საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

14.05.2015 Views

მუხლი 503. ნივთის შემნახველის უფლება 1. მხარეს, რომელიც 500-502-ე მუხლებში აღნიშნული წესების მიხედვით ინახავს ნივთს, შეუძლია გაყიდოს ეს ნივთი სათანადო წესების დაცვით, თუ მეორე მხარე აყოვნებს ნივთის მიღებას ან შენახვის ხარჯების ანაზღაურებას, ამის შესახებ მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს. 2. მხარე, რომელიც ნივთს ყიდის, უფლებამოსილია ნავაჭრიდან დაიტოვოს თანხა, რომელიც შეესაბამება ნივთის შენახვისა და გაყიდვის ხარჯებს; დარჩენილი თანხა კი უნდა გადასცეს მეორე მხარეს. მუხლი 504. მალფუჭებადი ნივთის შენახვის თავისებურებანი თუ მე-500 და 501-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნივთი მალფუჭებადია, ან მას გაუფასურება მოელის, ანდა მისი შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მხარე, რომელსაც ეკისრება ნივთის შენახვა, ვალდებულია იგი გაყიდოს 503-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. II. ნასყიდობა გადახდის განვადებით მუხლი 505. ცნება განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში. მუხლი 506. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა 1. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. 2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: ა. ნაღდი გადახდის ოდენობა; ბ. ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო; გ. წლიური პროცენტის ოდენობა. 3. გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საბუთების ასლი. მუხლი 507. ნივთის გადაცემის მომენტიდან ხელშეკრულების დადების პრეზუმფცია თუ ხელშეკრულება დადებულია 506-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ნივთის ფასი პროცენტების გარეშე. მუხლი 508. ორმხრივი რესტიტუცია ვალდებულების შეუსრულებლობისას თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც

ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია. III. გამოსყიდვა მუხლი 509. ცნება თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. მუხლი 510. გამოსყიდვის ფასი გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად,ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე. მუხლი 511. საკუთვნებლის ბედი ნასყიდობისას მყიდველი ვალდებულია ნაყიდი ნივთი დააუბრუნოს საკუთვნებელთან ერთად. მუხლი 512. გამოსყიდვამდე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი. მუხლი 513. გამოსყიდვამდე ნივთის გასხვისების ბათილობა თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია. მუხლი 514. გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობა გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. მუხლი 515. ოფცია მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება, ესა თუ ის საგანი შეიძინოს განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე (შესყიდვის ოფცია), ანდა, იმავე პირობებში, გამყიდველს უფლება აქვს საგანი მყიდველს მიჰყიდოს (გაყიდვის ოფცია). ოფციის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმები, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. IV. უპირატესი შესყიდვის უფლება

ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.

III. გამოსყიდვა

მუხლი 509. ცნება

თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ

უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.

მუხლი 510. გამოსყიდვის ფასი

გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს

მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის

მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად,ხოლო გამომსყიდველს შეუძლია

მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება

მის გამოსყიდვამდე.

მუხლი 511. საკუთვნებლის ბედი ნასყიდობისას

მყიდველი ვალდებულია ნაყიდი ნივთი დააუბრუნოს საკუთვნებელთან

ერთად.

მუხლი 512. გამოსყიდვამდე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი

გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი.

მუხლი 513. გამოსყიდვამდე ნივთის გასხვისების ბათილობა

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი

ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია.

მუხლი 514. გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობა

გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ წელს. ამ ვადის გაგრძელება

დაუშვებელია.

მუხლი 515. ოფცია

მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება,

ესა თუ ის საგანი შეიძინოს განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე

(შესყიდვის ოფცია), ანდა, იმავე პირობებში, გამყიდველს უფლება აქვს საგანი

მყიდველს მიჰყიდოს (გაყიდვის ოფცია). ოფციის ხელშეკრულების მიმართ

გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმები, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ

შეთანხმდებიან.

IV. უპირატესი შესყიდვის უფლება

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!