საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

საკუთრების მიმნდობს. 3. ქონების ნაყოფი რჩება საკუთრების მიმნდობს. მუხლი 727. საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ფორმა საკუთრების მინდობის ხელშეკრულება იდება წერილობით. მუხლი 728. მინდობილი მესაკუთრის პასუხისმგებლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში პასუხს აგებს მინდობილი მესაკუთრე. მუხლი 729. დავალების ხელშეკრულების წესების გამოყენება საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების შესაბამისი წესები. თავი მეთხუთმეტე სატრანსპორტო ექსპედიცია მუხლი 730. ცნება 1. ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. 2. ექსპედიციის მიმართ შესაბამისად გამოიყენება დავალების წესები, თუ ამ თავიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მუხლი 731. კეთილსინდისიერების მოთხოვნა ექსპედიტორისაგან ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი,შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები;ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები. მუხლი 732. შემკვეთის მოვალეობანი 1. შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად უნდა მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად და, აუცილებლობის შემთხვევაში, ტვირთის საბაჟო გადასახადის გადასახდელად. გარდა ამისა, შემკვეთმა უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად. 2. საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.

3. ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად. 4. შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა,შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად. 5. თუ ტვირთის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელია განმასხვავებელი ნიშნები, მაშინ ისინი იმგვარად უნდა იქნეს დასმული, რომ ტვირთის მიტანამდე გარკვევით ჩანდეს. 6. შემკვეთი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც ექსპედიტორს მიადგება ამ მუხლის წინა ნაწილებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო,გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით ექსპედიტორს არ გაუკეთებია შენიშვნა შეფუთვის ან განმასხვავებელი ნიშნის არარსებობის ან ნაკლის თაობაზე, თუმცა ეს ცხადი იყო, ან მას ჰქონდა ცნობები ამის შესახებ ტვირთის მიღებისას. მუხლი 733. ტვირთის ცალობრივი შემოწმება შემკვეთს შეუძლია განსაკუთრებული გასამრჯელოს გადახდით მოსთხოვოს ექსპედიტორს ტვირთის ცალობრივი შემოწმება მისი მიღებისას. მუხლი 734. ტვირთის დაზღვევის მოვალეობა ექსპედიტორს ეკისრება ტვირთის დაზღვევა მხოლოდ მაშინ, როცა ამის თაობაზე მიიღებს შემკვეთისაგან მითითებას. განსაკუთრებული მითითების არარსებობისას ექსპედიტორი მოვალეა დააზღვიოს ტვირთი მხოლოდ ჩვეულებრივი პირობებით. მუხლი 735. ექსპედიციის დაზღვევის ხელშეკრულება თუ შემკვეთი აშკარად არ გამოთქვამს უარს წერილობით, ექსპედიტორი მოვალეა შემკვეთის ხარჯზე დააზღვიოს ის ზიანი, რომელიც შეკვეთის შესრულებისას ექსპედიტორის მოქმედებით შემკვეთს შეიძლება მიადგეს. ექსპედიტორმა უნდა აცნობოს შემკვეთს, თუ ვისთან დადო ექსპედიიცის დაზღვევის ხელშეკრულება. მუხლი 736. ზიანის დროულად შეტყობინების მოვალეობა 735-ე მუხლის მიხედვით დადებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე შემკვეთმა უნდა იზრუნოს ზიანის დროულად შეტყობინებისათვის. თუ ზიანის შესახებ შეტყობინება ეგზავნება ექსპედიტორს, მაშინ იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს შეტყობინება მზღვეველს ან მზღვეველებს. მუხლი 737. ტვირთის მიუღებლობის შედეგები თუ დანიშნულების ადგილას მიმღები არ ჩაიბარებს ტვირთს, ან სხვა საფუძვლით შეუძლებელია ტვირთის მიღება, მაშინ ექსპედიტორის უფლებები და

საკუთრების მიმნდობს.

3. ქონების ნაყოფი რჩება საკუთრების მიმნდობს.

მუხლი 727. საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ფორმა

საკუთრების მინდობის ხელშეკრულება იდება წერილობით.

მუხლი 728. მინდობილი მესაკუთრის პასუხისმგებლობა

მესამე პირებთან ურთიერთობაში პასუხს აგებს მინდობილი მესაკუთრე.

მუხლი 729. დავალების ხელშეკრულების წესების გამოყენება

საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების

შესაბამისი წესები.

თავი მეთხუთმეტე

სატრანსპორტო ექსპედიცია

მუხლი 730. ცნება

1. ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი

სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან

დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული

პროვიზია.

2. ექსპედიციის მიმართ შესაბამისად გამოიყენება დავალების წესები, თუ ამ

თავიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

მუხლი 731. კეთილსინდისიერების მოთხოვნა ექსპედიტორისაგან

ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა

გაგზავნოს ტვირთი,შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები;ამასთან, მან უნდა

დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები.

მუხლი 732. შემკვეთის მოვალეობანი

1. შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად უნდა მიაწოდოს მას

შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც

აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს

აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად და,

აუცილებლობის შემთხვევაში, ტვირთის საბაჟო გადასახადის გადასახდელად. გარდა

ამისა, შემკვეთმა უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების

უტყუარობის დასადასტურებლად.

2. საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს

ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში,

მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!