საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

მუხლი 779. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება დაუძლეველი ძალის გამო პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, სტუმრის ან მისი თანხმლები პირის მიერ, ანდა თვით ნივთის თვისებებით. თავი მეცხრამეტე მიბარება სასაქონლო საწყობში მუხლი 780. ცნება სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება მიბარების ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 781. შენახვის ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულების მოვალეობა სასაწყობო შემნახველმა საქონლის მიბარების ვალდებულებები უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერი მეურნის გულისხმიერებით. მუხლი 782. საქონლის რაოდენობის შემოწმება შემნახველის მიერ 1. შემნახველი არ არის ვალდებული საქონლის მიღებისას შეამოწმოს მისი რაოდენობა, ზომა, წონა, სახეობა, ხარისხი ან სხვა თვისებები, თუ ამ თავის წესებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 2. თუ საქონელი, რომელიც შესანახად გადაეცა შემნახველს, გადაცემისას დაზიანებული ან დაუკომპლექტებელი აღმოჩნდება, რაც გარეგნული დათვალიერებითაც შესამჩნევია, მაშინ შემნახველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე მიმბარებელს; თუ იგი არ შეასრულებს ამ მოვალეობას, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. მუხლი 783. მიბარებული საქონლის დათვალიერების უფლება შემნახველი მოვალეა სამუშაო დროის განმავლობაში ნება დართოს მიმბარებელს დაათვალიეროს მიბარებული საქონელი, აიღოს ნიმუშები ან განახორციელოს აუცილებელი მოქმედებანი. მუხლი 784. შეტყობინების ვალდებულება შემნახველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმბარებელს, თუ იგი შესანახად მიბარებულ საქონელს გადაიტანს სხვა საწყობში, ან თუ აღმოაჩენს, რომ საქონლის თვისებები შეიცვალა ანდა არსებობს მისი შეცვლის საშიშროება.მან ეს უნდა შეატყობინოს სასაწყობო მოწმობის მისთვის ცნობილ ბოლო მფლობელს. ამ მოვალეობის შეუსრულებლობისას იგი ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი

ზიანი. მუხლი 785. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შემნახველი პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვით ან/და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამის თავიდან აცილება კეთილსინდისიერ შემნახველსაც არ შეეძლო. მუხლი 786. გვაროვნული ნივთების შენახვის თავისებურებანი 1. გვაროვნული ნივთების შენახვისას შემნახველს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება შეურიოს ისინი იმავე სახისა და თვისების სხვა ნივთებს,თუ ამაზე არსებობს მიმბარებლის ნებართვა. 2. ამ შერევის შედეგად წარმოშობილ საქონელზე მიმბარებლებს აქვთ საერთო საკუთრების უფლება. თითოეული მიმბარებლის წილი განისაზღვრება მის მიერ ჩაბარებული საქონლის ოდენობის შესაბამისად. 3. შემნახველი მოვალეა თითოეულ მიმბარებელს დაუბრუნოს მიბარებული საქონელი მისი კუთვნილი წილის შესაბამისად, დანარჩენი მიმბარებლების თანხმობის გარეშე. მუხლი 787. მიბარებული საქონლის გაყიდვა თუ შესანახად მიბარებული საქონელი ფუჭდება ან იმდენად იცვლება, რომ იგი შეიძლება გაუფასურდეს,და შემნახველს დრო აღარ რჩება ამის თაობაზე შეატყობინოს ან არ შეუძლია შეატყობინოს უფლებამოსილ პირს, მაშინ ის უფლებამოსილია საქონელი გაყიდოს. მუხლი 788. სასაწყობო მოწმობა საქონლის მიღებისას შემნახველი ვალდებულია მიმბარებელს გადასცეს სასაწყობო მოწმობა. მუხლი 789. სასაწყობო მოწყობის რეკვიზიტები 1. სასაწყობო მოწმობაში უნდა აღინიშნოს: ა. სასაწყობო მოწმობის გაცემის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი; ბ. მხარეთა ვინაობა და მისამართი; გ. შენახვის ადგილი; დ. საქონლის შენახვის წესი; ე. შესანახი საქონლის აღწერა (ოდენობა, ზომა ან წონა) და ხარისხი; საქონლის შეფუთვისას - შეფუთვის აღწერა; ვ. შენახვის საზღაურისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ოდენობა; ზ. თუ შესანახი საქონელი დაზღვეულ უნდა იქნეს, მაშინ - სადაზღვევო თანხა; თ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ი. შემნახველის ხელმოწერა, დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით. 2. თუ ამ მუხლში დასახელებული პირობები სრულად არ არის ასახული სასაწყობო

ზიანი.

მუხლი 785. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

შემნახველი პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვით

ან/და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამის

თავიდან აცილება კეთილსინდისიერ შემნახველსაც არ შეეძლო.

მუხლი 786. გვაროვნული ნივთების შენახვის თავისებურებანი

1. გვაროვნული ნივთების შენახვისას შემნახველს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება

შეურიოს ისინი იმავე სახისა და თვისების სხვა ნივთებს,თუ ამაზე არსებობს

მიმბარებლის ნებართვა.

2. ამ შერევის შედეგად წარმოშობილ საქონელზე მიმბარებლებს აქვთ საერთო

საკუთრების უფლება. თითოეული მიმბარებლის წილი განისაზღვრება მის მიერ

ჩაბარებული საქონლის ოდენობის შესაბამისად.

3. შემნახველი მოვალეა თითოეულ მიმბარებელს დაუბრუნოს მიბარებული

საქონელი მისი კუთვნილი წილის შესაბამისად, დანარჩენი მიმბარებლების

თანხმობის გარეშე.

მუხლი 787. მიბარებული საქონლის გაყიდვა

თუ შესანახად მიბარებული საქონელი ფუჭდება ან იმდენად იცვლება, რომ

იგი შეიძლება გაუფასურდეს,და შემნახველს დრო აღარ რჩება ამის თაობაზე

შეატყობინოს ან არ შეუძლია შეატყობინოს უფლებამოსილ პირს, მაშინ ის

უფლებამოსილია საქონელი გაყიდოს.

მუხლი 788. სასაწყობო მოწმობა

საქონლის მიღებისას შემნახველი ვალდებულია მიმბარებელს გადასცეს

სასაწყობო მოწმობა.

მუხლი 789. სასაწყობო მოწყობის რეკვიზიტები

1. სასაწყობო მოწმობაში უნდა აღინიშნოს:

ა. სასაწყობო მოწმობის გაცემის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი;

ბ. მხარეთა ვინაობა და მისამართი;

გ. შენახვის ადგილი;

დ. საქონლის შენახვის წესი;

ე. შესანახი საქონლის აღწერა (ოდენობა, ზომა ან წონა) და ხარისხი; საქონლის

შეფუთვისას - შეფუთვის აღწერა;

ვ. შენახვის საზღაურისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ოდენობა;

ზ. თუ შესანახი საქონელი დაზღვეულ უნდა იქნეს, მაშინ - სადაზღვევო თანხა;

თ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

ი. შემნახველის ხელმოწერა, დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით.

2. თუ ამ მუხლში დასახელებული პირობები სრულად არ არის ასახული სასაწყობო

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!