საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

მუხლი 664. პასუხისმგებლობის შეზღუდვა მოგზაურობის მომწყობს ტურისტთან შეთანხმებით შეუძლია შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით, თუ: ა. ტურისტისათვის მიყენებული ზიანი არ იყო გამოწვეული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, ან ბ. მოგზაურობის მომწყობი ერთპიროვნულად მთლიანად არ აგებს პასუხს ტურისტის წინაშე იმ ზიანისათვის, რომელიც წარმოიშვა მოგზაურობის მომწყობის ვალდებულების შემსრულებელთაგან ერთ-ერთის ბრალის შედეგად. მუხლი 665. უარი ხელშეკრულებაზე მოგზაურობის დაწყებამდე 1. ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. 2. ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად. მუხლი 666. დაუძლეველი ძალა 1. თუ მოგზაურობა არსებითად გაძნელდება, ან წარმოიშობა სხვა საფრთხე,ან ტურისტს მიადგება ზიანი ხელშეკრულების დადებისას გაუთვალისწინებელი დაუძლეველი ძალის დადგომის შედეგად, მაშინ როგორც ტურისტს, ისე მოგზაურობის მომწყობს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტისას გამოიყენება 661-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4 ნაწილის პირველი წინადადების წესები. თითოეულ მხარეს ეკისრება უკან მიყვანის დამატებითი ხარჯების ნახევარი. სხვა შემთხვევაში დამატებითი ხარჯები ეკისრება ტურისტს. მუხლი 667. მოგზაურის საზიანო შეთანხმებათა დაუშვებლობა ამ თავით გათვალისწინებული წესები არ შეიძლება შეიცვალოს მოგზაურის საზიანოდ. თავი მეთორმეტე გადაზიდვა-გადაყვანა I. გადაზიდვის ხელშეკრულება

მუხლი 668. ცნება გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. მუხლი 669. გადამზიდველის პასუხისმგებლობა 1. გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის. 2. პასუხისმგებლობა არ დადგება,თუკი ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ან თვით მგზავრის მიერ, ანდა მისი ბარგით. 3. გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით. მუხლი 670. ხელშეკრულების დადების ვალდებულება პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას,ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ არსებობს უარის თქმის საფუძველი. მუხლი 671. გადაზიდვა რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით თუ დატვირთული ავტომობილი გზის ერთ მონაკვეთზე გადაზიდული იქნება ზღვით, რკინიგზით ან საჰაერო ტრანსპორტით და - 682-ე მუხლში გათვალისწინებული შემთხვევების შესაბამისად - ტვირთი არ იქნება გადმოტვირთული, ამ თავის ნორმები მაინც გამოიყენება მთლიანი გადაზიდვისათვის. მუხლი 672. გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით. მუხლი 673. ზედნადების შედგენის წესი 1. ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი. 2. თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.

მუხლი 668. ცნება

გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული

საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი

დანიშნულების ადგილზე.

მუხლი 669. გადამზიდველის პასუხისმგებლობა

1. გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის,

ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის.

2. პასუხისმგებლობა არ დადგება,თუკი ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი

ძალის ან თვით მგზავრის მიერ, ანდა მისი ბარგით.

3. გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან

შეიზღუდოს ხელშეკრულებით.

მუხლი 670. ხელშეკრულების დადების ვალდებულება

პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა

გადაყვანას,ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ

არსებობს უარის თქმის საფუძველი.

მუხლი 671. გადაზიდვა რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით

თუ დატვირთული ავტომობილი გზის ერთ მონაკვეთზე გადაზიდული იქნება

ზღვით, რკინიგზით ან საჰაერო ტრანსპორტით და - 682-ე მუხლში

გათვალისწინებული შემთხვევების შესაბამისად - ტვირთი არ იქნება

გადმოტვირთული, ამ თავის ნორმები მაინც გამოიყენება მთლიანი

გადაზიდვისათვის.

მუხლი 672. გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა

გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის)

სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად,

გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის

ნორმებით.

მუხლი 673. ზედნადების შედგენის წესი

1. ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და

გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს,

მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.

2. თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე

ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც

გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების

შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!