საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

სამკვიდროს მიღების შემდეგ, ის მოვალეა დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მიიღო ნაყოფსა და შემოსავალთან ერთად. მუხლი 1317. უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის ვადა სარჩელი პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილ უნდა იქნეს ხუთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ეს პირი შეუდგა სამკვიდროს ფლობას. მუხლი 1318. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი 1. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ შორის. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ მოქმედებს,თუ მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეულს მემკვიდრე ჰყავდა დანიშნული. მუხლი 1319. სამკვიდროს გახსნა სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. მუხლი 1320. სამკვიდროს გახსნის დრო სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. მუხლი 1321. ერთ დღეს გარდაცვლილ პირთა მემკვიდრეობა ერთმანეთის შემდეგ მემკვიდრეობის უფლების მქონე პირების ერთ დღეს გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო გაიხსნება თითოეულის შემდეგ დამოუკიდებლად. მუხლი 1322. სამკვიდროს გახსნა გარდაცვლილად პირის გამოცხადების შემდე 1321-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სასამართლომ პირები გარდაცვლილად გამოაცხადა მათი ერთსა და იმავე გარემოებაში უგზო-უკვლოდ დაკარგვის შედეგად; ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს მათი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დროს. მუხლი 1323. სამკვიდროს გახსნა კომლში კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი

1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, - სამკვიდროს ადგილსამყოფელი. 2. თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა უძრავი ქონების ან მისი ფასეული ნაწილის ადგილსამყოფელი,ხოლო თუ უძრავი ქონება არ არის, მაშინ - მოძრავი ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი. მუხლი 1325. საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნის ადგილი საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო,თუ იგი ცნობილი არ არის, მაშინ - სამკვიდროს ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი. სამკვიდ მუხლი 1326. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნა სამკვიდროს გახსნის ადგილად იმ პირთა გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, ითვლება ის ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. მუხლი 1327. სამკვიდროს გახსნა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, უცხო სახელმწიფოში სამკვიდროს მიიღებს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით. მუხლი 1328. სამკვიდრო ქონება 1. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 2. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება. მუხლი 1329. მომავალი ქონება მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძში გაითვალისწინოს ისეთი ქონება, რომელიც ანდერძის შედგენისას მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ასეთი ქონება მისი საკუთრება იქნება. მუხლი 1330. პირადი ხასიათის უფლება-მოვალეობათა მემკვიდრეობით სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.

სამკვიდროს მიღების შემდეგ, ის მოვალეა დააბრუნოს ყველაფერი, რაც

მემკვიდრეობით მიიღო ნაყოფსა და შემოსავალთან ერთად.

მუხლი 1317. უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის ვადა

სარჩელი პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაინტერესებულ პირთა

მიერ წარდგენილ უნდა იქნეს ხუთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ეს

პირი შეუდგა სამკვიდროს ფლობას.

მუხლი 1318. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი

1. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის

მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ

შორის.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ მოქმედებს,თუ

მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეულს მემკვიდრე ჰყავდა დანიშნული.

მუხლი 1319. სამკვიდროს გახსნა

სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ

გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

მუხლი 1320. სამკვიდროს გახსნის დრო

სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან

პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების

ძალაში შესვლის დღე.

მუხლი 1321. ერთ დღეს გარდაცვლილ პირთა მემკვიდრეობა

ერთმანეთის შემდეგ მემკვიდრეობის უფლების მქონე პირების ერთ დღეს

გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო გაიხსნება თითოეულის შემდეგ

დამოუკიდებლად.

მუხლი 1322. სამკვიდროს გახსნა გარდაცვლილად პირის გამოცხადების შემდე

1321-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგება იმ შემთხვევაშიც,

როდესაც სასამართლომ პირები გარდაცვლილად გამოაცხადა მათი ერთსა და იმავე

გარემოებაში უგზო-უკვლოდ დაკარგვის შედეგად; ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს

მათი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის

დროს.

მუხლი 1323. სამკვიდროს გახსნა კომლში

კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის

გარდაცვალების დღიდან.

მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!