საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

ზედმეტად გადაიტვირთა, ან თუ სხვა მიზეზების გამო გამქირავებლისათვის მიუღებელია ქვექირავნობა. მუხლი 551. ქვექირავნობის ბედი ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისას თუ ქვექირავნობა მიზნად ისახავს ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის გარანტიებისათვის გვერდის ავლას, მაშინ ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისას გამქირავებელი თავის თავზე იღებს იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც არსებობდა დამქირავებელსა და ქვემოქირავნეს შორის. მუხლი 552. ქირავნობის ურთიერთობის უზრუნველყოფის ოდენობა 1. თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელს ეკისრება ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა, მაშინ უზრუნველყოფის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ქირის სამმაგ ოდენობას. თუ ფულადი თანხა წინასწარ არის გადასახდელი, მაშინ დამქირავებელი უფლებამოსილია გადაიხადოს იგი ყოველთვიურად თანაბარ ნაწილებად სამი თვის განმავლობაში. 2. წინასწარ გადახდილ უზრუნველყოფას უნდა დაერიცხოს კანონით დადგენილი პროცენტები და ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდეს დამქირავებელს პროცენტებთან ერთად. 3. დამქირავებლის საზიანოდ დადებული სხვაგვარი შეთანხმება ბათილია. მუხლი 553. ქირის გადახდის წესი 1. ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ. 2. დამატებითი ხარჯების გადახდა მხოლოდ მაშინ არის სავალდებულო, თუ ამის თაობაზე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება. მუხლი 554. დამქირავებლის ბრალით ქირის გადაუხდელობის შედეგები თუ დამქირავებელს ხელი ეშლება სარგებლობაში თავისი მიზეზით, იგი ქირის გადახდისაგან არ თავისუფლდება. მუხლი 555. ხელშეკრულების ვადამდე მოშლა საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლის ინიციატივით საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელი უფლებამოსილია ქირავნობის ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ იგი ერთი თვით ადრე გააფრთხილებს ამის შესახებ გამქირავებელს და შესთავაზებს მას გადახდისუნარიან და მისაღებ დამქირავებელს, რომელიც თანახმაა ქირავნობის დარჩენილ დროში იყოს დამქირავებელი.

მუხლი 556. დამქირავებლის საპირისპირო მოთხოვნები გამქირავებლის მიმართ თუ ბინის ქირის მოთხოვნის საპირისპიროდ, დამქირავებელს აქვს დაკავების ან ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე სხვა მოთხოვნების გაქვითვის უფლება, დამქირავებელს შეუძლია გამოიყენოს ეს უფლება მაშინაც, როცა ხელშეკრულებით სხვა რამ არის გათვალისწინებული, თუ ამის შესახებ იგი წინასწარ გააფრთხილებს გამქირავებელს. მუხლი 557. ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე,თუ დამქირავებელი,გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას. მუხლი 558. ხელშეკრულების მოშლა ქირის გადაუხდელობის გამო გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში. მუხლი 559. ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლით 1. ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. 2. თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით. 3. თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით. მუხლი 560. განუსაზღვრელი ვადით ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნის უფლება თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით არის დადებული, მაშინ დამქირავებელს შეუძლია არა უგვიანეს ორი თვისა ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტამდე წერილობითი განცხადებით მოითხოვოს ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით, თუკი გამქირავებელი ამის თანხმობას განაცხადებს. მუხლი 561. ხელშეკრულების მოშლის ვადა ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მუხლი 562. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების

მუხლი 556. დამქირავებლის საპირისპირო მოთხოვნები გამქირავებლის

მიმართ

თუ ბინის ქირის მოთხოვნის საპირისპიროდ, დამქირავებელს აქვს დაკავების

ან ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე სხვა მოთხოვნების გაქვითვის

უფლება, დამქირავებელს შეუძლია გამოიყენოს ეს უფლება მაშინაც, როცა

ხელშეკრულებით სხვა რამ არის გათვალისწინებული, თუ ამის შესახებ იგი წინასწარ

გააფრთხილებს გამქირავებელს.

მუხლი 557. ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით

გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე,თუ

დამქირავებელი,გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს

მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ

საშიშროებას.

მუხლი 558. ხელშეკრულების მოშლა ქირის გადაუხდელობის გამო

გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ

დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.

მუხლი 559. ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლით

1. ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის

შემდეგ.

2. თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის

შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება

განუსაზღვრელი ვადით.

3. თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის

ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით.

მუხლი 560. განუსაზღვრელი ვადით ქირავნობის ხელშეკრულების

გაგრძელების მოთხოვნის უფლება

თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება განსაზღვრული

ვადით არის დადებული, მაშინ დამქირავებელს შეუძლია არა უგვიანეს ორი თვისა

ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტამდე წერილობითი განცხადებით მოითხოვოს

ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით, თუკი

გამქირავებელი ამის თანხმობას განაცხადებს.

მუხლი 561. ხელშეკრულების მოშლის ვადა

ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ

შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ

გამომდინარეობს.

მუხლი 562. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!