საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში. 2. ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა - ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან. მუხლი 574. დავა მეუღლეებს შორის განქორწინებისას 1. როცა განქორწინებისას მეუღლეები ვერ შეთანხმდებიან იმაზე,თუ რომელმა უნდა იცხოვროს დაქირავებულ ბინაში, დავას წყვეტს სასამართლო. 2. სასამართლოსათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი მეუღლეა დამქირავებელი. თუ სასამართლო ცნობს იმ მეუღლის უფლებას ბინაზე, რომელიც არ არის დამქირავებელი, მაშინ ეს მეუღლე ხდება ქირავნობის ურთიერთობის მონაწილე. მუხლი 575. დამქირავებლის უფლებების დაცვა დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისაგანაც. თავი მეოთხე ლიზინგი მუხლი 576. ცნება. შინაარსი 1. ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით.ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით. 2. ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაამზადოს ან შეიძინოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება. 3. ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღებს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება ან მიენიჭოს უფლება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ იყიდოს ლიზინგის საგანი ან დაიქირავოს იგი, თუკი ხელშეკრულება საგნის სრული ამორტიზაციით არ მთავრდება. საბოლოო ღირებულების გამოთვლისას ყველა შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამორტიზაციის ფაქტი. თუ ხელშეკრულებაში არ არის შესაბამისი დებულება, მაშინ ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია იყიდოს ლიზინგის საგანი. მუხლი 577. ლიზინგის ხელშეკრულების ფორმა ლიზინგის ხელშეკრულება იდება წერილობით. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:

ა. მთლიან ფასს; ბ. სალიზინგო საზღაურის თანხასა და მისი გადახდის ვადებს; გ. საბოლოო გადახდის თანხას, ხოლო ხელშეკრულების ვადამდე შესრულებისას მისი გამოთვლის წესს. მუხლი 578. ლიზინგის გამცემის პასუხისმგებლობა 1. ლიზინგის გამცემი ქირავნობის ხელშეკრულების წესების მიხედვით პასუხს აგებს ლიზინგის მიმღების წინაშე ქონების მიწოდების ვადის გადაცილების ან მიუწოდებლობისათვის, აგრეთვე ნაკლის მქონე ქონების მიწოდებისათვის. 2. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ლიზინგის მიმღებმა ლიზინგის გამცემისათვის პრეტენზიის წაყენებამდე უნდა მოითხოვოს დაკმაყოფილება ქონების მიმწოდებლისაგან. მუხლი 579. ლიზინგის მიმღების პასუხისმგებლობა ლიზინგის მიმღების ბრალით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს არ შეუძლია წაუყენოს მას ისეთი მოთხოვნები, რომლებიც სცილდება შესრულებასთან დაკავშირებულ მის ინტერესებს. მოთხოვნის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სალიზინგო ქონების დარჩენილი ღირებულება, სალიზინგო საზღაურის დარჩენილი პროცენტები და სხვა დაზოგილი ხარჯები. მუხლი 580. ლიზინგის მიმართ გამოყენებული სხვა წესები ლიზინგის მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების ის წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან 576-579-ე მუხლებს. თავი მეხუთე იჯარა მუხლი 581. ცნება 1. იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. 2. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მუხლი 582. ათ წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების მოშლა

უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს

წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის

განმავლობაში.

2. ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის

ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო

დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა - ქირავნობის ხელშეკრულების

შეწყვეტის მომენტიდან.

მუხლი 574. დავა მეუღლეებს შორის განქორწინებისას

1. როცა განქორწინებისას მეუღლეები ვერ შეთანხმდებიან იმაზე,თუ რომელმა

უნდა იცხოვროს დაქირავებულ ბინაში, დავას წყვეტს სასამართლო.

2. სასამართლოსათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი მეუღლეა

დამქირავებელი. თუ სასამართლო ცნობს იმ მეუღლის უფლებას ბინაზე, რომელიც არ

არის დამქირავებელი, მაშინ ეს მეუღლე ხდება ქირავნობის ურთიერთობის

მონაწილე.

მუხლი 575. დამქირავებლის უფლებების დაცვა

დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი

დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისაგანაც.

თავი მეოთხე

ლიზინგი

მუხლი 576. ცნება. შინაარსი

1. ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის

მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით

დათქმული ვადით.ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური

დადგენილი პერიოდულობით.

2. ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაამზადოს ან შეიძინოს ამ

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება.

3. ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღებს შეიძლება დაეკისროს

ვალდებულება ან მიენიჭოს უფლება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ

იყიდოს ლიზინგის საგანი ან დაიქირავოს იგი, თუკი ხელშეკრულება საგნის სრული

ამორტიზაციით არ მთავრდება. საბოლოო ღირებულების გამოთვლისას ყველა

შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამორტიზაციის ფაქტი. თუ

ხელშეკრულებაში არ არის შესაბამისი დებულება, მაშინ ლიზინგის მიმღები

უფლებამოსილია იყიდოს ლიზინგის საგანი.

მუხლი 577. ლიზინგის ხელშეკრულების ფორმა

ლიზინგის ხელშეკრულება იდება წერილობით. ხელშეკრულება უნდა

შეიცავდეს:

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!