიიღოს მისი წილი.

მუხლი 1475. განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინება

გათანაბრებისას შთამომავალს (დამავალი ხაზის ნათესავს), რომელმაც

საოჯახო მეურნეობაში გაწეული შრომით, მამკვიდრებლის პროფესიულ და

კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობით, თავის მხრივ მნიშვნელოვანი ხარჯების

გაწევით ან სხვა სახით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მამკვიდრებლის ქონების

შენარჩუნებასა და გაზრდაში, სამკვიდროს გაყოფისას უფლება აქვს მოითხოვოს

გათანაბრება იმ ნათესავებთან, რომლებიც მასთან ერთად კანონით მემკვიდრეებად

ითვლებიან და ითხოვენ სამკვიდროს.

მუხლი 1476. გათანაბრების მოთხოვნის დაუშვებლობა

არ შეიძლება გათანაბრების მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ

მომსახურებისათვის ნათესავი იღებდა გასამრჯელოს, ან გასამრჯელო წინასწარ

შეთანხმებული იყო,ანდა, თუ ნათესავს გაწეული მომსახურების საფუძველზე

შეუძლია წარადგინოს რაიმე მოთხოვნა სხვა სამართლებრივი საფუძვლით.

მუხლი 1477. სამართლიანი განაწილების მოთხოვნა

1. გაწეული მომსახურებისა და სამკვიდროს მოცულობის მიხედვით

გათანაბრება უნდა მოხდეს სამართლიანად.

2. სამკვიდროს გაყოფისას გათანაბრების თანხა გამოაკლდება სამკვიდროს

საერთო თანხას და მიემატება იმ თანამემკვიდრის წილს, რომელსაც გათანაბრების

მოთხოვნის უფლება აქვს.

მუხლი 1478. მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობა

თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!