საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს. 2. თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. 3. სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო ქმედუუნაროდ ცნობილ პირთან ქორწინების ბათილობის საქმის განხილვისას აუცილებელია საქმეში მონაწილეობის მისაღებად მეურვის ჩაბმა. მუხლი 1144. იძულებითი ქორწინების ბათილად ცნობა 1. იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების შემთხვევაში მეუღლეს (მეუღლეებს) შეუძლია აღძრას სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ. 2. იძულებით დაქორწინების ფაქტი უნდა დაადგინოს სასამართლომ. მუხლი 1145. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობა 1. ქორწინება, რომელიც მოხდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად. 2. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია. (28.12.2006 N 2626) 3. ქორწინება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ფიქციურად, თუ რეგისტრირებულ პირებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე ფაქტობრივად უკვე შექმნილი აქვთ ოჯახი. მუხლი 1146. ქორწინების ბათილობის მომენტი 1. ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს. 2. იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინებაც ბათილად იქნა ცნობილი, წესრიგდება საერთო საკუთრების შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით. 3. ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება 1182-ე და 1186 -ე მუხლების მიხედვით,ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები. 4. ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებს. მუხლი 1147. კეთილსინდისიერი მეუღლისთვის მიყენებული ზიანის

ანაზღაურება კეთილსინდისიერ მეუღლეს, რომელსაც ქონებრივი ზიანი მიადგა იმ ქორწინების შედეგად,რომელიც ბათილად იქნა ცნობილი,უფლება აქვს მოითხოვოს ამ ზიანის ანაზღაურება. მუხლი 1148. ქორწინების ბათილად ცნობა მხოლოდ სასამართლოს მიერ არავის არ შეუძლია მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუ ქორწინება სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი. მუხლი 1149. ქორწინების ბათილობის დაუშვებლობა მეუღლეთა გარდაცვალების შემდეგ არ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ქორწინების გაბათილება ორივე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. მუხლი 1150. ხელახალი დაქორწინება ბათილი ქორწინებისას ის პირები, რომელთა ქორწინებაც გაბათილდა, შეიძლება ხელახლა დაქორწინდნენ საერთო წესით, თუკი აღარ იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც ქორწინება გაბათილდა. თავი მეოთხე მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1151. ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა (28.12.2006 N 2626) მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება. მუხლი 1152. მეუღლეთა თანასწორუფლებიანობა საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი. მუხლი 1153. დისკრიმინაციის აკრძალვა დაქორწინებისას და საოჯახო ურთიერთობებში არ დაიშვება უფლებათა პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება წარმოშობის,სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიხედვით.

ანაზღაურება

კეთილსინდისიერ მეუღლეს, რომელსაც ქონებრივი ზიანი მიადგა იმ ქორწინების

შედეგად,რომელიც ბათილად იქნა ცნობილი,უფლება აქვს მოითხოვოს ამ ზიანის

ანაზღაურება.

მუხლი 1148. ქორწინების ბათილად ცნობა მხოლოდ სასამართლოს მიერ არავის არ

შეუძლია მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუ ქორწინება სასამართლოს მიერ

ბათილად არ იქნა ცნობილი.

მუხლი 1149. ქორწინების ბათილობის დაუშვებლობა მეუღლეთა

გარდაცვალების შემდეგ

არ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ქორწინების გაბათილება ორივე მეუღლის

გარდაცვალების შემდეგ.

მუხლი 1150. ხელახალი დაქორწინება ბათილი ქორწინებისას

ის პირები, რომელთა ქორწინებაც გაბათილდა, შეიძლება ხელახლა დაქორწინდნენ

საერთო წესით, თუკი აღარ იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც ქორწინება

გაბათილდა.

თავი მეოთხე

მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები

I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1151. ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა (28.12.2006 N 2626)

მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ

სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება.

მუხლი 1152. მეუღლეთა თანასწორუფლებიანობა

საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და

ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

მუხლი 1153. დისკრიმინაციის აკრძალვა

დაქორწინებისას და საოჯახო ურთიერთობებში არ დაიშვება უფლებათა პირდაპირი

ან არაპირდაპირი შეზღუდვა, პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება

წარმოშობის,სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული

კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების,

საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა

მიხედვით.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!