საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

მუხლი 961. საზიარო უფლების გაუქმება 1. თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. 2. თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით, მაშინ პატივსადები მიზეზის არსებობისას გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვილი. 3. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება ან იზღუდება ამ წესების საწინააღმდეგოდ. მუხლი 962. შეთანხმება გაუქმების შესახებ თუ მოწილეებს რაიმე ვადით გამორიცხული აქვთ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება, მაშინ შეთანხმება ძალას კარგავს მოწილის გარდაცვალებით, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მუხლი 963. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. მუხლი 964. საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით 1. თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის. 2. თუ საგანი არ გაიყიდება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი აუქციონი; ამასთან, მან უნდა გაიღოს ხარჯები, თუ განმეორებითი ცდა უშედეგოდ დამთავრდა. მუხლი 965. მოწილეების სოლიდარული პასუხისმგებლობა 1. თუ მოწილეები, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ ვალდებულებისათვის, რომელიც მათ მე-600 მუხლის თანახმად უნდა შეასრულონ თავიანთი წილების პროპორციულად, ან იკისრეს ასეთი ვალდებულების შესრულება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია საზიარო უფლების გაუქმებისას მოითხოვოს, რომ ვალი გადახდილ იქნეს საზიარო საგნიდან. 2. თუ ვალის გადახდის მიზნით აუცილებელია საზიარო საგნის გაყიდვა, ეს უნდა მოხდეს 964-ე მუხლის მიხედვით. მუხლი 966. თანამოწილეთა მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება თუ მოწილეს სხვა მოწილის მიმართ აქვს მოთხოვნა, რომელიც ემყარება საზიარო

უფლებას, მაშინ ამ უფლების გაუქმებისას მას შეუძლია მოითხოვოს თავისი მოთხოვნის დაფარვა საზიარო ქონების იმ ნაწილიდან, რომელიც მოვალეს ერგება. მუხლი 967. მოწილეთა პასუხისმგებლობა საზიარო უფლების გაუქმებისას თუ საზიარო უფლების გაუქმებისას საზიარო საგანი მიეკუთვნება ერთ-ერთ მოწილეს, მაშინ თითოეული დარჩენილი მოწილე თავისი წილის შესაბამისად აგებს პასუხს ისე, როგორც გამყიდველი - ნივთის ან უფლების ნაკლის გამო. მუხლი 968. საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის ხანდაზმულობა საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა არ ექვემდებარება ხანდაზმულობას. თავი მეორე დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება მუხლი 969. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება კეთილსინდისიერად პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად. მუხლი 970. ზიანის ანაზღაურების მოვალეობა 1. თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ, რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის. 2. შემსრულებელს, რომელსაც ზიანი მიადგა იმ საფრთხის თავიდან აცილებისას, რომელიც რეალურად ემუქრებოდა სხვა პირს ან ქონებას, ხოლო საფრთხის თავიდან აცილება არ შეადგენდა შემსრულებლის სამართლებრივ მოვალეობას, უნდა აუნაზღაურდეს ზიანი იმ პირისაგან, რომელმაც შექმნა საფრთხე, ან იმ პირისაგან, რომლის სიკეთის გადარჩენასაც შემსრულებელი ცდილობდა. მუხლი 971. მეპატრონისათვის შეტყობინების ვალდებულება შემსრულებელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს, რომ იკისრა საქმეთა შესრულება. შემსრულებელმა უნდა გააგრძელოს დაწყებული საქმეები, ვიდრე მეპატრონეს არ შეეძლება იმოქმედოს თვითონ. მუხლი 972. შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მეპატრონეს ანგარიში შესრულების შესახებ და გადასცეს მას ყველაფერი, რაც შესრულების შედეგად მიიღო. მუხლი 973. გაწეული ხარჯების ანაზღაურების უფლება შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება,

მუხლი 961. საზიარო უფლების გაუქმება

1. თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო

უფლების გაუქმება.

2. თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია

სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით, მაშინ პატივსადები მიზეზის არსებობისას

გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვილი.

3. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გაუქმების მოთხოვნის უფლება

გამოირიცხება ან იზღუდება ამ წესების საწინააღმდეგოდ.

მუხლი 962. შეთანხმება გაუქმების შესახებ

თუ მოწილეებს რაიმე ვადით გამორიცხული აქვთ საზიარო უფლების

გაუქმების მოთხოვნის უფლება, მაშინ შეთანხმება ძალას კარგავს მოწილის

გარდაცვალებით, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 963. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას

საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები)

შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე,

თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.

მუხლი 964. საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით

1. თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება

საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და

ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე

უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის

გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს

შორის. 2. თუ საგანი არ გაიყიდება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია მოითხოვოს

განმეორებითი აუქციონი; ამასთან, მან უნდა გაიღოს ხარჯები, თუ განმეორებითი

ცდა უშედეგოდ დამთავრდა.

მუხლი 965. მოწილეების სოლიდარული პასუხისმგებლობა

1. თუ მოწილეები, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ

ვალდებულებისათვის, რომელიც მათ მე-600 მუხლის თანახმად უნდა შეასრულონ

თავიანთი წილების პროპორციულად, ან იკისრეს ასეთი ვალდებულების შესრულება,

მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია საზიარო უფლების გაუქმებისას მოითხოვოს,

რომ ვალი გადახდილ იქნეს საზიარო საგნიდან.

2. თუ ვალის გადახდის მიზნით აუცილებელია საზიარო საგნის გაყიდვა, ეს უნდა

მოხდეს 964-ე მუხლის მიხედვით.

მუხლი 966. თანამოწილეთა მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება თუ

მოწილეს სხვა მოწილის მიმართ აქვს მოთხოვნა, რომელიც ემყარება საზიარო

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!