საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ ხარჯები გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს. 3. რწმუნებულს შეუძლია მოსთხოვოს მარწმუნებელს ავანსი იმ ხარჯებისათვის,რომლებიც მას უნდა აუნაზღაურდეს. მუხლი 718. ბრალის გარეშე დამდგარი ზიანის ანაზღაურება 1. მარწმუნებელი მოვალეა აანაზღაუროს მისი ბრალის გარეშე დამდგარი ზიანიც, რომელიც წარმოეშვა რწმუნებულს დავალებული მოქმედების შესრულებისას, თუ ზიანი დადგა დავალებული მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საფრთხის შედეგად მარწმუნებლის მითითების გამო. 2. პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ დამდგარი ზიანი გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს, ან თუ ზიანი გამოწვეულია რწმუნებულის მოქმედებით. თუ სადავო გახდება გასამრჯელოთი ზიანის დაფარვა, მაშინ მტკიცების მოვალეობა ეკისრება რწმუნებულს. მუხლი 719. ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება თუ რწმუნებული უსასყიდლოდ ასრულებს მისთვის დავალებულ მოქმედებებს, იგი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანისათვის. მუხლი 720. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა 1. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს.შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. 2. თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა. 3. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ,მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე. მუხლი 721. მარწმუნებლის გარდაცვალების შედეგები 1. ხელშეკრულება არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან ქმედუუნარობის დადგომის გამო, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა რამ არ გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან. 2. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მისი ქმედუუნარობის დადგომის გამო, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის

მემკვიდრეებს შეუქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს, ვიდრე მემკვიდრე ან მარწმუნებლის კანონიერი წარმომადგენელი არ მიიღებს აუცილებელ ზომებს; ამასთან, სახელშეკრულებო ურთიერთობა ჩაითვლება გაგრძელებულად. 3. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მისი ქმედუუნარობის დადგომის გამო, მაშინ იგი ჩაითვლება რწმუნებულისათვის გაგრძელებულად,ვიდრე მას არ ეცნობება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების შესახებ. მუხლი 722. რწმუნებულის გარდაცვალების შედეგები 1. ხელშეკრულება წყდება რწმუნებულის გარდაცვალების შემთხვევაში,თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა რამ არ გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან. 2. რწმუნებულის სიკვდილის შემთხვევაში მისი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან აცნობონ მარწმუნებელს ამის შესახებ და მიიღონ აუცილებელი ზომები მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად. მუხლი 723. კომისიის ხელშეკრულება კომისიის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება კანონი მეწარმეთა შესახებ. თავი მეთოთხმეტე საკუთრების მინდობა მუხლი 724. ცნება საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. მუხლი 725. მინდობილი მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი 1. მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით. 2. მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. თუ მინდობილი მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი. მუხლი 726. საკუთრების მინდობის ხარჯების ანაზღაურება 1. მინდობილი მესაკუთრე მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის საკუთრების მიმნდობისაგან არ იღებს გასამრჯელოს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ

ხარჯები გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს.

3. რწმუნებულს შეუძლია მოსთხოვოს მარწმუნებელს ავანსი იმ

ხარჯებისათვის,რომლებიც მას უნდა აუნაზღაურდეს.

მუხლი 718. ბრალის გარეშე დამდგარი ზიანის ანაზღაურება

1. მარწმუნებელი მოვალეა აანაზღაუროს მისი ბრალის გარეშე დამდგარი

ზიანიც, რომელიც წარმოეშვა რწმუნებულს დავალებული მოქმედების

შესრულებისას, თუ ზიანი დადგა დავალებული მოქმედების შესრულებასთან

დაკავშირებული მნიშვნელოვანი საფრთხის შედეგად მარწმუნებლის მითითების

გამო.

2. პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ დამდგარი ზიანი

გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს, ან თუ ზიანი გამოწვეულია რწმუნებულის

მოქმედებით. თუ სადავო გახდება გასამრჯელოთი ზიანის დაფარვა, მაშინ მტკიცების

მოვალეობა ეკისრება რწმუნებულს.

მუხლი 719. ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

თუ რწმუნებული უსასყიდლოდ ასრულებს მისთვის დავალებულ

მოქმედებებს, იგი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით

გამოწვეული ზიანისათვის.

მუხლი 720. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა

1. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ

დროს.შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.

2. თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი

მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები,

რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი,

გარდა იმ შემთხვევებისა,როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი

ჰქონდა.

3. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ,მაშინ ის მოვალეა

აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული

ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, -

გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.

მუხლი 721. მარწმუნებლის გარდაცვალების შედეგები

1. ხელშეკრულება არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან

ქმედუუნარობის დადგომის გამო, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა რამ არ

გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან.

2. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მისი

ქმედუუნარობის დადგომის გამო, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს

დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!