14.05.2015 Views

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წიგნი პირველი ს

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

(გამოქვეყნებულია

საქართველოს პარლამენტის უწყებანი

N31 1997 წელი)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

წიგნი პირველი

სამოქალაქო კოდექსის ზოგადი

დებულებანი

შესავალი დებულებანი

მუხლი 1. ცნება. მოქმედების სფერო

ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის

ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.

მუხლი 2. სამოქალაქო კანონმდებლობა

1. სამოქალაქო კოდექსი, კერძო სამართლის სხვა კანონები და მათი

განმარტებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

2. ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება

სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზოგად

ნორმებსა და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური

ნორმები.

3. სამოქალაქო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე

ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის

ნორმებს. თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი.

4. ჩვეულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება

სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს.

მუხლი 3. სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში

1. კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ძალაში შედიან მხოლოდ

დადგენილი წესით ოფიციალურ ორგანოში საყოველთაო გაცნობისათვის მათი

გამოქვეყნების შემდეგ.

2. კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის

გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან

განთავისუფლების საფუძველი.

3. კანონი კარგავს ძალას, თუ ამის შესახებ პირდაპირ უთითებს ახალი კანონი,

ან ძველი ეწინააღმდეგება ახალს, ან ახალი კანონი მოიცავს ძველით მოწესრიგებულ

ურთიერთობას, ანდა, თუ აღარ არსებობს ის ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებდა

კანონი.

4. ზოგადი ხასიათის კანონი არ აუქმებს სპეციალურ კანონს, თუ ამგვარი

გაუქმება არ წარმოადგენს კანონმდებლის პირდაპირ მიზანს.

5. იმ კანონის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ძველი კანონი, არ ნიშნავს ძველი

კანონის ამოქმედებას.

მუხლი 4. სამოქალაქო საქმეების განხილვისას მართლმსაჯულების

განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა

1. სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე

მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ

არსებობს, ან იგი ბუნდოვანია.

2. სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე იმ

მოტივით, რომ მას კანონის ნორმა უსამართლოდ ან არაზნეობრივად მიაჩნია.

მუხლი 5. კანონისა და სამართლის ანალოგია

1. კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის

მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის

მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).

2. თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა

მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე

სამართლიანობის,კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად

(სამართლის ანალოგია).

3. სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო

ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

მუხლი 6. სამოქალაქო კანონთა უკუქცევითი ძალა

კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი

ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით

გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის

მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.

მუხლი 7. კერძო სამართლის ობიექტები

კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან

არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე,

რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული.

მუხლი 8. კერძო სამართლის სუბიექტები

1. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც

სამეწარმეო,ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ.

2. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების

კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება

სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო

სამართლით.

3. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან

კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

მუხლი 9. სამოქალაქო კანონთა მიზანი

სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე

სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ

ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს.

მუხლი 10. სამოქალაქო უფლებათა დამოუკიდებლობა პოლიტიკური

უფლებებისაგან. სამოქალაქო სამართლის იმპერატიული ნორმები

1. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება არ არის დამოკიდებული

პოლიტიკურ უფლებებზე, რომლებიც განისაზღვრება კონსტიტუციით ან საჯარო

სამართლის სხვა კანონებით.

2. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ

კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი

ნებისმიერი მოქმედება.

3. უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს

სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც

ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი

პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. ცალკეული ჩარევები

ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით აკრძალულია, თუ ეს აქტები კონკრეტული

კანონის საფუძველზე არ არის გამოყენებული.

კარი პირველი

პირები

თავი პირველი

ფიზიკური პირები

მუხლი 11. უფლებაუნარიანობა

1.ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა _ უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო

უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან.

2. მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; ამ უფლების

განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.

3. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი გარდაცვალებით.

გარდაცვალების მომენტად ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა.

4. არ შეიძლება ფიზიკურ პირს წაერთვას უფლებაუნარიანობა.

მუხლი 12. ქმედუნარიანობა

1. ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული

მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და

მოვალეობები (ქმედუნარიანობა), წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.

2. სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია თვრამეტი წლის ასაკს.

3. ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც იქორწინებს თვრამეტი წლის

ასაკის მიღწევამდე.

4. შვიდ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) არის

ქმედუუნარო.

5. ქმედუუნაროდ მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც ჭკუასუსტობის ან სულით

ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ ასეთად იქნება აღიარებული. ამ პირის

უფლებებს ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე).

6. ქმედუუნაროდ აღიარებული პირის განკურნების ან ჯანმრთელობის

მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში სასამართლო აღიარებს მას

ქმედუნარიანად.

მუხლი 13. ქმედუნარიანობის შეზღუდვის დაუშვებლობა გარიგებით

ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ

შემთხვევებში. დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.

მუხლი 14. შეზღუდული ქმედუნარიანობა

1. არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული

ქმედუნარიანობის მქონეა.

2. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე სრულწლოვანი,

რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა. შეზღუდული ქმედუნარიანობის

მქონე პირი თავის ქმედუნარიანობაში უთანაბრდება არასრულწლოვანს.

3. ქმედუნარიანობის შეზღუდვა უქმდება მაშინ, როცა აღარ არის ის

საფუძველი, რომლის გამოც პირს შეეზღუდა ქმედუნარიანობა.

მუხლი 15. წარმომადგენლის თანხმობა შეზღუდული ქმედუნარიანობისას

შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის

ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა,

გარდა იმ შემთხვევებისა,როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი

გარიგებით იღებს სარგებელს.

მუხლი 16. ქმედუნარიანობის შეზღუდვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული

ნივთიერებების გამოყენების გამო

1. სასამართლოს მიერ მზრუნველობა შეიძლება დაუწესდეს სრულწლოვან

პირს, რომელიც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და

ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს. იგი

უფლებამოსილია დადოს ქონების განკარგვის გარიგება, აგრეთვე განკარგოს

ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით,

გარდა წვრილმანი ყოფითი გარიგებების დადებისა.

2. ქმედუნარიანობის სრულად აღდგენა იწვევს მზრუნველობის გაუქმებას.

მუხლი 17. სახელის უფლება

1. ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და

გვარს.

2. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისათვის საჭიროა პირის დასაბუთებული

განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ.

3. სახელის შეცვლა არ წარმოადგენს იმ უფლებებისა და მოვალეობების

შეწყვეტის ან შეცვლის საფუძველს, რომლებიც შეძენილი იყო ადრინდელი სახელით.

პირი მოვალეა მიიღოს აუცილებელი ზომები სახელის შეცვლის შესახებ

კრედიტორებისა და მოვალეების გასაფრთხილებლად.

მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები

1. ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც

ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს

მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე.

2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით

დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი

ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. (24.06.2004 N 222)

3. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების

საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის

საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ

ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი

უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს.

4. პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო

ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში.

5. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის

უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი,

ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ

არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის

საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების

ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან,

ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა

პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება,

მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული

მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის

ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა

ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს

მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის

ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

მუხლი 18 1 . პერსონალური მონაცემების მიღების უფლება (14.03.2008 N5919)

1. პირს უფლება აქვს, გაეცნოს მასზე არსებულ პერსონალურ მონაცემებს და

ჩანაწერებს, რომლებიც დაკავშირებულია მის ფინანსურ/ქონებრივ მდგომარეობასთან

ან სხვა კერძო საკითხებთან, და მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა საქართველოს

კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. პირს არ შეიძლება უარი ეთქვას იმ ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც

მოიცავს პერსონალურ მონაცემებს ან ჩანაწერებს მის შესახებ.

3. ნებისმიერი პირი ვალდებულია, წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა

პირს გადასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები და ჩანაწერები, თუ იგი

წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ მონაცემებსაც

წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია

დაიცვას აღნიშნული მონაცემების, ინფორმაციის საიდუმლოება.

მუხლი 19. პირადი უფლებების დაცვა გარდაცვალების შემდეგ

მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც,

რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების

მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა

და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების

არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის,

ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი

ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.

მუხლი 20. საცხოვრებელი ადგილი

1. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც

იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე

საცხოვრებელი ადგილი.

2. არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების

მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის

საცხოვრებელი ადგილი.

3. პირის საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება, თუ იგი იძულების წესით ან

სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესასრულებლად განსაზღვრული ვადით ტოვებს

ამ ადგილს.

მუხლი 21. პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად

1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ფიზიკური პირი

შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნეს უგზო-უკვლოდ

დაკარგულად, თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის მანძილზე იგი არ

გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში

შესვლის შემდეგ კანონით მემკვიდრეები მოიპოვებენ უფლებამოსილებას, უკვალოდ

დაკარგულის ქონება მართონ მინდობილი საკუთრების სახით, მათ შორის, მიიღონ

მისგან სარგებელი. ამ ქონებიდან მიეცემა სარჩო უგზო-უკვლოდ დაკარგულის

რჩენაზე მყოფ პირებს და დაიფარება ვალები.

2. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის დაბრუნების ან მისი

ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება

მისი ქონების მართვის შესახებ. მეურნეობის სათანადო გაძღოლით მიღებული

სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მას არა აქვს.

მუხლი 22. პირის გამოცხადება გარდაცვლილად

1. პირი შეიძლება სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ

მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ

პირის ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე, თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ

გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა

რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ

მოიპოვება.

2. სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა

საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადდეს

გარდაცვლილად არა უადრეს ორი წლის გასვლისა საომარი მოქმედების

დამთავრების დღიდან.

3. პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების

შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში

სასამართლოს შეუძლია პირის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო

დაღუპვის დღე.

მუხლი 23. გარდაცვლილად გამოცხადებულის დაბრუნების შედეგები

1. გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების ან მისი

ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს შესაბამის

გადაწყვეტილებას.

2. დაბრუნების დროის მიუხედავად, პირს უფლება აქვს მოითხოვოს ის

შენარჩუნებული ქონება, რომელიც მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ

უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირს.

3. ის პირი, რომელმაც გარდაცვლილად გამოცხადებულის ქონება სასყიდლით

შეიძინა, ვალდებული ა დაუბრუნოს მას ეს ქონება, თუ დამტკიცდება, რომ ქონების

შეძენისას მან იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ცოცხალი იყო.

4. თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება გადაეცა სახელმწიფოს

და მან მოახდინა მისი რეალიზაცია, მაშინ გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ

გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ პირს უბრუნდება ქონების რეალიზაციით

მიღებული თანხა. (9.12.2005 N 2239)

თავი მეორე

იურიდიული პირი (14.12.2006 N3967)

I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 24. ცნება. სახეები (14.12.2006 N3967)

1. იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი,

საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით

დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და

მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს

მოსარჩელედ და მოპასუხედ.

2. იურიდიული პირი შეიძლება იყოს კორპორაციულად ორგანიზებული,

წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მისგან

დამოუკიდებელი და მისდევდეს ან არ მისდევდეს მეწარმეობას.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო-სამართლებრივ

ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული

პირები. მათი შექმნის, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

4. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული

სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო

სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი

თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები

(უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

5. იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული)

საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი უნდა შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“

საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა

დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 25. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა (14.12.2006 N3967)

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია

განახორციელოს კანონით ან მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით

გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა.

2. კერძო სამართლის იურიდიულ პირს (სამეწარმეოს თუ არასამეწარმეოს

(არაკომერციულს)) უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი

საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო

დოკუმენტებით გათვალისწინებული.

3. ზოგიერთი საქმიანობა, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს

კანონი, იურიდიულ პირს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ სპეციალური

ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების

უფლება იურიდიულ პირს წარმოეშობა ლიცენზიის/ნებართვის მიღების

მომენტიდან.

4. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი

რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის

რეგისტრაციის მომენტიდან.

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია

ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული

მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების

განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს,

წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი

უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

მუხლი 26. იურიდიული პირის ადგილსამყოფელი (14.12.2006 N3967)

1. იურიდიული პირის ადგილსამყოფლად ითვლება მისი ადმინისტრაციის

მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი

ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).

2. იურიდიული პირის სხვა ადგილსამყოფელი ჩაითვლება მისი ფილიალის

ადგილსამყოფლად.

II. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

(14.12.2006 N3967)

მუხლი 27. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

სახელწოდება (14.12.2006 N3967)

1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს აქვს სახელწოდება,

რომელშიც აღინიშნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისადმი

მისი კუთვნილება.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებაში არ

შეიძლება გამოყენებულ იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ და „შემოქმედ მუშაკთა და

შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და „მოქალაქეთა

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით

გათვალისწინებული იურიდიული პირისა და საჯარო სამართლის იურიდიული

პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისათვის დამახასიათებელი

აღნიშვნები.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება არ

შეიძლება ემთხვეოდეს უკვე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირის სახელწოდებას.

4. პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა

იურიდიული პირის სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის

მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ასეთი სარგებლობა და აანაზღაუროს

მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.

5. იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში

გამოიყენება ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები.

მუხლი 28. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და

უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის)

რეგისტრაცია(25.12.2009. N2458)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის

(წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების

რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის

სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის

ეროვნული სააგენტო.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უცხო ქვეყნის

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი

(წარმომადგენლობა) წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის

(წარმომადგენლობის) არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის)

რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას.

მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში

შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე.

გამოქვეყნებად ითვლება მისი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე

განთავსება.

4. რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს, თუ სარეგისტრაციოდ

წარდგენილი საბუთები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისათვის

წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის

(წარმომადგენლობის) მიზნები არ ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ

ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს.

5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების

რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები

განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული

„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის

შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია).

6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის

(წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის მომსახურების ვადები და საფასური

განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით.

7. გადაწყვეტილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის,

უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის

(წარმომადგენლობის) რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის

ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გამოქვეყნებად ითვლება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსება. საჯარო რეესტრის

ეროვნული სააგენტო ვალდებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ

პირს, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

ფილიალს (წარმომადგენლობას) რეგისტრაციასთან ერთად მიანიჭოს

საიდენტიფიკაციო ნომერი და გასცეს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, უცხო

ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისათვის

(წარმომადგენლობისათვის) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის

მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. რეგისტრაციაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების

რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის

მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს რეესტრიდან ამონაწერი.

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების

რეესტრიდან გაიცემა საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადებისათვის „საჯარო

რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში და საფასურის

გადახდის შემთხვევაში, მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის

საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული

სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო

გირავნობის/იპოთეკის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

11. რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და

სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის

წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა.

მუხლი 29. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

რეგისტრაციის პირობები (25.12.2009. N2458)

1. დაინტერესებული პირი არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას წარუდგენს

მარეგისტრირებელ ორგანოს.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის

მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირის ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და

სანოტარო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება/წევრთა

შეთანხმება), რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდება;

ბ) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი;

დ) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

დამფუძნებლის (დამფუძნებლების) შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში –

სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის

მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული

სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები,

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები)); თითოეული დამფუძნებლის

შესახებ მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე;

ე) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

ხელმძღვანელი ორგანოს (ორგანოების) შესახებ;

ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი

ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების

ვადა;

ზ) მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

ხელმძღვანელი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე,

წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი);

თ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი

ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და

პროცედურა;

ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), მისი (მათი) არჩევის წესი და

უფლებამოსილების ვადა;

კ) მონაცემები წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), დაბადების ადგილი,

საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი);

ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების,

წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;

მ) რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები

ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა, თუ

იგი განსხვავდება ამ ნაწილის „თ“ ქვეპუნქტში მითითებული წესისა და

პროცედურისაგან.

3. რეგისტრაციის შესახებ განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს:

ა) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც ხელმძღვანელობისა და

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) გამოიყენებს

(გამოიყენებენ) საქმიან ურთიერთობებში;

გ) ცნობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ – ადგილსამყოფლის

მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებული თანხმობა ან ადგილსამყოფლით

სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი

ხელშეკრულება.

მუხლი 30. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

ფილიალის (წარმომადგენლობის) ცნება და რეგისტრაცია (25.12.2009.

N2458)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს შეუძლია დააარსოს

ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც არის განცალკევებული ქვედანაყოფი,

მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის გარეთ, სრულად ან

ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ასრულებს მის ფუნქციებს, არ არის იურიდიული

პირი და საქმიანობას ახორციელებს დამფუძნებლის მიერ მიღებული აქტის (ოქმის)

საფუძველზე.

2. საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) არ რეგისტრირდება.

3. უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში დაარსების შემთხვევაში

მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის შესახებ;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული უცხო ქვეყნის

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გადაწყვეტილება ფილიალის

(წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა

პირისათვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული, ამ კანონით

დადგენილი მონაცემები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის და

მისი ხელმძღვანელის შესახებ.

მუხლი 31. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის,

უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის)

ცვლილებების რეგისტრაცია (25.12.2009. N2458)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის

(წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ

სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში (წესდებაში/წევრთა შეთანხმებაში) ცვლილებებს,

საჭიროებს რეგისტრაციას. რეგისტრაციას საჭიროებს არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში – ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-2

ნაწილის „ა“–„გ“ და „ე“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების

ცვლილებები, ხოლო უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული

პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) შემთხვევაში – ამ კოდექსის 30-ე მუხლის

მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება.

ცვლილება განხორციელებულად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

2. წარდგენილ განცხადებას ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ უნდა

დაერთოს:

ა) ცვლილებების განხორციელების თაობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს)

მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტი;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის

(წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი

პირების შესახებ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის

(წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შეცვლის

შემთხვევაში – ცნობა ახალი ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ.

3. განცხადება ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის

დადგენილი ფორმით.

მუხლი 32. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის,

უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის)

რეგისტრაციაზე (ცვლილებების რეგისტრაციაზე) უარის

თქმის საფუძვლები (25.12.2009. N2458)

1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, უცხო ქვეყნის

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს

(წარმომადგენლობას) შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე (ცვლილებების

რეგისტრაციაზე), თუ:

ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული

პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ

სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს

კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს;

ბ) არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით

გათვალისწინებული პირობები;

გ) არსებობს ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით

გათვალისწინებული პირობები;

დ) განცხადება რეგისტრაციის შესახებ არ არის შესრულებული ამ კოდექსის

მოთხოვნათა შესაბამისად;

ე) რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის ამ კოდექსით

გათვალისწინებული დოკუმენტაცია ან აღნიშნული დოკუმენტაცია არასრულადაა

წარდგენილი;

ვ) რეგისტრაციის შესახებ განცხადებისათვის დართული დოკუმენტაცია არ

არის გაფორმებული (დადასტურებული) საქართველოს კანონმდებლობით

დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული

პირობების არსებობისას მარეგისტრირებელი ორგანო განმცხადებელს საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით აძლევს 30-დღიან ვადას ხარვეზის

აღმოსაფხვრელად. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ აღმოიფხვრება, მარეგისტრირებელი

ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის

შესახებ.“.

მუხლი 33. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი (14.12.2006 N3967)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის

შეჩერების ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო

საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი

წესით.

2. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არსებითად

გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სასამართლო მარეგისტრირებელი ორგანოს

ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან

აკრძალვის საკითხს. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

3. სასამართლოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა გააუქმოს არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირის რეგისტრაცია (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 33 1 . ამოღებულია (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 34. რეგისტრაციის მონაცემები (14.12.2006 N3967)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის

(წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო დოკუმენტი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელწოდებას,

ადგილსამყოფელს და საქმიანობის მიზანს, დამფუძნებლის (დამფუძნებლების),

ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის

(პირების) ვინაობას. ამოღებულ იქნეს (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების

რეესტრის მონაცემები საჯაროა. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია

უზრუნველყოს რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული

პირის რეგისტრაციის შესახებ მონაცემების საკუთარ ვებგვერდზე განთავსება და

მათი ხელმისაწვდომობა. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

3. ამოღებულ იქნეს (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 35. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა (14.12.2006 N3967)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი

(წევრი) უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად

გაძღოლის უფლებამოსილება ანდა დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი

ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაცია და

სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს წესდებით (წევრთა შეთანხმებით), რომელიც

საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1

იანვრიდან)

მუხლი 36. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება (14.12.2006 N3967)

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში

არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის

ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან

ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

მუხლი 37. ზიანის ანაზღაურება (14.12.2006 N3967)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი პასუხს აგებს იმ

ზიანისათვის, რომელიც მიადგა მესამე პირებს ხელმძღვანელობისა და

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მიერ

დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ისეთი მოქმედების გამო, რომელიც

იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

2. ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების

მქონე პირი (პირები) საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს. ამ მოვალეობის

შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული

პირის წინაშე პასუხისმგებელია წარმოშობილი ზიანისათვის. ზიანის ანაზღაურების

მოთხოვნაზე უარის თქმა ბათილია, თუ ეს აუცილებელია მესამე პირთა

მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის

(წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი

უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა

შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული

პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ.

ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი

უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

მუხლი 38. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია (14.12.2006 N3967)

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია

ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია

ხორციელდება მისი წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიზნის მიღწევის

შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს

გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, გაკოტრებისას ან ამ კოდექსის 38 1 მუხლის

შესაბამისად. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები,

დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში,

დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს

უფლებამოსილ პირებს.

4. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების

შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება

მისი რეგისტრაციის მომენტიდან. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1

იანვრიდან)

5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ

პირებს სარეგისტრაციო განაცხადით განსაზღვრავენ არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლები. არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება

შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს,

ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს

შორის.

7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების

მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს

შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს,

რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ

არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება

მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.

სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების

რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1

იანვრიდან)

8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე

პირი (პირები). განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას საქართველოს ფინანსთა

სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა

ლიკვიდატორის დანიშვნის მოთხოვნით. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც

ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

(3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

9. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს

გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს

მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). აკრძალულია არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირის მიმართ სალიკვიდაციო და

რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება მის მიმართ

სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს

გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის

საქმის წარმოების შეწყვეტამდე.

10. ლიკვიდაციის დასრულების შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო

ვალდებულია გააუქმოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

რეგისტრაცია. (3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 38 1 . არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

რეგისტრაციის გაუქმება(3.11.2009. N1964 ამოქმედდეს 2010 წლის 1

იანვრიდან)

თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რეგისტრირებულია,

მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით

დადგენილ პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მას ხარვეზის

გამოსასწორებლად ეძლევა ხარვეზის აღმოჩენიდან 30-დღიანი ვადა. ხარვეზის

გამოსასწორებლად დადგენილი ვადის განმავლობაში ხარვეზის გამოუსწორებლობის

შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ ან/და დაინტერესებულმა პირმა უნდა

მიმართოს სასამართლოს ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად. რეგისტრაცია

უქმდება მხოლოდ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ.

მუხლი 39. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) (14.12.2006 N3967)

1. არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) მოწყობისა და

სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება მის წევრთა ურთიერთშეთანხმებით.

არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) არ არის იურიდიული პირი.

2. წევრთა საწევრო შესატანები და ამ შესატანებით შეძენილი ქონება

შეადგენს არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) საერთო ქონებას.

3. არარეგისტრირებული კავშირი (გაერთიანება) შეიძლება

სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოდგენილი იყოს თავისი

წევრებით ან საამისოდ უფლებამოსილი პირებით.

4. კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს

არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების) საერთო ქონებიდან. ამასთანავე,

პერსონალურად და, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ აგრეთვე ის

პირები, რომლებიც მოქმედებდნენ არარეგისტრირებული კავშირის (გაერთიანების)

სახელით.

მუხლი 40. ამოღებულია (14.12.2006 N3967)

მუხლი 41. ამოღებულია (14.12.2006 N3967)

მუხლი 42. ამოღებულია (14.12.2006 N3967)

მუხლი 43. ამოღებულია (14.12.2006 N3967)

მუხლი 44. ამოღებულია (14.12.2006 N3967)

მუხლი 45. ამოღებულია (14.12.2006 N3967)

მუხლი 46. ამოღებულია (14.12.2006 N3967)

მუხლი 47. ამოღებულია (14.12.2006 N3967)

მუხლი 48. ამოღებულია (14.12.2006 N3967)

მუხლი 49. ამოღებულია (14.12.2006 N3967)

კარი მეორე

გარიგებანი

თავი პირველი

ზოგადი ნორმები

მუხლი 50. ცნება

გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა,

რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან

შეწყვეტისაკენ.

მუხლი 51. ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა

1. ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას,

ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

2. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან

მაშინვე განაცხადებს უარს.

3. ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს

გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ქმედუნარიანობის დაკარგვამ, თუკი ეს

მოვლენები დადგა ნების გამოვლენის შემდეგ.

მუხლი 52. ნების გამოვლენის განმარტება

ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული

განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

მუხლი 53. გარიგების არარსებობა მისი შინაარსის დაუდგენლობის გამო

გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა

გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.

მუხლი 54. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი

ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და

აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

მუხლი 55. გარიგების ბათილობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების

გამო

1. გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ

შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის

აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ

ხელშეკრულების ერთერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო

ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან

გამოუცდელობით (გულუბრყვილობით).

2. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე

გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია

განსაკუთრებულ ნდობაზე.

მუხლი 56. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი

1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ

განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს

(მოჩვენებითი გარიგება).

2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების

დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები

(თვალთმაქცური გარიგება).

მუხლი 57. გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის

გამო

1. ბათილია ნების გამოვლენა, რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად

(ხუმრობით) იმ ვარაუდით, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა.

2. ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი,რომელიც წარმოიშვა იმის

გამო, რომ იგი ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობას, თუკი მან არ იცოდა

და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ.

მუხლი 58. გარიგების ბათილობა ქმედუუნარობის ან ფსიქიკური

მოშლილობის გამო

1. ბათილია მცირეწლოვანის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ

აღიარებული პირის ნების გამოვლენა.

2. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის

ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს.

3. ბათილია ნების გამოვლენა სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ

შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს

მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული.

მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

1. ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი

ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული

გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი

შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის

მიმართ.

3. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.

მუხლი 60. გარიგების კონვერსია

თუ ბათილი გარიგება აკმაყოფილებს სხვა გარიგებისათვის

გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიყენება ეს უკანასკნელი, თუკი გარიგების

ბათილობის შეტყობისას მხარეებს სურთ მისი ნამდვილობა.

მუხლი 61. დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას

1. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების

მომენტიდან.

2. თუ პირი, რომელიც დებს უცილოდ ბათილ გარიგებას, ადასტურებს მას,

მაშინ მისი მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება.

3. თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, მაშინ იგი

ამით კარგავს შეცილების უფლებას.

4. თუ უცილოდ ბათილ ორმხრივ გარიგებას ადასტურებენ მხარეები, მაშინ

ისინი საეჭვოობისას ვალდებულნი არიან ერთმანეთს გადასცენ ყველაფერი,რაც კი

მათ შეხვდებოდათ, გარიგება თავიდანვე ნამდვილი რომ ყოფილიყო.

5. დადასტურება მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ხელშეკრულება ან

გარიგება არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს.

მუხლი 62. გარიგების ნაწილის ბათილობა

გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას,

თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

თავი მეორე

ქმედუნარიანობა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა

მუხლი 63. არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგება

1. თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას)

კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ

ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი

წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს

სარგებელს.

2. თუ არასრულწლოვანი ქმედუნარიანი გახდება, მაშინ იგი თვითონ წყვეტს

საკითხს თავისი ნების გამოვლენის ნამდვილობის შესახებ.

მუხლი 64. უარი არასრულწლოვანის მიერ დადებულ გარიგებაზე

1. არასრულწლოვანის მიერ დადებული ხელშეკრულების მოწონებამდე მეორე

მხარეს აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.

2. თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვანობის შესახებ, მაშინ მას

უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი მას

ატყუებდა, რომ წარმომადგენლისაგან მიიღებული აქვს თანხმობა.

მუხლი 65. არასრულწლოვანის ემანსიპაცია

1. ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ

კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი

არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა

შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა

წარმომადგენლებმა, ან - ამ წარმომადგენლების თანხმობით - მესამე პირებმა ამ

მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით.

2. თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ

არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ

სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი

ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და

შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც.

3. საწარმოს გაძღოლის ნებართვა საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის

თანხმობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით.

მუხლი 66. წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული

გარიგების ბათილობა

ბათილია ცალმხრივი გარიგება, რომელსაც არასრულწლოვანი დებს

კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე. ბათილია ასეთი

გარიგება მაშინაც, როცა არსებობს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, მაგრამ

არასრულწლოვანს არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი წერილობითი

საბუთი, რის გამოც გარიგების მეორე მხარემ დაუყოვნებლივ თქვა მასზე უარი. ასეთი

უარი დაუშვებელია, თუკი მეორე მხარე ინფორმირებული იყო კანონიერი

წარმომადგენლის ამ თანხმობის შესახებ.

მუხლი 67. ნებართვის ვალდებულება ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე

გარიგება, რომელიც დაიდო ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე, მოითხოვს

ნებართვას, თუ დადგინდება, რომ ის საფუძველი, რის გამოც მოხდა

ქმედუნარიანობის შეზღუდვა, აშკარად არსებობდა გარიგების დადების დროსაც.

თავი მესამე

გარიგების ფორმა

მუხლი 68. ფორმის მნიშვნელობა გარიგების ნამდვილობისათვის

გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა.

თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ

იგი.

მუხლი 69. გარიგების ფორმა (8.12.2006 N 3879 ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან)

1. გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით.

2. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით

გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.

3. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების

მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.

4. მექანიკური საშუალებებით ხელმოწერის აღდგენა, განმეორება ან აღბეჭდვა

დასაშვებია იქ, სადაც ეს მიღებულია ჩვეულებად, მათ შორის, ფასიან ქაღალდებზე

ხელის მოწერისას, რომელთა გამოშვებაც დიდი რაოდენობით ხდება.

5. წერილობითი ფორმის არსებობისას, კანონით გათვალისწინებულ

შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა

ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით

გათვალისწინებულმა სხვა პირმა.

მუხლი 70. ხელის მოწერის გადანდობა სხვა პირისათვის

იმ პირს, ვინც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის

უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის ან ავადმყოფობის გამო, შეუძლია გარიგებაზე

ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა

იყოს ოფიციალურად. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც

გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა.

მუხლი 71. გარიგების დადება რამდენიმე დოკუმენტის შედგენით

თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე

დოკუმენტი, მაშინ საკმარისია თითოეულმა მხარემ ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტის

ეგზემპლარს, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი მხარისათვის.

თავი მეოთხე

საცილო გარიგებანი

I. შეცდომით დადებული გარიგებანი

მუხლი 72. ცნება

გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი

შეცდომის საფუძველზე.

მუხლი 73. არსებითი შეცდომის სახეები

არსებით შეცდომად ითვლება, როცა:

ა. პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა

თანხმობა;

ბ. პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა;

გ. არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების

პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.

მუხლი 74. შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში

1. შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნების მიმართ მხოლოდ მაშინ ითვლება

არსებითად, როდესაც თვითონ კონტრაჰენტის პიროვნება ან მისი პირადი

თვისებების გათვალისწინება გარიგების დადების მთავარი საფუძველია.

2. შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში მხოლოდ მაშინ ჩაითვლება

არსებითად, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის.

მუხლი 75. შეცდომა უფლებაში

შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში,

თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო.

მუხლი 76. შეცდომა გარიგების მოტივში

შეცდომა გარიგების მოტივში არ ჩაითვლება არსებითად, გარდა იმ

შემთხვევებისა, როდესაც მოტივი შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.

მუხლი 77. კონტრაჰენტის თანხმობა შეცდომით დადებულ გარიგებებში

შეცდომით ნების გამოვლენა არ შეიძლება საცილო გახდეს, თუკი მეორე მხარე

თანახმაა შეასრულოს გარიგება იმ მხარის სურვილის თანახმად, რომელსაც სურს

საცილო გახადოს გარიგება.

მუხლი 78. წვრილმანი შეცდომები

წვრილმანი შეცდომები გამოანგარიშებებში ან წერილობით განხორციელებულ

ნების გამოვლენაში იძლევა მხოლოდ შესწორების, მაგრამ არა შეცილების უფლებას.

მუხლი 79. შეცილების ნამდვილობა

1. შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან

ერთი თვის ვადაში.

2. თუ გარიგება საცილო გახდა და შეცდომა გამოწვეულია შეცილების

უფლების მქონე პირის დაუდევრობით, მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს

აუნაზღაუროს გარიგების ბათილობით წარმოშობილი ზიანი. ზიანის ანაზღაურების

ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი მეორე მხარემ იცოდა შეცდომის შესახებ,ან ეს

უცნობი იყო მისთვის დაუდევრობის გამო.

მუხლი 80. შეცდომა შუამავლის მიზეზით

ნების გამოვლენა, რომელიც არასწორად იქნა შეტყობინებული შუამავლად

გამოყენებული პირის მიერ, შეიძლება საცილო გახდეს იმავე პირობებით, რაც 73-ე

მუხლის მიხედვით შეცდომით დადებული გარიგება.

II. მოტყუებით დადებული გარიგებანი

მუხლი 81. ცნება

1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია

მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების

გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების

დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია

მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ

მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

მუხლი 82. გარიგების მიჩნევა ბათილად მოტყუების გამო

მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა

აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის

მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

მუხლი 83. მოტყუება მესამე პირის მხრიდან

1. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის

მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც

სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან.

2. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ

მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების

ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება.

მუხლი 84. შეცილების ვადა

მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის

განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ

შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

III. იძულებით დადებული გარიგებანი

მუხლი 85. ცნება

გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა),

რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის

უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.

მუხლი 86. იძულების ხასიათი

1. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი

ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის

პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

2. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი,

სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.

მუხლი 87. იძულება პირის ახლობელთა წინააღმდეგ

იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი

მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან

ახლო ნათესავების წინააღმდეგ.

მუხლი 88. იძულება მართლზომიერი საშუალებებით

85-87-ე მუხლების მიხედვით იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები,

რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც

მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა

საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამებიან.

მუხლი 89. შეცილების ვადა

იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის

განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.

თავი მეხუთე

პირობითი გარიგებანი

მუხლი 90. ცნება

პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო

და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის

დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე.

მუხლი 91. მართლსაწინააღმდეგო ან/და ამორალური პირობის ბათილობა

ბათილია პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს ან ზნეობის

ნორმებს, ანდა შეუძლებელია მისი შესრულება. გარიგება, რომელიც რომელიმე ასეთ

პირობაზეა დამოკიდებული, მთლიანად ბათილია.

მუხლი 92. ნებაზე დამოკიდებული პირობა

ნებაზე დამოკიდებულად ითვლება ისეთი პირობა, რომლის დადგომაც ან

დაუდგომლობა დამოკიდებულია მხოლოდ გარიგების მხარეებზე. ასეთი პირობით

დადებული გარიგება ბათილია.

მუხლი 93. პოზიტიური პირობა

1. თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა დადგება

განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა ძალადაკარგულად ითვლება, თუკი ეს ვადა

გავიდა და მოვლენა არ დადგა.

2. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ პირობა შეიძლება შესრულდეს

ნებისმიერ დროს. პირობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს მიჩნეული, როცა

აშკარაა,რომ მოვლენის დადგომა უკვე შეუძლებელია.

მუხლი 94. ნეგატიური პირობა

1. თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა არ დადგება

განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა შესრულებულად ითვლება, თუკი აღნიშნული

ვადა გავა მოვლენის დადგომის გარეშე; პირობა შესრულებულად ითვლება მაშინაც,

როცა ვადის გასვლამდე აშკარაა, რომ მოვლენის დადგომა შეუძლებელია.

2. თუ ვადა განსაზღვრული არ არის, პირობა შესრულებულად ითვლება

მხოლოდ მაშინ, როდესაც ნათელი გახდება, რომ მოვლენა არ დადგება.

მუხლი 95. პირობის დადგომაზე ზემოქმედების დაუშვებლობა

1. იმ პირს, რომელმაც განსაზღვრული პირობით დადო გარიგება, არა აქვს

უფლება პირობის დადგომამდე შეასრულოს რაიმე ისეთი მოქმედება, რომელსაც

შეუძლია ხელი შეუშალოს მისი ვალდებულების შესრულებას.

2. თუ პირობა დგება განსაზღვრულ დროს და პირს უკვე შესრულებული აქვს

ასეთი მოქმედება,მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამგვარი

მოქმედებით წარმოშობილი ზიანი.

მუხლი 96. გარიგება გადადების პირობით

გარიგება გადადების პირობით დადებულად ითვლება, თუ გარიგებით

გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია

სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ანდა ისეთ მოვლენაზე, რომელიც უკვე

დამდგარია, მაგრამ მხარეთათვის ჯერ კიდევ უცნობია.

მუხლი 97. გარიგება გაუქმების პირობით

გარიგება გაუქმების პირობით დადებულად ითვლება, როცა ამ პირობის

დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ

მდგომარეობას.

მუხლი 98. კეთილსინდისიერების მნიშვნელობა პირობის დადგომისას

1. თუ პირობის დადგომა არაკეთილსინდისიერად დააბრკოლა მხარემ,

რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელი არ არის, პირობა დამდგარად

ჩაითვლება.

2. თუ პირობის დადგომას არაკეთილსინდისიერად შეუწყო ხელი მხარემ,

რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელია, პირობა დამდგარად არ

ჩაითვლება.

თავი მეექვსე

თანხმობა გარიგებებში

მუხლი 99. ცნება

1. თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე,

მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე

მეორე მხარის წინაშე.

2. თანხმობას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა.

3. თუ გარიგება,რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია მესამე პირის

თანხმობაზე, დადებულია მისი თანხმობით, მაშინ შესაბამისად გამოიყენება 66-ე

მუხლის მე-2 და მე-3 წინადადებები.

მუხლი 100. წინასწარ გაცემული თანხმობა (ნებართვა)

წინასწარ გაცემული თანხმობა (ნებართვა) შეიძლება გარიგების დადებამდე

გაუქმდეს, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თანხმობის (ნებართვის)

გაუქმების შესახებ უნდა ეცნობოს ორსავე მხარეს.

მუხლი 101. შემდგომი თანხმობა (მოწონება)

შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების

მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 102. საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ

1. საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი

ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით.

2. განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს.

თავი მეშვიდე

წარმომადგენლობა გარიგებებში

მუხლი 103. ცნება

1. გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც.

წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა

წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.

2. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა, გარიგების ხასიათიდან გამომდინარე,

იგი უშუალოდ უნდა დადოს პირმა, ან როცა კანონით აკრძალულია გარიგების

დადება წარმომადგენლის მეშვეობით.

მუხლი 104. გარიგების შედეგების ადრესატი წარმომადგენლობისას

1. იმ გარიგებით,რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი

უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი

წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ

პირს.

2. თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ

წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების

მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების

მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.

3. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის

წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს

უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე

მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც,

როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას.

მუხლი 105. წარმომადგენლის შეზღუდული ქმედუნარიანობა

წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგება ნამდვილია მაშინაც, როცა

წარმომადგენელი შეზღუდულად ქმედუნარიანი იყო.

მუხლი 106. ნების გამოვლენის ნაკლი წარმომადგენლობისას

1. ნების გამოვლენის ნაკლის გამო გარიგების საცილოობისას გადამწყვეტია

წარმომადგენლის ნება.

2. თუ ნების გამოვლენის ნაკლი შეეხება ისეთ გარემოებებს, რომლებიც

წარმოდგენილი პირის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული, აღნიშნული ნაკლი

შეცილების უფლებას იძლევა მხოლოდ მაშინ,თუ ეს ნაკლი წარმოდგენილი

პირისაგან მომდინარეობს.

მუხლი 107. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება

1. უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ

მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს

წარმომადგენლობა.

2. ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ

გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ

გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია სპეციალური ფორმა.

მუხლი 108. შეტყობინების ვალდებულება უფლებამოსილების შეცვლისას

უფლებამოსილებაში ცვლილებები და მისი გაუქმება უნდა ეცნობოს მესამე

პირებს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისას ეს ცვლილებები და უფლებამოსილების

გაუქმება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესამე პირთა მიმართ, გარდა იმ

შემთხვევებისა, როცა მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას ამის შესახებ იცოდნენ

ან უნდა სცოდნოდათ.

მუხლი 109. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის

საფუძვლები წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება:

ა. იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება;

ბ. უფლებამოსილი პირის უარით;

გ. უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით;

დ. უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით ან მისი

ქმედუუნარობის დადგომით, თუკი შეთანხმებით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული;

ე. შესრულებით.

მუხლი 110. წარმომადგენლის ვალდებულება უფლებამოსილების

გაქარწყლებისას უფლებამოსილების გაქარწყლების შემდეგ წარმომადგენელმა

უფლებამოსილების საბუთი უნდა დაუბრუნოს უფლებამოსილების გამცემს;

საბუთის დატოვების უფლება მას არა აქვს.

მუხლი 111. გარიგების დადება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების

გარეშე

1. თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი

სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია

წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.

2. თუ მეორე მხარე წარმოდგენილი პირისაგან მოითხოვს თანხმობას, მაშინ ამ

თანხმობის შესახებ უნდა ეცნობოს მხოლოდ მას. თანხმობა შეიძლება გაიცეს

მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში; თუ ეს არ მოხდა, მაშინ ითვლება, რომ

თანხმობაზე მოთხოვნა უარყოფილია.

მუხლი 112. ხელშეკრულებაზე უარის უფლება

ხელშეკრულების დასადებად თანხმობის მიცემამდე მეორე მხარეს უფლება

აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ მან ხელშეკრულების

დადების დროს იცოდა. ხელშეკრულების დადებაზე უარი შეიძლება გამოითქვას

წარმომადგენლის მიმართაც.

მუხლი 113. წარმომადგენლის ვალდებულება წარმომადგენლობითი

უფლებამოსილების ნაკლის არსებობისას

1. თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი,

თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს, ვალდებულია

მეორე მხარის სურვილით ან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ან აანაზღაუროს

ზიანი, თუკი წარმოდგენილი პირი ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემას უარყოფს.

2. თუ წარმომადგენელმა არ იცოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების

ნაკლის შესახებ, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რომელიც

მეორე მხარეს მიადგა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ამ უფლებამოსილებას.

3. წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ მეორე მხარემ იცოდა

ან მას უნდა სცოდნოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ.

წარმომადგენელი პასუხს არ აგებს მაშინაც, როცა ქმედუნარიანობა შეზღუდული

ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი მოქმედებდა თავისი კანონიერი

წარმომადგენლის თანხმობით.

მუხლი 114. საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა

თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ

შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან,

როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა,

როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.

კარი მესამე

უფლების განხორციელება

მუხლი 115. უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა

სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია

უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

მუხლი 116. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიყენებული ზიანი

1. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოქმედება არ

არის მართლსაწინააღმდეგო და ამ დროს დამდგარი ზიანი არ ანაზღაურდება.

2. აუცილებელ მოგერიებად ჩაითვლება ისეთი თავდაცვა, რომელიც

აუცილებელია საკუთარ თავზე ან სხვებზე რეალური მართლსაწინააღმდეგო

თავდასხმის მოსაგერიებლად.

მუხლი 117. უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული ზიანი

1. იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიყენებული ზიანი, რომელიც

მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა თავიდან აცდენილი ყოფილიყო სხვა

საშუალებით და, თუ მიყენებული ზიანი აცდენილ ზიანზე ნაკლებ მნიშვნელოვანია,

უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა (უკიდურესი აუცილებლობა).

2. იმ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებშიც მიყენებული

იყო ზიანი, მისი ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მესამე პირს, რომლის

ინტერესებისთვისაც ზიანის მიმყენებელი მოქმედებდა, ანდა მთლიანად ან

ნაწილობრივ განთავისუფლდეს ანაზღაურებისაგან როგორც მესამე პირი, ისე ზიანის

მიმყენებელიც.

მუხლი 118. თვითდახმარება

თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და

სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან

მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ

ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს,

გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს,ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს,

რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას

იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინა.

მუხლი 119. თვითდახმარების ფარგლები

1. თვითდახმარება არ შეიძლება გასცდეს იმ ფარგლებს, რომლებიც

აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

2. ნივთის წართმევის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ გაკეთდეს

განცხადება ნივთზე ყადაღის დადების შესახებ.

3. ვალდებული პირის შეპყრობის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა

წარედგინოს სათანადო ორგანოებს.

მუხლი 120. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

პირი, რომელიც 118-ე მუხლში გათვალისწინებულ მოქმედებას

განახორციელებს იმ მცდარი ვარაუდით,თითქოს ეს აუცილებელი იყო

მართლსაწინააღმდეგო მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ვალდებულია მეორე

მხარეს აუნაზღაუროს ამ დროს წარმოშობილი ზიანი.

კარი მეოთხე

ვადები

თავი პირველი

ვადების გამოთვლა

მუხლი 121. ვადების გამოთვლის წესების გამოყენების სფერო

კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული

ვადების მიმართ გამოიყენება ამ თავში გათვალისწინებული წესები.

მუხლი 122. ვადის დასაწყისის აღმნიშვნელი დრო

თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე

მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს

მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო.

მუხლი 123. ვადის დამთავრება

1. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის

გასვლასთან ერთად.

2. ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის

შემცველი დროით - წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, - მთავრდება ბოლო კვირის

ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის

დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს.

3. თუ თვეების მიხედვით განსაზღვრულ ვადას აკლია ვადის გასვლის

აღსანიშნავი კონკრეტული დღე, მაშინ ვადა მთავრდება ამ თვის ბოლო დღის

დამთავრებისას.

მუხლი 124. ცნებები

1. ნახევარი წელი ნიშნავს ექვსთვიან ვადას,კვარტალი - სამთვიან ვადას,

რომელიც აითვლება წლის დასაწყისიდან, ხოლო ნახევარი თვე - თხუთმეტდღიან

ვადას.

2. თუ ვადა შედგება ერთი ან რამდენიმე მთლიანი და ნახევარი თვისაგან,

ბოლოს უნდა გამოითვალოს თხუთმეტი დღე.

მუხლი 125. ვადის გამოთვლა ვადის გაგრძელებისას

ვადის გაგრძელების შემთხვევაში ახალი ვადა გამოითვლება გასული ვადის

დამთავრებიდან.

მუხლი 126. ვადის გამოთვლა თვეების მიხედვით

1. თუ დრო განსაზღვრულია თვეების ან წლების მიხედვით იმგვარად, რომ არ

არის საჭირო მათი ერთად გასვლა, მაშინ თვე გამოითვლება ოცდაათი დღით, ხოლო

წელი სამას სამოცდახუთით.

2. თვის დასაწყისად ითვლება თვის პირველი დღე, შუა თვედ - თვის

მეთხუთმეტე დღე, ხოლო თვის დასასრულად - თვის ბოლო დღე.

მუხლი 127. გამოსასვლელი და სადღესასწაულო დღეები

თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო

დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას

გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის

ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.

თავი მეორე

ხანდაზმულობა

მუხლი 128. ცნება. სახეები

1. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის

შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

2. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება:

ა. პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული;

ბ. მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში

შეტანილი ანაბრების გამო.

3. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

მუხლი 129. სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა

1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს,

ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს

წელს.

2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა

პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს

ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

მუხლი 130. ხანდაზმულობის ვადის დაწყება

ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის

წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო

უფლების დარღვევის შესახებ.

მუხლი 131. მოთხოვნის წარმოშობა

თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე,

ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა

ეს მოქმედება.

მუხლი 132. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება

ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:

ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი

ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);

ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ

პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში,

რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;

დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 133. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება

ქორწინების განმავლობაში

სანამ ქორწინება არსებობს, მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის

ვადის დენა ჩერდება. იგივე წესი მოქმედებს მშობლებსა და შვილებს შორის

მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა

(მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი

პერიოდის მანძილზე.

მუხლი 134. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება ქმედუუნარო პირის

მონაწილეობისას

თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული

ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან,რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა

ჰყავს,ანდა მიმართულია ასეთი პირებისადმი, ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულად

ითვლება, ვიდრე პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება, ან მას არ დაენიშნება

წარმომადგენელი.

მუხლი 135. დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა

შეჩერებულია

დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია,

ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება.

მუხლი 136. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტი

1. ხანდაზმულობის ვადა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ 132-ე მუხლით

გათვალისწინებული გარემოებები წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას

ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში; ხოლო თუ ეს ვადა

ექვს თვეზე ნაკლებია, - ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.

2. იმ გარემოებების შეწყვეტის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო

ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას, ხანდაზმულობა გაგრძელდება ექვს თვემდე;

ხოლო თუ ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, - ხანდაზმულობის ვადამდე.

მუხლი 137. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა

ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი

პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად

აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

მუხლი 138. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანით

ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს

სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება

დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო

ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის

შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად

გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

მუხლი 139. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ხანგრძლივობა

1. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე

გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა

კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

2. თუ მხარეთა შეთანხმების შედეგად ან შემდგომი გაგრძელების

შეუძლებლობის გამო პროცესი შეწყდება, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა

შეწყდება მხარეთა ან სასამართლოს ბოლო საპროცესო მოქმედების დამთავრებასთან

ერთად. თუ ერთ-ერთი მხარე პროცესს კვლავ განაგრძობს, შეწყვეტის შემდეგ

დაწყებული ხანდაზმულობის ახალი ვადა ისევე შეწყდება, როგორც წყდება

ხანდაზმულობის ვადის დენა სარჩელის შეტანით.

მუხლი 140. უარი სარჩელზე

1. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს,

თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული

გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული.

2. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ

ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის

დროიდან.

მუხლი 141. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ათვლა თავიდან

თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი

დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

მუხლი 142. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული

მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა

1. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით

დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა

ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

2. თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს,

რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს, მაშინ მათ მიმართ გამოიყენება 129-ე

მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობა.

მუხლი 143. ხანდაზმულობის ვადა სანივთო მოთხოვნათა მიმართ

თუ ნივთი, რომლის მიმართაც არსებობს სანივთო მოთხოვნა,

უფლებამონაცვლეობის გზით მესამე პირის მფლობელობაში აღმოჩნდება, მაშინ

უფლებრივი წინამორბედის მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა

გამოიყენება აგრეთვე უფლებამონაცვლის მიმართაც.

მუხლი 144. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის

გასვლისას

1. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი

უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

2. თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის

გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება,

თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ

ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

3. იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და

უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.

მუხლი 145. დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა

მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად

ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც

მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

მუხლი 146. ხანდაზმულობის ვადის შეცვლის დაუშვებლობა მხარეთა

შეთანხმებით

ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა მხარეთა

შეთანხმებით დაუშვებელია.

წიგნი მეორე

სანივთო (ქონებრივი) სამართალი

კარი პირველი

ქონება

მუხლი 147. ცნება

ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური

ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად,

თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

მუხლი 148. ნივთის სახეები

ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი.

მუხლი 149. უძრავი ნივთის ცნება

უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული

წიაღისეულით,მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი,

რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

მუხლი 150. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი

1. ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია

მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის

გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად

შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება

შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და

არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც

შეიძლება განისაზღვროს.

მუხლი 151. საკუთვნებელი

1. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი

ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის

სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის

გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული

შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.

2. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც

მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი

დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად.

მუხლი 152. არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ცნება

არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები,

რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ

მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს

სხვა პირებს რაიმე.

მუხლი 153. აქცესორული და შეზღუდული უფლებები

1. აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან,

რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

2. შეზღუდულია უფლება, რომელიც ნაწარმოებია იმ უფრო ფართო

უფლებისგან, რომელიც დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით.

მუხლი 154. ნივთისა და უფლების ნაყოფი

1. ნივთის ნაყოფი არის ის შემოსავალი, ნამატი ან/და უპირატესობა,

რომელთაც ეს ნივთი იძლევა.

2. უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება ამ

უფლების გამოყენების შედეგად.

3. ნივთის ან უფლების ნაყოფს წარმოადგენს აგრეთვე ის შემოსავალი და

უპირატესობა, რომელთა მიღებასაც ეს ნივთი ან უფლება უზრუნველყოფს

სამართლებრივი ურთიერთობის მეშვეობით.

4. უფლებამოსილება ნივთზე ან უფლებაზე შესაძლებელს ხდის ამ ნივთისა თუ

უფლების ნაყოფის მიღებას ამ უფლებამოსილების ვადისა და მოცულობის

შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (30.06.2005 N 1826

ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

5. თუ პირი მოვალეა უკან დააბრუნოს ნაყოფი, მას შეუძლია მოითხოვოს

ნაყოფზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუკი ეს ხარჯები სწორი სამეურნეო

საქმიანობის შედეგია და ნაყოფის ღირებულებას არ აღემატება.

კარი მეორე

მფლობელობა

მუხლი 155. ცნება. სახეები

1. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი

მოპოვებით.

2. მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს

ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც

ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად

მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.

3. თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე,

რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან

ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ

მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი

მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.

4. თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან

თანამფლობელებად.

5. თუ ერთი ნივთის ნაწილებს რამდენიმე პირი ფლობს, ისინი ითვლებიან

ცალკეული ნაწილების მფლობელებად.

მუხლი 156. მფლობელობის შეწყვეტა

მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს

ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

მუხლი 157. მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე

მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა

იგი მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან).

მუხლი 158. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია

1. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

2. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი

ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია

არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს

ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია

მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის

პერიოდში.

მუხლი 159. კეთილსინდისიერი მფლობელი

კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს,

ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან

ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

მუხლი 160. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო

მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა

თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის

განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს

წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი

უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს

უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც,თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან

მოტყუების გზით.

მუხლი 161. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო ხელშეშლის

აღკვეთის მოთხოვნა

თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად

შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად

მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას

შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის

შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.

მუხლი 162. მართლზომიერი მფლობელის უფლებები

1. დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან

დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად

ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი.

2. ეს წესი ეხება ასევე პირდაპირი მფლობელის ურთიერთობას არაპირდაპირ

მფლობელთან.

მუხლი 163. არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის

მოვალეობა

1. კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის

ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი

უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ

უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.

2. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს

იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე

კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ

ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით

მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ

გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი

გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ

არსებობდა.

3. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე,

ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მუხლი 164. არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი

არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს

როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი.

მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ

მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ

მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი

პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად.სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი

მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება.

მუხლი 165. მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით

1. თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს

როგორც საკუთარს, მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა

ხანდაზმულობით).

2. მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს

არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან თუ მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას

არ ეკუთვნოდა.

მუხლი 166. ნივთის ფლობის უწყვეტობის ვარაუდი

თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და

ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც.

მუხლი 167. უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით

თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი

ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი

მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი

წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.

მუხლი 168. ნივთის მფლობელობის შეწყვეტა

მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე

მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

მუხლი 169. ამოღებულია (11.05.2007 N 4744)

კარი მესამე

საკუთრება

თავი პირველი

საკუთრების შინაარსი

მუხლი 170. ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი

1. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ,

სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და

სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით

სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე

პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად

გამოყენებას.

2. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი

სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის

გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების

აუცილებლობა გაუმართლებელია.

3. სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს

პირმა თავისი ნივთით. კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და

შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა

ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება ან თვითონ

დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა

სხვა პირის სარგებლობაში.

მუხლი 171. საკუთრების უფლება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე

ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით

შემადგენელ ნაწილებზედაც.

მუხლი 172. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და

ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა

1. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება,

გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

2. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების

ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს

მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება,

მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის

შეტანის გზით.

3. თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა,

მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.

თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია

მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი

სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების

დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის

მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და

სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის

შემთხვევისა. (8.12.2006 N3885)

მუხლი 173. საერთო საკუთრება

1. საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან

გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები

წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ

თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა

თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

2. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების

საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს

ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის.

3. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები

თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ

არ არის გათვალისწინებული.

4. საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება

განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით. (11.05.2007 N 4744)

თავი მეორე

სამეზობლო სამართალი

მუხლი 174. ცნება. ურთიერთპატივისცემის მოვალეობა

მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა

კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან

პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება,

საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

მუხლი 175. სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება

1. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს

მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის,

კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი,

თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან

უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.

2. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია,

მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი

სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ

სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.

3. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია

ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი

კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას

ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

მუხლი 176. დაუშვებელი ხელყოფა

მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე

ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად

ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

მუხლი 177. საფრთხის აღკვეთის მოთხოვნა

თუ მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე

ემუქრება, მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს აუცილებელ ღონისძიებათა

გატარება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. დაუშვებელია რამდენიმე მიწის

ნაკვეთზე გამდინარე წყლებისა და მიწისქვეშა წყლების მიმართულების შეცვლა ან ამ

წყლებით მანიპულირება ისე, რომ ამან სხვა მიწის ნაკვეთზე წყლის რაოდენობის

შემცირება ან/და ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს; დაუშვებელია მდინარეთა

ბუნებრივი დინების ხელყოფა.

მუხლი 178. მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის უფლება ნაყოფზე

1. თუ ხის ან ბუჩქის ნაყოფი მეზობელ მიწის ნაკვეთზე დავარდა, იგი

ჩაითვლება ამ ნაკვეთის ნაყოფად.

2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოჭრას იმ ხის ან ბუჩქის ფესვები,

ტოტები, რომლებიც მის ნაკვეთზე გადავიდა.

მუხლი 179. ფულადი კომპენსაცია თმენის ვალდებულებისათვის

1. თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე

გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს

უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან

შეტყობისთანავე განაცხადა.

2. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი

კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.

მუხლი 180. აუცილებელი გზა

1. თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი

კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების

ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი

მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ

მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა

მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება

ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

2. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა,

თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის

თვითნებური მოქმედებით.

მუხლი 181. სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მოვალეობა

1. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს

მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან უკვე

არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის

ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან

სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა, მაშინ გასამიჯნავად

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეზობლების ფაქტობრივ მფლობელობას. თუ

შეუძლებელია ფაქტობრივი მფლობელობის ზუსტი დადგენა, მაშინ სადავო ნაკვეთი

თანაბრად განაწილდება ნაკვეთებს შორის. თუკი ეს განაწილება იწვევს უსამართლო

შედეგებს, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე საზღვარს დაადგენს

სასამართლო.

მუხლი 182. სასაზღვრო ნაგებობით სარგებლობის უფლება

1. თუ მიწის ორი ნაკვეთი ერთმანეთისაგან გამიჯნულია ღობით ან საზღვრად

გამოყენებული სხვა ნაგებობით, ივარაუდება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს

აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ ნაგებობით, თუკი ნაგებობის გარეგნული

მხარე პირდაპირ არ მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი მეზობლის

საკუთრებაა.

2. თუ ორივე მეზობელი უფლებამოსილია ერთობლივად ისარგებლოს

საზღვრად გამოყენებული ნაგებობით, თითოეულ მათგანს შეუძლია ნაგებობა

მხოლოდ ისე გამოიყენოს, რომ ამით ხელი არ შეუშალოს მეორე მეზობელს

თანასარგებლობაში.

3. ნაგებობის მოვლისა და შენახვის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად

ნაწილდება.

4. ვიდრე ერთ-ერთი მეზობელი დაინტერესებულია ამ სასაზღვრო ნაგებობის

არსებობით, დაუშვებელია მისი აღება ან შეცვლა მეზობლის თანხმობის გარეშე.

თავი მესამე

საკუთრების შეძენა და დაკარგვა

I. საკუთრების შეძენა უძრავ ნივთებზე

მუხლი 183. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა

გარიგების საფუძველზე

უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით

დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების

რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. (8.12.2006 N 3879 ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან)

მუხლი 184. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება

უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია

უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ

განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განცხადება უნდა ჩაჰბარდეს

რეესტრის სამსახურს. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვების განცხადება

სავალდებულო ძალას.

მუხლი 185. შემძენის ინტერესების დაცვა

შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება

მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ

შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

II. საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე

მუხლი 186. მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლები

1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ

ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ

მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით,

რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად;

მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის

უფლების მინიჭება.

მუხლი 187. კეთილსინდისიერი შემძენი

1. შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო

ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა,

რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა

არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

2. მოძრავი ნივთების შემძენი ვერ იქნება კეთილსინდისიერი, თუ მესაკუთრემ

ეს ნივთები დაკარგა, მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი

მფლობელობიდან, ანდა თუ შემძენმა ისინი უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები

არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა ან/და აუქციონზე გასხვისებული

ნივთების მიმართ.

მუხლი 188. პირობადებული საკუთრება

1. თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე

მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა

შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს

საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე

ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ.

2. პირველ ნაწილში აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება მაშინაც,

თუ გამსხვისებელი ნებისმიერი სხვა გზით, ვიდრე საფასურის გადახდაა,

დაკმაყოფილდება, ან თუ შემძენი მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

მუხლი 189. საკუთრების გადაცემა ფასიანი ქაღალდების მეშვეობით

თუ შემძენზე საკუთრების გადასვლისთვის ნივთის გადაცემის სანაცვლოდ

აუცილებელია ფასიანი ქაღალდის გადაცემა, საკუთრება გადასულად ითვლება იმ

მომენტიდან, როცა გამსხვისებელი შემძენს გადასცემს ფასიან ქაღალდს.

მუხლი 190. საკუთრების შეძენა უპატრონო მოძრავ ნივთზე

1. თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს

საკუთრებას ნივთზე, თუკი მისი მითვისება კანონით არ არის აკრძალული, ან თუ

მითვისებით არ არის დარღვეული იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის

მითვისების უფლება ჰქონდა.

2. მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე

საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით ნივთის მფლობელობას მიატოვებს.

მუხლი 191. ნაპოვარი

1. დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის

შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა

უცნობია, _ პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს, და გადასცეს ეს ნივთი.

2. განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს

საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა

მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო.

საკუთრების უფლების მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ

ნივთზე.

3. თუ უფლებამოსილი პირი იბრუნებს ნივთს, მპოვნელს შეუძლია

მოსთხოვოს მას ჯილდო (საპოვნელი) ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე.

გარდა ამისა, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს უფლებამოსილ პირს ან სათანადო

ორგანოს ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება.

4. თუ მპოვნელი უარს განაცხადებს საკუთრებაზე, კომპეტენტურ ორგანოს

შეუძლია ერთი წლის შემდეგ ნივთი აუქციონზე გაყიდოს და მოგება მიიღოს, ან, თუ

ლაპარაკია დაბალი ღირებულების ნივთზე, უსასყიდლოდ გაასხვისოს ან

გაანადგუროს იგი.

5. თუ ნაპოვნია ცხოველები, მალფუჭებადი ან ისეთი ნივთები, რომელთა

შენახვაც დიდ ხარჯებს მოითხოვს, მაშინ ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება, ხოლო

მესაკუთრეს უბრუნდება მათი გასხვისებით მიღებული თანხა.

მუხლი 192. განძი

თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ

შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა (განძი), მაშინ საკუთრება სანახევროდ

გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.

მუხლი 193. საკუთრების შეძენა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ

ნაწილზე

თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ

ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე,

150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმავდროულად ხდება ამ ნივთის

მესაკუთრეც.

მუხლი 194. თანასაკუთრება მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად

წარმოშობილ ნივთზე

1. თუ მოძრავი ნივთები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ისინი

ახალი ერთიანი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებად იქცნენ, ანდა მოძრავი

ნივთები ერთმანეთს შეერწყნენ, მაშინ ადრინდელი მესაკუთრეები ხდებიან ამ ახალი

ნივთის თანამესაკუთრენი. წილი განისაზღვრება იმ ღირებულების შესაბამისად,

რომელიც ნივთებს მათი შეერთების დროს ჰქონდათ.

2. თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით,

მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ მისი მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას

საკუთვნებელზედაც.

მუხლი 195. თანასაკუთრება მასალის გადამუშავების შედეგად შექმნილ

ახალ მოძრავ ნივთზე

თუ მასალის გადამუშავების ანდა გადაკეთების შედეგად იქმნება ახალი

მოძრავი ნივთი, მაშინ მწარმოებელი და მასალის მესაკუთრე ახალი ნივთის

თანამესაკუთრენი ხდებიან. წილი განისაზღვრება მასალის ღირებულებისა და

წარმოების ხარჯების პროპორციულად, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის

დადგენილი.

მუხლი 196. უფლებათა გაქარწყლება საკუთრების გადასვლისას

თუ საკუთრება გადადის 193-195-ე მუხლების თანახმად, მაშინ მოცემულ

ნივთზე არსებული ყველა სხვა უფლება ქარწყლდება.

მუხლი 197. ახალი მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა

1. პირს, რომელიც 193-195-ე მუხლების მიხედვით კარგავს თავის საკუთრებას,

ან სხვაგვარად ირღვევა მისი უფლება, შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს იმ

პირს, ვინც მესაკუთრე გახდა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა

დაუშვებელია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა არ

წარმოიშობა, თუ ახალმა მესაკუთრემ ნივთი სასყიდლიანი ხელშეკრულებით მესამე

პირისაგან შეიძინა.

III. საკუთრების შეძენა უფლებებსა და მოთხოვნებზე

მუხლი 198. ცნება. შინაარსი

1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია,

მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და

უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი

მფლობელის ხელში იყვნენ.

2. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის

მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და

უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და

უფლებების გამოყენებისთვის.

3. ძველი მფლობელი ასევე ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს

შემძენს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის

შესახებ. ამ საბუთის დამოწმების ხარჯები დაეკისრება ახალ მფლობელს.

მუხლი 199. მოთხოვნის დათმობა

1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე

მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს,

მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან

შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ

არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.

2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის

დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის

ადგილს იკავებს მესამე პირი.

მუხლი 200. მოვალის უფლება მოთხოვნის დათმობისას

ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება

აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე.

მუხლი 201. უზრუნველყოფის საშუალებათა გადასვლა მოთხოვნის

დათმობისას

1. მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის

საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.

2. მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი,

რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ

ცნობის მიღების დროისათვის.

მუხლი 202. მოთხოვნის მფლობელთა რიგითობა

თუ ერთსა და იმავე მოთხოვნის დათმობაზე მოთხოვნის მფლობელი

რამდენიმე პირს შეუთანხმდება, მაშინ მოვალის წინაშე უფლებამოსილი იქნება ის

პირი, რომელთანაც მოთხოვნის მფლობელმა სხვებზე ადრე დაამყარა ურთიერთობა.

თუკი შეუძლებელია ამის დადგენა, მაშინ უპირატესობა ეძლევა იმ პირს, რომლის

შესახებაც მოვალეს უფრო ადრე ეცნობა.

მუხლი 203. ვალის გადაკისრება

1. მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება

თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე

პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.

2. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის

მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.

მუხლი 204. მოთხოვნის მფლობელის თანხმობა ვალის გადაკისრებისას

თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე, მაშინ

გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე.

მუხლი 205. ახალი მოვალის უფლებები

ახალ მოვალეს შეუძლია მოთხოვნის მფლობელის წინააღმდეგ წამოაყენოს

ყველა ის შესაგებელი, რომლებიც გამომდინარეობს მოთხოვნის მფლობელსა და

თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ურთიერთობიდან. მას არა აქვს უფლება

გაქვითოს ის მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ მოვალეს ეკუთვნოდა.

მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა შეწყვეტა

ვალის გადაკისრებისას

ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად

გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი

არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. (28.12.2002 N1902)

მუხლი 207. მოთხოვნის დათმობა კანონის ძალით

წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის შესახებ

შესაბამისად გამოიყენება იმ მოთხოვნების დათმობასთან დაკავშირებით, რომლებიც

ხორციელდება კანონის ძალით, სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო

ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

თავი მეოთხე

ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში (11.7.007 N5278)

I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 208. მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების

საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის)

შეძენის საფუძვლები (11.7.007 N5278)

ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი

ფართობის) შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და

შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო

რეესტრში.

მუხლი 209. გაქირავებული ბინის შეძენა (11.7.007 N5278)

თუ პირი შეიძენს გაქირავებულ ბინას, მაშინ იგი იკავებს გამქირავებლის

ადგილს.

მუხლი 210. ამოღებულია (11.07.2007 N5278)

მუხლი 211. ამოღებულია (11.07.2007 N5278)

მუხლი 212. ამოღებულია (11.07.2007 N5278)

მუხლი 213. ამოღებულია (11.07.2007 N5278)

მუხლი 214. ამოღებულია (11.05.2007 N 4744)

მუხლი 215.ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 216. ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 217. ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 218. ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 219. ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 220. ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 221.ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 222.ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 223. ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 224. ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 225. ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 226. ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 227. ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 228.ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 229. ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 230.ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 231. ამოღებულია(11.7.007 N5278)

მუხლი 232. ამოღებულია(11.7.007 N5278)

თავი მეხუთე

სხვისი საკუთრებით შეზღუდული

სარგებლობა

I. აღნაგობა

მუხლი 233. ცნება

1. მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე,

რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე

ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების

უფლება (აღნაგობის უფლება).

2. აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე,

რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ

სარგებლობის შესაძლებლობას.

3. აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, რომელიც

არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს.

მუხლი 234. აღნაგობის უფლების წარმოშობის საფუძვლები

1. აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ შესაბამისად

გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის წესები.

2. აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება

აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად.

მუხლი 235. აღნაგობის უფლების გასხვისება

თუ მხარეთა შეთანხმებით აღნაგობის უფლების გასასხვისებლად ან

გასაქირავებლად საჭიროა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა, მესაკუთრეს

შეუძლია უარი თქვას ამ თანხმობის გაცემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ

საამისოდ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.

მუხლი 236. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის

1. აღნაგობის უფლების მქონეს შეიძლება ხელშეკრულებით დაეკისროს

საზღაურის გადახდა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია

ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.

2. აღნაგობის უფლება მესაკუთრის მხრიდან ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს

მხოლოდ ორი წლის გადასახადის გადაუხდელობის გამო.

3. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის მხარეებმა შეიძლება ათი წლის

შუალედით განსაზღვრონ. თუ ეკონომიკური პირობები არსებითად იცვლება,

მხარეები ვალდებულნი არიან თავიდან შეთანხმდნენ საზღაურზე.

მუხლი 237. აღნაგობის უფლების რეგისტრაცია

აღნაგობის უფლება საჯარო რეესტრში შეიტანება მიწის ნაკვეთზე

არამესაკუთრეთა სანივთო უფლებებს შორის მხოლოდ პირველი რიგის უფლებად. ეს

რიგი არ შეიძლება შეიცვალოს.

მუხლი 238. აღნაგობის უფლების შეწყვეტა

1. აღნაგობის უფლების შეწყვეტისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა.

2. აღნაგობის უფლება არ ისპობა მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობის

დანგრევით.

მუხლი 239. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტა

1. თუ აღნაგობის უფლება სასყიდლიანი იყო, აღნაგობის უფლების ვადის

გასვლის შემთხვევაში მიწის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს

სათანადო ანაზღაურება ნაკვეთზე აღმართული ნაგებობისათვის. სათანადო

ანაზღაურებად არ ჩაითვლება თანხა, რომელიც არ შეადგენს ნაგებობის

ღირებულების ორ მესამედს მაინც.

2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ

აღნაგობის უფლების მქონეს გაუგრძელოს აღნაგობის უფლება ნაგებობის არსებობის

სავარაუდო ვადით. თუ აღნაგობის უფლების მქონე უარს იტყვის ამ გაგრძელებაზე,

მაშინ იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც.

3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს არა აქვს

უფლება წაიღოს ნაგებობა ან მისი შემადგენელი ნაწილები.

მუხლი 240. ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

1. აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ, აღნაგობიდან წარმოშობილი

ანაზღაურების მოთხოვნის უფლება საჯარო რეესტრში იკავებს აღნაგობის უფლების

ადგილს და იმავე რიგით ცვლის მას.

2. თუ აღნაგობის უფლება მისი ვადის გასვლის დროისათვის ჯერ კიდევ

დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარს აქვს ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის

უფლება.

მუხლი 241. უფლებამონაცვლეობა აღნაგობის უფლების შეწყვეტისას

აღნაგობის უფლების შეწყვეტისას მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ხდება

აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ დადებული ქირავნობის ან იჯარის

ხელშეკრულების მონაწილე.

II. უზუფრუქტი

მუხლი 242. ცნება

უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი

უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე

პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს

ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის

უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა

მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება

არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე. (30.06.2005 N 1826

ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

მუხლი 243. უზუფრუქტის დადგენის სამართლებრივი მოწესრიგება

უზუფრუქტის დადგენის დროს გამოიყენება იგივე წესები, რაც უძრავი

ნივთების შეძენის დროს.

მუხლი 244. უზუფრუქტის სახეები

1. უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო.

2. უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების

(უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე. უზუფრუქტი უქმდება

იმ ფიზიკური პირის გარდაცვალებით ან იურიდიული პირის ლიკვიდაციით,

რომლის სასარგებლოდაც იყო უზუფრუქტი დადგენილი.

მუხლი 245. უზუფრუქტუარის უფლება-მოვალეობანი

1. უზუფრუქტის დაწყების წინ მხარეებს შეუძლიათ აღწერონ უზუფრუქტით

გადასაცემი ობიექტების მდგომარეობა.

2. უზუფრუქტუარს მესაკუთრის თანხმობის გარეშე არა აქვს უფლება

შეცვალოს სარგებლობის მიზანი.

3. უზუფრუქტუარი უფლებამოსილია მიიღოს ამ ნივთის ის ნაყოფიცა და

სარგებელიც, რომლებიც არ არის მიღებული ნივთის ჩვეულებრივი სამეურნეო

გამოყენების შედეგად. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია მესაკუთრეს აუნაზღაუროს

ის ზიანი, რაც მიადგა ნივთს ასეთი გამოყენების შედეგად.

4. უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს ნივთის ნორმალური ცვეთისათვის. იგი

ვალდებულია აანაზღაუროს მიმდინარე ხარჯები, გაარემონტოს ნივთი, აგრეთვე

იზრუნოს ნივთის ნორმალური სამეურნეო მოვლისათვის.

5. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის არსებობის მანძილზე

დააზღვიოს ნივთი, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.

თუ უზუფრუქტის საგანი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი

და უზუფრუქტუარი საჯარო სამართლის იურიდიული პირია ან ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოა, ნივთის დაზღვევა არ არის სავალდებულო. (17.07.2009

N 1541)

6. თუ ნივთი განადგურდა, დაზიანდა ან მის შესანახად წარმოიშვა

გაუთვალისწინებელი ხარჯები, უზუფრუქტუარმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ

უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს. მან უნდა ითმინოს ის ღონისძიებები, რომლებიც

მესაკუთრემ განახორციელა ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. მესაკუთრე არ

არის ვალდებული მიიღოს შესაბამისი ზომები. თუ ამ ღონისძიებებს ატარებს

თვითონ უზუფრუქტუარი, მაშინ მას შეუძლია უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ

მოაშოროს ნივთს ის საგნები, რომლებიც მან ამ ღონისძიებათა შედეგად მიუმატა, ან

მოსთხოვოს მესაკუთრეს ამ საგნების სათანადო კომპენსაცია.

7. თუ ნორმალური სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში უზუფრუქტუარი

გაასხვისებს ცალკეულ საგნებს, მაშინ გასხვისებული საგნების ადგილი უნდა

დაიკავოს მის მიერ შეძენილმა საგნებმა.

მუხლი 246. უზუფრუქტის შეწყვეტა

1. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ

დაუბრუნოს ნივთი მესაკუთრეს.

2. უზუფრუქტი ისპობა, თუ იგი საკუთრებასთან ერთად ერთი პირის ხელში

აღმოჩნდება.

III. სერვიტუტები

მუხლი 247. ცნება

1. მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა

უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული

(დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში

ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების

განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის

ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის

დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული

წესები. (11.05.2007 N 4744)

2. საზღაური შეიძლება განისაზღვროს პერიოდული გადასახდელის სახით.

მუხლი 248. სერვიტუტის პირობები

1. სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი

უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს.

2. სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი უნდა

გაუფრთხილდეს გამოყენებული (დატვირთული) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის

ინტერესებს.

მუხლი 249. ნაგებობის მოვლის ვალდებულება

თუ სერვიტუტის სათანადოდ განხორციელება მოიცავს დატვირთულ მიწის

ნაკვეთზე მდებარე ნაგებობასაც, მაშინ უფლებამოსილ პირს ეკისრება ამ ნაგებობის

სათანადოდ მოვლის ვალდებულება. ამავე დროს, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ,

რომ ნაგებობის მოვლის ვალდებულება დაეკისროს დატვირთული მიწის ნაკვეთის

მესაკუთრეს, თუ ამას მოითხოვს უფლებამოსილი პირის ინტერესები.

მუხლი 250. მიწის ნაკვეთის გაყოფის შედეგები

თუ უფლებამოსილი პირის მიწის ნაკვეთი გაიყოფა, მაშინ სერვიტუტი

გაგრძელდება თითოეულ ნაკვეთზე ცალ-ცალკე. ამ დროს სერვიტუტის გამოყენება

დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს არ გააუარესებს დატვირთული მიწის

ნაკვეთის მესაკუთრის მდგომარეობას.

მუხლი 251. გაყოფის შედეგად სერვიტუტისაგან თავისუფალი ნაწილი

თუ დატვირთული მიწის ნაკვეთი გაიყო და სერვიტუტი მხოლოდ ერთ

ნაწილზე ვრცელდებოდა, მაშინ გაყოფის შემდეგაც მიწის ნაკვეთის ის ნაწილი,

რომელზედაც არ იყო სერვიტუტი, მისგან თავისუფალი დარჩება.

მუხლი 252. უფლებამოსილი პირის უფლებების დაცვა

თუ უფლებამოსილ პირს ხელი შეეშლება მისი უფლების განხორციელებაში,

მაშინ ამის თავიდან ასაცილებლად მას იგივე უფლებები აქვს, რაც კეთილსინდისიერ

მფლობელს.

მუხლი 253. პირადი სერვიტუტი

1. უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით

დაიტვირთოს 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით. ამგვარი დატვირთვა

შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ უფლებამოსილ პირს მესაკუთრის

გამორიცხვით შეუძლია შენობა ან ამ შენობის ნაწილი თავისთვის ან თავისი

ოჯახისთვის გამოიყენოს ბინად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ასეთი შეზღუდული

პირადი სერვიტუტი სხვა პირებს არ გადაეცემა.

თავი მეექვსე

საკუთრება, როგორც

მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

I. გირავნობა

მუხლი 254. ცნება (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური

ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება

გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის

უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას,

დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის)

რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის

მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების

შემთხვევაში. (29.06.2007 N5127)

2. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი

დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.

3. გირავნობით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სამომავლო ან პირობითი

მოთხოვნები.

4. გირავნობა, რომელიც უზრუნველყოფს არაფულად მოთხოვნას, მხოლოდ

იმ შემთხვევაშია ნამდვილი, თუ შესაძლებელია მისი გამოხატვა ფულადი ფორმით.

5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს

ის ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლებსაც დამგირავებელი

შეიძენს მომავალში (სამომავლო ქონება). სამომავლო ქონება მოთხოვნის

უზრუნველყოფის საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო

ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების

რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.

მუხლი 255. გირავნობის სახეები

გირავნობის სახეებია:

ა) მფლობელობითი გირავნობა;

ბ) რეგისტრირებული გირავნობა.

მუხლი 256. გირავნობის ფარგლები (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1

მარტიდან)

1. გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა

დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე

ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან

მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. გირავნობის უფლება არ ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ

ნაყოფზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა) ნაყოფის მიღება ხდება 281-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად

გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემის შემდეგ;

ბ) ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.

მუხლი 257. მფლობელობითი გირავნობა (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1

მარტიდან)

1. მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა

შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე

პირის მფლობელობაში გადაცემის გზით.

2. თუ ნივთი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მოგირავნის მიერ შესაბამისად

უფლებამოსილი პირის მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია

მხარეთა შეთანხმება.

მუხლი 258. რეგისტრირებული გირავნობა (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1

მარტიდან)

1. რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების

წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის

უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით

გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის

მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის. (11.05.2007 N 4744)

2. გარიგებაში უნდა აღინიშნოს: (8.12.2006 N 3879 ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან)

ა) მისი შედგენის თარიღი;

ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის

შესახებ;

გ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა, ისე, რომ

შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა;

დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული

აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს

უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

3. გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება კანონით.

4. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის

წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ

გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის

იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების

ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ:

(2.10.2008 N 314)

ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ

ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;

ბ) მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია

ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის თაობაზე.“;

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული

დოკუმენტების საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის

რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

(2.10.2008 N 314

მუხლი 258 1 . გირავნობის მოწმობა (17.07.2009 N 1541)

1. მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ

ამ კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების

შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების საფუძველზე საჯარო

სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას.

2. გირავნობის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც

დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან

საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-4

ნაწილით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის

უფლების რეგისტრაციის ფაქტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი

გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლება აქვს მოსთხოვოს უფლებამოსილ

ორგანოს (თანამდებობის პირს) გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის

დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა.

3. გირავნობის მოწმობა არ გაიცემა, თუ რეგისტრირებული გირავნობის

გარიგება არ შეიცავს მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის ამ კოდექსის 283-ე მუხლის

პირველი ნაწილით ან/და 260 1 მუხლით განსაზღვრულ მხარეთა შეთანხმებას.

4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის

გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.

5. გირავნობის მოწმობის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 259. მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების

წესი (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. მოთხოვნის დაგირავება ხორციელდება წერილობითი ფორმით გარიგების

დადებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების საჯარო რეესტრში

რეგისტრაციის გზით. აღნიშნულ გარიგებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 258-ე მუხლის

მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.(8.12.2006 N 3879 ამოქმედდეს 2007 წლის 15

მარტიდან)

2. ვიდრე მოვალეს წერილობით ეცნობებოდეს მოთხოვნის დაგირავების

შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის მფლობელის

წინაშე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 264-ე მუხლის პირველი ნაწილით

გათვალისწინებული წესი.

3. ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხორციელდება მათი შეძენისათვის

დადგენილი წესით. საჯარო ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი განისაზღვრება

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 260. ლომბარდში ნივთების დაგირავების წესი(30.06.2005 N 1826 ძალაშია

2006 წლის 1 მარტიდან)

1. ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის

წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში

გადაცემის გზით.

2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული,

ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის

საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ

არსებულ ვალდებულებას.

მუხლი 260 1 . დაგირავებული ნივთის გადასვლა კრედიტორის

(მოგირავნის) საკუთრებაში (29.06.2007 N5127)

დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის)

საკუთრებაში ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე მხოლოდ

რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა

აღინიშნოს ხელშეკრულებაში.

მუხლი 261. მოგირავნის და დამგირავებლის უფლებები და

მოვალეობები (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. რეგისტრირებული გირავნობის დროს დამგირავებელს ან მოგირავნეს,

ხოლო მფლობელობითი გირავნობის დროს – მოგირავნეს ან მოგირავნის მიერ

განსაზღვრულ მესამე პირს, ეკისრებათ მათ მფლობელობაში არსებული გირავნობის

საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულება. თითოეულ მხარეს აქვს მეორე

მხარის მფლობელობაში მყოფი გირავნობის საგნის მდგომარეობის (მათ შორის,

ზომის, წონის, შენახვის პირობების და სხვ.) შემოწმების უფლება.

2. თუ გირავნობის საგანი დამგირავებლის მფლობელობაში იმყოფება, მას

უფლება აქვს მიიღოს სარგებელი გირავნობის საგნიდან. მოგირავნეს მის

მფლობელობაში გადაცემული გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება შეუძლია,

თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით. ივარაუდება, რომ მოგირავნე

უფლებამოსილია მიიღოს ნაყოფი გირავნობის საგნიდან, თუ ნაყოფის მიღება

გირავნობის საგნის თვისებიდან გამომდინარეობს. მოგირავნის მიერ მიღებული

სარგებელი ჩაითვლება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში. მოგირავნე

ვალდებულია დამგირავებლის მოთხოვნით წარუდგინოს მას ანგარიში მის მიერ

მიღებული სარგებლის შესახებ.

3. მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს დამგირავებლისგან გირავნობის

საგანზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. სხვა ხარჯების

ანაზღაურების წესი განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების

შესრულების წესების შესაბამისად.

4. თუ დამგირავებელი არ ასრულებს გირავნობის საგნის სათანადოდ

მოვლა-შენახვის ვალდებულებას, მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის

საგნის მისთვის ან მესამე პირისათვის გადაცემა, ხოლო თუ გირავნობის საგნის

სათანადო მოვლა-შენახვის ვალდებულებას არ ასრულებს მოგირავნე,

დამგირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირისათვის

გადაცემა.

5. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს აქცია ან წილი სამეწარმეო

საზოგადოებაში, მაშინ დამგირავებელი სამეწარმეო საზოგადოებასთან

დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა

მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და

მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით.

მუხლი 262. გირავნობის საგნის დაზღვევა (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1

მარტიდან)

დამგირავებელი ვალდებულია დააზღვიოს გირავნობის საგანი მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.

მუხლი 263. იმ დამგირავებლის უფლებები, რომელიც არ

წარმოადგენს მოგირავნის პირად მოვალეს (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006

წლის 1 მარტიდან)

დამგირავებელს, რომელიც არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის

პირადი მოვალე, შეუძლია მოგირავნეს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლის წაყენების

უფლებაც აქვს პირად მოვალეს, მათ შორის, ისეთი შესაგებლები, რომლებზედაც

მოგირავნის პირადმა მოვალემ უარი თქვა გირავნობის წარმოშობის შემდეგ.

მუხლი 264. სუროგაცია (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. თუ დაგირავებულია მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულებას ასრულებს

გირავნობის ვადის გასვლამდე, მაშინ შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით.

2. გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან

გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი სახის ანაზღაურება, მათ

შორის, სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს გირავნობის საგნის ადგილს მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამგირავებელს

უფლება აქვს მის მიერ მიღებული თანხით შეიძინოს დაკარგული, დაზიანებული,

განადგურებული, გაუფასურებული ნივთის შემცვლელი ნივთი, რომელიც დაიკავებს

გირავნობის საგნის ადგილს.

მუხლი 265. გირავნობის საგნის გადამუშავებისა და მოძრავ

ნივთთან შერწყმის სამართლებრივი შედეგები (30.06.2005 N 1826 ძალაშია

2006 წლის 1 მარტიდან)

1. გირავნობის საგნის გადამუშავება და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა ისე, რომ

პირვანდელ მდგომარეობაში მათი აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია

მნიშვნელოვან ხარჯებთან გამოიწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ მხარეთა

შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საკუთრება გადადის

გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად, მაშინ

გამოიყენება 196-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

2. თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ გირავნობის საგნის გადამუშავება, სხვა

მოძრავ ნივთთან შერწყმა ან შეერთება არ გამოიწვევს გირავნობის უფლების

შეწყვეტას, გირავნობიდან გამომდინარე მოთხოვნათა რიგითობა განისაზღვრება

გადამუშავებამდე ან შერწყმამდე არსებულ გირავნობის უფლებათა წარმოშობის

მომენტის შესაბამისად.

მუხლი 266. გარიგების დადება გირავნობის საგანზე (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006

წლის 1 მარტიდან)

1. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ დამგირავებელი არ გაასხვისებს და

არ დააგირავებს გირავნობის საგანს გირავნობის უფლების შეწყვეტამდე.

2. დამგირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული

ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნეს აქვს თავისი

მოთხოვნის დაუყონებლივ დაკმაყოფილების უფლება.

მუხლი 267. საგნის დაგირავება რამდენჯერმე და გირავნობის

უფლებათა რიგითობა (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. გირავნობის

უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის

შესაბამისად. (11.05.2007 N 4744)

2. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს სამომავლო ქონება, მაშინ

დამგირავებლის მიერ ქონების შეძენის შემთხვევაში წინა მესაკუთრის დროს

წარმოშობილი გირავნობის უფლება წინ გაუსწრებს ახალი მესაკუთრის დროს

წარმოშობილ გირავნობის უფლებას, მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.

3. ამ კოდექსის 568-ე, 586-ე, 596-ე, 634-ე, 685-ე და 796-ე მუხლებით

გათვალისწინებულ შემთხვევებში მოგირავნეს აქვს გირავნობის საგნიდან თავისი

მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა მოგირავნესთან

შედარებით.

მუხლი 268. მოგირავნის უფლებების დაცვა (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1

მარტიდან)

თუ მოგირავნეს ხელი შეუშალეს თავისი უფლებების განხორციელებაში, მას

შეუძლია იგივე უფლებები გამოიყენოს, რაც მესაკუთრემ.

მუხლი 269. გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტორზე (30.06.2005 N

1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. სხვა პირისათვის მოთხოვნის გადაცემით ამ პირზე (ახალ კრედიტორზე)

გადადის გირავნობის უფლებაც.

2. გირავნობის უფლება წყდება, თუ მფლობელობითი გირავნობით

უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის დათმობის მომენტიდან

გონივრულ ვადაში, ახალი კრედიტორი არ მოითხოვს გირავნობის საგნის მისთვის ან

მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას ან გირავნობის უფლების

რეგისტრაციას.

3. ყოველი მესამე პირი, რომლის უფლებრივი მდგომარეობაც გირავნობის

საგნის რეალიზაციის შედეგად შეიძლება გაუარესდეს, უფლებამოსილია

დააკმაყოფილოს მოგირავნის მოთხოვნა და ამ გზით შეიძინოს მისი უფლებები

დამგირავებლისა და შესაძლო მოვალე მესამე პირის მიმართ.

4. გირავნობის უფლება არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს შესაბამისი

მოთხოვნის გადაცემის გარეშე. თუ მოთხოვნის გადაცემისას გამორიცხულია

გირავნობის უფლების გადაცემა, მაშინ გირავნობის უფლება წყდება.

მუხლი 270. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოთხოვნის გაუქმების

გამო (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის

უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს.

მუხლი 271. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობის საგნის

დაღუპვის გამო (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

გირავნობის უფლება წყდება, თუ გირავნობის საგანი ფიზიკურად შეწყვეტს

არსებობას.

მუხლი 272. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობაზე უარის

თქმით (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. რეგისტრირებული გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა

მოგირავნე უარს იტყვის გირავნობაზე რეგისტრაციის გზით.

2. მფლობელობითი გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა

მფლობელობა დამგირავებელს უბრუნდება ან მოგირავნე უარს ამბობს გირავნობის

უფლებაზე.

მუხლი 273. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოგირავნის

საკუთრებაში გირავნობის საგნის გადასვლის გამო

(კონსოლიდაცია) (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

გირავნობის უფლება წყდება, თუ გირავნობის საგანი გადადის მოგირავნის

საკუთრებაში.

მუხლი 274. გირავნობის საგნის გასხვისება

1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით

დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით

გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების

შემთხვევაში დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო

რეესტრში, ხოლო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – საჯარო სამართლის

იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის

შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების

შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის. (29.12.2006 N4310

ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან)

3. მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის

საგნის გასხვისების შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის

დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი

პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს.

4. დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო

საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი

საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი

არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად

მოქმედებდნენ.

მუხლი 275. მოგირავნის ვალდებულება გირავნობის უფლების

შეწყვეტისას (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. გირავნობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია მის

მფლობელობაში არსებული საგანი დაუბრუნოს დამგირავებელს.

2. რეგისტრირებული გირავნობის უფლების შეწყვეტისას დამგირავებელს

უფლება აქვს მოგირავნეს მოსთხოვოს გირავნობის უფლების შეწყვეტის

დაუყოვნებელი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო მექანიკური სატრანსპორტო

საშუალების რეგისტრირებულ გირავნობასთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის

იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოში. თუ არ არსებობს დამგირავებლის მოთხოვნა გირავნობის უფლების

შეწყვეტის დაუყოვნებელი რეგისტრაციის შესახებ, მოგირავნე ვალდებულია

გირავნობის უფლების შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიმართოს

საჯარო რეესტრს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან

საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გირავნობის უფლების შეწყვეტის

რეგისტრაციის მიზნით. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში

დამგირავებელს აქვს მოგირავნისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

(29.12.2006 N4310 ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან)

3. გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს

დამგირავებელსაც. ასეთ შემთხვევაში გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ

სარეგისტრაციო განცხადებას თან უნდა დაერთოს მოგირავნის მიერ გაცემული

წერილობითი საბუთი, რომელიც ადასტურებს გირავნობის უფლების შეწყვეტას.

მუხლი 276. მოგირავნის დაკმაყოფილება (29.06.2007 N5127)

1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან

მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის

საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც

გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის

გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის

ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა

შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 277.ამოღებული (29.06.2007 N5127)

მუხლი 278. გირავნობის საგნის რეალიზაციისა და მოგირავნის

საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება (29.06.2007 N5127)

გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის

უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი

მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

მუხლი 279. რამდენჯერმე დაგირავებული საგნის რეალიზაციის

უფლება (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. თუ გირავნობის საგანი რამდენჯერმეა დაგირავებული, მაშინ მისი

რეალიზაციის უფლება აქვს ნებისმიერ მოგირავნეს მოთხოვნის შესრულების ვადის

დადგომისას.

2. მოგირავნეს, რომლის გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის

განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას, შეუძლია გირავნობის საგნის შესაძლო

რეალიზაციის შესახებ შემდგომი მოგირავნის წერილობითი შეტყობინების მიღების

დღიდან ორი კვირის განმავლობაში აცნობოს შემდგომ მოგირავნეს იმის თაობაზე,

რომ:

ა) იგი სარგებლობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული

გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებით. ამ შემთხვევაში შემდგომი მოგირავნე

ვერ განახორციელებს რეალიზაციას და რეალიზაციის განხორციელების

ვალდებულება დაეკისრება წინა მოგირავნეს;

ბ) იგი თანახმაა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია განახორციელოს

შემდგომმა მოგირავნემ, ოღონდ იმ პირობით, რომ რეალიზაციიდან ამონაგები

თანხიდან თავისი მოთხოვნა უპირატესად დაკმაყოფილდება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ რეალიზაციის შემთხვევებში

რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან შემდგომი მოგირავნის მოთხოვნის

უპირატესად დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნა.

4. თუ წინა მოგირავნე არ ისარგებლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით

გათვალისწინებული უფლებებით, გირავნობის საგანი დატვირთული რჩება იმ

მოგირავნეთა უფლებებით, რომელთა გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს

რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას.

5. რეალიზაციის განმახორციელებელ მოგირავნესა და შემძენს ეკისრებათ

საჯარო რეესტრში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო

სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება,

რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ

ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.

(29.12.2006 N4310 ამოქმედდეს 2007 წლის 1 თებერვლიდან)

მუხლი 280. რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილება (30.06.2005 N 1826

ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში

დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის

განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა.

2. გირავნობით რამდენჯერმე დატვირთული საგნის რეალიზაციის

განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციის ხარჯების დაფარვისა

და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა შეინახოს

ნოტარიუსთან დეპოზიტზე შემდგომი მოგირავნეების მოთხოვნების

დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ყოველი შემდგომი მოგირავნის მოთხოვნა

დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

3. გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად

დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას

ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს.

4. გირავნობის საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე პასუხს

აგებს სხვა მოგირავნეების წინაშე იმ ზიანისათვის, რაც წარმოიშობა ამ მუხლის მე-2

ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.

მუხლი 281. გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების

მქონე მოგირავნისათვის (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის

მოთხოვნის უფლების მქონე მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის

გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნის მოთხოვნა მისთვის

გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა

დაკმაყოფილდეს. (17.07.2009 N 1541)

2. თუ მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამა თუ იმ იურიდიული

მოქმედების შესრულებაზე, მაშინ მოგირავნეს შეუძლია დამგირავებელს მოსთხოვოს

ამის განხორციელება. თუ დამგირავებელი ორი კვირის ვადაში არ შეასრულებს

მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია, ეს მოქმედება დამგირავებლის

სახელით განახორციელოს მესამე პირთა მიმართ.

მუხლი 281 1 . დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო

საშუალების მოგირავნისათვის გადაცემა (17.07.2009 N 1541)

1. მოგირავნეს უფლება აქვს სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო

დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს

დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იძულების წესით მის

მფლობელობაში გადაცემა.

2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ მოგირავნისათვის დაგირავებული

სატრანსპორტო საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა

შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სააღსრულებო დაწესებულებაში ერთი და იმავე მექანიკური სატრანსპორტო

საშუალების მფლობელობაში გადაცემისათვის სხვადასხვა მოგირავნის მიერ

გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში გირავნობის საგნის გადაცემა

ხორციელდება იმ მოგირავნეზე, რომელსაც აქვს გირავნობით უზრუნველყოფილი

მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლება.

4. გირავნობის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას.

5. მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად

მფლობელობაში გადაეცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, ვალდებულია

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი

რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება.

6. მოგირავნისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იძულებითი

წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს.

7. მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში

წარდგენის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.

მუხლი 282. გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის

შესახებ შეტყობინების ვალდებულება (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1

მარტიდან)

1. მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის

საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა

მოგირავნეები.

2. ამოღებულია (11.05.2007 N 4744)

3. რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა

მოგირავნეების წინასწარი წერილობითი გაფრთხილების გარეშეც, თუ:

ა) არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური

საფრთხე;

ბ) გირავნობის საგანი მალფუჭებადია.

4. მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას, თუ

დამგირავებლისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული

შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ განხორციელებულა

გირავნობის საგნის რეალიზაცია, შესრულდება უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

მუხლი 283. გირავნობის საგნის რეალიზაცია (30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1

მარტიდან)

1. მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის

რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის

შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის

გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი

გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა

მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების

შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა

მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.

2. თუ გირავნობის საგანს აქვს საბირჟო ან საბაზრო ფასი, მოგირავნეს შეუძლია

გირავნობის საგნის გაყიდვა მიანდოს სპეციალურ სავაჭრო დაწესებულებას.

3. თუ დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაცია ხორციელდება მოვალის მიერ

მოგირავნის სასარგებლოდ შესრულებით, მოგირავნე ვალდებულია წარუდგინოს

დამგირავებელს ანგარიში მოვალის მიერ თავის სასარგებლოდ განხორციელებული

შესრულების შესახებ.

მუხლი 284. მხარეთა შეთანხმება რეალიზაციის სხვა წესზე (30.06.2005 N 1826

ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. მოგირავნესა და დამგირავებელს წერილობითი ფორმით დადებულ

გარიგებაში შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ გირავნობის საგნის

მოგირავნისათვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს

ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ

შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებულ უნდა იქნეს

სანოტარო წესით.(8.12.2006 N 3879 ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან)

2. დამგირავებელსა და მოგირავნეს შეუძლიათ ასევე შეთანხმდნენ გირავნობის

საგნის რეალიზაციის განსხვავებულ წესზე, რომელიც განსხვავდება ამ თავში

მოცემული წესებისაგან. ასეთ შემთხვევაში გირავნობის საგნის რეალიზაცია უნდა

განხორციელდეს გონივრულ და სამართლიან ფასში დამგირავებლისა და სხვა

მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით.

მუხლი 285. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგები (30.06.2005 N 1826

ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

1. გირავნობის საგნის რეალიზაციით შემძენზე გადადის დაუტვირთავი

საკუთრება, გარდა 279-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის არამართლზომიერი რეალიზაციის

შემთხვევაში შემძენი იძენს საკუთრების უფლებას, თუ იგი ამ ფაქტის მიმართ

კეთილსინდისიერია.

მუხლი 285 1 . ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ (30.06.2005 N

1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია, რეალიზაციის

განხორციელებიდან გონივრულ ვადაში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე,

წარუდგინოს დამგირავებელს წერილობითი ანგარიში გირავნობის საგნის

რეალიზაციის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეალიზაციის

ხარჯების, რეალიზაციიდან ამონაგები თანხისა და ამ თანხის გამოყენების თაობაზე.

II. იპოთეკა

მუხლი 286. ცნება

1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული)

მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს

უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი

მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში

გადაცემით (იპოთეკა). (29.06.2007 N5127)

2. იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით

მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის

შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა. (11.05.2007 N 4744)

3. ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება

შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის

(იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში.

მუხლი 287. საერთო იპოთეკა (29.06.2007 N5127)

თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული

იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა

ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

მუხლი 288. მესაკუთრის იპოთეკა

თუ მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა, არ

წარმოშობილა, იგი ქარწყლდება ან გადადის უძრავი ნივთის მესაკუთრეზე, მაშინ

იპოთეკაც გადადის ამ უკანასკნელზე (მესაკუთრის იპოთეკა).

მუხლი 289. იპოთეკის რეგისტრაცია

1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის

მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის

საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 311 1 მუხლით დადგენილი წესით.

გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო

მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს

აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა

და სხვა პირობები. (29.06.2007 N5127)

2. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით საჯარო

რეესტრი გასცემს იპოთეკის მოწმობას. იპოთეკის მოწმობის გაცემა რეგისტრირდება

საჯარო რეესტრში. (29.06.2007 N5127 ამოქმედდეს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის

შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს

კანონის ძალაში შესვლისთანავე)

3. იპოთეკის ხელშეკრულება, რომელზედაც მხარეთა შეთანხმებით გაიცემა

იპოთეკის მოწმობა, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის

ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რომელიც

მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, უნდა დაამოწმოს იმავე ნოტარიუსმა,

რომელმაც დაამოწმა აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება. (29.06.2007 N5127

ამოქმედდეს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე)

4. საერთო იპოთეკაზე გაიცემა მხოლოდ ერთი იპოთეკის მოწმობა. (29.06.2007

N5127)

მუხლი 289 1 . იპოთეკის მოწმობა (29.06.2007 N5127 ამოქმედდეს „უძრავ ნივთებზე

უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის

თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე)

1. იპოთეკის მოწმობა არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი

კანონიერი მფლობელის უფლებას:

ა) მოითხოვოს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების

შესრულება;

ბ) ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა

დაიკმაყოფილოს იპოთეკის საგნიდან.

2. იპოთეკის მოწმობა დგება ერთ ეგზემპლარად.

მუხლი 289 2 . იპოთეკის მოწმობის შინაარსი (29.06.2007 N5127 ამოქმედდეს „უძრავ

ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების

შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე)

1. იპოთეკის მოწმობა უნდა შეიცავდეს:

ა) სათაურში აღნიშვნას „იპოთეკის მოწმობა“;

ბ) იპოთეკარის სახელსა და მისამართს;

გ) მოვალის სახელსა და მისამართს;

დ) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელსა და მისამართს;

ე) იპოთეკით დატვირთული ქონების სარეგისტრაციო კოდს, იპოთეკის საგნის

მისამართს;

ვ) აღნიშვნას იპოთეკის მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ,

შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით;

ზ) მითითებას იმის თაობაზე, არის თუ არა იპოთეკის საგანი ან მისი ნაწილი

დატვირთული სხვა იპოთეკით ან სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლებით;

თ) იპოთეკის ხელშეკრულების შედგენის ადგილსა და თარიღს;

ი) უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას;

კ) იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების

შესრულების ვადას, ხოლო თუ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ უნდა შესრულდეს, –

მისი შესრულების ვადებს;

ლ) იპოთეკის მოწმობის გაცემის თარიღს.

2. იპოთეკის მოწმობის ნამდვილობა დასტურდება საჯარო რეესტრის ბეჭდით.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევა

იწვევს იპოთეკის მოწმობის ბათილობას.

მუხლი 289 3 . იპოთეკის მოწმობიდან გამომდინარე უფლების

განხორციელება (29.06.2007 N5127 ამოქმედდეს „უძრავ ნივთებზე უფლებათა

რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე)

1. იპოთეკის მოწმობის ფაქტობრივი მფლობელი ითვლება მის კანონიერ

მფლობელად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.

2. იპოთეკის მოწმობის არსებობისას უზრუნველყოფილი მოთხოვნა

შესრულდება მხოლოდ იპოთეკის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. კრედიტორი

ვალდებულია, საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე იპოთეკის მოწმობა

გადასცეს ვალდებულების შემსრულებელს.

3. მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისთანავე კრედიტორი

ვალდებულია, იპოთეკის მოწმობაში შეიტანოს შესაბამისი აღნიშვნა.

4. იპოთეკის შესახებ გარიგების დამმოწმებელი ნოტარიუსის სადეპოზიტო

ანგარიშზე თანხის დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე

ვალდებულებისაგან.

მუხლი 289 4 . იპოთეკის მოწმობაზე უფლების გადაცემა (29.06.2007 N5127

ამოქმედდეს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე)

1. იპოთეკის მოწმობაში მოცემული მოთხოვნის დათმობა ხდება იპოთეკის

მოწმობაზე უფლების გადამცემის სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერით.

2. თუ მოთხოვნის დათმობა ხდება იპოთეკის მოწმობის აუქციონზე გაყიდვით,

იპოთეკის მოწმობაზე კეთდება აღნიშვნა „გაყიდულია აუქციონზე“ და დასტურდება

სპეციალისტის სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერით.

3. ბათილია იპოთეკის მოწმობის სხვა პირისთვის გადაცემის აკრძალვა.

4. პირი, რომლის სასარგებლოდაც მოხდა მოთხოვნის დათმობა, ვალდებულია,

ამის შესახებ აცნობოს მოვალეს.

მუხლი 289 5 . იპოთეკის მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადება (29.06.2007

N5127 ამოქმედდეს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე)

იპოთეკის მოწმობის დაზიანების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში

იპოთეკის მოწმობის მფლობელი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს საჯარო

რეესტრს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო აცხადებს მას ძალადაკარგულად საერთო

წესის საფუძველზე (გამოწვევითი წარმოება).

მუხლი 289 6 . იპოთეკის მოწმობის დაგირავება (29.06.2007 N5127 ამოქმედდეს „უძრავ

ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების

შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე)

1. იპოთეკის მოწმობა შეიძლება დაგირავდეს მისი მფლობელის ან სხვა

ნებისმიერი პირის სასარგებლოდ, ფასიანი ქაღალდების დაგირავებისთვის

დადგენილი წესით.

2. იპოთეკის მოწმობის გირავნობა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

მუხლი 289 7 . იპოთეკის მოწმობის გაუქმება (29.06.2007 N5127 ამოქმედდეს „უძრავ

ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების

შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე)

1. იპოთეკის მოწმობა უქმდება:

ა) იპოთეკის მოწმობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების

შემთხვევაში;

ბ) უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის იპოთეკის მოწმობის ნებაყოფლობით

გადაცემის შემთხვევაში.

2. იპოთეკის მოწმობის გაუქმება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

მუხლი 289 8 . იპოთეკის მოწმობის უპირატესობა საჯარო რეესტრის

ჩანაწერთან (29.06.2007 N5127)

იპოთეკის მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერს შორის განსხვავების

შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იპოთეკის მოწმობას.

მუხლი 290. უძრავი ნივთის იპოთეკით რამდენჯერმე დატვირთვა (29.06.2007

N5127)

ერთი უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით.

რიგითობა განისაზღვრება იპოთეკის შესახებ განცხადების რეგისტრაციის თარიღის

მიხედვით.

მუხლი 291. იმ უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლება, რომელიც არ

არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი

მოვალე (29.06.2007 N5127)

1. თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით

უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს

წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ

შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის

გასაჩივრების გამო.

2. თუ მოთხოვნის შესრულების ვადა დამოკიდებულია სამართლებრივი

ურთიერთობის მოშლის შეტყობინებაზე, მოშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში

ჩაითვლება ნამდვილად, როდესაც ამის შესახებ მესაკუთრე განუცხადებს

კრედიტორს ან კრედიტორი – მესაკუთრეს.

მუხლი 292. მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას

1. უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი,

როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე

უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება.

2. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ,

როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.

3. ამოღებულია (11.05.2007 N 4744)

მუხლი 293. იპოთეკის გავრცელება უძრავი ნივთის ნაყოფზე (29.06.2007 N5127)

იპოთეკა არ ვრცელდება უძრავი ნივთის ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით

სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 294. იპოთეკით დატვირთული ნივთის მოვლის მოვალეობა (29.06.2007

N5127)

1. მესაკუთრე ვალდებულია, ისე განახორციელოს ნივთის მოვლა-პატრონობა,

რომ იპოთეკის მიზანს არ შეექმნას საფრთხე. საფრთხის შემთხვევაში კრედიტორს

შეუძლია, მესაკუთრეს განუსაზღვროს შესაბამისი ვადა ამ საფრთხის თავიდან

ასაცილებლად. თუ იპოთეკით დატვირთულ ნივთს ფლობს კრედიტორი, ნივთის

მოვლა-პატრონობის მოვალეობა მასვე ეკისრება.

2. თუ ნივთი დაზღვეულია, მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდა

დამზღვევისათვის ვითარების გაუარესების შემდეგ მხოლოდ მაშინ შეუძლია,

როდესაც ზიანის მიყენების ფაქტის შესახებ კრედიტორს უკვე ეცნობა. კრედიტორს

შეუძლია წინ აღუდგეს თანხის გადახდას, თუ იგი შიშობს, რომ თანხა არ იქნება

გამოყენებული ნივთის აღსადგენად.

3. თუ ირკვევა, რომ მესაკუთრე ვერ ასრულებს ნივთის მოვლის მოვალეობას,

კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის ნივთის სამართავად გადაცემა.

გადაწყვეტილებას ასეთი მოთხოვნის შესახებ იღებს სასამართლო.

4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეთანხმება, რომლითაც

მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, არ გაასხვისოს, არ

ისარგებლოს ან სხვანაირად არ დატვირთოს უძრავი ნივთი, ბათილია. ასეთი

გარიგებების ნამდვილობა მესამე პირთათვის არ შეიძლება დამოკიდებული იყოს

კრედიტორების თანხმობაზე.

მუხლი 295. იპოთეკისა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნის

გადაცემა სხვა პირისთვის (29.06.2007 N5127)

იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად

და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის

გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც. მოთხოვნის გადაცემა

მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ნამდვილად, როდესაც წერილობითი ფორმით

დადებული გარიგება იპოთეკის დადგენის შესახებ ან იპოთეკის მოწმობა (ასეთის

არსებობის შემთხვევაში) გადაეცემა ახალ კრედიტორს (ამ კოდექსის 289 4 მუხლით

გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით). მოთხოვნის გადაცემა რეგისტრირდება

საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაცემულია იპოთეკის მოწმობა.

მუხლი 296. მოვალის ვალდებულება ახალი კრედიტორის წინაშე

თუ ახალ კრედიტორზე მოთხოვნის გადასვლის შემდეგ მოვალე უხდის ძველ

კრედიტორს, ეს გადახდა არ ათავისუფლებს მას ახალი კრედიტორის წინაშე

ვალდებულებისაგან მაშინაც, როცა მან გადასვლის შესახებ არაფერი იცოდა.

მუხლი 297. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფცია ახალ

კრედიტორზე იპოთეკისა და მოთხოვნის გადასვლისას

იპოთეკა და მოთხოვნა ისევე გადადის ახალ კრედიტორზე, როგორც იყო

ძველი კრედიტორის ხელში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემი,

კრედიტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მიიჩნევა სწორად. ამ შემთხვევაში

მოვალეს არ შეუძლია მიუთითოს, რომ მოთხოვნა არ არსებობს. ეს წესი არ

გამოიყენება მაშინ, როცა ახალმა კრედიტორმა იცოდა რეესტრის უსწორო ჩანაწერის

შესახებ.

მუხლი 298. მესამე პირის უფლებები

1. ამოღებულია (11.05.2007 N 4744)

2. თუ პირადი მოვალე დააკმაყოფილებს კრედიტორს, იპოთეკა მასზე გადადის

იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მას შეუძლია მესაკუთრისაგან ანაზღაურების

მოთხოვნა. (29.06.2007 N5127)

მუხლი 299. კრედიტორის უარი მოთხოვნაზე ან იპოთეკაზე

1. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე და კრედიტორი უარს ამბობს

მოთხოვნაზე ან იპოთეკაზე, მესაკუთრე ხდება იპოთეკარი. უარს იურიდიული ძალა

აქვს მაშინ, როდესაც იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. (29.06.2007 N5127)

2. თუ კრედიტორი უარს ამბობს იპოთეკაზე, მაგრამ არა მოთხოვნაზე, მაშინ

პირადი მოვალე მაინც თავისუფალი იქნება, თუ მას თავის მხრივ იპოთეკიდან

ანაზღაურების მიღება შეეძლო.

3. თუ მესაკუთრეს აქვს შეცილების უფლება, რომლითაც გამოირიცხება

იპოთეკის ხანგრძლივად გამოყენება, მაშინ მას შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს

უარი თქვას იპოთეკაზე.

მუხლი 300. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადასვლა

კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში (29.06.2007 N5127)

1. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ამ კოდექსით გათვალისწინებულ

საფუძველზე შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ ეს

პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებით.

2. თუ მოვალე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის

დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს

კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ კრედიტორი და მოვალე ამის

თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს.

3. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის)

საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ

შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება

მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა

შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. (4.12.2009. N2284)

მუხლი 301. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის

მოთხოვნა (29.06.2007 N5127)

1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის

საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი

ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

1 1 . მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა,

დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით

დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის

იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა

შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.(4.12.2009. N2284)

2. რეალიზაცია ხორციელდება ამ თავში მოცემული წესებისა და

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. (19.12.2008 N

826 ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

3. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ აუქციონის ჩატარების სხვა წესზე

მხოლოდ ამ კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 306 1 –306 3 მუხლებით, 306 5

მუხლის პირველი ნაწილითა და 307-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი

მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 302. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია (29.06.2007

N5127)

1. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე

კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც

აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით.

შეთანხმებით განისაზღვრება სპეციალისტის ანაზღაურება.

2. ყოველი დათქმა, რომელიც მესამე პირებს მათი თანხმობის გარეშე აკისრებს

ვალდებულებებს, ბათილია, რაც არ იწვევს აუქციონის შესახებ შეთანხმების

ბათილობას.

3. კრედიტორისა და მესაკუთრის შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს

აუქციონისაგან განსხვავებული რეალიზაციის ფორმა.

3 1 . კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ

გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული

უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება

განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის

საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება

დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. (4.12.2009. N2284 ამოქმედდეს 2010

წლის 1 აპრილიდან.)

4. თუ კრედიტორი და მესაკუთრე ვერ თანხმდებიან აუქციონის

ჩატარებაზე ან უძრავი ნივთის რეალიზაციის სხვა ფორმაზე, სასამართლო

კრედიტორის განცხადების საფუძველზე წყვეტს უძრავი ნივთის აუქციონზე

იძულებით გაყიდვის საკითხს. სასამართლოს გადაწყვეტილება უძრავი ნივთის

აუქციონზე იძულებით გაყიდვის შესახებ აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა

შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009

წლის 1 ივლისიდან)

5. სპეციალისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი, მათ შორის,

კრედიტორი, მოვალე ან მესაკუთრე.

6. სპეციალისტი (აღმასრულებელი) ვალდებულია, აუქციონის შესახებ

შეატყობინოს საჯარო რეესტრში შეყვანილ უფლებამოსილ პირებს. (15.07.2008 N 219

ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან)

მუხლი 303. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნაყოფი (29.06.2007 N5127)

უძრავ ნივთზე აუქციონის გამოცხადებიდან ან სასამართლოს

გადაწყვეტილების მიღებიდან მესაკუთრე კარგავს უფლებას, დაიტოვოს ნივთის

ნაყოფი.

მუხლი 304. აუქციონის თავიდან აცილება (29.06.2007 N5127)

1. მესაკუთრეს ან ნებისმიერ პირს მესაკუთრესთან შეთანხმებით ან/და მესამე

პირს, რომლის უფლებაც შეიძლება შეილახოს აუქციონის შედეგად, უფლება აქვს,

აუქციონის ჩატარებამდე მოთხოვნის დაკმაყოფილებით თავიდან აიცილოს

აუქციონი.

2. მესამე პირის უფლების შელახვის ფაქტს ადგენს სასამართლო.

მუხლი 305. კრედიტორის, მოვალისა და მესაკუთრის მონაწილეობა

აუქციონში

კრედიტორი, მოვალე და მესაკუთრე უფლებამოსილი არიან თვითონაც

მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, რომლის დროსაც მოვალემ და კრედიტორმა

ისეთი უზრუნველყოფა უნდა წარმოადგინონ, რომელსაც ექსპერტი ჯეროვნად

მიიჩნევს.

მუხლი 306. განცხადება იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ (19.12.2008 N

826 ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

ხელშეკრულების საფუძველზე იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ

განცხადება სპეციალისტთან შეიძლება შეიტანოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე

კრედიტორმა. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იპოთეკით დატვირთული უძრავი

ნივთი, მესაკუთრე, მოვალე, მოთხოვნა და სააღსრულებო ფურცელი ან

ხელშეკრულება.

მუხლი 306 1 . აუქციონის გაუქმება ან შეწყვეტა (29.06.2007 N5127)

1. აუქციონი უქმდება, თუ აუქციონის შესახებ განცხადების შემტანი

კრედიტორი უკან გაიტანს მას.

2. აუქციონი წყდება, თუ აუქციონის ჩატარებამდე მოვალე ან მესამე პირი,

რომელიც უფლებამოსილია, დააკმაყოფილოს კრედიტორი, გადაიხდის მის

დასაკმაყოფილებლად და ყველა სხვა ხარჯის დასაფარავად საჭირო თანხას.

მუხლი 306 2 . აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა (19.12.2008 N

826 ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სპეციალისტი, რის

შესახებაც იგი აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აქვეყნებს

განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი;

ბ) სპეციალისტის სახელი და მისამართი;

გ) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;

დ) უძრავი ნივთის საწყისი ფასი;

ე) უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და მოკლე აღწერა;

ვ) განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვს

უძრავ ნივთზე, ვალდებულია, ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი

წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე;

ზ) აუქციონის პირობები.

2. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ განცხადება ქვეყნდება

საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

3. სპეციალისტი აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ

მხარეებს აცნობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი

წესით

მუხლი 306 3 . აუქციონის ჩატარების წესები (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009 წლის 1

ივლისიდან)

1. აუქციონს ატარებს სპეციალისტი. იგი აუქციონს გახსნილად აცხადებს და

სთავაზობს საწყის ფასს.

2. სპეციალისტი აუქციონის ჩატარებამდე ადგენს, საჯარო რეესტრში

რეგისტრირებული უფლებებიდან რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ

კრედიტორის პრეტენზიასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება

აღსრულება.

3. აუქციონზე სპეციალისტი აცხადებს:

ა) რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ

კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება

აღსრულება, ძალაში რჩება და გადახდით არ დაკმაყოფილდება;

ბ) თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (კრედიტორის

მოთხოვნასთან შედარებით უპირატეს უფლებებს ან უფლებებს, რომლებიც

გადაჰყვება უძრავ ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ).

4. სპეციალისტი მონაწილე მხარეებს აუქციონის პროცესის დაწყებამდე

განუმარტავს აუქციონის პირობებს.

მუხლი 306 4 . აუქციონის ჩატარება (29.06.2007 N5127)

1. აუქციონი ტარდება კრედიტორის მიერ სპეციალისტთან განცხადების

შეტანიდან ერთი თვის ვადაში. (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

2. უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და

კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ

სხვა შემოთავაზება არ მოხდება. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო

შემოთავაზება და აუქციონის დასასრული. (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009 წლის 1

ივლისიდან)

3. ფასის ბოლო შემოთავაზება უნდა გამოცხადდეს სამჯერ და ხმამაღლა.

4. აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარადგინოს საბანკო

გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილის მიერ თანხის სრულად დაფარვას

აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში. საბანკო გარანტიის ოდენობა შეადგენს უძრავი

ნივთის საწყისი ფასის ერთ მეათედს. საბანკო გარანტიის პირველადი ბენეფიციარი

არის კრედიტორი.

მუხლი 306 5 . აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების

უფლების წარმოშობა (29.06.2007 N5127)

1. აუქციონზე ქონების შემძენს გადაეცემა სპეციალისტის შესაბამისი

განკარგულება, რომელშიც უნდა აღინიშნოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების

შემძენი, ფასი და აუქციონის პირობები. აუქციონთან დაკავშირებულ

განკარგულებებზე სპეციალისტის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება

სავალდებულოა. (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

2. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება, გადასახდელი თანხა ერთი კვირის

განმავლობაში შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე. იპოთეკის

ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს თანხის გადახდის

სხვა წესი, რაც წინასწარ უნდა განისაზღვროს აუქციონის პირობებში. (19.12.2008 N 826

ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

3. განკარგულება ცხადდება აუქციონზე.

4. განკარგულება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. განკარგულების ძალაში

შესვლის შემდეგ აუქციონზე ქონების შემძენს საკუთრების უფლება წარმოეშობა

მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ.

5. საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო

უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც

რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის

იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება.

6. აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი

მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან

დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

7. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის

მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.

მუხლი 306 6 . აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის

გაუქმება (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

თუ სპეციალისტი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ

მითითებულ სადეპოზიტო ანგარიშზე არ მიიღებს აუქციონზე ქონების შემძენის მიერ

გადასახდელ თანხას, სპეციალისტი აუქმებს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ

ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ და ატარებს ხელახალ აუქციონს, რაც არ

ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.

მუხლი 307. მეორე აუქციონი (29.06.2007 N5127)

1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება,

სპეციალისტი 10 დღის ვადაში ნიშნავს მეორე აუქციონს. (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს

2009 წლის 1 ივლისიდან)

2. მეორე აუქციონი უნდა გამოცხადდეს იმავე ფორმით, რა ფორმითაც

გამოცხადდა პირველი აუქციონი. ამასთანავე, უნდა მიეთითოს, რომ აუქციონი

ტარდება მეორედ.

3. მეორე აუქციონის ჩატარების დროს უძრავი ნივთის საწყისი ფასი უნდა იყოს

პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი ან კრედიტორის

წერილობითი თანხმობის შემთხვევაში – უფრო მცირე თანხა.

4. ამოღებულია (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

5. თუ მეორე აუქციონზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ვერ

გაიყიდა, კრედიტორისა და მოვალის (უძრავი ნივთის მესაკუთრის) შეთანხმებით

შესაძლებელია მოთხოვნა დაკმაყოფილდეს კრედიტორისათვის უძრავი ნივთის

საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში ხარჯების დაფარვა დაეკისრება

კრედიტორს. (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმების მიუღწევლობის

შემთხვევაში სპეციალისტი ატარებს მესამე აუქციონს ამ მუხლის პირველი ნაწილით

დადგენილ ვადაში. მესამე აუქციონზე უძრავი ნივთის გაყიდვის წესს განსაზღვრავს

სპეციალისტი. მესამე აუქციონი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უძრავი ნივთი

გაიყიდოს. (15.07.2008 N 219 ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან)

მუხლი 308. ხარჯების დაფარვა (19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009 წლის 1

ივლისიდან)

იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული

შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: ხარჯები,

კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. თუ ამონაგები თანხით სრულად არ

იფარება ხარჯები, განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს.

მუხლი 309. პასუხისმგებლობა აუქციონის არაჯეროვნად ჩატარების გამო

(19.12.2008 N 826 ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან)

თუ სპეციალისტი ვერ ასრულებს აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით

მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, იგი წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს

მონაწილეების წინაშე.

მუხლი 310. ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი)(29.06.2007 N5127)

1. იძულებითი აღსრულებისათვის უფლებამოსილი იპოთეკარის განცხადების

საფუძველზე სასამართლოს შეუძლია აუქციონზე იძულებითი გასხვისების ნაცვლად

დაადგინოს ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი). ასეთ შემთხვევაში

სასამართლო მართვის ფუნქციას გადასცემს მმართველს, რომელიც შეიძლება იყოს

იპოთეკარიც.

2. გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ უნდა მოუსმინოს საჯარო

რეესტრში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა უფლებებიც შეიძლება შეილახოს

იძულებითი მართვით.

3. მმართველი იღებს ნივთისაგან ნაყოფს და განაწილების გეგმის საფუძველზე,

რომელსაც ადგენს თვითონ და ამტკიცებს სასამართლო, ანაწილებს მას წლის ბოლოს

ყველა დანახარჯის გამოკლებით, რომელთაც მიეკუთვნება მართვის ხარჯებიც.

4. იძულებითი მართვა უნდა გაუქმდეს, როდესაც კრედიტორი

დაკმაყოფილებულია ან აშკარაა, რომ მართვის გზით კრედიტორის დაკმაყოფილება

ვერ მოხერხდება.

კარი მეოთხე

საჯარო რეესტრი

მუხლი 311. საჯარო რეესტრის დანიშნულება (11.05.2007 N 4744)

1. საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე

უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში

ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების

მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

2. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის წესები და პირობები

განისაზღვრება კანონით.

მუხლი 311 1 . საჯარო რეესტრში გარიგების წარდგენის წესი (11.05.2007 N 4744)

1. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების

საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი

ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა

ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.

2. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ

მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ

გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე

მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.

3. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ

ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით

განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

მუხლი 312. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის

პრეზუმფცია

1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის

პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება

მათი უზუსტობა.

2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან

იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში

რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ

შემთხვევებისა,როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა

იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

3. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად

დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას)

თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული

საჯარო რეესტრში. (29.06.2007 N5127)

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის

ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ,

თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ

შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა

თანამესაკუთრეც. (29.06.2007 N5127)

მუხლი 313. ამოღებულია (11.05.2007 N 4744)

მუხლი 314. ამოღებულია (11.05.2007 N 4744)

მუხლი 315. ამოღებულია (11.05.2007 N 4744)

წიგნი მესამე

ვალდებულებითი სამართალი

ზოგადი ნაწილი

ზოგადი დებულებანი

მუხლი 316. ცნება

ვალდებულებათა შესახებ

1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს

მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს

მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

2. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება

შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი

განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

მუხლი 317. ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები

1. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის

ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის

მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული

სხვა საფუძვლებიდან.

2. 316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება

შეიძლება ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას.

3. მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს იმ

ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ

ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ

დადებულა.

მუხლი 318. ინფორმაციის გაცემის ვალდებულება

ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის

მიღების უფლება. ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა

მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და

კონტრაჰენტს შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია.

ინფორმაციის გაცემის ხარჯები ვალდებულ პირს უნდა აუნაზღაუროს მისმა

მიმღებმა.

კარი პირველი

სახელშეკრულებო სამართალი

ნაწილი პირველი

თავი პირველი

ზოგადი დებულებანი

მუხლი 319. ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების

ვალდებულება

1. კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში

თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა

შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით

გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან

პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა

დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე

კანონით.

2. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული

მდგომარეობა ბაზარზე,მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების

დადების ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს

ხელშეკრულების არათანაბარი პირობები.

3. იმ პირებს, რომლებიც არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო

მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენენ ან სარგებლობენ ქონებითა და

მომსახურებით, დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეთქვათ უარი ხელშეკრულების

დადებაზე, თუკი ხელშეკრულების მეორე მხარე მოქმედებს თავისი სამეწარმეო

საქმიანობის ფარგლებში.

მუხლი 320. მომავალ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების ბათილობა

ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს

ვალდებულებას, მთელი თავისი მომავალი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს

სხვას ანდა უზუფრუქტით დატვირთოს იგი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა

ხელშეკრულება დადებულია მომავალი ქონების ცალკეულ ნივთებზე.

მუხლი 321. ხელშეკრულება ქონების გადაცემის შესახებ

ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, მთელი

თავისი ამჟამინდელი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ანდა

უზუფრუქტით დატვირთოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას, გარდა იმ

შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულება დადებულია ამჟამინდელი ქონების ცალკეულ

ნივთებზე.(8.12.2006 N 3879 ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან)

მუხლი 322. სამკვიდრო ქონების შესახებ დადებული ხელშეკრულების

ბათილობა

1. პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ

დადებული ხელშეკრულება ბათილია. იგივე წესი გამოიყენება პირის სიცოცხლეში

მისი სამკვიდროდან გამომდინარე სავალდებულო წილის ან/და საანდერძო

დანაკისრის შესახებ ხელშეკრულებათა მიმართ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ გამოიყენება იმ ხელშეკრულების

მიმართ, რომელიც იდება მომავალ კანონით მემკვიდრეებს შორის ერთ-ერთი

მათგანის კანონით სამემკვიდრეო წილისა და სავალდებულო წილის თაობაზე.

მუხლი 323. უძრავი ნივთის გასხვისების წესი

ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ

ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით

ფორმას.(8.12.2006 N 3879 ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან)

მუხლი 324. ნივთის დატვირთვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლები

თუ პირი იღებს ვალდებულებას, გაასხვისოს ან დატვირთოს თავისი ნივთი,ეს

ვალდებულება ვრცელდება ნივთის საკუთვნებელზედაც, თუკი ხელშეკრულებაში

სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 325. ვალდებულების პირობათა განსაზღვრა სამართლიანობის

საფუძველზე

1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს

ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას

ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.

2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად,ან მათი განსაზღვრა

ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

მუხლი 326. სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესახებ წესების

გამოყენება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ

წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა

არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან

სხვა რამ არ გამომდინარეობს.

თავი მეორე

ხელშეკრულების დადება

მუხლი 327. შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე

1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით

პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც

ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც

ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

3. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების

დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა

ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.

მუხლი 328. ხელშეკრულების ფორმა

1. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია

განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი

ფორმა,მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის

შესრულების შემდეგ.

2. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება

შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით;

ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება,

ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.

მუხლი 329. ოფერტის გაკეთება

1. ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება

შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე

პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის

(აქცეპტის)შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება.

2. წინადადება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი,

წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ

მითითებული.

მუხლი 330. თანმყოფი და არათანმყოფი პირებისათვის გაკეთებული

ოფერტი

1. თანმყოფი პირისათვის გაკეთებულ ოფერტზე პასუხი მაშინვე უნდა იქნეს

მიღებული.

2. არათანმყოფი პირისათვის გაკეთებული ოფერტი შეიძლება მხოლოდ იმ

დრომდე იქნეს მიღებული, რა დროშიც ოფერტის მიმცემს, ჩვეულებრივ, შეუძლია

დაელოდოს პასუხს.

მუხლი 331. აქცეპტი

თუ ოფერენტმა აქცეპტისათვის განსაზღვრა ვადა, მაშინ აქცეპტი შეიძლება

განხორციელდეს მხოლოდ ამ ვადაში.

მუხლი 332. დაგვიანებული აქცეპტი

თუ ოფერენტს აქცეპტი დაგვიანებით მიუვა, აქცეპტიდან კი ირკვევა, რომ იგი

დროულად არის გამოგზავნილი, აქცეპტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება

დაგვიანებულად,თუ ოფერენტმა მეორე მხარეს დაუყოვნებლივ აცნობა ამის შესახებ.

მუხლი 333. ახალი ოფერტი

1. ოფერტზე დაგვიანებით გაკეთებული აქცეპტი მიიჩნევა ახალ ოფერტად.

2. როცა პასუხში გამოთქმულია თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, ოღონდ

სხვა პირობებით, ვიდრე ამას ოფერტი ითვალისწინებდა, ასეთი პასუხი ჩაითვლება

უარად ოფერტზე და, ამავე დროს, - ახალ წინადადებად.

მუხლი 334. ოფერენტის თანხმობის ვარაუდი

თუ საქმიან ურთიერთობებში აქცეპტი ხორციელდება შეცვლილი პირობებით,

ხელშეკრულება ჩაითვლება დადებულად, თუკი აქცეპტანტს უფლება ჰქონდა

ევარაუდა ოფერენტის თანხმობა და ეს უკანასკნელი მაშინათვე არ განაცხადებს უარს.

მუხლი 335. დუმილი, როგორც აქცეპტის ფორმა

1. თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების

შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან,

რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ

ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. იგივე წესი

მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა მეწარმე იღებს ასეთ ოფერტს იმ პირისაგან,

რომლისგანაც იგი ითხოვდა შეკვეთებს ამგვარი საქმეების შესასრულებლად.

2. იმ შემთხვევაშიც, თუ მეწარმე ოფერტს უარყოფს, ხოლო საქონელი უკვე

გამოგზავნილია, იგი ვალდებულია ზიანის თავიდან ასაცილებლად ოფერენტის

ხარჯზე დროებით შეინახოს საქონელი ისე, რომ ამით მას ზიანი არ მიადგეს.

მუხლი 336. ქუჩაში დადებული ხელშეკრულება

მომხმარებელსა და საკუთარი სარეწის ფარგლებში მოვაჭრე პირს შორის

ქუჩაში, სახლის წინ და მსგავს ადგილებში დადებული ხელშეკრულება ძალაშია

მხოლოდ მაშინ, თუ მომხმარებელი ერთი კვირის ვადაში ხელშეკრულებას

წერილობით არ უარყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულების

შესრულება ხდება მისი დადებისთანავე.

მუხლი 337. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამების განმარტება

თუ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება გაგებულ იქნეს

სხვადა სხვანაირად, მაშინ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას, რომელიც,

ჩვეულებრივ, მიღებულია ხელშეკრულების დამდები მხარეების საცხოვრებელ

ადგილზე. თუკი მხარეებს სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილი აქვთ, გადამწყვეტია

აქცეპტანტის საცხოვრებელი ადგილი.

მუხლი 338. ურთიერთგამომრიცხველი და მრავალმნიშვნელოვანი

გამონათქვამები ხელშეკრულებაში

ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი

გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც

ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს.

მუხლი 339. სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები

ხელშეკრულების მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას

შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სავაჭრო ჩვეულებები და ტრადიციები.

მუხლი 340. შერეული ხელშეკრულებების განმარტება

შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები

იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს

დგანან და მას შეესაბამებიან.

მუხლი 341. ვალის არსებობის აღიარება

1. იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა

ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება),

აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ

ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც

აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

2. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის)

საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

თავი მესამე

ხელშეკრულების სტანდარტული პირობები

მუხლი 342. ცნება

1. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ

ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები,

რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა

მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან

მათი შემვსები წესების დადგენა.

2. თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის

განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად.

3. უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება

სტანდარტულ პირობებთან შედარებით.

მუხლი 343. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გადაქცევა

ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად

1. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ

შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული

ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა:

ა. შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას

გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე

და

ბ. ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების

შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები.

2. თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე, ხელშეკრულებათა

სტანდარტული პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა მაშინ,

როცა მას საქმიან ურთიერთობებში აუცილებელი გულისხმიერების გამოჩენისას ეს

უნდა გაეთვალისწინებინა.

მუხლი 344. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების უჩვეულო

დებულებანი

ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ის დებულებანი,რომლებიც

ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი

გათვალისწინება, არ იქცევიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად.

მუხლი 345. ბუნდოვანი ტექსტის განმარტება მეორე მხარის

სასარგებლოდ

თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ

იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ.

მუხლი 346. ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების

საწინააღმდეგო პირობათა ბათილობა

ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად

ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების

პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.

ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა

არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი

ინტერესები და სხვა.

მუხლი 347. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობა

ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი

იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო

საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად:

ა. დებულება, რომლითაც შემთავაზებელი აწესებს შეთავაზებული

წინადადების მიღების ან უარყოფის, ანდა ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების

შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან აშკარად მცირე ვადებს (წინადადების მიღებისა და

შესრულების ვადები);

ბ. დებულება, რომლითაც შემთავაზებელი აწესებს მისივე ვალდებულებათა

შესასრულებლად კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ

ხანგრძლივ ან არასაკმარისად განსაზღვრულ ვადებს (ვადები ვალდებულების

დარღვევისას);

გ. დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს გაუმართლებლად

და ხელშეკრულებაში მითითებული საფუძვლის გარეშე უარი თქვას თავისი

ვალდებულების შესრულებაზე (ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობა);

დ. დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს შეცვალოს

შეპირებული სამუშაო ან გადაუხვიოს მას, თუ ამის შესახებ შეთანხმება მიუღებელია

ხელშეკრულების მეორე მხარისათვის (ცვლილების შეტანის პირობა);

ე. დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს ხელშეკრულების

მეორე მხარეს მოსთხოვოს გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება

(გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება).

მუხლი 348. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობის

სხვა საფუძვლები

ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი

იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო

საქმიანობას, აგრეთვე მიიჩნევა ბათილად:

ა. დებულება, რომელიც ითვალისწინებს ფასის მომატებას გაუმართლებლად

მოკლე ვადებში (ფასების მოკლევადიანი მომატება);

ბ. დებულება, რომლითაც იზღუდება ან გამოირიცხება:

შესრულებაზე უარის უფლება, რომელიც ხელშეკრულების მხარეს ამ კანონის

თანახმად აქვს,

ან

ხელშეკრულების მხარის უფლება, უარი თქვას შესრულებაზე, ვიდრე მეორე

მხარეს არ შეუსრულებია დაკისრებული ვალდებულება (შესრულებაზე უარის თქმის

უფლება);

გ. დებულება, რომლითაც ხელშეკრულების მხარეს ერთმევა უფლება,

გაქვითოს უდავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა

(ურთი-ერთმოთხოვნათა ჩათვლის აკრძალვა);

დ. დებულება, რომლითაც შემთავაზებელი თავისუფლდება კანონით

გათვალისწინებული იმ მოვალეობისაგან, რომ ხელშეკრულების მხარე

გააფრთხილოს ან დაუნიშნოს მას ვადა ვალდებულების შესასრულებლად

(გაფრთხილება ვალდებულების შესრულების შესახებ; ვადის დანიშვნა);

ე. შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ(ზიანის

ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა);

ვ. დებულება, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს პასუხისმგებლობას იმ

ზიანისათვის, რაც გამოწვეულია შემთავაზებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ

უხეში გაუფრთხილებლობით ვალდებულების დარღვევის გამო (პასუხისმგებლობა

გაუფრთხილებლობის გამო);

ზ. დებულება, რომლითაც შემთავაზებლის მიერ ძირითადი ვალდებულების

დარღვევისას:

ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა ან ეზღუდება უფლება, უარი თქვას

ხელშეკრულებაზე, ან ხელშეკრულების მეორე მხარეს ერთმევა ან "ვ" ქვეპუნქტის

საწინააღმდეგოდ ეზღუდება ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ზიანის

ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ძირითადი ვალდებულების შესრულების

დარღვევა);

თ. დებულება, რომელიც შემთავაზებლის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ

შესრულების შემთხვევებში ხელშეკრულების მეორე მხარეს ართმევს უფლებას,

მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მთლიანი ხელშეკრულების

შეუსრულებლობისათვის ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუკი მას დაეკარგა

ინტერესი ნაწილობრივი შესრულებისადმი (ინტერესის დაკარგვა ვალდებულების

ნაწილობრივ შესრულებისას);

ი. დებულებები, რომლებიც, კანონით გათვალისწინებული წესებისაგან

განსხვავებით, ზღუდავენ ახალწარმოებული საქონლის მიწოდებისა და სამუშაოების

შესრულებისას შემთავაზებლის პასუხისმგებლობას ნივთის ნაკლის გამო.

თავი მეოთხე

მესამე პირთა სასარგებლოდ

დადებული ხელშეკრულება

მუხლი 349. ცნება

მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება

შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან

ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით

ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

მუხლი 350. მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების

განმარტება

1. სპეციალური დათქმის არარსებობისას საქმის გარემოებებიდან,

კერძოდ,ხელშეკრულების მიზნიდან უნდა დადგინდეს:

ა. უფლება მესამე პირმა უნდა შეიძინოს თუ არა;

ბ. ეს უფლება მას მაშინათვე წარმოეშობა, თუ განსაზღვრული წინაპირობების

არსებობისას;

გ. ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან თუ არა, მესამე პირის

უფლება გააუქმონ ან შეცვალონ მისი თანხმობის გარეშე.

2. მხარე, რომელმაც ხელშეკრულებაში გააკეთა დათქმა მესამე პირის

სასარგებლოდ, ინარჩუნებს უფლებას, შეცვალოს ხელშეკრულებაში მითითებული

მესამე პირი, მიუხედავად კონტრაჰენტის თანხმობისა.

მუხლი 351. მესამე პირის უარი ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე

თუ მესამე პირი უარს ამბობს ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე, მაშინ

კრედიტორს შეუძლია თვითონ მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, თუ

ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

თავი მეხუთე

ხელშეკრულებიდან გასვლა

მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები

1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული

პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული

შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

2. ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება,

თუ:

ა. შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება; ბ.

მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს,

გადაამუშავებს ან გადააკეთებს;

გ. მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა; სათანადო გამოყენებით

გამოწვეული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება.

3. თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო სამაგიერო შესრულება,

მაშინ ფულადი ანაზღაურება შეიცვლება ამ შესრულებით.

4. ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ:

ა. საგნის ის ნაკლი, რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას

იძლევა, ამ საგნის გადამუშავების ან გარდაქმნის დროს აღმოჩნდა;

ბ. საგნის გაფუჭება ან დაღუპვა კრედიტორის ბრალით მოხდა;

გ. საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა უფლებამოსილ პირთან, მიუხედავად იმისა,

რომ იგი ისეთივე მზრუნველობით ექცეოდა მას, როგორც საკუთარ ნივთს; ხოლო ის,

რაც დარჩა, უკან უნდა დაბრუნდეს.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებათა

დარღვევისათვის 394-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს

ზიანის ანაზღაურება.

მუხლი 353. მოვალის ვალდებულება საგნის სათანადო გამოყენების

წესების დარღვევის გამო სარგებლის მიუღებლობისას

1. თუ მოვალე არ იღებს სარგებელს საგნის სათანადო გამოყენების წესების

დარღვევის გამო, თუმცა მას სარგებლის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, მაშინ იგი

ვალდებულია კრედიტორს აუნაზღაუროს სარგებლის მიუღებლობით გამოწვეული

ზიანი.

2. თუ მოვალე საგანს უკან აბრუნებს, ანაზღაურებს ფულით ან, თუ 352-ე

მუხლის მე-4 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების მიხედვით დაუშვებელია ზიანის

ანაზღაურების მოთხოვნა, მაშინ მას უნდა აუნაზღაურდეს აუცილებელი

დანახარჯები. სხვა დანახარჯები უნდა ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, თუ

კრედიტორმა მათ საფუძველზე სარგებელი მიიღო.

მუხლი 354. ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილ

ვალდებულებათა შესრულება

ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები

მხარეებმა უნდა შეასრულონ ერთდროულად.

მუხლი 355. შეტყობინების ვალდებულება ხელშეკრულებიდან გასვლისას

ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის

შეტყობინებით.

მუხლი 356. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა

თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა არ არის დადგენილი, მაშინ შეიძლება

გამსვლელ პირს ხელშეკრულების მეორე მხარისაგან განესაზღვროს ასეთი ვადა. ვადა

უნდა იყოს გონივრული. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ქარწყლდება, თუ

უარი ვადის გასვლამდე არ იქნება გაცხადებული.

მუხლი 357. ხელშეკრულებიდან გასვლა რამდენიმე პირის მიერ

თუ ხელშეკრულების ერთ ან მეორე მხარეზე მონაწილეობს რამდენიმე პირი,

მაშინ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება შეიძლება განხორციელდეს იმ მხარის

ყველა მონაწილის მიერ ერთად, რომელიც ხელშეკრულებიდან გადის, მეორე მხარის

ყველა მონაწილისათვის შეტყობინებით. თუ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება

გაქარწყლდება ერთ-ერთი უფლებამოსილი პირისათვის, მაშინ ეს უფლება

ქარწყლდება ყველასათვის.

მუხლი 358. ხელშეკრულებიდან გასვლის დაუშვებლობა

დაუშვებელია ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების

შეუსრულებლობის გამო, თუ მოვალეს შეეძლო გაქვითვის გზით შეესრულებინა

ვალდებულება და გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ განაცხადებს ვალდებულების

გაქვითვის შესახებ.

მუხლი 359. კრედიტორის უარი ხელშეკრულებაზე

თუ ხელშეკრულება დადებულია იმ დათქმით, რომ მოვალემ,

ხელშეკრულებიდან გამომდინარე,უნდა დაკარგოს თავისი უფლებები, თუკი იგი

თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაშინ კრედიტორს ამ შემთხვევის

დადგომისას შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან.

მუხლი 360. შეცდომა მორიგების საფუძვლებში

1. ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან

დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ,

ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის

შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს

რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ.

2. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება

საეჭვოა.

კარი მეორე

ვალდებულების შესრულება

თავი პირველი

ზოგადი დებულებანი

მუხლი 361. ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია

1. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

2. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად,

დათქმულ დროსა და ადგილას.

მუხლი 362. ვალდებულების შესრულების ადგილი

თუ შესრულების ადგილი არ არის განსაზღვრული და არც ვალდებულებითი

ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობს,მაშინ საგნის მიწოდება შემდეგნაირად

უნდა მოხდეს:

ა. ინდივიდუალურად განსაზღვრული საგნის შემთხვევაში - იმ ადგილას,

სადაც იგი ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის იმყოფებოდა;

ბ. გვარეობით განსაზღვრული საგნის შემთხვევაში - იმ ადგილას, სადაც

იმყოფება მოვალის საწარმო; თუ ასეთი არ არის, მაშინ - მისი საცხოვრებელი

ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

მუხლი 363. მოვალის ან კრედიტორის ადგილსამყოფლის შეცვლა

1. თუ ვალდებულების შესრულების წინ იცვლება მოვალის საცხოვრებელი

ადგილი ან საწარმოს ადგილსამყოფელი და კრედიტორს ამის გამო წარმოეშობა

დამატებითი ხარჯები, მოვალემ ეს ხარჯები უნდა აუნაზღაუროს კრედიტორს.

2. თუ ვალდებულების შესრულებამდე იცვლება კრედიტორის საცხოვრებელი

ადგილი ან იურიდიული მისამართი და ამის გამო იზრდება ხარჯები ან საფრთხე

ექმნება შესრულებას, მაშინ კრედიტორს ეკისრება როგორც გაზრდილი ხარჯების

ანაზღაურება, ასევე საგნის გადაცემის მოსალოდნელი საფრთხის რისკიც.

მუხლი 364. ვალდებულების შესრულება ვადამდე

მოვალეს უფლება აქვს ვადამდე შეასრულოს ვალდებულება, თუკი

პატივსადები მიზეზით კრედიტორი უარს არ იტყვის შესრულების მიღებაზე.

მუხლი 365. ვალდებულების შესრულება შესრულებისათვის

განსაზღვრული ვადის არარსებობისას

თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი

სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია

მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ

შეასრულოს.

მუხლი 366. ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნის

დაუშვებლობა

თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს

არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია

ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე.

მუხლი 367. ვალდებულების შესრულების დაუყოვნებლივ მოთხოვნის

უფლება

თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია

რაიმე ვადა, კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი

მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა

იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა.

მუხლი 368. ვალდებულების შესრულება პირობითი გარიგების

არსებობისას

თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის

დადგომაზე,მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა

დგება.

მუხლი 369. უარი ვალდებულების შესრულებაზე

იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან

გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო

მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული

იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.

მუხლი 370. სამომხმარებლო კრედიტი

1. სამომხმარებლო კრედიტის დროს კრედიტის მიმღებს შეუძლია უარი თქვას

კრედიტის დაბრუნებაზე, თუ ამ კრედიტთან დაკავშირებული სასყიდლიანი

ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაგებელი გამყიდველის მიმართ მას მიანიჭებდა

თავისი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას.

2. ნასყიდობის ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად ქმნის

ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას, თუ კრედიტი ემსახურება შესასყიდი ფასის

დაფინანსებას და ორივე ხელშეკრულება განიხილება როგორც ეკონომიკური

ერთიანობა. ეკონომიკურ ერთიანობად ჩაითვლება, როცა კრედიტის მიმცემი

საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდველის

მონაწილეობას იყენებდა.

მუხლი 371. ვალდებულების შესრულება მესამე პირის მიერ

1. თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ

გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს

ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.

2. კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული

შესრულება, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია.

მუხლი 372. კრედიტორის დაკმაყოფილება მესამე პირის მიერ

თუ კრედიტორი მიმართავს იძულებით აღსრულებას მოვალის კუთვნილ

ნივთზე, მაშინ ყოველი პირი, რომელსაც ექმნება საფრთხე, რომ იძულებითი

აღსრულებით შეიძლება დაკარგოს უფლება ამ ნივთზე,უფლებამოსილია

დააკმაყოფილოს კრედიტორი. როცა მესამე პირი დააკმაყოფილებს კრედიტორს,

მაშინ მოთხოვნის უფლება გადადის ამ პირზე.

მუხლი 373. ვალდებულების შესრულების მიღება არაუფლებამოსილი

პირის მიერ

1. მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს,

რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს

შესრულება.

2. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო

უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა

კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.

მუხლი 374. ალტერნატიული ვალდებულებანი

თუ რამდენიმე ვალდებულებიდან უნდა შესრულდეს ერთ-ერთი

(ალტერნატიული ვალდებულებანი), არჩევის უფლება აქვს მოვალეს, თუკი

ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ

გამომდინარეობს.

მუხლი 375. შესასრულებელ ვალდებულებათა არჩევა

თუ აღმოჩნდა, რომ მოვალეს ორი შესასრულებლიდან შეუძლია უარი თქვას

ერთერთზე, მაშინ ძალაში რჩება მეორე მოქმედების შესრულების ვალდებულება.

მუხლი 376. ალტერნატიულ ვალდებულებათა არჩევის წესი

374-ე მუხლის მიხედვით არჩევა ხორციელდება ხელშეკრულების მეორე

მხარის წინაშე განცხადებით ან შესრულების განხორციელებით. არჩეული

ვალდებულება მიიჩნევა დასაწყისიდანვე შესასრულებელ ვალდებულებად.

მუხლი 377. ორზე მეტი შესასრულებელი ვალდებულების არჩევა

374-376-ე მუხლების წესები გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როცა

ვალდებულების არჩევის საგანს შეადგენს ორზე მეტი შესრულება.

მუხლი 378. ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება

მოვალეს უფლება აქვს ვალდებულება შეასრულოს ნაწილ-ნაწილ

(ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება), თუკი კრედიტორი ამაზე თანახმაა.

მუხლი 379. კრედიტორის უფლება სხვა შესრულების მიღებაზე

კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც

ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა

შესრულება დიდი ღირებულების მქონეა.

მუხლი 380. ვალდებულების შესრულების ხარისხი

თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში

განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო

ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი.

მუხლი 381. ვალდებულების შესრულება ინდივიდუალურად

განსაზღვრული საგნის არსებობისას

თუ ხელშეკრულების საგანია ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი,

კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი

ღირებულების მქონე.

მუხლი 382. ვალდებულების შესრულება გვაროვნული ნივთის

არსებობისას

თუ შესრულების საგანია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება (გვაროვნული

ნივთი), მოვალემ ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს.

თავი მეორე

ფულადი ვალდებულების შესრულება

მუხლი 383. ცნება

ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს

შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც,თუ კანონით

ეს აკრძალული არ არის.

მუხლი 384.ამოღებულია (29.06.2007 N5127)

მუხლი 385. ვალდებულების გარეშე გადახდილის გამოთხოვის წესი

ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო

გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.

მუხლი 386. ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილი

1. შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა

შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფლის (საცხოვრებელი ადგილი ან

იურიდიული მისამართი) მიხედვით.

2. თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო

ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს

შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება,

გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია.

მუხლი 387. ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა

1. თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან

გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ

არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის

ვალდებულება,რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ

მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც

პირველად დადგა.

2. თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ

თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა,რომელიც მოვალისათვის

შესასრულებლად ყველაზე მძიმეა.

3. თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის,

რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი.

მუხლი 388. სასამართლო ხარჯების დაფარვის პრიორიტეტი

მოვალის იმ გადასახდელიდან,რომელიც არ არის საკმარისი მთელი

ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს

ხარჯები, შემდეგ - ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს - პროცენტები.

მუხლი 389. ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის

კურსის შეცვლისას

თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული

(კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით,

რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას

გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც

ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

თავი მესამე

კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება

მუხლი 390. ცნება

1. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს

მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია.

2. თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის

მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს.

მუხლი 391. კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს

შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო.

მუხლი 392. მოვალის პასუხისმგებლობა კრედიტორის მიერ ვადის

გადაცილებისას

კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მოვალე მხოლოდ მაშინ არის

პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუკი შესრულება

შეუძლებელი აღმოჩნდა მოვალის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო.

მუხლი 393. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების შედეგები

კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მისი ბრალის მიუხედავად:

ა. იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოვალეს ხელშეკრულების საგნის შენახვის

გამო წარმოშობილი ზედმეტი ხარჯები;

ბ. მას ეკისრება ნივთის შემთხვევით გაფუჭების ან დაღუპვის რისკი; გ. მას

აღარა აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება.

კარი მესამე

ვალდებულების დარღვევა

თავი პირველი

ზოგადი დებულებანი

მუხლი 394. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების

დარღვევისას

1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია

მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ,

როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს

მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო.თუკი მოვალე ამ

დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს

ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე

შედეგი არ მოჰყვება, ან როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც

ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების

მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას.

მუხლი 395. ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან განთავისუფლების

შესახებ წინასწარი შეთანხმების დაუშვებლობა

1. მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან

გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2. დაუშვებელია მხარეთა წინასწარი შეთანხმება მოვალის მიერ განზრახი

მოქმედებით ვალდებულების დარღვევისას ზიანის ანაზღაურებისაგან მისი

განთავისუფლების შესახებ.

მუხლი 396. მოვალის პასუხისმგებლობა მისი წარმომადგენლის

მოქმედებისათვის

მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის,

რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე

მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.

მუხლი 397. მოვალის პასუხისმგებლობა შესრულების საგნის სხვა

პირისაგან მიღებისას

მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების

საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა

გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

მუხლი 398. ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი

1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი

გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ

დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ

გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების

მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ

გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს

შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.

2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც

ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.

3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ

გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი

გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის

ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

მუხლი 399. უარი გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე

1. ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია,პატივსადები საფუძვლიდან

გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე

ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია

საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ

შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ

შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება

შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის

გასვლამდე.

2. თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა,

ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის

დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების

შემდეგ.შესაბამისად გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

3. უფლებამოსილ პირს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე გონივრულ

ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის

საფუძველი.

4. თუ უკვე შესრულებული აღარ წარმოადგენს უფლებამოსილი პირისათვის

რაიმე ინტერესს ხელშეკრულების მოშლის შედეგად, მაშინ ხელშეკრულების მოშლა

შეიძლება ამ შესრულებაზედაც გავრცელდეს. უკვე შესრულებულის დაბრუნების

უზრუნველსაყოფად გამოიყენება შესაბამისად 352-354-ე მუხლები.

5. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 407-ე

მუხლი.

თავი მეორე

მოვალის მიერ ვადის გადაცილება

მუხლი 400. ცნება

მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება,

თუ:

ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების

შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

მუხლი 401. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა

ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა

ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

მუხლი 402. მოვალის პასუხისმგებლობა

მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი

გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ

დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული

შესრულების დროსაც.

მუხლი 403. პროცენტის გადახდა ფულადი თანხის გადახდის

ვადის გადაცილებისას (29.06.2007 N5127)

1. მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს,

ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით

განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე,

უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

2. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან

პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ

გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 404. კრედიტორის უფლება ზიანის ანაზღაურებაზე

კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული

ზიანის ანაზღაურება.

თავი მესამე

ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს

მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას

1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან

გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი

თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით

განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის

ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი

ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ

ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ

მისთვის დაკარგა ინტერესი.

2. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:

ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;

ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში,

ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა

ვალდებულების დროულ შესრულებას;

გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების

გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

3. ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ:

ა. ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა;

ბ. დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის

მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში

დატოვება; გ. ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან

უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი;

დ. მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე

წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ.

4. კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი

თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის

საფუძვლები.

5. მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე

უარის თქმის გონივრული ვადა.

მუხლი 406. საპასუხო შესრულების მიღების უფლება

1. თუ ორმხრივ ხელშეკრულებაში მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას მისთვის

დაკისრებულ ვალდებულებაზე, ხოლო გარემოება, რომელიც მას აძლევს ამის

უფლებას, გამოწვეულია კრედიტორის ბრალით, მაშინ იგი ინარჩუნებს საპასუხო

შესრულების მიღების უფლებას.

2. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ,თუ საპასუხო შესრულების საფუძველი იმ

დროს დადგა, როცა კრედიტორი აყოვნებდა შესრულების მიღებას.

მუხლი 407. ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულებიდან გასვლისას

1. ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ

ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.

2. ეს წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი

მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

კარი მეოთხე

ზიანის ანაზღაურების მოვალეობა

მუხლი 408. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა

1. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის

მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების

მავალდებულებელი გარემოება.

2. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების

შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება

მისი მოთხოვნილებები,დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი

ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

3. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს

წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული

გადამზადება. 4. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს

კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

მუხლი 409. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა

თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით

შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ

კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

მუხლი 410. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ

უარის თქმა (4.12.2009. N2284)

ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე

წინასწარ უარის თქმა დაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა

შეთანხმებით.

მუხლი 411. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის

ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი

დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება

შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება

ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

მუხლი 412. ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა

ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის

წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო

შედეგს.

მუხლი 413. ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის

1. არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ

იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და

სამართლიანი ანაზღაურების სახით.

2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების

შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი

ზიანისთვისაც.

მუხლი 414. ზიანის ოდენობის განსაზღვრა

ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის

ინტერესი,რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების

მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს

ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

მუხლი 415. დაზარალებულის ბრალი ზიანის დადგომაში

1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც,

მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა

დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი

გამოწვეული.

2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება

მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

კარი მეხუთე

მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი

მუხლი 416. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით

საშუალებათა სახეები

მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად

ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე

და მოვალის გარანტია.

თავი პირველი

პირგასამტეხლო

მუხლი 417. ცნება

პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა -

მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად

შესრულებისათვის.

მუხლი 418. პირგასამტეხლოს განსაზღვრის ფორმა

1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ

პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მუხლი 419. პირგასამტეხლოს გადახდისა და ვალდებულების

შესრულების ერთდროულად მოთხოვნის დაუშვებლობა

1. კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს

გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის

გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს

არ ასრულებს დადგენილ დროში.

2. კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

მუხლი 420. პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

თავი მეორე

ბე

მუხლი 421. ცნება

ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე

აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

მუხლი 422. ბეს ჩათვლა გადასახადის ანგარიშში

ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახდელის

ანგარიშში, ხოლო, თუ არ ჩაითვლება,- ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი

უკან უნდა დაბრუნდეს.

მუხლი 423. ბეს ჩათვლა ზიანის ანაზღაურების ანგარიშში

1. თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ

ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს. ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების

ანგარიშში.

2. თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების

ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, ბეს

მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

თავი მესამე

მოვალის გარანტია

მუხლი 424. ცნება

მოვალის გარანტიად ითვლება, როცა მოვალე კისრულობს რაიმე უპირობო

მოქმედების ან ისეთი მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება

ხელშეკრულების საგანს.

მუხლი 425. გარანტიის ნამდვილობა

გარანტია ნამდვილად ჩაითვლება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონით

გათვალისწინებულ წესებს, ან ზედმეტად არ ავალდებულებს მოვალეს.

მუხლი 426. გარანტიის ფორმა

გარანტია უნდა გაფორმდეს წერილობით.

კარი მეექვსე

ვალდებულების შეწყვეტა

თავი პირველი

ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით

მუხლი 427. ვალდებულების შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ

შესრულებით

ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ

ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

მუხლი 428. ვალდებულების შეწყვეტა სხვა შესრულების მიღებით

ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ

ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს

სხვა შესრულებას. (28.12.2002 N1902)

მუხლი 429. ვალდებულების შესრულების მიღება

1. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან

ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია

ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და

ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია.

3. როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ

დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ

დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.

მუხლი 430. შესრულების მიღების დოკუმენტების რეკვიზიტები

კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი

დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა

და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის

ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.

მუხლი 431. სავალო საბუთის მოთხოვნის უფლება

თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს,

შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის

დაბრუნება ან მისი გაუქმება.თუ კრედიტორს არ შეუძლია ამ საბუთის დაბრუნება,

მოვალეს უფლება აქვს მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის

თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია.

მუხლი 432. შესრულების შესახებ დოკუმენტების გაცემის ხარჯების

ანაზღაურება

1. მოვალეს ეკისრება შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემის ხარჯები, თუ

მასა და კრედიტორს შორის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2. თუ კრედიტორი შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს ან გარდაიცვლება და

დატოვებს მემკვიდრეებს სხვა საცხოვრებელ ადგილას, მაშინ შესრულების შესახებ

დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯები ეკისრებათ

კრედიტორს ან მის მემკვიდრეებს.

მუხლი 433. უარი შესრულებაზე კრედიტორის მიერ თავის მოვალეობათა

შეუსრულებლობის გამო

თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე,

სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე,ანდა შესრულების შესახებ

დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე,

რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას

შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად.

თავი მეორე

ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით

მუხლი 434. ცნება

1. თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი

ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს

სასამართლოსა ან ნოტარიატში,ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს

ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.

2. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე

ვალდებულებისაგან.

მუხლი 435. დეპონირებული ქონების გადაცემა კრედიტორისათვის

დეპონირებული ქონება მოსამართლემ ან ნოტარიუსმა უნდა გადასცეს

კრედიტორს. სასამართლო ან ნოტარიუსი შეარჩევს შემნახველს, დოკუმენტები კი

მათთან რჩება.

მუხლი 436. დეპონირებაუნარიანი საგნები

საგანი უნდა იყოს შესანახად ვარგისი. მალფუჭებადი საგნები შესანახად არ

მიიღება.

მუხლი 437. შენახვის ადგილი

შენახვა უნდა მოხდეს შესრულების ადგილის მიხედვით.

მუხლი 438. კრედიტორისაგან საგნის მიღების მოთხოვნა

შესრულების საგნის შესანახად მიღების შესახებ სასამართლო ან ნოტარიუსი

ატყობინებს კრედიტორს და მოითხოვს მისგან საგნის მიღებას.

მუხლი 439. შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

შენახვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება კრედიტორს.

მუხლი 440. შენახული საგნის უკან გამოთხოვა მოვალის მიერ

1. მოვალეს უფლება აქვს შენახული საგანი კრედიტორის მიერ მის მიღებამდე

უკანვე მოითხოვოს, თუ მან თავიდანვე უარი არ თქვა უკან დაბრუნებაზე. თუ

მოვალე უკან ითხოვს საგანს, მაშინ ითვლება, რომ შენახვა არ შემდგარა.

2. მოვალეს შეუძლია ჩაბარებული საგანი უკან დაიბრუნოს, თუ კრედიტორი

უარს ამბობს მასზე, ან თუ გავიდა 441-ე მუხლით განსაზღვრული ვადა.

3. თუ მოვალე საგანს უკან იბრუნებს, მაშინ შენახვის ხარჯებიც მასვე ეკისრება.

მუხლი 441. შესრულების საგნის შენახვის ვადა

სასამართლო ან ნოტარიუსი შესრულების საგანს ინახავს სამ წლამდე ვადით.

თუ ამ ვადის განმავლობაში კრედიტორი არ მიიღებს საგანს, ამის შესახებ ეცნობება

მოვალეს და მოეთხოვება ჩაბარებული საგნის უკან დაბრუნება. თუ

დაბრუნებისათვის საჭირო ვადის განმავლობაში მოვალე არ მიიღებს საგანს, მაშინ

იგი ჩაითვლება სახელმწიფო ქონებად.

თავი მესამე

ვალდებულების შეწყვეტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით

მუხლი 442. ვალდებულებათა გაქვითვის შესაძლებლობა

1. ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით

შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა.

2. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი

მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების

მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე

მხარისათვის შეტყობინებით.

მუხლი 443. გაქვითვის შესაძლებლობა მოთხოვნის ხანდაზმულობისას

მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გამორიცხავს ვალდებულებათა გაქვითვას,თუ

მოთხოვნა იმ დროისათვის არ იყო ხანდაზმული, როცა მისი გაქვითვა ჯერ კიდევ

შეიძლებოდა.

მუხლი 444. გასაქვითი მოთხოვნები

თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება

მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.

მუხლი 445. რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა

1. თუ ხელშეკრულების იმ მხარეს, რომელსაც ეცნობა გაქვითვის შესახებ, აქვს

რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა, მაშინ გამოიყენება 387-ე მუხლის წესები.

2. თუ მხარეს მეორე მხარის წინაშე, ძირითადი ვალდებულების გარდა,

ეკისრება პროცენტებისა და სხვა ხარჯების გადახდაც, მაშინ გამოიყენება 388-ე

მუხლის წესები.

მუხლი 446. ვალდებულებათა გაქვითვა შესრულების სხვადასხვა

ადგილის არსებობისას

ვალდებულებათა გაქვითვა დასაშვებია მაშინაც, როცა მოთხოვნებისათვის

გათვალისწინებულია შესრულების სხვადასხვა ადგილი.

მუხლი 447. მოთხოვნათა გაქვითვის დაუშვებლობა

მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია:

ა. თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული;

ბ. თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა, ან

ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო;

გ. თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას,რომელიც

გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით;

დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

თავი მეოთხე

ვალდებულების შეწყვეტა ვალის პატიებით

მუხლი 448. ცნება

ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების

შეწყვეტას.

მუხლი 449. ვალის პატიების შედეგები

სხვა სოლიდარული მოვალეებისათვის ვალის პატიება ერთ-ერთი

სოლიდარული მოვალისათვის ათავისუფლებს სხვა სოლიდარულ მოვალეებსაც,

გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კრედიტორი მათ მიმართ მოთხოვნას იტოვებს. ამ

შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია დარჩენილი სოლიდარული მოვალეების მიმართ

მხოლოდ ერთი მოთხოვნა გამოიყენოს განთავისუფლებული მოვალის წილის

გამოკლებით.

მუხლი 450. ძირითადი მოვალისათვის ვალის პატიების შედეგები

1. ვალის პატიება ძირითადი მოვალისათვის ათავისუფლებს თავდებ

პირებსაც.

2. თავდების განთავისუფლება ვალის გადახდისაგან არ ათავისუფლებს

ძირითად მოვალეს ვალდებულების შესრულებისაგან.

3. ერთ-ერთი თავდების განთავისუფლება ვალის გადახდისაგან

ათავისუფლებს სხვა თავდებ პირებსაც.

მუხლი 451. ორმხრივ ხელშეკრულებებში მოთხოვნაზე უარის თქმის

შედეგები

ორმხრივ ხელშეკრულებებში ერთ-ერთი მხარის მიერ თავის მოთხოვნაზე

უარის თქმა არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. იგი ვალდებულია შეასრულოს

ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი მოვალეობანი, ვიდრე მეორე

მხარესაც არ უთქვამს უარი თავის მოთხოვნაზე.

თავი მეხუთე

ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები

მუხლი 452. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი

ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება

ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი

და იგივე პირი აღმოჩნდება.

მუხლი 453. ვალდებულების შეწყვეტა მოვალის გარდაცვალების გამო

1. მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას,თუ შესრულება

შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე.

2. კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ

შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის.

მუხლი 454. ვალდებულების შეწყვეტა იურიდიული პირის ლიკვიდაციის

გამო

იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების

რეგისტრაციის მომენტიდან.

კარი მეშვიდე

კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში

თავი პირველი

სოლიდარული კრედიტორები

მუხლი 455. სოლიდარული უფლებამოსილება

თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების

შესრულება ისე, რომ თითოეულს შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო

მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს, მაშინ ისინი

წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს - სოლიდარულ

კრედიტორებს.

მუხლი 456. სოლიდარული უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლები

სოლიდარული უფლებამოსილება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან

ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

მუხლი 457. ვალდებულების შესრულება ნებისმიერი კრედიტორის წინაშე

მოვალეს შეუძლია თავისი სურვილისამებრ ვალდებულება შეასრულოს

ნებისმიერი კრედიტორის წინაშე, თუკი ერთ-ერთ კრედიტორს მისთვის არ

წაუყენებია შესაგებელი 455-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნით.

მუხლი 458. ვალდებულების შესრულება ერთ-ერთი კრედიტორისათვის

ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორისათვის ვალდებულების მთლიანად

შესრულება ათავისუფლებს მოვალეს დანარჩენი კრედიტორების წინაშე

ვალდებულებისაგან.

მუხლი 459. ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორის უარის თქმის

შედეგები

თუ ერ თ-ერთი სოლიდარული კრედიტორი უარს იტყვის მოვალის წინაშე

მოთხოვნაზე, მაშინ მოვალე თავისუფლდება მხოლოდ იმ ნაწილის გადახდისაგან,

რომელიც მოცემულ კრედიტორს ერგებოდა.

მუხლი 460. სხვა კრედიტორთან დაკავშირებული ფაქტების გამოყენების

დაუშვებლობა

მოვალეს არ შეუძლია ერთ-ერთი კრედიტორის მიმართ გამოიყენოს ისეთი

ფაქტები, რომლებიც სხვა კრედიტორთანაა დაკავშირებული.

მუხლი 461. სოლიდარული კრედიტორის მემკვიდრეთა უფლებები

თუ სოლიდარულ კრედიტორს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, მაშინ თითოეულ

მემკვიდრეზე გადადის ვალზე უფლების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მის

სამკვიდრო წილს შეესაბამება.

მუხლი 462. სოლიდარული კრედიტორის მოვალეობა დანარჩენი

სოლიდარული კრედიტორების წინაშე

1. სოლიდარული კრედიტორი, რომელმაც მოვალისაგან მთლიანად მიიღო

შესრულება, მოვალეა გადაუხადოს დანარჩენ სოლიდარულ კრედიტორებს მათი

კუთვნილი წილი.

2. სოლიდარულ კრედიტორებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი

წილი, თუ მათ შორის სხვა რამ არ არის დადგენილი.

თავი მეორე

სოლიდარული მოვალეები

მუხლი 463. სოლიდარული ვალდებულება

თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ

თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში

(სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ

ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ

მოვალეებს.

მუხლი 464. სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები

სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან

ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

მუხლი 465. კრედიტორის უფლება მოითხოვოს შესრულება ნებისმიერი

მოვალისაგან

კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს

ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების

მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

მუხლი 466. სოლიდარული მოვალის შესაგებელი კრედიტორის მიმართ

სოლიდარული მოვალე უფლებამოსილია კრედიტორს წარუდგინოს ყველა

ისეთი შესაგებელი, რომლებიც ვალდებულების არსიდან გამომდინარეობენ,ან

რომლის უფლებაც მარტო მას აქვს, ან იგი საერთოა ყველა სოლიდარული

მოვალისათვის.

მუხლი 467. ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად

შესრულების შედეგები

ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება

ათავისუფლებს შესრულებისაგან დანარჩენ მოვალეებს. იგივე წესი მოქმედებს

კრედიტორთან მოვალის მიერ განხორციელებული გაქვითვის მიმართ.

მუხლი 468. სხვა სოლიდარულ მოვალესთან დაკავშირებული ფაქტების

გამოყენების დაუშვებლობა

ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალესთან დაკავშირებული ფაქტები შეიძლება

გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ პირის მიმართ, თუ ვალდებულებითი

ურთიერთობიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

მუხლი 469. სარჩელი ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის წინააღმდეგ

სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ

ართმევს უფლებას შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.

მუხლი 470. შესრულების მიღების დაყოვნების შედეგები

1. კრედიტორის მიერ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისაგან შესრულების

მიღების დაყოვნების შედეგები ძალაშია დანარჩენი სოლიდარული მოვალეების

მიმართაც.

2. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ შესრულების ვადის დაყოვნების

შედეგები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანარჩენი სოლიდარული მოვალეების

მიმართაც.

მუხლი 471. სოლიდარული მოვალის მემკვიდრეთა უფლებები

თუ ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, მაშინ

თითოეული მათგანი ვალდებულია შეასრულოს მოთხოვნა თავ-თავისი სამკვიდრო

წილის შესაბამისად. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოთხოვნა განუყოფადია.

მუხლი 472. კრედიტორის მოთხოვნის გაერთიანება ერთ-ერთი

სოლიდარული მოვალის ვალთან

თუ კრედიტორის მოთხოვნა ერთიანდება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის

ვალთან, მაშინ დანარჩენ მოვალეთა მიმართ ვალდებულება წყდება იმ ოდენობით,

რაც ამ მოვალის წილზე მოდიოდა.

მუხლი 473. უკუმოთხოვნის უფლება ერთ-ერთი მოვალის მიერ

ვალდებულების მთლიანად შესრულებისას

1. მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს

უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის

კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან

კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. როდესაც შეუძლებელია მოვალეთა პასუხისმგებლობის ოდენობის

განსაზღვრა, ისინი ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ თანაბარი წილით.

მუხლი 474. სოლიდარული მოვალის ვალაუვალობის შედეგები

თუ ერთ-ერთი მოვალეთაგანი ვალაუვალი აღმოჩნდება, მაშინ მისთვის

განსაზღვრული წილი თანაზომიერად ნაწილდება ყველა სხვა გადახდისუნარიან

მოვალეს შორის.

მუხლი 475. სოლიდარული მოვალის კომპენსაცია

თუ სოლიდარულმა მოვალემ მიიღო სარგებელი სოლიდარული

ვალდებულებიდან, მაშინ იმ სოლიდარულ მოვალეს, რომელსაც ასეთი სარგებელი

არ მიუღია,შეუძლია მოსთხოვოს მას დაკმაყოფილება თავისი ვალდებულების

შესასრულებლად.

მუხლი 476. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგები

ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ ხანდაზმულობის ვადის

შეჩერებას ან შეწყვეტას არა აქვს ძალა სხვა მოვალეთა მიმართ.

კერძო ნაწილი

კარი პირველი

სახელშეკრულებო სამართალი

ნაწილი მეორე

თავი პირველი

ნასყიდობა. გაცვლა

I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 477. ცნება. შინაარსი

1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს

საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს

საქონელი.

2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და

მიიღოს ნაყიდი ქონება.

3. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები

შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

მუხლი 478. მოძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები

გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის,

გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების

დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები -

მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 479. უძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები

მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის

ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის

აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების

საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.(8.12.2006 N 3879

ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან)

მუხლი 480. გამყიდველის მოვალეობანი საქონლის გაგზავნისას

1. თუ გამყიდველი ხელშეკრულებით გადამზიდველს გადასცემს საქონელს და

ეს საქონელი არც ამოსაცნობი ნიშნით, არც გადაზიდვისათვის საჭირო საბუთებით

და არც სხვა რაიმე საშუალებით არ არის გამოკვეთილად აღნიშნული, მაშინ

გამყიდველმა უნდა შეატყობინოს მყიდველს საქონლის გადაგზავნის თაობაზე და,

ამასთანავე, გაუგზავნოს ტვირთის დაწვრილებითი ჩამონათვალი.

2. თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს

ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ ადგილზე

გადაზიდვისა და ასეთი გადაზიდვისათვის ჩვეული პირობებისათვის.

3. თუ გამყიდველი არ არის ვალდებული დააზღვიოს ტვირთი

ტრანსპორტირებისას, მაშინ მან მყიდველის თხოვნით უნდა გადასცეს მას მის ხელთ

არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დაზღვევის ასეთი

ხელშეკრულების გაფორმებისათვის.

მუხლი 481. მიწის ნაკვეთის გამყიდველის ვალდებულებანი

1. მიწის ნაკვეთის გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ამ ნაკვეთის

ათვისებისა და მსგავსი ღონისძიებების გატარებისათვის ხელშეკრულების

დადებამდე გაწეული ხარჯები, მიუხედავად გადახდის ვალდებულების წარმოშობის

მომენტისა.

2. ამოღებულია (11.05.2007 N 4744)

მუხლი 482. ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის გადასვლა

1. გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის

შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ

შეთანხმებულან.

2. თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით გზავნის სხვა

ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ ნივთის

შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ

მომენტიდან,როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის

შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს.

მუხლი 483. საქონლის მიღების ვარაუდი

საქონელი მიღებულად ჩაითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ

მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.

მუხლი 484. ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი

1. ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი

ვალდებულებების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ

აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის

მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს.

2. უარი დაუშვებელია, თუ ამ მხარის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

მუხლი 485. საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირისათვის

თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა,

უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა

იგი, ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ - მას, ვისთანაც

ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.

მუხლი 486. გაყიდული საქონლის მიწოდება ნაწილ-ნაწილ

გაყიდული საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას, თუ ერთი მხარის მიერ

მიწოდების მხოლოდ ერთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეიქმნა

რეალური საშიშროება იმისა, რომ მომავალი მიწოდების ვალდებულებებიც არ

შესრულდება, მაშინ მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

მუხლი 487. უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა

გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი

ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

მუხლი 488. ნივთობრივად უნაკლო ნივთი

1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ

ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი

იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი

სარგებლობისათვის.

2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ

ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის

მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს

შესრულებაზე.

მუხლი 489. უფლებრივად უნაკლო ნივთი

1. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს

მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.

2. უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია

არარსებული უფლება.

მუხლი 490. გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის მქონე ნივთის

გაყიდვისას

1. თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს

ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ

აუცილებელ ვადაში.

2. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების

ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და

მასალის ღირებულების ხარჯები.

3. გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე

ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.

4. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს

უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის

უკან დაბრუნება.

მუხლი 491. მყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის უფლება

1. მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების

მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

2. გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები.

მუხლი 492. ფასის შემცირების მოთხოვნა

თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის

შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც

ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით,

რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების

დადების მომენტისათვის არსებული ფასი.

მუხლი 493. უარის უფლება საქონლის მიღებაზე

1. მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა

მას მიაწოდა საქონელი იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით

იყო გათვალისწინებული. თუ მყიდველი მიიღებს ასეთ საქონელს, მაშინ ფასს

გადაიხდის სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად.

2. თუ საქონლის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით

გათვალისწინებულს, მაშინ მყიდველს შეუძლია მიიღოს ეს რაოდენობა და მოვალეა

გადაიხადოს სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად, ან მიიღოს მხოლოდ ის

რაოდენობა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, ხოლო ზედმეტი

დააბრუნოს უკანვე გამყიდველის ხარჯზე.

მუხლი 494. ნასყიდობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების წესი

1. ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების

დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.

2. მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ

ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ.

მუხლი 495. ნაკლის მქონე ნივთის მიღება მყიდველის მიერ

1. თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს

ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის

განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ

წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის

უფლება.

2. თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ

შეუძლია დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.

მუხლი 496. ნივთის ვარგისიანობის ვადა

თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ

ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს

მოთხოვნის უფლებას.

მუხლი 497. გამყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვა

ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს გამყიდველის

პასუხისმგებლობა ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას, მაგრამ ასეთი შეთანხმება

ბათილი იქნება, თუ გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის ნაკლის შესახებ.

მუხლი 498. უფლების ან სხვა ქონების გადასვლა

1. ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება

უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.

2. უფლების გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველი კისრულობს ამ უფლების

ნამდვილობის დასაბუთებასა და გადაცემის ხარჯებს.

3. თუ გაყიდულია უფლება, რომელიც იძლევა ნივთის ფლობის

შესაძლებლობას, მაშინ გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს

ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი.

მუხლი 499. ნივთის გაყიდვა რამდენჯერმე

თუ ნივთი რამდენჯერმე იყიდება, ვალდებულების უზრუნველმყოფი უფლება

გადაეცემა ყოველ მომდევნო მყიდველს. მყიდველს შეუძლია თავისი უფლებების

ფარგლებში მოთხოვნები წარუდგინოს შესაბამის გამყიდველს ნასყიდობათა ამ

რიგში.

მუხლი 500. ნივთის დაკავების უფლება

თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის

მის ფასს,გამყიდველი ვალდებულია შეინახოს ნივთი; გამყიდველს უფლება აქვს

დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, ვიდრე მყიდველი არ აუნაზღაურებს

შესაბამის ხარჯებს.

მუხლი 501. ნივთის უკან დაბრუნება მყიდველის მიერ

თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, მაგრამ სურს მართლზომიერად მისი უკან დაბრუნება,

მან უნდა იზრუნოს ნივთის შენახვისათვის; მყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს

ნივთი მანამდე, ვიდრე გამყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.

მუხლი 502. ნივთის შენახვის ხარჯები

მხარეს, რომელიც ვალდებულია შეინახოს ნივთი, შეუძლია მეორე მხარის

ხარჯზე ნივთი შეინახოს მესამე პირის საწყობში, თუ აქედან არ წარმოიშობა

არათანაზომიერი ხარჯები.

მუხლი 503. ნივთის შემნახველის უფლება

1. მხარეს, რომელიც 500-502-ე მუხლებში აღნიშნული წესების მიხედვით

ინახავს ნივთს, შეუძლია გაყიდოს ეს ნივთი სათანადო წესების დაცვით, თუ მეორე

მხარე აყოვნებს ნივთის მიღებას ან შენახვის ხარჯების ანაზღაურებას, ამის შესახებ

მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს.

2. მხარე, რომელიც ნივთს ყიდის, უფლებამოსილია ნავაჭრიდან დაიტოვოს

თანხა, რომელიც შეესაბამება ნივთის შენახვისა და გაყიდვის ხარჯებს; დარჩენილი

თანხა კი უნდა გადასცეს მეორე მხარეს.

მუხლი 504. მალფუჭებადი ნივთის შენახვის თავისებურებანი

თუ მე-500 და 501-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნივთი

მალფუჭებადია, ან მას გაუფასურება მოელის, ანდა მისი შენახვა დიდ ხარჯებთან

არის დაკავშირებული, მხარე, რომელსაც ეკისრება ნივთის შენახვა, ვალდებულია იგი

გაყიდოს 503-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

II. ნასყიდობა გადახდის განვადებით

მუხლი 505. ცნება

განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი

მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება

ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.

მუხლი 506. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა

1. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს:

ა. ნაღდი გადახდის ოდენობა;

ბ. ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო;

გ. წლიური პროცენტის ოდენობა.

3. გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საბუთების ასლი.

მუხლი 507. ნივთის გადაცემის მომენტიდან ხელშეკრულების დადების

პრეზუმფცია

თუ ხელშეკრულება დადებულია 506-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით,

მაშინ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამ

შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ნივთის ფასი

პროცენტების გარეშე.

მუხლი 508. ორმხრივი რესტიტუცია ვალდებულების შეუსრულებლობისას

თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ

შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს,

უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც

ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.

III. გამოსყიდვა

მუხლი 509. ცნება

თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ

უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.

მუხლი 510. გამოსყიდვის ფასი

გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს

მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის

მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად,ხოლო გამომსყიდველს შეუძლია

მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება

მის გამოსყიდვამდე.

მუხლი 511. საკუთვნებლის ბედი ნასყიდობისას

მყიდველი ვალდებულია ნაყიდი ნივთი დააუბრუნოს საკუთვნებელთან

ერთად.

მუხლი 512. გამოსყიდვამდე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი

გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი.

მუხლი 513. გამოსყიდვამდე ნივთის გასხვისების ბათილობა

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი

ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია.

მუხლი 514. გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობა

გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ წელს. ამ ვადის გაგრძელება

დაუშვებელია.

მუხლი 515. ოფცია

მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება,

ესა თუ ის საგანი შეიძინოს განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე

(შესყიდვის ოფცია), ანდა, იმავე პირობებში, გამყიდველს უფლება აქვს საგანი

მყიდველს მიჰყიდოს (გაყიდვის ოფცია). ოფციის ხელშეკრულების მიმართ

გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმები, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ

შეთანხმდებიან.

IV. უპირატესი შესყიდვის უფლება

მუხლი 516. ცნება

1. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების

განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის

ნასყიდობის ხელშეკრულებას.

2. უპირატესი შესყიდვის უფლება არც სხვა პირს გადაეცემა და არც

მემკვიდრეობით გადადის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 517. ნივთის მოსალოდნელი გაყიდვის შესახებ შეტყობინების

მოვალეობა

1. ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის

უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს

მესამე პირებთან.

2. უპირატესი შესყიდვის უფლება ხორციელდება ვალდებული პირისათვის

შეტყობინებით. შეტყობინების მეშვეობით უფლებამოსილ პირსა და ვალდებულ პირს

შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობებით, რომლებიც ვალდებულმა

პირმა მესამე პირს შესთავაზა.

3. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების

განხორციელება მხოლოდ ვალდებული პირის მიერ დადგენილ ვადაში.

მუხლი 518. უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე

შეთანხმების ბათილობა

ვალდებულ პირსა და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმება ბათილია, თუ

ამით ნასყიდობის ხელშეკრულება დამოკიდებული ხდება უპირატესი შესყიდვის

უფლების გამოუყენებლობაზე, ან ვალდებულ პირს უფლება აქვს უარი თქვას

ხელშეკრულებაზე,თუკი გამოყენებული იქნება უპირატესი შესყიდვის უფლება.

მუხლი 519. დამატებითი ვალდებულების შესრულება

1. თუ მესამე პირმა ხელშეკრულებით იკისრა დამატებითი ვალდებულება,

რომლის შესრულების შესაძლებლობაც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს არა

აქვს,მაშინ მან დამატებითი ვალდებულების ნაცვლად უნდა გადაიხადოს მისი

ღირებულება.

2. თუ შეუძლებელია დამატებითი ვალდებულების ფულადი შეფასება, მაშინ

უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება დაუშვებელია; დამატებითი

ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ძალას კარგავს, თუ ხელშეკრულება დაიდო

უპირატესი შესყიდვის უფლებისათვის გვერდის ასახვევად.

მუხლი 520. ნასყიდობა ნივთის მოწონების პირობით

ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ნივთის მოწონების პირობით დაიდოს, თუ

მყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დაიწუნებს ნივთს. დაწუნების შემთხვევაში

მხარეები მოვალენი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს.

V. გაცვლა

მუხლი 521. ცნება

1. გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების

უფლების ურთიერთგადაცემა.

2. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების

გამყიდველად,რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს.

მუხლი 522. გასაცვლელი ქონების არატოლფასოვნება

თუ გასაცვლელი ქონება არატოლფასოვანია, მხარეთა შეთანხმებით ქონების

ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს ფულით.

მუხლი 523. გაცვლის მიმართ გამოყენებული წესები

გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები

თავი მეორე

ჩუქება

მუხლი 524. ცნება

ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს

დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

მუხლი 525. ჩუქების ხელშეკრულების დადება. საჩუქრის დაპირება

1. მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების

გადაცემის მომენტიდან.

2. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება

ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში

რეგისტრაციის მომენტიდან.

3. საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ,

თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული.(8.12.2006 N 3879 ამოქმედდეს 2007 წლის 15

მარტიდან)

მუხლი 526. ჩუქების დაუშვებლობა

პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო

წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.

მუხლი 527. გაჩუქებული ქონების ნაკლი

თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს,

იგი ვალდებულია დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.

მუხლი 528. შეწირულობა

1. მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების

ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული

მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა).

2. პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია მოითხოვოს იმ პირმაც,

ვის ინტერესებშიც იგი იქნა დათქმული.

3. თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია

უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

მუხლი 529. ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო

1. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას

მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის

მიმართ.

2. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ

იქნეს მჩუქებლის მიერ.

3. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც

მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების

უფლებას აძლევს.

მუხლი 530. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა

1. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ

შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს

დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად

არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

2. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან

უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

თავი მესამე

ქირავნობა

მუხლი 531. ცნება

ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს

სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა

გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

მუხლი 532. ქირავნობის ნივთის გადაცემა ვარგის მდგომარეობაში

გამქირავებელი მოვალეა გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში

და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა.

მუხლი 533. უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა

გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად

უნაკლო ნივთი.

მუხლი 534. უფლებრივად უნაკლო ნივთი

გაქირავებული ნივთი უფლებრივად უნაკლოა,თუ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს

დამქირავებელს მოთხოვნები ამ ნივთის გამო.

მუხლი 535. ნივთობრივად უნაკლო ნივთი

გაქირავებული ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ მას აქვს დათქმული თვისებები.

თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა

უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული

საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

მუხლი 536. ქირის შემცირება ნივთის ნაკლის გამო

1. თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, მაშინ დამქირავებელს ქირა

შეუმცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შემცირდა ნივთის ვარგისიანობა

ნაკლის გამო. ნაკლის გამოსწორებისას ეს უფლება ძალას კარგავს. უმნიშვნელო

ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.

2. საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლისთვის აშკარად საზიანო

ქირავნობის ხელშეკრულება ბათილია.

მუხლი 537. ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება

1. თუ ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს, ხელშეკრულების

დადების მომენტისათვის არსებობს ან შემდგომში აღმოჩნდება იმ გარემოებათა გამო,

რაზედაც გამქირავებელი პასუხს აგებს, ან, თუ გამქირავებელი ნაკლის გამოსწორებას

დააყოვნებს, დამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ისე, რომ არ

ეკარგება ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება.

2. თუ გამქირავებელი აყოვნებს ნივთის ნაკლის გამოსწორებას, დამქირავებელს

შეუძლია თვითონ აღმოფხვრას იგი და მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება.

მუხლი 538. ნივთის ნაკლის გამო პრეტენზიის განუცხადებლობის

შედეგები

თუ ხელშეკრულების დადებისას დამქირავებლისთვის ცნობილია ნივთის

ნაკლი და იგი არ განაცხადებს პრეტენზიას ამის გამო, მაშინ მას არ წარმოეშობა 536-ე

მუხლით გათვალისწინებული უფლება.

მუხლი 539. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ

შეთანხმების ბათილობა

ბათილია შეთანხმება, რომლითაც გამქირავებელი გაქირავებული ნივთის

ნაკლისათვის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ან იგი ეზღუდება, თუკი

გამქირავებელმა ნაკლი განზრახ დამალა.

მუხლი 540. ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება სადგომის

ქირავნობისას

სადგომის დამქირავებელმა უნდა ითმინოს ქირავნობის ნივთის მიმართ

გატარებული ზემოქმედებანი, რომლებიც აუცილებელია გაქირავებული

საცხოვრებელი სადგომის ან შენობის შესანახად. გამქირავებელმა ამ ღონისძიებების

შესახებ, თუ ეს შესაძლებელია, უნდა შეატყობინოს დამქირავებელს და არ დაუშვას

ისეთი მოქმედებები,რომლებიც აუცილებლობით არ არის გამოწვეული.

მუხლი 541. ხელშეკრულებაზე უარის უფლება

1. თუ დაქირავებული ნივთი მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცემა

დამქირავებელს დაგვიანებით, ან, თუ შემდგომში მას წაერთვა სარგებლობის

უფლება, მაშინ დამქირავებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ ვადის

დაცვის გარეშე,რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მოშლისათვის. უარი

ხელშეკრულებაზე დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ გამქირავებელი დამქირავებლის

მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღკვეთს სარგებლობისათვის ხელშემშლელ

გარემოებებს.

2. ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ იმ გარემოებათა შედეგად,

რომლებიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს იძლევიან, დამქირავებელმა

დაკარგა ინტერესი ამ ხელშეკრულებისადმი.

3. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობისას შეთანხმება, რომელიც კრძალავს ან

ზღუდავს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ხელშეკრულების

მოშლის უფლებას, ბათილია.

მუხლი 542. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების

მოშლა დამქირავებლის მიერ

თუ საცხოვრებელი ან ადამიანთა სამყოფლად გათვალისწინებული სხვა

სადგომი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი გამოყენება მნიშვნელოვან საფრთხეს

უქმნის მათ ჯანმრთელობას, დამქირავებელს შეუძლია მოშალოს ქირავნობის

ხელშეკრულება ვადის დაცვის გარეშე. ეს უფლება დამქირავებელს აქვს მაშინაც, თუ

ხელშეკრულების დადებისას მან იცოდა საფრთხის თაობაზე, მაგრამ არ

განუცხადებია პრეტენზია.

მუხლი 543. დამქირავებლის მოვალეობანი გაქირავებული ნივთის ნაკლის

აღმოჩენისას

თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, ან წინასწარ გაუთვალისწინებელი

საფრთხისაგან ნივთის დასაცავად საჭირო იქნება აუცილებელი ზომების მიღება,

მაშინ დამქირავებელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს გამქირავებელს.

იგივე წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ მესამე პირი განაცხადებს თავის

უფლებებს ნივთზე.

მუხლი 544. გაქირავებულ ნივთზე არსებული უფლებრივი ტვირთის ბედი

გაქირავებულ ნივთზე არსებული უფლებრივი ტვირთის მატარებელია

გამქირავებელი.

მუხლი 545. გამქირავებლის ვალდებულება

1. გამქირავებელი ვალდებულია დამქირავებელს აუნაზღაუროს ნივთზე

გაწეული აუცილებელი ხარჯები.

2. სხვა ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება განისაზღვრება დავალების

გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების შესაბამისად.

მუხლი 546. დამქირავებლის უფლება ქირავნობის ნივთისათვის

მიმატებულ ნივთებზე

1. დამქირავებელი უფლებამოსილია დაიტოვოს ის, რითაც მან დაქირავებული

ნივთი აღჭურვა.

2. საცხოვრებელი სადგომის გამქირავებელს შეუძლია აღნიშნული უფლების

განხორციელება შეცვალოს შესაბამისი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა

დამქირავებელი, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, არ ეთანხმება

გამქირავებელს.

მუხლი 547. პასუხისმგებლობა ნივთის ნორმალური ცვეთისათვის

გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის,რაც გამოწვეულია

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, დამქირავებელი პასუხს არ

აგებს.

მუხლი 548. მიმდინარე რემონტის ხარჯები

1. მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას

არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება

გამქირავებლის თანხმობის გარეშე.

2. დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით.

3. გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც

გამოწვეულია დამქირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით

გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობით.

მუხლი 549. გამქირავებლის თანხმობა ქვექირავნობაზე

დამქირავებელს არა აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი გამქირავებლის

თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა). მესამე პირებად არ

მიიჩნევიან დამქირავებლის ოჯახის წევრები.

მუხლი 550. გამქირავებლის უარის დაუშვებლობა ქვექირავნობაზე

გამქირავებელს არ შეუძლია უარი თქვას საცხოვრებელი სადგომის

ქვექირავნობაზე, თუ საპატიო მიზეზის არსებობისას დამქირავებელს სურს

მიაქირაოს მესამე პირს დაქირავებული საცხოვრებელი სადგომი მთლიანად ან მისი

ნაწილი. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, თუ გამქირავებლისათვის ქვემოქირავნე

წარმოადგენს მისთვის არასასურველ პიროვნებას, ან საცხოვრებელი სადგომი

ზედმეტად გადაიტვირთა, ან თუ სხვა მიზეზების გამო გამქირავებლისათვის

მიუღებელია ქვექირავნობა.

მუხლი 551. ქვექირავნობის ბედი ქირავნობის ურთიერთობის

დასრულებისას

თუ ქვექირავნობა მიზნად ისახავს ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის

გარანტიებისათვის გვერდის ავლას, მაშინ ქირავნობის ურთიერთობის

დასრულებისას გამქირავებელი თავის თავზე იღებს იმ უფლებებსა და მოვალეობებს,

რომლებიც არსებობდა დამქირავებელსა და ქვემოქირავნეს შორის.

მუხლი 552. ქირავნობის ურთიერთობის უზრუნველყოფის ოდენობა

1. თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებით

დამქირავებელს ეკისრება ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების წარდგენა,

მაშინ უზრუნველყოფის თანხა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ქირის სამმაგ

ოდენობას. თუ ფულადი თანხა წინასწარ არის გადასახდელი, მაშინ დამქირავებელი

უფლებამოსილია გადაიხადოს იგი ყოველთვიურად თანაბარ ნაწილებად სამი თვის

განმავლობაში.

2. წინასწარ გადახდილ უზრუნველყოფას უნდა დაერიცხოს კანონით

დადგენილი პროცენტები და ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ

დაუბრუნდეს დამქირავებელს პროცენტებთან ერთად.

3. დამქირავებლის საზიანოდ დადებული სხვაგვარი შეთანხმება ბათილია.

მუხლი 553. ქირის გადახდის წესი

1. ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის

დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ

იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.

2. დამატებითი ხარჯების გადახდა მხოლოდ მაშინ არის სავალდებულო, თუ

ამის თაობაზე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება.

მუხლი 554. დამქირავებლის ბრალით ქირის გადაუხდელობის შედეგები

თუ დამქირავებელს ხელი ეშლება სარგებლობაში თავისი მიზეზით, იგი ქირის

გადახდისაგან არ თავისუფლდება.

მუხლი 555. ხელშეკრულების ვადამდე მოშლა საცხოვრებელი სადგომის

დამქირავებლის ინიციატივით

საცხოვრებელი სადგომის დამქირავებელი უფლებამოსილია ქირავნობის

ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ იგი ერთი თვით ადრე გააფრთხილებს ამის

შესახებ გამქირავებელს და შესთავაზებს მას გადახდისუნარიან და მისაღებ

დამქირავებელს, რომელიც თანახმაა ქირავნობის დარჩენილ დროში იყოს

დამქირავებელი.

მუხლი 556. დამქირავებლის საპირისპირო მოთხოვნები გამქირავებლის

მიმართ

თუ ბინის ქირის მოთხოვნის საპირისპიროდ, დამქირავებელს აქვს დაკავების

ან ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე სხვა მოთხოვნების გაქვითვის

უფლება, დამქირავებელს შეუძლია გამოიყენოს ეს უფლება მაშინაც, როცა

ხელშეკრულებით სხვა რამ არის გათვალისწინებული, თუ ამის შესახებ იგი წინასწარ

გააფრთხილებს გამქირავებელს.

მუხლი 557. ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით

გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე,თუ

დამქირავებელი,გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს

მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ

საშიშროებას.

მუხლი 558. ხელშეკრულების მოშლა ქირის გადაუხდელობის გამო

გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ

დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.

მუხლი 559. ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლით

1. ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის

შემდეგ.

2. თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის

შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება

განუსაზღვრელი ვადით.

3. თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის

ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით.

მუხლი 560. განუსაზღვრელი ვადით ქირავნობის ხელშეკრულების

გაგრძელების მოთხოვნის უფლება

თუ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება განსაზღვრული

ვადით არის დადებული, მაშინ დამქირავებელს შეუძლია არა უგვიანეს ორი თვისა

ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტამდე წერილობითი განცხადებით მოითხოვოს

ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით, თუკი

გამქირავებელი ამის თანხმობას განაცხადებს.

მუხლი 561. ხელშეკრულების მოშლის ვადა

ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ

შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ

გამომდინარეობს.

მუხლი 562. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების

შეწყვეტა პატივსადები მიზეზების არსებობისას

1. საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა

გამქირავებელს შეუძლია მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას.

2. პატივსადებია მიზეზი, თუ:

ა. დამქირავებელმა თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები ბრალეულად

მნიშვნელოვნად დაარღვია;

ბ. გამქირავებელს საცხოვრებელი სადგომი სჭირდება უშუალოდ თვითონ ან

ახლო ნათესავებისათვის;

გ. დამქირავებელი უარს ამბობს გადაიხადოს გამქირავებლის მიერ

შემოთავაზებული გაზრდილი ქირა, რომელიც შეესაბამება ბაზარზე არსებულ ბინის

ქირას;

დ. დამქირავებელმა გამქირავებლის მიმართ ჩაიდინა ისეთი

მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური მოქმედება, რომელიც შეუძლებელს ხდის მათ

შორის ურთიერთობის შემდგომ გაგრძელებას.

3. თუ ქირავნობის საგანს შეადგენს ავეჯით გაწყობილი ბინა, მაშინ

გამქირავებელს ყოველთვის შეუძლია ხელშეკრულების მოშლის ვადის დაცვით

მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება.

მუხლი 563. ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმა

საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა წერილობით

უნდა გაფორმდეს.

მუხლი 564. დამქირავებლის მოვალეობანი ქირავნობის ხელშეკრულების

შეწყვეტისას

ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა

დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო,

ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც

ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

მუხლი 565. დაკავების უფლების დაუშვებლობა

მიწის ნაკვეთის დამქირავებელს არა აქვს მისი დაკავების უფლება თავისი

მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

მუხლი 566. დაქირავებული ქონების გადაცემა მესამე პირისათვის

თუ დამქირავებელმა ნივთი სარგებლობისათვის მესამე პირს გადასცა,

გამქირავებელს შეუძლია ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მესამე

პირს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.

მუხლი 567. გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობის გამო

წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება

1. თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან

არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს

დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის

ანაზღაურება.

2. ბათილია შეთანხმება, რომლითაც დამქირავებელს ეკისრება ზიანის

ანაზღაურება იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მიყენებული იყო.

მუხლი 568. გირავნობის უფლება დამქირავებლის ნივთებზე

ქირავნობის ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების

უზრუნველსაყოფად მიწის ნაკვეთის, სახლის ან ბინის გამქირავებელს აქვს

გირავნობის უფლება დამქირავებლის მიერ იქ შეტანილ ნივთებზე. გირავნობის

უფლება ძალას კარგავს დაქირავებული ფართობიდან ნივთების მოცილებასთან

ერთად, თუკი ეს განხორციელდება ჩვეულებრივი ცხოვრებისეული

ურთიერთობების შესაბამისად.

მუხლი 569. მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულების ფორმა

მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულება ერთ წელზე მეტი ვადით უნდა

გაფორმდეს წერილობით. ფორმის დაუცველობის შემთხვევაში ივარაუდება, რომ

ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული. ხელშეკრულების

შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ ქირავნობის პირველი წლის დამთავრების შემდეგ.

მუხლი 570. ათ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულების მოშლის

წესი

თუ ქირავნობის ხელშეკრულება ათ წელზე მეტი ვადით დაიდო,ათი წლის

შემდეგ თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება 561-ე

მუხლით დადგენილ ვადაში.

მუხლი 571. დამქირავებლის უფლებების გადასვლა მისი ოჯახის წევრებზე

თუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია საცხოვრებელ სადგომზე და იქ

დამქირავებელი თავის ოჯახის წევრებთან ერთად წარმართავს ერთიან საოჯახო

მეურნეობას, დამქირავებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები

სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან გამქირავებელთან. მათ უფლება აქვთ

ქირავნობის ხელშეკრულება მოშალონ კანონით დადგენილ ვადაში.

მუხლი 572. უფლებამონაცვლეობა გაქირავებული ნივთის გასხვისებისას

თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს

დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის

ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები

და მოვალეობები.

მუხლი 573. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობა

1. გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს

უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს

წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის

განმავლობაში.

2. ზიანის ანაზღაურების გამო გამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის

ვადის დენა იწყება გაქირავებული ნივთის დაბრუნების მომენტიდან, ხოლო

დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადისა - ქირავნობის ხელშეკრულების

შეწყვეტის მომენტიდან.

მუხლი 574. დავა მეუღლეებს შორის განქორწინებისას

1. როცა განქორწინებისას მეუღლეები ვერ შეთანხმდებიან იმაზე,თუ რომელმა

უნდა იცხოვროს დაქირავებულ ბინაში, დავას წყვეტს სასამართლო.

2. სასამართლოსათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი მეუღლეა

დამქირავებელი. თუ სასამართლო ცნობს იმ მეუღლის უფლებას ბინაზე, რომელიც არ

არის დამქირავებელი, მაშინ ეს მეუღლე ხდება ქირავნობის ურთიერთობის

მონაწილე.

მუხლი 575. დამქირავებლის უფლებების დაცვა

დამქირავებელს უფლება აქვს დაიცვას თავისი მფლობელობა ყოველი

დამრღვევისაგან, მათ შორის, მესაკუთრისაგანაც.

თავი მეოთხე

ლიზინგი

მუხლი 576. ცნება. შინაარსი

1. ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის

მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით

დათქმული ვადით.ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური

დადგენილი პერიოდულობით.

2. ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაამზადოს ან შეიძინოს ამ

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება.

3. ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღებს შეიძლება დაეკისროს

ვალდებულება ან მიენიჭოს უფლება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ

იყიდოს ლიზინგის საგანი ან დაიქირავოს იგი, თუკი ხელშეკრულება საგნის სრული

ამორტიზაციით არ მთავრდება. საბოლოო ღირებულების გამოთვლისას ყველა

შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამორტიზაციის ფაქტი. თუ

ხელშეკრულებაში არ არის შესაბამისი დებულება, მაშინ ლიზინგის მიმღები

უფლებამოსილია იყიდოს ლიზინგის საგანი.

მუხლი 577. ლიზინგის ხელშეკრულების ფორმა

ლიზინგის ხელშეკრულება იდება წერილობით. ხელშეკრულება უნდა

შეიცავდეს:

ა. მთლიან ფასს;

ბ. სალიზინგო საზღაურის თანხასა და მისი გადახდის ვადებს;

გ. საბოლოო გადახდის თანხას, ხოლო ხელშეკრულების ვადამდე

შესრულებისას მისი გამოთვლის წესს.

მუხლი 578. ლიზინგის გამცემის პასუხისმგებლობა

1. ლიზინგის გამცემი ქირავნობის ხელშეკრულების წესების მიხედვით პასუხს

აგებს ლიზინგის მიმღების წინაშე ქონების მიწოდების ვადის გადაცილების ან

მიუწოდებლობისათვის, აგრეთვე ნაკლის მქონე ქონების მიწოდებისათვის.

2. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ლიზინგის მიმღებმა ლიზინგის

გამცემისათვის პრეტენზიის წაყენებამდე უნდა მოითხოვოს დაკმაყოფილება ქონების

მიმწოდებლისაგან.

მუხლი 579. ლიზინგის მიმღების პასუხისმგებლობა

ლიზინგის მიმღების ბრალით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას

ლიზინგის გამცემს არ შეუძლია წაუყენოს მას ისეთი მოთხოვნები, რომლებიც

სცილდება შესრულებასთან დაკავშირებულ მის ინტერესებს. მოთხოვნის

განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება სალიზინგო ქონების დარჩენილი

ღირებულება, სალიზინგო საზღაურის დარჩენილი პროცენტები და სხვა დაზოგილი

ხარჯები.

მუხლი 580. ლიზინგის მიმართ გამოყენებული სხვა წესები

ლიზინგის მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების ის წესები,

რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან 576-579-ე მუხლებს.

თავი მეხუთე

იჯარა

მუხლი 581. ცნება

1. იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს

განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში

უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის

სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს

მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს

როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის

განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

2. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების

წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 582. ათ წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების

მოშლა

თუ იჯარის ხელშეკრულება იდება ათ წელზე მეტი ვადით, მაშინ ამ ვადის

გასვლის შემდეგ თითოეულ მხარეს შეუძლია საიჯარო ურთიერთობა მოშალოს 561-ე

მუხლით დადგენილ ვადაში.

მუხლი 583. მიწის იჯარა ინვენტართან ერთად

1. თუ მიწის ნაკვეთი იჯარით გაიცემა ინვენტართან ერთად, მაშინ მოიჯარე

პასუხს აგებს ინვენტარის ყოველი ნაწილის მოვლა-პატრონობისათვის.

2. მეიჯარე ვალდებულია გამოცვალოს ინვენტარის ის ნაწილები, რომლებიც

გამოუსადეგარი გახდა მოიჯარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მოიჯარე

მოვალეა შეავსოს ინვენტარს მიკუთვნებული პირუტყვის დანაკარგი, მიუხედავად

მეურნეობის სწორი გაძღოლისა.

3. მოიჯარემ ინვენტარი ისეთ მდგომარეობაში უნდა იქონიოს და იჯარის

დროის განმავლობაში იმ მოცულობით შეავსოს, რომელიც შეესაბამება

მოწესრიგებულ მეურნეობას. მის მიერ შეძენილი ცალკეული ინვენტარი საერთო

ინვენტართან შეერთებით მეიჯარის საკუთრებად იქცევა.

მუხლი 584. ინვენტარის შემთხვევით დაღუპვის რისკი

1. თუ მიწის ნაკვეთის მოიჯარე ინვენტარს მიიღებს შეფასებით და იკისრებს

ვალდებულებას, იჯარის ხელშეკრულების დამთავრებისას შეფასებითვე დააბრუნოს

უკან, მაშინ მას ეკისრება შემთხვევით დაღუპვისა და გაფუჭების რისკი. მეურნეობის

სწორი გაძღოლის ფარგლებში მას შეუძლია ინვენტარის ცალკეული ნაწილების

განკარგვა.

2. იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლისას მოიჯარემ უნდა დაუბრუნოს

მეიჯარეს ინვენტარი. მეიჯარეს შეუძლია უარი თქვას მოიჯარის მიერ შეძენილი

ინვენტარის მიღებაზე, თუ იგი მიწის ნაკვეთზე სწორი მეურნეობის გაძღოლისათვის

ზედმეტია ან მეტად ძვირია; უარის თქმასთან ერთად მიუღებელ ინვენტარზე

საკუთრების უფლება გადადის მოიჯარეზე. თუკი არსებობს სხვაობა მიღებული და

დაბრუნებული ინვენტარის შეფასებებს შორის, ეს სხვაობა ფულით უნდა

ანაზღაურდეს. შეფასებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ფასები, რომლებიც

მოქმედებდა იჯარის ხელშეკრულების დასრულების მომენტისათვის.

მუხლი 585. ინვენტარის ცალკეული ნაწილების განკარგვის აკრძალვის

დაუშვებლობა

ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც მოიჯარეს აკისრებენ

ვალდებულებას არ განკარგოს ინვენტარის ნაწილები ან განკარგოს მხოლოდ

მეიჯარის თანხმობით, ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ მეიჯარე კისრულობს

ვალდებულებას შეისყიდოს ინვენტარი საიჯარო ურთიერთობის დასრულებისას

საინვენტარიზაციო შეფასებით.

მუხლი 586. გირავნობის უფლება ინვენტარზე

1. მიწის ნაკვეთის მოიჯარეს აქვს გირავნობის უფლება მის მფლობელობაში

არსებულ ინვენტარზე მეიჯარის მიმართ წაყენებული იმ მოთხოვნებისათვის,

რომლებიც შეეხება იჯარით მიღებულ ინვენტარს.

2. მეიჯარეს შეუძლია თავიდან აიცილოს მოიჯარის უფლება გირავნობაზე, თუ

წარადგენს უზრუნველყოფის სხვა საშუალებას. მას შეუძლია ინვენტარის ყოველი

ნაწილი დაიხსნას გირავნობის უფლებისაგან იმით, რომ შესთავაზოს ამ ნაწილების

ღირებულების შესაბამისი უზრუნველყოფის საშუალება.

მუხლი 587. ქვეიჯარა

1. მოიჯარეს არა აქვს ქვეიჯარის უფლება მეიჯარის თანხმობის გარეშე.

2. მეიჯარეს შეუძლია უარი განაცხადოს საიჯარო ქონების ცალკეული

ნაწილების გაქირავებაზე, თუ ამით მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.

3. მოიჯარე პასუხს აგებს მეიჯარის წინაშე იმისათვის, რომ ქვემოიჯარემ ან

დამქირავებელმა ნივთი სხვანაირად გამოიყენა, ვიდრე ეს მეიჯარის მიერ იყო

ნებადართული. მეიჯარეს შეუძლია უშუალოდ შეაჩეროს ქვემოიჯარის ან

დამქირავებლის მიერ ქონების ამგვარად გამოყენება.

მუხლი 588. საიჯარო ქონების უკან დაბრუნება ვადამდე

1. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს,

იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის

სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ

მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს

იმავე პირობებით.

2. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა

იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.

მუხლი 589. იჯარის უვადო ხელშეკრულების მოშლა

1. თუ მიწის ნაკვეთის ან უფლების იჯარისას არ არის განსაზღვრული იჯარის

ვადა, მაშინ ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის

ბოლოსათვის; იგი შეიძლება მოიშალოს საიჯარო წლის დამთავრებიდან არა

უგვიანეს ერთი თვისა.

2. ეს წესები გამოიყენება მაშინაც, როცა საიჯარო ურთიერთობა შეიძლება

მოიშალოს კანონით დადგენილ ვადაზე ადრე.

მუხლი 590. ხელშეკრულების მოშლა მოიჯარის გარდაცვალების გამო

1. მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში როგორც მის მემკვიდრეებს, ისე

მეიჯარეს შეუძლიათ საიჯარო ურთიერთობა მოშალონ კალენდარული წლის

დამთავრებიდან ექვსი თვის ვადაში.

2. მემკვიდრეებს შეუძლიათ უარი განაცხადონ ხელშეკრულების მოშლაზე და

მოითხოვონ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება, თუ მათ უშუალოდ ან მესამე

პირების მეშვეობით შეუძლიათ იჯარით გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო

გამოყენება.

მუხლი 591. ზიანის ანაზღაურება საიჯარო ქონების დაუბრუნებლობისას

თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს

იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული

საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს

შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.

თავი მეექვსე

სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა

მუხლი 592. ცნება

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი

სასოფლოსამეურნეო მიზნით გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ

საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის

გარეშე.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ

სასოფლოსამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 593. ხელშეკრულების ფორმა

სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს

წერილობით.თუ ეს ფორმა არ არის დაცული, მაშინ ივარაუდება, რომ ხელშეკრულება

დადებულია განუსაზღვრელი ვადით.

მუხლი 594. საიჯარო ქონების ნუსხა

მხარეებმა საიჯარო ურთიერთობის დაწყებისას ერთობლივად უნდა

შეადგინონ საიჯარო ქონების ნუსხა, რომელშიც აღინიშნება მისი ოდენობა და

მდგომარეობა იჯარით გადაცემის მომენტისათვის. იგივე წესი გამოიყენება საიჯარო

ურთიერთობის დამთავრებისას. ნუსხას ხელს უნდა აწერდეს ორივე მხარე და

მითითებულ უნდა იქნეს მისი შედგენის თარიღი.

მუხლი 595. საიჯარო ქონების მდგომარეობა. მისი რემონტი

მეიჯარემ საიჯარო ქონება მოიჯარეს უნდა გადასცეს ხელშეკრულებით

გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში და შეინარჩუნოს იგი

ამ მდგომარეობაში იჯარის მთელი ვადის მანძილზე. მოიჯარემ საკუთარი ხარჯებით

უნდა განახორციელოს ქონების მიმდინარე რემონტი, შეაკეთოს საცხოვრებელი და

სამეურნეო შენობები, გზები, თხრილები, მილები, ღობეები. იგი ვალდებულია

იჯარით აღებული ქონება გამოიყენოს სამეურნეო დანიშნულებით.

მუხლი 596. გირავნობის უფლება ნაყოფზე

მეიჯარეს საიჯარო ურთიერთობებიდან გამომდინარე თავისი მოთხოვნების

დასაკმაყოფილებლად აქვს გირავნობის უფლება მოიჯარის მიერ შემატებულ

ნივთებსა და საიჯარო ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე (ნაყოფზე).

მუხლი 597. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნა (18.11.2008 N 496)

თუ საიჯარო მიწაზე სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული

გარემოებების შედეგად მოიჯარეს მოსავლის ნახევარზე მეტი გაუნადგურდა, მას

უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ქირის შესაბამისი პროპორციით შემცირება.

საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება მოიჯარეს აქვს მხოლოდ ზარალის

ოდენობისა და მიზეზების შესახებ მოსავლის აღებამდე გაფორმებული აქტის

საფუძველზე.

მუხლი 598. აუცილებელი კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების

მოვალეობა

მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს აუნაზღაუროს საიჯარო ხელშეკრულებით

გათვალისწინებული საიჯარო ქონების მდგომარეობის (მათ შორის მიწის)

გაუმჯობესებისათვის გაწეული კაპიტალური ხარჯები. (14.02.2002 N 1282)

მუხლი 599. მეიჯარის თანხმობით გაწეული ხარჯების ანაზღაურება

598-ე მუხლში მითითებულს გარდა, სხვა საჭირო ხარჯები, რომლებზედაც

მეიჯარემ თანხმობა განაცხადა, მან უნდა აუნაზღაუროს მოიჯარეს საიჯარო

ურთიერთობის დამთავრებისას.

მუხლი 600. აუღებელი მოსავლის ანაზღაურება

თუ საიჯარო ურთიერთობა წყდება საიჯარო წლის განმავლობაში, მაშინ

მეიჯარემ უნდა აუნაზღაუროს მოიჯარეს მეურნეობის სათანადოდ წარმოების

წესების თანახმად ჯერ კიდევ აუღებელი, მაგრამ იჯარის მიმდინარე წლის ბოლომდე

ასაღები მოსავლის ღირებულება.

მუხლი 601. მოიჯარის მოვალეობა ახალი მოიჯარის წინაშე

1. სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ

მოიჯარემ თავის შემცვლელ მოიჯარეს უნდა დაუტოვოს ნაგებობა სათანადო

მდგომარეობაში, ხოლო მოწყობილობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია _ იმ

ოდენობით, რომელიც აუცილებელია მეურნეობის გასაგრძელებლად მომავალი წლის

მოსავლის აღებამდე. 2. თუ მოიჯარე ვალდებულია პროდუქცია დატოვოს მეტი

ოდენობით ან უკეთესი ხარისხისა, ვიდრე მან იჯარის დაწყებისას მიიღო, მას

შეუძლია მეიჯარეს მოსთხოვოს ღირებულების ანაზღაურება.

მუხლი 602. საიჯარო ქონების დაბრუნების მოვალეობა

მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ

იჯარით აღებული ქონება დააბრუნოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც

უზრუნველყოფს დაბრუნებამდე არსებული მეურნეობის სათანადოდ გაგრძელებას.

მუხლი 603. მოიჯარის უფლებები საიჯარო ქონების ცალკეულ ნაწილებზე

1. მოიჯარეს უფლება აქვს გამოაცალკევოს ის მოწყობილობა, რომლითაც მან

იჯარით აღებული ქონება აღჭურვა; მეიჯარეს შეუძლია გამოცალკევების უფლება

შეცვალოს შესაბამისი ანაზღაურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოიჯარეს აქვს

გამოცალკევებისთვის პატივსადები ინტერესი.

2. შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს მოიჯარის ამ მუხლის პირველი

ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას, ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ ასეთი

შეთანხმება ითვალისწინებს შესაბამის ანაზღაურებას.

მუხლი 604. საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების მოთხოვნა

მოიჯარეს შეუძლია მოსთხოვოს მეიჯარეს საიჯარო ურთიერთობის

გაგრძელება, თუ:

ა. მეურნეობის იჯარა მოიჯარის მეურნეობისათვის წარმოადგენს საარსებო

საფუძველს;

ბ. მიწის ნაკვეთი სასიცოცხლოდ აუცილებელია მოიჯარის მეურნეობის

შესანარჩუნებლად და იჯარის მოშლა, თუნდაც ხელშეკრულების შესაბამისად,

მოიჯარისა თუ მისი ოჯახისათვის იმდენად მტკივნეულია, რომ მას არა აქვს

გამართლება თვით მეიჯარის პატივსადები ინტერესებითაც კი.

მუხლი 605. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლის გამო

საიჯარო ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლით. სამ წელზე

მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი

ვადით, თუ ერთი მხარის წინადადებაზე - გაგრძელდეს საიჯარო ურთიერთობა -

მეორე მხარე უარს არ იტყვის სამი თვის განმავლობაში. წინადადება და მასზე უარი

უნდა გაფორმდეს წერილობით.

მუხლი 606. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა უვადო ხელშეკრულების

შემთხვევაში

1. თუ იჯარის ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ხელშეკრულების ყოველ

მხარეს შეუძლია საიჯარო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს ათი დღისა განაცხადოს

მომდევნო საიჯარო წლისათვის იჯარის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.

საიჯარო წლად ითვლება კალენდარული წელი. თუკი მხარეები შეთანხმდნენ უფრო

მცირე ვადაზე, მაშინ საჭიროა ამის წერილობით გაფორმება.

2. თუ საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს კანონით დადგენილ ვადაზე

ადრე, მაშინ იგი დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის დამთავრებისათვის.

მუხლი 607. ცნება

თავი მეშვიდე

ფრენშაიზინგი

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა,

რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების

მიხედვით, სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ

საქონლის წარმოებას, გასაღებასა და მომსახურებათა განხორციელებას.

მუხლი 608. ფრენშაიზის მიმცემის ვალდებულებანი

1. ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია ფრენშაიზის მიმღებს წარუდგინოს მის

მიერ გამოყენებული ფორმით არამატერიალური ქონებრივი უფლებები, სასაქონლო

(სავაჭრო) ნიშნები, ნიმუშები, შეფუთვა, საქონლის წარმოების, შეძენის,გასაღებისა და

საქმიანობის ორგანიზაციის კონცეფცია, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა

გასაღებისთვის ხელშესაწყობად.

2. ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია დაიცვას ერთიანი მოქმედების სისტემა

მესამე პირთა ჩარევებისაგან, განუწყვეტლივ განავითაროს იგი და საქმიანი ჩვევების

გაზიარებით, ინფორმაციების მიწოდებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით მხარი

დაუჭიროს ფრენშაიზის მიმღებს.

მუხლი 609. ფრენშაიზის მიმღების ვალდებულებანი

ფრენშაიზის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური, რომლის

ოდენობაც არსებითად გამოითვლება ფრენშაიზინგის სისტემის განხორციელებაში

შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, კეთილსინდისიერი მეწარმის

გულისხმიერებით აქტიურად განახორციელოს საქმიანობა, მიიღოს მომსახურება და

შეიძინოს საქონელი ფრენშაიზის მიმცემის ან მის მიერ დასახელებულ პირთა

მეშვეობით, თუკი ეს უშუალო კავშირშია ხელშეკრულების მიზანთან.

მუხლი 610. განდობილი ინფორმაციის შენახვის ვალდებულება

ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა დაუფარავად და სრულყოფილად

უნდა გააცნონ ერთმანეთს ფრენშაიზინგთან დაკავშირებული საქმის გარემოებანი,

განსაკუთრებით კი - ფრენშაიზინგის სისტემა, და ერთმანეთს კეთილსინდისიერად

მისცენ ინფორმაცია. ისინი ვალდებულნი არიან არ გათქვან მათთვის განდობილი

ინფორმაცია მაშინაც კი, როცა ხელშეკრულება არ დაიდება.

მუხლი 611. ხელშეკრულების ფორმა

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება ნამდვილობისათვის საჭიროებს წერილობით

ფორმას. გარდა მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების, ხელშეკრულების

ხანგრძლივობის, მოშლის ან ვადის გაგრძელებისა და ხელშეკრულების სხვა

არსებითი ელემენტების თვალნათლივ აღნიშვნისა, მხარეებმა ხელშეკრულების

ტექსტში უნდა შეიტანონ ფრენშაიზინგის სისტემის სრულყოფილი აღწერა.

მუხლი 612. ხელშეკრულების ხანგრძლივობა

1. ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა მიერ იმ

მოთხოვნილებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია მოცემული

საქონლისა და მომსახურების გასაღებასთან.

2. თუ ხელშეკრულების ხანგრძლივობა აღემატება ათ წელს, ყოველი მხარე

უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება მოშლისთვის აუცილებელი ერთწლიანი

ვადის დაცვით. თუ არც ერთი მხარე არ იყენებს ხელშეკრულების მოშლის ამ

უფლებას, ხელშეკრულება გაგრძელდება ორი წლით. ვადის გასვლის გამო ან

მხარეთა ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მხარეები უნდა

შეეცადონ საქმიანი ურთიერთობების ფაქტობრივ დამთავრებამდე ურთიერთნდობის

პრინციპების დაცვით გააგრძელონ ხელშეკრულება იმავე ან შეცვლილი პირობებით.

მუხლი 613. ლოიალური კონკურენცია

1. სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც მხარეები

ვალდებულნი არიან ერთმანეთს გაუწიონ ლოიალური კონკურენცია. ამ ფარგლებში

ფრენშაიზის მიმღების მიმართ შეიძლება დაწესდეს განსაზღვრული ტერიტორიის

ფარგლებში კონკურენციის აკრძალვა, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს ერთ

წელს.

2. თუ კონკურენციის აკრძალვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პროფესიულ

საქმიანობას, ფრენშაიზის მიმღებს უნდა მიეცეს შესაბამისი ფინანსური

კომპენსაცია,მიუხედავად ხელშეკრულების ვადის დამთავრებისა.

მუხლი 614. ფრენშაიზის მიმცემის პასუხისმგებლობა

ფრენშაიზის მიმცემი პასუხს აგებს ფრენშაიზის სისტემით

გათვალისწინებული უფლებებისა და ინფორმაციისათვის. თუ იგი ბრალეულად

არღვევს სახელშეკრულებო ვალდებულებას, ფრენშაიზის მიმღები უფლებამოსილია

შეამციროს საზღაური. შემცირების ოდენობა საბოლოოდ უნდა განისაზღვროს

დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით,რომლის ხარჯებიც ეკისრებათ მხარეებს.

თავი მერვე

თხოვება

მუხლი 615. ცნება

თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას

გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის.

მუხლი 616. გამნათხოვრებლის პასუხისმგებლობა

გამნათხოვრებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში

გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისათვის.

მუხლი 617. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ნივთის ნაკლის

დაფარვის გამო

თუ გამნათხოვრებელი შეგნებულად არ უმხელს მონათხოვრეს უფლების

ხარვეზს ან ნათხოვარი ნივთის ნაკლს, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს

მიყენებული ზიანი.

მუხლი 618. ნათხოვარი ნივთით მიზნობრივი სარგებლობა

მონათხოვრეს არ შეუძლია ნათხოვარი ნივთით სხვაგვარად ისარგებლოს,

ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მას არა აქვს უფლება ნივთი

სარგებლობისათვის გადასცეს მესამე პირს გამნათხოვრებლის თანხმობის გარეშე.

მუხლი 619. ჩვეულებრივი ხარჯის გაწევის ვალდებულება

1. მონათხოვრემ უნდა გასწიოს ნათხოვარი ნივთის მოვლისათვის საჭირო

ჩვეულებრივი ხარჯები.

2. გამნათხოვრებლის მოვალეობა სხვა ხარჯების ანაზღაურების თაობაზე

განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესებით.

მუხლი 620. ნათხოვარი ნივთის ცვეთა

ნათხოვარი ნივთის ცვლილებებისა თუ გაუარესებისათვის მონათხოვრე

პასუხს არ აგებს, თუკი ეს გამოწვეულია ხელშეკრულების შესატყვისი სარგებლობით.

მუხლი 621. ნათხოვარი ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება

1. მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის

გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს.

2. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ

გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის

საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ

მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება.

3. მონათხოვრეს შეუძლია ნივთი ნებისმიერ დროს დააბრუნოს უკან.

მუხლი 622. მონათხოვრის გარდაცვალების შედეგები

თუ მონათხოვრე გარდაიცვალა, ან გამნათხოვრებელი გაუთვალისწინებელი

გარემოების გამო საჭიროებს ნივთს, მას შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.

თავი მეცხრე

სესხი

მუხლი 623. ცნება

სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს

ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე

სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

მუხლი 624. სესხის ხელშეკრულების ფორმა

სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება

გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი

ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

მუხლი 625. პროცენტი სესხისათვის (29.06.2007 N5127)

სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს

პროცენტი.

მუხლი 626. ხელშეკრულების შეწყვეტა და ვალის დაბრუნება

1. თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი

დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების

შეწყვეტისას.

2. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ

არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე. პროცენტიანი

სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით

ან გამსესხებლის თანხმობით.

3. პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ

სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც

გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.

მუხლი 627. ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება

გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება,

თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე

შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ

მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების

დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების

დადების შემდეგ.

მუხლი 628. სესხის შეპირება

სესხის შეპირებისას დამპირებელს შეუძლია უარი თქვას სესხის მიცემაზე,თუ

მეორე მხარის ქონებრივი მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ შეიძლება

საფრთხე შეექმნას ვალის დაბრუნებას. სესხის შეპირება უნდა გაფორმდეს

წერილობით.

თავი მეათე

ნარდობა

მუხლი 629. ცნება

1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია

გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას

ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს

საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი,

მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

3. ნარდობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის შედგენა არ

ანაზღაურდება, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 630. შეთანხმება ანაზღაურებაზე

1. ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების

მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი.

2. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას

შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ

არსებობს,მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება.

მუხლი 631. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შედეგები

1. თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს,

მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ

შემთხვევებისა,როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო.

2. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის

გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ

დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას

ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს

შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

მუხლი 632. სამუშაოს პირადად შესრულების ვალდებულება

მენარდემ პირადად უნდა შეასრულოს სამუშაო მხოლოდ იმ შემთხვევებში,

როცა ეს გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებებიდან ან სამუშაოს ხასიათიდან.

მუხლი 633. შემკვეთის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

1. მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ

მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი

მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ

მოქმედებას.

2. ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის

გადაცილების ხანგრძლივობისა და საზღაურის ოდენობის შესაბამისად, ხოლო მეორე

მხრივ, - იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი სამუშაო ძალის სხვაგვარი

გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისთვის არ გადაეცილებინა.

მუხლი 634. გირავნობის უფლება მოძრავ ნივთებზე

მენარდეს თავისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად შეუძლია გამოიყენოს

გირავნობის უფლება მის მიერ დამზადებულ ან შეკეთებულ მოძრავ ნივთზე, თუ ეს

ნივთი დამზადების ან შეკეთების მიზნით მენარდის მფლობელობაში იმყოფება.

მუხლი 635. იპოთეკის უფლება სამშენებლო მიწის ნაკვეთზე

თუ ხელშეკრულების საგანია ნაგებობა ან ამ ნაგებობის ცალკეული ნაწილები,

მაშინ მენარდეს შეუძლია ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი

მოთხოვნებისათვის მოითხოვოს იპოთეკა სამშენებლო მიწის ნაკვეთზე.

მუხლი 636. ხელშეკრულების მოშლა

შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას

უარი ხელშეკრულებაზე,მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული

სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

მუხლი 637. ხელშეკრულების მოშლა მენარდის ინიციატივით

მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს

ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ

შემთხვევებისა,როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი.

ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხება.

მუხლი 638. გასამრჯელოს ნაწილის მოთხოვნის უფლება

თუ მენარდე ვალდებულებას შეწყვეტს 637-ე მუხლის მიხედვით, მაშინ მას

შეუძლია მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ

მომსახურებას, თუკი შემკვეთს ადრე გაწეული მომსახურების მიმართ აქვს რაიმე

ინტერესი.

მუხლი 639. უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულება

თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ

შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

მუხლი 640. უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა

ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ

გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ.

მუხლი 641. ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობა

1. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ

პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა

ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით

გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

2. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება,თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან

განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.

მუხლი 642. დამატებითი შესრულების მოთხოვნა

1. თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი

შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან

დაამზადოს ახალი ნაკეთობა.

2. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს

აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების

ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი

მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს.

3. თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს

მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის უკან დაბრუნება.

მუხლი 643. ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ

1. თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის

დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი

შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს

შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების

ანაზღაურება.

2. დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის 405-ე მუხლის მე-2

ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. შემკვეთს შეუძლია მენარდეს მოსთხოვოს ავანსი ნაკლის აღმოსაფხვრელად

საჭირო ხარჯებისათვის.

მუხლი 644. ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო

ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი

თქვას ხელშეკრულებაზე.ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს

შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

მუხლი 645. საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო

შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს

საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს

ხელშეკრულებაზე,შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი

ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

მუხლი 646. სამუშაოს შესრულება მენარდის მასალით

1. თუ მენარდე სამუშაოს ასრულებს თავისი მასალით, იგი პასუხს აგებს

უხარისხო მასალისათვის.

2. მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის.

მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს

მას დარჩენილი მასალა.

მუხლი 647. გაფრთხილების ვალდებულება

1. მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ:

ა. შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია;

ბ. თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან

გამოუსადეგარი იქნება;

გ. არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც

საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას.

2. თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის

ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ

მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა

გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან

სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და

მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მუხლი 648. საზღაურის გადახდა შესრულებული სამუშაოსათვის

შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ,

თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

მუხლი 649. სამუშაოს მიღება

თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან

გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს

შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს

საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს

შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

მუხლი 650. მენარდის პასუხისმგებლობა შემკვეთის ქონების დაღუპვისას

მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის ქონების დაღუპვის ან დაზიანებისათვის

გაუფრთხილებლობის დროსაც.

მუხლი 651. მენარდის რისკი

1. მენარდეს ეკისრება შესრულებული სამუშაოს შემთხვევით დაღუპვის ან

დაზიანების რისკი შემკვეთისათვის შესრულების გადაცემამდე. გადაცემასთან

ერთად შემკვეთზე გადადის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი. გადაცემას

უთანაბრდება ისიც, როცა შემკვეთი აყოვნებს მიღებას.

2. მასალის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მასალის

მიმცემ მხარეს.

მუხლი 652. ნაკლის მქონე ნაკეთობის მიღების შედეგები

თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას

პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის

უფლებები ამ ნაკლის გამო.

მუხლი 653. საგარანტიო ვადა

თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა,მაშინ ამ ვადის

განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.

მუხლი 654. მენარდის მიერ ნაკლის განზრახ დაფარვის შედეგები

თუ მენარდე ნაკლს განზრახ დაფარავს, მას არ შეუძლია მიუთითოს

შეთანხმებაზე, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს შემკვეთის უფლებებს ნაკეთობის

ნაკლის გამო.

მუხლი 655. ხანდაზმულობის ვადა

მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი

წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება - ხუთი წლის

განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან.

მუხლი 656. ხანდაზმულობის ვადის ათვლა სამუშაოს ნაწილ-ნაწილ

მიღებისას

თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის

გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების

დღიდან.

თავი მეთერთმეტე

ტურისტული მომსახურება

მუხლი 657. ცნება (28.04.2006 N 2946)

1. ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული

საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება.

ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება

გაწეული მომსახურებისათვის.

2. ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) ტურისტული

მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა,

სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა

ღირებულება შედის პაკეტის ფასში.

მუხლი 657 1 . არასათანადო ინფორმაციის მიწოდების აკრძალვა (28.04.2006 N 2946)

მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებული ნებისმიერი აღწერილობითი

ფორმა, ღირებულება და ხელშეკრულების სხვა პირობები, რომლებითაც ტურისტი

უზრუნველყოფილია მოგზაურობის მომწყობის მიერ, არ უნდა შეიცავდეს ყალბ,

არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.

მუხლი 657 2 . დეტალური ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა (28.04.2006 N

2946)

1. ტურისტს, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით, ხელშეკრულების

დადებამდე, წერილობით ან ტურისტისათვის მისაღები სხვა ფორმით, უნდა

მიეწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია:

ა) ღირებულების, მისი გადახდის მეთოდებისა და განრიგის შესახებ;

ბ) დანიშნულების ადგილისა და მიზნების, გამოსაყენებელი სატრანსპორტო

საშუალებებისა და მათი დახასიათების შესახებ;

გ) განთავსების ტიპის, მდებარეობის, კატეგორიის, მომსახურების ხარისხის,

მისი კლასიფიკაციისა და სხვა ძირითადი მახასიათებლების შესახებ;

დ) კვების შესახებ;

ე) მარშრუტის შესახებ;

ვ) პასპორტთან და ვიზასთან, აგრეთვე მოგზაურობისათვის აუცილებელი

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ;

ზ) ვიზიტების, ექსკურსიების ან/და სხვა მომსახურების შესახებ, რომლებიც

შედის პაკეტის ღირებულებაში;

თ) იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელია ტურისტთა

გარკვეული რაოდენობა და ის არ შეგროვდა, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე

ტურისტის ინფორმირების უკანასკნელი ვადის შესახებ.

2. მოგზაურობის მომწყობმა, მოგზაურობის დაწყებამდე გონივრულ ვადაში,

ტურისტს უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) შუალედური გაჩერებების დროისა და ადგილების შესახებ;

ბ) მოგზაურობის მომწყობის ან მისი ადგილობრივი წარმომადგენლის ან,

ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი სააგენტოების ან/და სათანადო

სამსახურების დასახელება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ვისაც

დახმარებისათვის შეუძლია მიმართოს ტურისტმა;

გ) არასრულწლოვნის მოგზაურობის შემთხვევაში, არასრულწლოვანთან ან

მასზე პასუხისმგებელ პირთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალებათა

შესახებ;

დ) ტურისტის იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია

ტურისტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული, აგრეთვე რეპატრიაციის,

უბედური შემთხვევის ან/და ავადმყოფობის დროს ტურისტის დასახმარებლად

გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან.

3. ტურისტისათვის წერილობით ან სხვა სათანადო ფორმით მიწოდებული

ინფორმაცია მოგზაურობის მომწყობისათვის ატარებს სავალდებულო ხასიათს.

მუხლი 657 3 . ხელშეკრულების თავდაპირველი ფასის შეცვლისა და

კალკულაციის წესები და მოგზაურობის მომწყობის

ვალდებულებები (28.04.2006 N 2946)

1. მოგზაურობის (პაკეტის) ღირებულება არ ექვემდებარება გადასინჯვას,

გარდა ამ კოდექსის 660-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული

შემთხვევისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულება თავად ითვალისწინებს

გადასინჯვის შესაძლებლობებს და თავდაპირველი ფასის შეცვლისა და

კალკულაციის წესებს, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) ტრანსპორტის ღირებულება, საწვავის ღირებულების ჩათვლით;

ბ) კონკრეტული სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურების

გადასახადები, როგორიცაა პორტებსა და აეროპორტებში ტვირთის

გადატანა-გადაზიდვა, ტაქსის დაქირავება და სხვა;

გ) პაკეტში გათვალისწინებული სავალუტო კურსის ოდენობა.

2. გამგზავრების დღემდე, ოცი დღის განმავლობაში, მოგზაურობის (პაკეტის)

ღირებულება გაზრდას არ ექვემდებარება, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა

მოგზაურობის მომწყობი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, იძულებულია

გამგზავრებამდე მნიშვნელოვნად შეცვალოს ხელშეკრულების არსებითი პირობები,

ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ტურისტს, რათა მან მიიღოს

სათანადო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეცვლილი პირობებით

მისი მიღების თაობაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს მოგზაურობის

მომწყობს.

მუხლი 658. მესამე პირი მოგზაურობაში

1. მოგზაურობის დაწყებამდე ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მის ნაცვლად

მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობა. მოგზაურობის მომწყობს შეუძლია უარი

განაცხადოს მესამე პირის მონაწილეობაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს

მოგზაურობისათვის აუცილებელ პირობებს.

2. მოგზაურობის მომწყობს შეუძლია მოსთხოვოს ტურისტს იმ დამატებითი

ხარჯების ანაზღაურება, რაც მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობამ გამოიწვია.

მუხლი 659. მოგზაურობის ხარვეზები

1. მოგზაურობის მომწყობი მოვალეა იმგვარად მოაწყოს მოგზაურობა, რომ მას

არ ჰქონდეს ისეთი ხარვეზები, რომლებსაც შეუძლიათ გააუფასურონ ან შეამცირონ

მოგზაურობის მნიშვნელობა ჩვეულებრივი ან ხელშეკრულებით

გათვალისწინებული მიზნებისათვის.

2. თუ მოგზაურობას ასეთი ხარვეზები აქვს, მაშინ ტურისტს შეუძლია

მოითხოვოს მათი აღმოფხვრა. მოგზაურობის მომწყობს უფლება აქვს უარი თქვას

ხარვეზების გამოსწორებაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.

3. თუ მოგზაურობის მომწყობი არ აღმოფხვრის ხარვეზებს ტურისტის მიერ

განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაშინ ტურისტს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას

ხარვეზები და მოითხოვოს მათზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება.

ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ მოგზაურობის მომწყობი უარს იტყვის

ხარვეზების აღმოფხვრაზე, ან თუ ტურისტი დაინტერესებულია ხარვეზის

დაუყოვნებელი აღმოფხვრით.

მუხლი 660. ღირებულების შემცირება მოგზაურობის ხარვეზის გამო

1. თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ მისი ღირებულება მცირდება იმ

დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები.

2. ღირებულება არ შემცირდება, თუ ტურისტი თავისი ბრალით არ

შეატყობინებს მოგზაურობის მომწყობს ხარვეზის შესახებ.

მუხლი 661. ხარვეზის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ტურისტის

ინიციატივით

1. თუ ტურისტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა 659-ე მუხლში მითითებული

ხარვეზის გამო, მას შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება. ასეთივე წესი გამოიყენება

მაშინაც, თუ მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მოგზაურობაში საპატიო

მიზეზით, რომლის შესახებაც იცის მოგზაურობის მომწყობმაც.

2. ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობის

მომწყობი პირი არ აღმოფხვრის ხარვეზებს ტურისტის მიერ დადგენილ ვადაში.

ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი, თუ ხარვეზების გამოსწორება

შეუძლებელია, ან მოგზაურობის მომწყობი უარს იტყვის მათ აღმოფხვრაზე, ან

ხელშეკრულების შეწყვეტა გამართლებულია ტურისტის განსაკუთრებული

ინტერესებით.

3. ხელშეკრულების შეწყვეტისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს

შეთანხმებული ანაზღაურების მიღების უფლებას, მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს

ანაზღაურება უკვე გაწეული უხარვეზო მომსახურებისათვის.

4. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ტურისტის უკან მიყვანა,

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოგზაურობის მომწყობი მოვალეა უკანვე

მიიყვანოს იგი. ამ შემთხვევაში დამატებითი ხარჯები მოგზაურობის მომწყობს

ეკისრება.

5. თუ ტურისტი მოგზაურობის დაწყებამდე, ამ კოდექსის 657 3 მუხლის მე-2

ნაწილის თანახმად წყვეტს ხელშეკრულებას, პაკეტი უქმდება და ასეთ შემთხვევაში

მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია ტურისტს: (28.04.2006 N 2946)

ა) შესთავაზოს თავდაპირველი პაკეტის ეკვივალენტური ან უკეთესი ხარისხის

ახალი პაკეტი, როცა ეს შესაძლებელია;

ბ) ან აუნაზღაუროს ფასში განსხვავება, თუ შეთავაზებული ახალი პაკეტი

დაბალი ხარისხისაა;

გ) ან დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ხელშეკრულების თანახმად გადახდილი

თანხა.

მუხლი 662. მოგზაურობის ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

1. თუ მოგზაურობის ხარვეზები წარმოიშვა იმ გარემოებათა

შედეგად,რომლებზედაც პასუხს აგებს მოგზაურობის მომწყობი, ტურისტს შეუძლია

ხარვეზების გამო ანაზღაურების შემცირების ან ხელშეკრულების შეწყვეტის

უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის

ანაზღაურება.

2. თუ მოგზაურობა ჩაიშალა ან იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული, მაშინ

ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ასევე შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით

გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება.

3. თუ ხელშეკრულება, ტურისტის ბრალის გარეშე, მოგზაურობის

დაწყებამდე შეწყდება, ტურისტს უფლება აქვს მოითხოვოს შეუსრულებლობით

გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა: (28.04.2006 N 2946)

ა) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მოგზაურობის მოსაწყობად

აუცილებელ პირთა რაოდენობის სიმცირე, რის შესახებაც ტურისტს წერილობითი

ფორმით ეცნობა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებულია მოგზაურობის

(პაკეტის) აღწერილობაში;

ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დაუძლეველი ძალა.

მუხლი 662 1 . ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება

ტურისტის საჩივარზე სწრაფი რეაგირების მოხდენის

შესახებ (28.04.2006 N 2946)

მოგზაურობის მომწყობი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია სწრაფი

რეაგირება მოახდინოს ტურისტის საჩივარზე და მიიღოს სათანადო

გადაწყვეტილება.

მუხლი 662 2 . ტურისტული მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება

ტურისტისათვის გარანტიების წარდგენის შესახებ (28.04.2006 N 2946)

მოგზაურობის მომწყობმა უნდა წარმოადგინოს უსაფრთხოების მტკიცე

გარანტიები გაკოტრების შემთხვევაში მომხმარებელთა რეპატრიაციის და მათთვის

გადახდილი თანხების უკან დაბრუნების მიზნით ხარჯების გაწევასთან

დაკავშირებით.

მუხლი 663. მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა

1. 659-662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია

წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული

მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ

ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ

მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში.

2. ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა

იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა

დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის

დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც

მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას.

მუხლი 664. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

მოგზაურობის მომწყობს ტურისტთან შეთანხმებით შეუძლია შეზღუდოს

თავისი პასუხისმგებლობა მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით, თუ:

ა. ტურისტისათვის მიყენებული ზიანი არ იყო გამოწვეული განზრახ ან უხეში

გაუფრთხილებლობით,

ან

ბ. მოგზაურობის მომწყობი ერთპიროვნულად მთლიანად არ აგებს პასუხს

ტურისტის წინაშე იმ ზიანისათვის, რომელიც წარმოიშვა მოგზაურობის მომწყობის

ვალდებულების შემსრულებელთაგან ერთ-ერთის ბრალის შედეგად.

მუხლი 665. უარი ხელშეკრულებაზე მოგზაურობის დაწყებამდე

1. ტურისტს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია უარი

თქვას ხელშეკრულებაზე.

2. ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმისას მოგზაურობის მომწყობი

კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას. ამავე დროს, მას შეუძლია

მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება

შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას

შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად.

მუხლი 666. დაუძლეველი ძალა

1. თუ მოგზაურობა არსებითად გაძნელდება, ან წარმოიშობა სხვა საფრთხე,ან

ტურისტს მიადგება ზიანი ხელშეკრულების დადებისას გაუთვალისწინებელი

დაუძლეველი ძალის დადგომის შედეგად, მაშინ როგორც ტურისტს, ისე

მოგზაურობის მომწყობს შეუძლიათ შეწყვიტონ ხელშეკრულება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში

ხელშეკრულების შეწყვეტისას გამოიყენება 661-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-4

ნაწილის პირველი წინადადების წესები. თითოეულ მხარეს ეკისრება უკან მიყვანის

დამატებითი ხარჯების ნახევარი. სხვა შემთხვევაში დამატებითი ხარჯები ეკისრება

ტურისტს.

მუხლი 667. მოგზაურის საზიანო შეთანხმებათა დაუშვებლობა

ამ თავით გათვალისწინებული წესები არ შეიძლება შეიცვალოს მოგზაურის

საზიანოდ.

თავი მეთორმეტე

გადაზიდვა-გადაყვანა

I. გადაზიდვის ხელშეკრულება

მუხლი 668. ცნება

გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული

საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი

დანიშნულების ადგილზე.

მუხლი 669. გადამზიდველის პასუხისმგებლობა

1. გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის,

ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის.

2. პასუხისმგებლობა არ დადგება,თუკი ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი

ძალის ან თვით მგზავრის მიერ, ანდა მისი ბარგით.

3. გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან

შეიზღუდოს ხელშეკრულებით.

მუხლი 670. ხელშეკრულების დადების ვალდებულება

პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს ტვირთის გადაზიდვასა და მგზავრთა

გადაყვანას,ვალდებულია დადოს გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ არ

არსებობს უარის თქმის საფუძველი.

მუხლი 671. გადაზიდვა რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით

თუ დატვირთული ავტომობილი გზის ერთ მონაკვეთზე გადაზიდული იქნება

ზღვით, რკინიგზით ან საჰაერო ტრანსპორტით და - 682-ე მუხლში

გათვალისწინებული შემთხვევების შესაბამისად - ტვირთი არ იქნება

გადმოტვირთული, ამ თავის ნორმები მაინც გამოიყენება მთლიანი

გადაზიდვისათვის.

მუხლი 672. გადაზიდვის ხელშეკრულების ფორმა

გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის)

სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად,

გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის

ნორმებით.

მუხლი 673. ზედნადების შედგენის წესი

1. ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და

გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს,

მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.

2. თუ გადასაზიდი ტვირთი ნაწილდება რამდენიმე ტრანსპორტზე, ან საქმე

ეხება სხვადასხვა სახის ანდა ცალკეულ პარტიებად დაყოფილ ტვირთს, როგორც

გამგზავნს, ასევე გადამზიდველს შეუძლიათ მოითხოვონ იმდენი ზედნადების

შედგენა, რამდენი ტრანსპორტიც ან ტვირთის სახეობაა.

მუხლი 674. ზედნადების რეკვიზიტები

1. ზედნადები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა. გაცემის დღესა და ადგილს;

ბ. გამგზავნის სახელსა და მისამართს;

გ. გადამზიდველის სახელსა და მისამართს;

დ. ტვირთის გადაცემის დღესა და ადგილს, ასევე ტვირთის მიტანის ადგილს;

ე. მიმღების სახელსა და მისამართს;

ვ. ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახეს,

საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნას;

ზ. გადასაზიდი ტვირთების რაოდენობას, ნიშნებსა და ნომრებს;

თ. ტვირთის წონას ან სხვაგვარად აღნიშნულ რაოდენობას;

ი. გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს (გადაზიდვის ფასი, დამატებითი

ხარჯები, საბაჟო გადასახადები და სხვა ხარჯები, რომლებიც წარმოიშობა

ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე);

კ. საბაჟო და სხვა მსგავსი სამსახურების აღნიშვნებს;

ლ. აღნიშვნას, რომ გადაზიდვა, მიუხედავად ორმხრივი შეთანხმებისა, მაინც

ექვემდებარება ამ თავის ნორმებს.

2. საჭიროებისას ზედნადები უნდა შეიცავდეს დამატებით მონაცემებს:

ა. სხვა ტრანსპორტზე გადატვირთვის აკრძალვას;

ბ. ხარჯებს, რომლებსაც გამგზავნი თავის თავზე იღებს;

გ. ტვირთის გაგზავნის დროს გადასახდელი ფასდანამატის ოდენობას;

დ. ტვირთის ღირებულებას და მიწოდებისადმი განსაკუთრებული ინტერესის

აღნიშვნას;

ე. გამგზავნის მითითებებს გადამზიდველის მიმართ ტვირთის დაზღვევის

შესახებ;

ვ. შეთანხმებულ ვადას, რომელშიც უნდა დასრულდეს გადაზიდვა;

ზ. გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების ჩამონათვალს.

3. მხარეებს შეუძლიათ ზედნადებში ჩაწერონ სხვა მონაცემებიც, რომლებსაც

ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

მუხლი 675. გამგზავნის პასუხისმგებლობა

1. გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც

დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი:

ა. 674-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ", "დ", "ე", "ვ", "ზ", "თ" და "კ"

ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები;

ბ. 674-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული მონაცემები;

გ. ყველა სხვა მონაცემი ან გამგზავნის მითითებები ზედნადების შესადგენად

ან მასში შესატანად.

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ მონაცემებს გადამზიდველი

გამგზავნის მოთხოვნის საფუძველზე ზედნადებში ჩაწერს, მაშინ საპირისპიროს

დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველი გამგზავნის სახელით

მოქმედებდა.

3. თუ ზედნადები არ შეიცავს 674-ე მუხლის პირველი ნაწილის "ლ" ქვეპუნქტში

აღნიშნულ მონაცემებს, მაშინ გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და

ზიანისათვის, რომლებიც ტვირთზე უფლების მქონეს წარმოეშობა ამ მონაცემთა

მიუთითებლობის გამო.

მუხლი 676. გადამზიდველის ვალდებულება ტვირთის მიღებისას

1. გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს:

ა. ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ

ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე;

ბ. ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა.

2. თუ გადამზიდველს არა აქვს სათანადო საშუალება იმისათვის, რომ

შეამოწმოს ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემები,

მაშინ მას ზედნადებში შეაქვს პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ამგვარადვე

უნდა შეიტანოს მან ისეთი პირობები, რომლებიც შეეხება ტვირთის გარეგნულ

მდგომარეობასა და მის შეფუთვას. ეს პირობები გამგზავნისთვის არ არის

სავალდებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მან ისინი ზედნადებში აშკარად

აღიარა.

3. გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა

გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას

შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის

შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან

დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს

ზედნადებში.

მუხლი 677. გადაზიდვის ხელშეკრულების დადების პრეზუმფცია

1. საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში

მიღებული სხვა ფორმები)არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის

ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს

მიღებული აქვს.

2. თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები,საპირისპიროს

დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას

ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის

ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში

ჩაწერილ მონაცემებს.

მუხლი 678. გამგზავნის პასუხისმგებლობა ტვირთის უხარისხო შეფუთვით

გამოწვეული ზიანისათვის

გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო

შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა

ქონებას, ასევე უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ხარჯებისათვის, გარდა იმ

შემთხვევებისა, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა

ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს.

მუხლი 679. გამგზავნის მიერ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების

ვალდებულება

1. გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა ის საბუთი,

რომლებიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საბაჟო და სხვა მსგავს მოქმედებათა

შესასრულებლად, ან გადასცეს ეს საბუთები გადამზიდველს და მიაწოდოს ყველა

საჭირო ინფორმაცია.

2. გადამზიდველი არ არის ვალდებული შეამოწმოს, არის თუ არა ეს საბუთები

და ინფორმაცია სწორი და საკმარისი. გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის

წინაშე საბუთებისა და მონაცემების არასრულყოფილებითა და უზუსტობით

გამოწვეული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს გადამზიდველის ბრალით

მოხდა.

3. გადამზიდველი პასუხს აგებს ზედნადებში აღნიშნული და მასზე დართული

ან გადამზიდველისათვის გადაცემული საბუთების დაკარგვის ან მათი არასწორი

გამოყენებისათვის; მას არ შეიძლება იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დაეკისროს,

ვიდრე ტვირთის დაკარგვის დროს დადგებოდა.

მუხლი 680. გამგზავნის უფლებები

1. გამგზავნი უფლებამოსილია განკარგოს ტვირთი, მოითხოვოს გადაზიდვის

შეწყვეტა; მას ასევე შეუძლია მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა არ შეცვალოს

მიწოდების ადგილი ან ტვირთი, არ მისცეს იგი სხვა პირს, გარდა იმისა, რომელიც

ზედნადებშია აღნიშნული.

2. ეს უფლება ქარწყლდება მაშინვე, როცა ზედნადების მეორე პირი გადაეცემა

ტვირთის მიმღებს, ან იგი გამოიყენებს თავის უფლებას 681-ე მუხლის პირველი

წინადადების მიხედვით.(28.12.2002 N1902) ამ მომენტიდან გადამზიდველმა უნდა

შეასრულოს მიმღების მითითებები.

3. მიმღები განკარგვის უფლებას იძენს ზედნადების გაფორმებისთანავე, თუ

გამგზავნმა ზედნადებში გააკეთა შესაბამისი აღნიშვნა.

4. თუ მიმღებმა განკარგვის უფლების განხორციელებისას გასცა მითითება

ტვირთის მიწოდების შესახებ მესამე პირისათვის, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არ

არის უფლებამოსილი დაასახელოს სხვა მიმღები.

5. განკარგვის უფლების განხორციელება უნდა მოხდეს შემდეგი წესების

დაცვით:

ა. გამგზავნმა ან - ამ მუხლის მე-3 ნაწილში დასახელებულ შემთხვევაში -

მიმღებმა, თუ მას თავისი განკარგვის უფლების განხორციელება სურს, უნდა

წარმოადგინოს ზედნადების პირველი პირი, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს

გადამზიდველისათვის მიცემული ახალი მითითებები, და მას აუნაზღაუროს ყველა

ის ხარჯი და ზიანი, რომლებიც ამ მითითებათა შესრულების შედეგად წარმოიშვა;

ბ. მითითებათა შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს იმ მომენტში, როცა

ისინი მიუვა იმ პირს,რომელმაც ეს მითითება უნდა შეასრულოს, და არ შეიძლება,

რომ იგი ხელს უშლიდეს გადამზიდველის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, და

არც გამგზავნის ან მიმღების სხვა ტვირთს უნდა აყენებდეს ზიანს;

გ. მითითებებმა არ უნდა გამოიწვიონ ტვირთის დანაწილება.

6. თუ გადამზიდველს ამ მუხლის მე-5 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე

არ შეუძლია მიღებული მითითებების შესრულება, ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ

უნდა შეატყობინოს იმ პირს, ვინც ეს მითითებები გასცა.

7. გადამზიდველი, რომელიც არ ასრულებს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით

გაცემულ მითითებებს, ან ასრულებს მათ ზედნადების პირველი პირის მოთხოვნის

გარეშე, პასუხს აგებს უფლებამოსილი პირის წინაშე აქედან წარმოშობილი

ზიანისათვის.

მუხლი 681. მიმღების უფლებები ტვირთის გადაცემისას

ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის

მიტანისთანავე მიმღები უფლებამოსილია გადამზიდველს მოსთხოვოს ტვირთის

მიღების დადასტურებით ზედნადების მეორე პირის გადაცემა და ამით ტვირთი

ჩაითვლება გადაცემულად. თუ აღმოჩნდება ტვირთის დანაკლისი, ან ტვირთი არ

არის 688-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში მიტანილი, მიმღებს შეუძლია

გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები საკუთარი სახელით

გამოიყენოს გადამზიდველის წინააღმდეგ.

მუხლი 682. ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა

1. თუ ტვირთის გადაცემისათვის გათვალისწინებულ ადგილზე ტვირთის

მიღების წინ შეუძლებელია ხელშეკრულების შესრულება ზედნადებში აღნიშნული

პირობებით, გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს 680-ე მუხლის მიხედვით

უფლებამოსილი პირის განკარგულება ტვირთის შესახებ.

2. თუ გარემოებები იძლევიან ზედნადებში მითითებული პირობებისაგან

განსხვავებულად გადაზიდვის შესაძლებლობას და გადამზიდველს არ შეეძლო

უფლებამოსილი პირის ტვირთის შესახებ 680-ე მუხლით გათვალისწინებულ

მითითებათა მიღება სათანადო ვადის განმავლობაში, მან უნდა მიიღოს ისეთი

ზომები, რომლებიც, უფლებამოსილი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაზე

საუკეთესოდ იქნება მიჩნეული.

მუხლი 683. ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები

1. თუ დანიშნულების ადგილზე ტვირთის მისვლის შემდეგ წარმოიშობა

ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები, გადამზიდველმა უნდა

მოითხოვოს გამგზავნის მითითებები. თუ მიმღები უარს ამბობს ტვირთის მიღებაზე,

გამგზავნი უფლებამოსილია თვითონ განკარგოს ტვირთი ზედნადების პირველი

პირის წარმოდგენის გარეშეც.

2. მიმღებს შეუძლია ტვირთის გადაცემა მოითხოვოს მაშინაც კი, როცა მან

ტვირთის მიღებაზე უარი თქვა, ვიდრე გადამზიდველს გამგზავნისაგან არ მიუღია

საწინააღმდეგო მითითებები.

3. თუ წარმოიშვა ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოება მას შემდეგ,

რაც მიმღებმა 680-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით გასცა მითითება მესამე

პირისათვის ტვირთის გადაცემის შესახებ, მაშინ ამ მუხლის პირველი და მე-2

ნაწილების გამოყენებისას მიმღები იკავებს გამგზავნის ადგილს, მესამე პირი კი -

მიმღების ადგილს.

მუხლი 684. გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი

ხარჯების ანაზღაურების უფლება

1. გადამზიდველს აქვს იმ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება,

რომლებიც მას წარმოეშობა მითითებების მიღების ან მათი შესრულების გამო, გარდა

იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხარჯები მისი ბრალით წარმოიშვა.

2. 682-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 683-ე მუხლით გათვალისწინებულ

შემთხვევებში გადამზიდველს შეუძლია ტვირთი სასწრაფოდ გადმოტვირთოს

უფლებამოსილი პირის ხარჯზე;გადმოტვირთვის შემდეგ გადაზიდვა

დასრულებულად ითვლება.ამის შემდეგ გადამზიდველმა ტვირთი უნდა შეინახოს

უფლებამოსილი პირისათვის. მას შეუძლია ტვირთის შენახვა მიანდოს მესამე პირს;

ასეთ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მესამე პირის

შერჩევისათვის. ზედნადებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა და ხარჯი

ანაზღაურდება ტვირთის ღირებულებიდან.

3. უფლებამოსილი პირის მითითების დალოდების გარეშე გადამზიდველს

შეუძლია გაყიდოს ტვირთი, თუ საქონელი მალფუჭებადია, ან თუ ტვირთის

მდგომარეობა ამართლებს ამგვარ მოქმედებას, ანდა როცა შენახვის ხარჯები

აღემატება ტვირთის ღირებულებას. მას შეუძლია სხვა შემთხვევებშიც გაყიდოს

ტვირთი, თუ განსაზღვრული დროის განმავლობაში იგი არ მიიღებს მითითებებს არც

ერთი მხარისაგან.

4. თუ ტვირთი გაიყიდა ამ მუხლის წესების მიხედვით, მაშინ თანხა ტვირთთან

დაკავშირებული ხარჯების გამოკლებით უნდა გადაეცეს უფლებამოსილ პირს. თუ ეს

ხარჯები შემოსავალზე მეტია, გადამზიდველს შეუძლია მოითხოვოს სხვაობის

ანაზღაურება.

5. გაყიდვის წესი განისაზღვრება იმ ადგილის კანონებითა და

ჩვეულებებით,სადაც იმყოფება ტვირთი.

მუხლი 685. გირავნობის უფლება ტვირთზე

გადამზიდველს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების

გამო აქვს ტვირთზე გირავნობის უფლება, ვიდრე იგი უფლებამოსილია განკარგოს ეს

ნივთი.

მუხლი 686. ცნება. შინაარსი

II. გადამზიდველის პასუხისმგებლობა

1. გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ

დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი

მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის

გადაცილებისათვის.

2. გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის

დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის

ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი

პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული,

რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები

შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.

3. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების მიზნით გადამზიდველს არ

შეუძლია მიუთითოს არც გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო

საშუალების ნაკლზე და არც ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის

მომსახურე პერსონალის ბრალზე.

4. გადამზიდველი 687-ე მუხლის მე-2-5 ნაწილებით გათვალისწინებული

პირობების არსებობისას თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის

დაკარგვა ან დაზიანება ქვემოთ დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებული

განსაკუთრებული საფრთხისგან წარმოიშვა, კერძოდ, როცა:

ა. გამოიყენება ღია, გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალება, თუ მისი

გამოყენება პირდაპირ იყო შეთანხმებული და ზედნადებში აღნიშნული;

ბ. ტვირთი არ არის შეფუთული ან უხარისხოდაა შეფუთული,რაც, ტვირთის

ხასიათიდან გამომდინარე, დაკარგვის ან დაზიანების საფრთხეს ქმნის;

გ. ტვირთის დათვალიერება, დატვირთვა, დაწყობა ან გადმოტვირთვა ხდება

გამგზავნის, მიმღების ან მათთვის მოქმედი მესამე პირის მიერ;

დ. ცალკეული ტვირთების თავისებურებათა გამო მოსალოდნელია მათი

მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის ან დაზიანების, კერძოდ, დამტვრევის,

დაჟანგვის, კოროზიის,გახმობის, დაღვრის, ნორმალური დანაკარგის ან მწერებისა და

მღრღნელების ზემოქმედების საფრთხე;

ე. გადასაზიდი ტვირთი არასაკმარისადაა აღნიშნული ან დანომრილი;

ვ. გადასაყვანია ცხოველები.

მუხლი 687. მტკიცების ტვირთი

1. იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის

დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა,

ეკისრება გადამზიდველს.

2. თუ გადამზიდველი დაამტკიცებს, რომ, კონკრეტული საქმის

გარემოებებიდან გამომდინარე, დანაკარგი ან დაზიანება შეიძლებოდა

წარმოქმნილიყო 686-ე მუხლის მე-4 ნაწილში დასახელებული ერთი ან რამდენიმე

საფრთხისაგან, ივარაუდება, რომ ზიანი აქედან წარმოიშვა. უფლებამოსილ პირს

შეუძლია დაამტკიცოს, რომ ზიანი არ არის ამ საფრთხისგან ან მხოლოდ ამ

საფრთხისგან წარმოშობილი.

3. ამ მუხლის მეორე ნაწილში მოცემული პრეზუმფცია არ მოქმედებს 686-ე

მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასაზიდი

ტვირთის ექსტრემალურ პირობებში დაკარგვის ან დაღუპვისას.

4. თუ გადაზიდვა ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც აქვს

სპეციალური აღჭურვილობა ტვირთის დასაცავად სიცხის, სიცივის, ტემპერატურის

ცვლილებების ან ქარისაგან, გადამზიდველს შეუძლია 686-ე მუხლის მე-4 ნაწილზე

მიუთითოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა

აუცილებელი მოქმედებანი ამ მოწყობილობათა შერჩევის, ექსპლუატაციისა და

გამოყენებისათვის და დაიცვა მისთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა.

5. გადამზიდველს შეუძლია 686-ე მუხლის მე-4 ნაწილის "დ" ქვეპუნქტი

გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, თუ დაამტკიცებს, რომ მან შეასრულა მასზე

დაკისრებული ყველა ღონისძიება და დაიცვა მისთვის მიცემული ყველა მითითება.

მუხლი 688. ტვირთის მიტანის ვადის გადაცილება

ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის

მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, - გადასაზიდად

საჭირო ჩვეულებრივ დროში - იმ გარემოებათა გათვალისწინებით,რომლებიც

დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად

აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც

წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.

მუხლი 689. ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია

1. უფლებამოსილ პირს შეუძლია დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის

გარეშეც ტვირთი ჩათვალოს დაკარგულად, თუ ტვირთი გადაზიდვის

შეთანხმებული ვადის გასვლიდან ოცდაათი დღის ვადაში არ იქნება მიტანილი

დანიშნულების ადგილზე ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, -

გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან სამოცი დღის შემდეგ.

2. უფლებამოსილ პირს შეუძლია დაკარგული ტვირთის გამო ზიანის

ანაზღაურებისას წერილობით მოითხოვოს, რომ მას დაუყოვნებლივ შეატყობინონ,

თუ ზიანის ანაზღაურებიდან ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება დაკარგული

ტვირთი. ამ მოთხოვნაზე პასუხი ასევე წერილობით უნდა გაიცეს.

3. უფლებამოსილ პირს შეუძლია ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი

დღის ვადაში მოითხოვოს, რომ ტვირთი ჩაბარდეს მას ზედნადებიდან გამომდინარე

უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ და მიღებული ანაზღაურების უკან

დაბრუნების პირობით, საჭიროებისას - ზიანის ანაზღაურებისას წარმოშობილი

ხარჯების გამოკლებით; მისი მოთხოვნები გადაზიდვის ვადის დარღვევის გამო

ზიანის ანაზღაურებაზე 692-ე და 694-ე მუხლების მიხედვით უცვლელი რჩება.

4. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში გათვალისწინებული მოთხოვნა წარდგენილი

არ იქნება, ან არ არის მითითება მესამე ნაწილში გათვალისწინებული

ოცდაათდღიანი ვადის გამო, ანდა ტვირთი ნაპოვნი იქნება გადახდიდან ერთი წლის

ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ გადამზიდველს შეუძლია ტვირთი განკარგოს იმ

ადგილას მოქმედი წესების მიხედვით, სადაც ტვირთი იმყოფება.

მუხლი 690. დანამატის მიღების მოთხოვნის უფლება

თუ მიმღებს ტვირთი ჩაბარდა იმ დანამატის გადაუხდელად, რომელიც

გადამზიდველს უნდა მიეღო დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიტანის შემდეგ,

მაშინ გადამზიდველს შეუძლია, რეგრესულ უფლებაზე მითითებით, გამგზავნს

მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.

მუხლი 691. საფრთხეშემცველი ტვირთის გაგზავნის წესი

1. თუ გამგზავნი გზავნის საფრთხეშემცველ ტვირთს, მაშინ იგი ვალდებულია

გადამზიდველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია და გააფრთხილოს ამ ტვირთის

შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი - დააზღვიოს ეს ტვირთი. თუ ეს ვალდებულება

არ არის შეტანილი ზედნადებში,მაშინ გამგზავნსა და მიმღებს ევალებათ სხვა

საშუალებებით დაამტკიცონ, რომ გადამზიდველმა ზუსტად იცოდა ტვირთის

სახეობა და მოსალოდნელი საფრთხე.

2. საფრთხეშემცველი ტვირთი, რომლის საფრთხის შესახებაც პირველი

ნაწილის მიხედვით გადამზიდველმა არაფერი იცოდა, გადამზიდველს შეუძლია

ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას გადმოცალოს, მოსპოს ან გააუვნებელყოს

იგი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გარეშე; გამგზავნი ასევე აგებს პასუხს ამ

ტვირთის გადასაზიდად გადაცემით ან გადაზიდვებით გამოწვეული ზიანისა და

ხარჯებისათვის.

მუხლი 692. ტვირთის ღირებულება ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ

დაკარგვისას

1. თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის

მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის

ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი

ტვირთის ფასის მიხედვით.

2. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის

არარსებობისას - საბაზრო ფასით; თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ - მსგავსი

სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად.

3. გადაზიდვის თანხა, საბაჟო და სხვა მსგავსი ხარჯები უკან უნდა

დაბრუნდეს, ოღონდ ტვირთის მთლიანად დაკარგვისას - მთლიანად, ხოლო

ნაწილობრივ დაკარგვისას - ნაწილობრივ.

4. თუ გადაცილებულია ტვირთის მიტანის ვადა და უფლებამოსილი პირი

დაამტკიცებს, რომ ამის გამო წარმოიშვა ზიანი, გადამზიდველმა უნდა აანაზღაუროს

იგი მხოლოდ ამ ტვირთის ღირებულების ოდენობამდე. მეტის ანაზღაურების

მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა 694-ე მუხლის თანახმად არსებობდა

განსაკუთრებული ინტერესი ამ გადაზიდვის მიმართ, ან მითითებული იყო ტვირთის

ღირებულება.

მუხლი 693. ზიანის ანაზღაურება ტვირთის დაზიანებისას

1. ტვირთისდაზიანებისას გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური,

რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება და რომელიც გამოითვლება 692-ე

მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში დადგენილი ტვირთის ღირებულების

მიხედვით.

2. ზიანის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომელიც:

ა. უნდა გადახდილიყოტვირთის მთლიანად დაკარგვისას, თუკი მთელი

ტვირთი დაზიანების შედეგად მთლიანად გაუფასურდა;

ბ. უნდა გადახდილიყო ტვირთის გაუფასურებული ნაწილის დაკარგვისას,

თუკი დაზიანების შედეგად გაუფასურდა ტვირთის მხოლოდ ერთი ნაწილი.

მუხლი 694. განსაკუთრებული დაინტერესების აღნიშვნა ზედნადებში

1. გამგზავნს შეუძლია დათქმული დანამატის გადახდის საფუძველზე

ზედნადებში აღნიშნოს თავისი განსაკუთრებული დაინტერესება ამ გადაზიდვით იმ

შემთხვევებისათვის, როცა დაიკარგება ან დაზიანდება ტვირთი, ანდა

გადაცილებული იქნება მისი ჩაბარების ვადა.

2. თუ უკვე გამოხატულია განსაკუთრებული დაინტერესება მოცემული

გადაზიდვით, 692-ე და 693-ე მუხლებით გათვალისწინებული ზიანის

ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად შეიძლება მოთხოვილ იქნეს დამატებითი

ზიანის ანაზღაურება დაინტერესებაში გამოხატული ოდენობით.

მუხლი 695. პროცენტის მოთხოვნა უზრუნველყოფილ ზიანის

ანაზღაურებაზე

1. ტვირთზე უფლებამოსილ პირს შეუძლია მისთვის უზრუნველყოფილ

ზიანის ანაზღაურებაზე მოითხოვოს წლიური ხუთი პროცენტი. პროცენტების ათვლა

იწყება გადამზიდველის მიმართ რეკლამაციის წარდგენის დღიდან, ან, თუ

რეკლამაცია არ იყო წარდგენილი, - სარჩელის შეტანის დღიდან.

2. თუ ზიანის ანაზღაურება დადგენილია იმ ფულად ერთეულში, რომელიც არ

მოქმედებს ქვეყანაში, და მოთხოვილია გადახდა, კურსი განისაზღვრება ზიანის

ანაზღაურების გადახდის ადგილზე იმ დღეს მოქმედი კურსის შესაბამისად.

მუხლი 696. არასახელშეკრულებო მოთხოვნები გადაზიდვებისას

1. თუ დანაკარგმა, დაზიანებამ ან ვადის გადაცილებამ, რომლებიც ამ თავით

მოწესრიგებული გადაზიდვების დროს წარმოიშვა, შეიძლება მოქმედი წესების

მიხედვით არასახელშეკრულებო მოთხოვნები გამოიწვიოს, მაშინ ამის საპასუხოდ

გადამზიდველს შეუძლია მიუთითოს ამ თავის იმ წესებზე, რომლებიც მის

პასუხისმგებლობას გამორიცხავენ, ან ზიანის ანაზღაურების მოცულობას

განსაზღვრავენ, ანდა ზღუდავენ.

2. თუ გამოყენებული იქნება არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის

მოთხოვნები დანაკარგის,დაზიანებისა და ვადის გადაცილებისთვის ერთ-ერთი

პირის მიმართ, მაშინ მას შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის იმ წესებს, რომლებიც

გამორიცხავენ მის პასუხისმგებლობას, ან განსაზღვრავენ ზიანის ანაზღაურების

ოდენობას ანდა, ზღუდავენ მას.

მუხლი 697. პასუხისმგებლობისაგან გადამზიდველის განთავისუფლების

დაუშვებლობა

გადამზიდველს არ შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის იმ წესებს, რომლებიც მის

პასუხისმგებლობას გამორიცხავენ ან ზღუდავენ, ანდა მტკიცების ტვირთისაგან

ათავისუფლებენ მას, თუკი ზიანი გამოწვეულია მისი ბრალით.

III. რეკლამაცია (პრეტენზია) და სარჩელი

მუხლი 698. ცნება. შინაარსი

1. თუ მიმღები მიიღებს ტვირთს ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს

გადამზიდველთან ერთად და არ უყენებს გადამზიდველს ზოგადი ხასიათის

პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს

დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მიმღებმა ტვირთი ჩაიბარა ზედნადებში

მითითებულ მდგომარეობაში; აღნიშნული პრეტენზია უნდა წარედგინოს ტვირთის

ჩაბარების დღესვე, თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და

დაზიანებებს,ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების

შემთხვევაში - ჩაბარებიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა. თუ საქმე ეხება გარეგნულად

შეუმჩნეველ დანაკარგებსა და დაზიანებებს, პრეტენზია (მოთხოვნა) უნდა

წარედგინოს წერილობით.

2. თუ მიმღებმა და გადამზიდველმა ერთად შეამოწმეს ტვირთის

მდგომარეობა, შემოწმების შედეგების საპირისპირო მტკიცებულება დაიშვება

მხოლოდ მაშინ, თუ საქმე ეხება გარეგნულად შეუმჩნეველ დანაკარგებსა და

დაზიანებებს და მიმღები ჩაბარებიდან შვიდი დღის განმავლობაში არ წარადგენს

წერილობით მოთხოვნებს.

3. ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება

მხოლოდ მაშინ, თუ მიმღები ტვირთის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში

გადამზიდველს წარუდგენს წერილობით მოთხოვნებს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას ამ ვადებში არ

ჩაითვლება:ტვირთის გამოგზავნის, შემოწმების ან მიმღებისათვის მისი ჩაბარების

დღეები.

5. გადამზიდველმა და მიმღებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს

აუცილებელი შემოწმებების ჩატარებასა და საჭირო ფაქტების დადგენაში.

მუხლი 699. გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის

ვადა

ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების

ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში

გაუფრთხილებლობისას ეს ვადა ეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა

იწყება:

ა. ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის

გადაცილებისას - მისი გამოგზავნის დღიდან;

ბ. ტვირთის მთლიანად დაკარგვისას - გადაზიდვის შეთანხმებული ვადის

გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, -

გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს;

გ. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში - გადაზიდვის ხელშეკრულების დადების

დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.

მუხლი 700. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება

ხანდაზმულობის ვადა ჩერდება წერილობითი რეკლამაციის საფუძველზე იმ

დღისათვის, როცა გადამზიდველი უარყოფს რეკლამაციას და თანდართულ

საბუთებს უკანვე აბრუნებს. თუ რეკლამაცია ნაწილობრივ იქნება აღიარებული,

ხანდაზმულობის ვადა რეკლამაციის სადავო ნაწილისათვის კვლავ გრძელდება.

რეკლამაციის მიღების ან მასზე პასუხის,ასევე საბუთების უკან დაბრუნების

მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, რომელიც მათ ეყრდნობა. სხვა რეკლამაციები,

რომლებიც იმავე საგანს ეხებიან, ვერ შეაჩერებენ ხანდაზმულობის ვადის დენას.

IV. გადაზიდვები ერთმანეთის მიმდევარი

გადამზიდველების მიერ

მუხლი 701. პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმდევარი გადაზიდვების

შემთხვევაში

თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის

მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს

მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის; მეორე და ყოველი მომდევნო

გადამზიდველი ტვირთისა და ზედნადების მიღების გზით ხდება ხელშეკრულების

მხარე.

მუხლი 702. სათანადო საბუთების გადაცემის ვალდებულება

1. გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს,

ვალდებულია გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული

და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი. ზედნადების მეორე პირზე მან უნდა

მიუთითოს თავისი სახელი და მისამართი. საჭიროების შემთხვევაში ზედნადების

მეორე პირში გადამზიდველს შეაქვს 676-ე მუხლის მე-2 ნაწილით

გათვალისწინებული პირობები და ტვირთის მიღების დადასტურება.

2. ერთმანეთის მიმდევარ გადამზიდველებს შორის ურთიერთობები

წესრიგდება 677-ე მუხლით.

მუხლი 703. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთმანეთის მიმდევარი

გადამზიდველებისაგან

ტვირთის დაკარგვის, დაზიანების ან გადაზიდვის ვადის გადაცილების გამო

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები, შეგებებული სარჩელის ან შეცილების

წარდგენის გარდა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პირველი, ბოლო ან

იმ გადამზიდველის მიმართ, რომლის მიერ გადაზიდვისას დაიკარგა, დაზიანდა

ტვირთი, ან გადაცილებულ იქნა ტვირთის ჩაბარების ვადა; ერთი და იგივე სარჩელი

შეიძლება წარედგინოს რამდენიმე გადამზიდველს.

მუხლი 704. რეგრესის უფლება ზიანის ანაზღაურებისას

თუ ამ თავის მიხედვით გადამზიდველმა უკვე აანაზღაურა ზიანი, მას აქვს

უკუმოთხოვნის უფლება შემდეგ შემთხვევებში:

ა. თუ ტვირთის დაკარგვის ან დაზიანების გამომწვევმა გადამზიდველმა

მარტომ უნდა აანაზღაუროს მის მიერ ან რამდენიმე გადამზიდველის მიერ

ასანაზღაურებელი ზიანი;

ბ. თუ ტვირთის დაკარგვა ან მისი დაზიანება გამოწვეულია ორი ან რამდენიმე

გადამზიდველის მიერ, თითოეულმა უნდა აანაზღაუროს პასუხისმგებლობის წილის

შესაბამისი თანხა; თუკი ამის დადგენა შეუძლებელია, მაშინ თითოეული პასუხს

აგებს მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი წილის პროპორციულად;

გ. როცა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ გადამზიდველს უნდა

დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, "ბ" ქვეპუნქტში მოცემული პროპორციის მიხედვით

უნდა გადაიხადოს ყველა გადამზიდველმა.

მუხლი 705. გადამზიდველის გადახდისუუნარობის შედეგები

თუ ერთ-ერთი გადამზიდველი გადახდისუუნაროა, მის მიერ გადასახდელი,

მაგრამ ჯერ კიდევ გადაუხდელი თანხა ნაწილდება დანარჩენ გადამზიდველებს

შორის მიღებულ გადაზიდვის საზღაურში მათი წილის პროპორციულად.

მუხლი 706. შედავება განხორციელებული რეგრესის უფლების გამო

გადამზიდველმა, რომლის მიმართაც 704-ე და 705-ე მუხლების თანახმად

განხორციელდა უკუმოთხოვნა, არ შეიძლება საცილო გახადოს, რომ უკუმოთხოვნის

განმახორციელებელმა გადამზიდველმა უსაფუძვლოდ გადაიხადა თანხა, თუკი

გადაწყვეტილება გადახდის შესახებ მიღებულია სასამართლოს მიერ და თუ ეს

გადამზიდველი ამ სასამართლო პროცესის შესახებ სათანადოდ იქნა

გაფრთხილებული და შეეძლო კიდეც მიეღო მონაწილეობა ამ პროცესში.

მუხლი 707. ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველების ურთიერთშეთანხმება

გადამზიდველებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ 704-ე და 705-ე

მუხლებისაგან განსხვავებულ საკითხებზე.

მუხლი 708. კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ბათილობა

1. 707-ე მუხლში მოცემული წესების გარდა ყოველი შეთანხმება, რომელიც

პირდაპირ ან არაპირდაპირ არ შეესაბამება ამ თავის წესებს, ბათილია. ასეთი

შეთანხმებების ბათილობა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების სხვა დებულებათა

ბათილობას.

2. ბათილია ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის

დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს, და ყოველი სხვა მსგავსი

შეთანხმება, რომლითაც მტკიცების ტვირთი სხვა პირზე იქნება გადატანილი.

თავი მეცამეტე

დავალება

მუხლი 709. ცნება

დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს

მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის

სახელითა და ხარჯზე.

მუხლი 710. გასამრჯელო დავალებისათვის

1. მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო

მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა

მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი.

3. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის

არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც

ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო.

მუხლი 711. დავალების გადანდობა მესამე პირისათვის

1. რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს, გარდა იმ

შემთხვევისა,როცა მას ნება დართეს გადაენდო იგი მესამე პირისათვის, ანდა

იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი გარემოებების გამო. დაშვებულია დამხმარე

პირთა ჩართვა.

2. თუ ნებადართულია დავალების გადანდობა მესამე პირისათვის, მაშინ

რწმუნებული პასუხს აგებს მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის

გადანდობისას და ამ პირის შერჩევაში.

მუხლი 712. მარწმუნებლის მითითებიდან გადახვევა

1. რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები.

2. რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ,

გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის

ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული

მოვალეა მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და

დაელოდოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება

ზიანის მიყენების საფრთხე.

3. თუ რწმუნებულის მიერ მითითებების შესრულებამ შეიძლება

მარწმუნებელს მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი, მას შეეძლება მითითებების

შესრულება მხოლოდ მაშინ, როცა აცნობებს მარწმუნებელს ზიანის თაობაზე, ხოლო

ეს უკანასკნელი კი არ შეცვლის თავის მითითებას.

მუხლი 713. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

1. რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი

ინფორმაცია,ხოლო მისი მოთხოვნით - მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების

მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.

2. შეთანხმება, რომლითაც მომავალში შეიზღუდება ან გამოირიცხება

რწმუნებულის მოვალეობები ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,საჭიროებს

წერილობით ფორმას.

მუხლი 714. საიდუმლოების შენახვის ვალდებულება

1. რწმუნებული მოვალეა არ გაახმაუროს თავისი საქმიანობის ფარგლებში

მისთვის ცნობილი ფაქტები, რომელთა საიდუმლოდ შენახვითაც მარწმუნებელი

მართლზომიერადაა დაინტერესებული, თუკი კანონის საფუძველზე არ არსებობს

საიდუმლოების გამჟღავნების მოვალეობა, ან მარწმუნებელი ნებას არ დართავს

რწმუნებულს გაამჟღავნოს იგი. (28.12.2002 N1902)

2. ფაქტების გაუხმაურებლობის მოვალეობა არსებობს სახელშეკრულებო

ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც.

მუხლი 715. დავალების შესასრულებლად გადაცემულის უკან დაბრუნების

მოვალეობა

1. რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან

მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა

ამისათვის,აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან

დაკავშირებით.

2. თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა

დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ,

რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად.

მუხლი 716. მარწმუნებლის ქონების პრეზუმფცია

ქონება, რომელიც რწმუნებულმა დავალებული მოქმედების შესრულებისას

შეიძინა მარწმუნებლის ხარჯზე და საკუთარი სახელით, ან მარწმუნებელმა გადასცა

მას დავალებული მოქმედების შესასრულებლად, კრედიტორებთან რწმუნებულის

ურთიერთობაში ჩაითვლება მარწმუნებლის ქონებად.

მუხლი 717. ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა

1. მარწმუნებელმა უნდა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების

შესასრულებლად გაწეული აუცილებელი ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ

ხარჯები გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს.

3. რწმუნებულს შეუძლია მოსთხოვოს მარწმუნებელს ავანსი იმ

ხარჯებისათვის,რომლებიც მას უნდა აუნაზღაურდეს.

მუხლი 718. ბრალის გარეშე დამდგარი ზიანის ანაზღაურება

1. მარწმუნებელი მოვალეა აანაზღაუროს მისი ბრალის გარეშე დამდგარი

ზიანიც, რომელიც წარმოეშვა რწმუნებულს დავალებული მოქმედების

შესრულებისას, თუ ზიანი დადგა დავალებული მოქმედების შესრულებასთან

დაკავშირებული მნიშვნელოვანი საფრთხის შედეგად მარწმუნებლის მითითების

გამო.

2. პირველი ნაწილის მიხედვით მოთხოვნა არ არსებობს, თუ დამდგარი ზიანი

გასამრჯელოთი უნდა დაიფაროს, ან თუ ზიანი გამოწვეულია რწმუნებულის

მოქმედებით. თუ სადავო გახდება გასამრჯელოთი ზიანის დაფარვა, მაშინ მტკიცების

მოვალეობა ეკისრება რწმუნებულს.

მუხლი 719. ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

თუ რწმუნებული უსასყიდლოდ ასრულებს მისთვის დავალებულ

მოქმედებებს, იგი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით

გამოწვეული ზიანისათვის.

მუხლი 720. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა

1. დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ

დროს.შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.

2. თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი

მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები,

რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი,

გარდა იმ შემთხვევებისა,როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი

ჰქონდა.

3. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ,მაშინ ის მოვალეა

აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული

ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, -

გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.

მუხლი 721. მარწმუნებლის გარდაცვალების შედეგები

1. ხელშეკრულება არ წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან

ქმედუუნარობის დადგომის გამო, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა რამ არ

გამომდინარეობს მინდობილობის შინაარსიდან.

2. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მისი

ქმედუუნარობის დადგომის გამო, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს

დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის

მემკვიდრეებს შეუქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს, ვიდრე მემკვიდრე ან

მარწმუნებლის კანონიერი წარმომადგენელი არ მიიღებს აუცილებელ ზომებს;

ამასთან, სახელშეკრულებო ურთიერთობა ჩაითვლება გაგრძელებულად.

3. თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მისი

ქმედუუნარობის დადგომის გამო, მაშინ იგი ჩაითვლება რწმუნებულისათვის

გაგრძელებულად,ვიდრე მას არ ეცნობება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების

შესახებ.

მუხლი 722. რწმუნებულის გარდაცვალების შედეგები

1. ხელშეკრულება წყდება რწმუნებულის გარდაცვალების შემთხვევაში,თუ

სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან სხვა რამ არ გამომდინარეობს მინდობილობის

შინაარსიდან.

2. რწმუნებულის სიკვდილის შემთხვევაში მისი მემკვიდრეები ვალდებულნი

არიან აცნობონ მარწმუნებელს ამის შესახებ და მიიღონ აუცილებელი ზომები

მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად.

მუხლი 723. კომისიის ხელშეკრულება

კომისიის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება კანონი მეწარმეთა შესახებ.

თავი მეთოთხმეტე

საკუთრების მინდობა

მუხლი 724. ცნება

საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს

ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების

მიმნდობის ინტერესების შესაბამისად.

მუხლი 725. მინდობილი მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი

1. მინდობილი მესაკუთრე მოვალეა მართოს მინდობილი საკუთრება თავისი

სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით.

2. მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს

მესაკუთრის უფლებამოსილებით. თუ მინდობილი მესაკუთრე, საკუთრების

მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას,

როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია

აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი.

მუხლი 726. საკუთრების მინდობის ხარჯების ანაზღაურება

1. მინდობილი მესაკუთრე მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული

საქმიანობისათვის საკუთრების მიმნდობისაგან არ იღებს გასამრჯელოს, თუ მხარეთა

შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება

საკუთრების მიმნდობს.

3. ქონების ნაყოფი რჩება საკუთრების მიმნდობს.

მუხლი 727. საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ფორმა

საკუთრების მინდობის ხელშეკრულება იდება წერილობით.

მუხლი 728. მინდობილი მესაკუთრის პასუხისმგებლობა

მესამე პირებთან ურთიერთობაში პასუხს აგებს მინდობილი მესაკუთრე.

მუხლი 729. დავალების ხელშეკრულების წესების გამოყენება

საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების

შესაბამისი წესები.

თავი მეთხუთმეტე

სატრანსპორტო ექსპედიცია

მუხლი 730. ცნება

1. ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი

სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან

დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული

პროვიზია.

2. ექსპედიციის მიმართ შესაბამისად გამოიყენება დავალების წესები, თუ ამ

თავიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

მუხლი 731. კეთილსინდისიერების მოთხოვნა ექსპედიტორისაგან

ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა

გაგზავნოს ტვირთი,შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები;ამასთან, მან უნდა

დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები.

მუხლი 732. შემკვეთის მოვალეობანი

1. შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად უნდა მიაწოდოს მას

შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც

აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს

აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად და,

აუცილებლობის შემთხვევაში, ტვირთის საბაჟო გადასახადის გადასახდელად. გარდა

ამისა, შემკვეთმა უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების

უტყუარობის დასადასტურებლად.

2. საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს

ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში,

მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.

3. ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა,

შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს

ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.

4. შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის

სახეობა,შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.

5. თუ ტვირთის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელია განმასხვავებელი

ნიშნები, მაშინ ისინი იმგვარად უნდა იქნეს დასმული, რომ ტვირთის მიტანამდე

გარკვევით ჩანდეს.

6. შემკვეთი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც ექსპედიტორს მიადგება

ამ მუხლის წინა ნაწილებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის

გამო,გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით

ექსპედიტორს არ გაუკეთებია შენიშვნა შეფუთვის ან განმასხვავებელი ნიშნის

არარსებობის ან ნაკლის თაობაზე, თუმცა ეს ცხადი იყო, ან მას ჰქონდა ცნობები ამის

შესახებ ტვირთის მიღებისას.

მუხლი 733. ტვირთის ცალობრივი შემოწმება

შემკვეთს შეუძლია განსაკუთრებული გასამრჯელოს გადახდით მოსთხოვოს

ექსპედიტორს ტვირთის ცალობრივი შემოწმება მისი მიღებისას.

მუხლი 734. ტვირთის დაზღვევის მოვალეობა

ექსპედიტორს ეკისრება ტვირთის დაზღვევა მხოლოდ მაშინ, როცა ამის

თაობაზე მიიღებს შემკვეთისაგან მითითებას. განსაკუთრებული მითითების

არარსებობისას ექსპედიტორი მოვალეა დააზღვიოს ტვირთი მხოლოდ ჩვეულებრივი

პირობებით.

მუხლი 735. ექსპედიციის დაზღვევის ხელშეკრულება

თუ შემკვეთი აშკარად არ გამოთქვამს უარს წერილობით, ექსპედიტორი

მოვალეა შემკვეთის ხარჯზე დააზღვიოს ის ზიანი, რომელიც შეკვეთის

შესრულებისას ექსპედიტორის მოქმედებით შემკვეთს შეიძლება მიადგეს.

ექსპედიტორმა უნდა აცნობოს შემკვეთს, თუ ვისთან დადო ექსპედიიცის დაზღვევის

ხელშეკრულება.

მუხლი 736. ზიანის დროულად შეტყობინების მოვალეობა

735-ე მუხლის მიხედვით დადებული დაზღვევის ხელშეკრულების

საფუძველზე შემკვეთმა უნდა იზრუნოს ზიანის დროულად შეტყობინებისათვის. თუ

ზიანის შესახებ შეტყობინება ეგზავნება ექსპედიტორს, მაშინ იგი ვალდებულია

დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს შეტყობინება მზღვეველს ან მზღვეველებს.

მუხლი 737. ტვირთის მიუღებლობის შედეგები

თუ დანიშნულების ადგილას მიმღები არ ჩაიბარებს ტვირთს, ან სხვა

საფუძვლით შეუძლებელია ტვირთის მიღება, მაშინ ექსპედიტორის უფლებები და

მოვალეობები განისაზღვრება გადაზიდვის ხელშეკრულების წესებით.

მუხლი 738. ტვირთის მდგომარეობის შემოწმების შეუძლებლობა მისი

მიღებისას

თუ შეუძლებელია ტვირთის მდგომარეობის შემოწმება მხარეების

თანდასწრებით,მაშინ, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ტვირთის მიღება

ჩაითვლება იმის დასტურად, რომ ტვირთი მიღებულ იქნა დანაკლისისა და

დაზიანების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა,თუ მიმღები ტვირთის ჩამბარებელ პირს

მიუთითებს ზიანის ზოგად ხასიათზე. თუ საქმე ეხება აშკარა დანაკლისს ან

დაზიანებას, ამის შესახებ უნდა მიეთითოს ტვირთის მიღებისთანავე, ხოლო თუკი

საქმე არ ეხება ასეთ დანაკლისს ან დაზიანებას, - ტვირთის მიღების დღიდან არა

უგვიანეს სამი დღისა.

მუხლი 739. საკუთარი ძალებით ტვირთის გადაზიდვის უფლება

1. თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს, ექსპედიტორს უფლება აქვს საკუთარი

ძალებით გადაზიდოს ტვირთი. ამ უფლების განხორციელება არ უნდა

ეწინააღმდეგებოდეს შემკვეთის უფლებებსა და ინტერესებს.

2. თუ ექსპედიტორი იყენებს ამ უფლებას, მაშინ მას იმავდროულად აქვს

ტვირთის გადამზიდველის უფლება-მოვალეობებიც.

მუხლი 740. ექსპედიტორის პასუხისმგებლობა

ექსპედიტორი ექსპედიცის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს

მიუძღვის რაიმე ბრალი.

მუხლი 741. მესამე პირის მიერ გამოწვეული ზიანი

თუ ზიანი გამოწვეულია ხელშეკრულებაში მონაწილე მესამე პირის მიერ,მაშინ

შემკვეთის მოთხოვნით ექსპედიტორი მოვალეა გადასცეს შემკვეთს თავისი

მოთხოვნა მესამე პირის წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ექსპედიტორი

სპეციალური შეთანხმების საფუძველზე თვითონ კისრულობს მოთხოვნის

გამოყენებას შემკვეთის ხარჯითა და რისკით.

მუხლი 742. ექსპედიტორის ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანის

ანაზღაურება

1. ექსპედიტორი არ შეიძლება დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ

ან ზღუდავენ მის პასუხისმგებლობას, ან გადააქვთ მტკიცების ტვირთი, თუ მან

ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენა.

2. იგივე წესი მოქმედებს დამხმარის არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის

მიმართაც, თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მას შეერაცხა ბრალი.

მუხლი 743. პროვიზიის გადახდის წესი

პროვიზია გადახდილ უნდა იქნეს მას შემდეგ,რაც ექსპედიტორი გადასცემს

ტვირთს სატრანსპორტო ორგანიზაციას.

თავი მეთექვსმეტე

შუამავლობა

I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 744. ცნება

პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად

გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ

მაშინ,თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება

იდება გადადების პირობით,გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ

პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის,

შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო.შემკვეთის საზიანოდ

ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული

შეთანხმება ბათილია.

მუხლი 745. მაკლერის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება

1. მაკლერის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ

მომსახურებისათვის,რომელიც არ შედის საშუამავლო საქმიანობაში, გასამრჯელო

შეიძლება შეთანხმებულ იქნეს იმისაგან დამოუკიდებლად, დაიდება თუ არა

ხელშეკრულება.

2. მაკლერს 744 - ე მუხლის მიხედვით არ შეუძლია დათქვას ავანსი ან მიიღოს

იგი.

3. მაკლერს ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ მაშინ, თუ ეს შეთანხმებული

იყო.ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა ხელშეკრულება ვერ დაიდო. ბათილია

შეთანხმება, რომლითაც გათვალისწინებულია ანაზღაურება იმ ხარჯებისა,

რომლებიც არ არის საჭირო საშუამავლო ხელშეკრულების განხორციელებისათვის.

მუხლი 746. ექსკლუზიური დავალება

1. თუ შემკვეთმა განსაზღვრული დროის განმავლობაში უარი უნდა თქვას სხვა

მაკლერის გამოყენებაზე (ექსკლუზიური დავალება), მაშინ მაკლერი ვალდებულია ამ

დროის მანძილზე ხელი შეუწყოს ხელშეკრულების დადებას. თუ შემკვეთი

მოქმედებს პირველ წინადადებაში აღნიშნული ვალდებულების საწინააღმდეგოდ,

მაშინ მაკლერს შეუძლია - თუ ხელშეკრულება დადებულია სხვა მაკლერის

გამოყენებით - მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულებაში შეიძლება

გათვალისწინებულ იქნეს ზიანის ანაზღაურების ერთიანი თანხა ზიანის არსებობის

დამტკიცების მიხედვით. ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის

ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების

დადების შუამავლობაზე.

2. შემკვეთი უფლებამოსილია ხელშეკრულება დადოს მესამე პირთან

მაკლერის გამოუყენებლადაც. ამავე დროს შეიძლება შეთანხმება, რომ შემკვეთი

ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი გასამრჯელო მაშინაც, როცა იგი

ხელშეკრულებას დებს მაკლერის გამოუყენებლად. გასამრჯელო არ შეიძლება

აღემატებოდეს ხელშეკრულების ფასის ორ პროცენტს, თუ ხელშეკრულება

მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შუამავლობაზე.

3. შემკვეთის საზიანოდ დადებული ამ წესებისაგან განსხვავებული შეთანხმება

ბათილია.

4. შეთანხმება ექსკლუზიური დავალების შესახებ მოითხოვს წერილობით

ფორმას.

მუხლი 747. საშუამავლო ხელშეკრულების მოშლა

1. საშუამავლო ხელშეკრულება შეიძლება ნებისმიერ დროს მოიშალოს რაიმე

ვადის დაუცველად, თუკი ხელშეკრულების ვადა არ იყო განსაზღვრული.

2. ექსკლუზიური დავალება შეიძლება მოიშალოს მხოლოდ მნიშვნელოვანი

საფუძვლით. ექვსი თვის გასვლის შემდეგ იგი შეიძლება ნებისმიერ დროს მოიშალოს.

3. ხელშეკრულების მოშლის უფლება შეიძლება დაუშვებლად იქნეს მიჩნეული

მაშინაც,როცა გასულია ექვს თვეზე მეტი დრო, მაგრამ ამას მოითხოვს შუამავლობით

დასადები ხელშეკრულების სახისა და საგნის თავისებურებანი.

მუხლი 748. მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემის დაუშვებლობა

1. დაუშვებელია მაკლერისათვის გასამრჯელოს მიცემა ან ხარჯების

ანაზღაურება, თუ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულება ეხება მაკლერის

კუთვნილ საგანს; იგივე წესი გამოიყენება, როცა განსაკუთრებული გარემოებების

გამო შეიძლება წარმოიშვას საფრთხე, რაც ხელს შეუშლის მაკლერს შემკვეთის

ინტერესების განხორციელებაში. ეს შემთხვევებია, როცა:

ა. მაკლერი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც

სამართლებრივად და ეკონომიკურად მონაწილეობს მესამე პირი;

ბ. მესამე პირი ის იურიდიული პირი ან საზოგადოებაა, რომელშიც მაკლერი

სამართლებრივად და ეკონომიკურად მონაწილეობს;

გ. მაკლერი მესამე პირთან სამსახურებრივ ან შრომით ურთიერთობაშია; დ.

მაკლერი მესამე პირის მეუღლეა.

2. მაკლერს აქვს გასამრჯელოს მიღების ან ხარჯების ანაზღაურების

უფლება,როცა იგი შემკვეთს მესამე პირთან ხელშეკრულების დადებამდე

შეატყობინებს ამ გარემოებათა შესახებ.

3. მაკლერი კარგავს გასამრჯელოს ან ხარჯების ანაზღაურების უფლებას, თუ

იგი ხელშეკრულების შინაარსის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა მესამე პირის

სასარგებლოდ.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული წესების

საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.

II. შუამავლობა ბინის ქირავნობისას

მუხლი 749. საბინაო მაკლერი

1. იმ ხელშეკრულებისათვის, რომლითაც პირი კისრულობს შუამავლობას

ბინის ქირავნობის ხელშეკრულების დასადებად (საბინაო მაკლერი), გამოიყენება

შუამავლობის ზოგადი წესები, თუ ბინის ქირავნობის შუამავლობიდან სხვა რამ არ

გამომდინარეობს.

2. ბინის ქირავნობის შუამავლობის ნორმები არ გამოიყენება იმ

ხელშეკრულებათა მიმართ, რომელთა საგანია საბინაო შუამავლობა ტურიზმისა და

საქმიანი მოგზაურობებისას.

მუხლი 750. გასამრჯელოს მიღების დაუშვებლობა

1. საბინაო მაკლერის მოთხოვნა გასამრჯელოს მიღების ან დანახარჯების

ანაზღაურების შესახებ დაუშვებელია მაშინ, როცა:

ა. ქირავნობის ხელშეკრულებით იმავე ბინაზე გრძელდება უკვე არსებული

ქირავნობის ურთიერთობა, ან იგი სხვაგვარად იქნება შეცვლილი;

ბ. იდება ქირავნობის ხელშეკრულება საბინაო ფართზე, რომლის მართვასაც

ახორციელებს საბინაო მაკლერი.

2. შემკვეთის საზიანოდ დადებული შეთანხმება ბათილია.

III. შუამავლობა სესხებისას

მუხლი 751. სასესხო მაკლერი

იმ ხელშეკრულების მიმართ, რომლითაც პირი კისრულობს სხვა პირისათვის

სესხის ხელშეკრულების დადების შუამავლობას (სასესხო მაკლერი), გამოიყენება

შუამავლობის ზოგადი წესები, თუ 752-ე და 753-ე მუხლებიდან სპეციფიკური წესები

არ გამომდინარეობს.

მუხლი 752. ხელშეკრულების ფორმა

1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს სასესხო მაკლერის გასამრჯელოს

ოდენობა სესხიდან განსაზღვრული პროცენტის მითითებით; გარდა ამისა,

ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს: სესხის ოდენობა, ვადა, პროცენტი, გადახდის

დრო, გადახდის კურსი, პროცენტის ვადის ხანგრძლივობა, დამატებითი ხარჯები,

შემკვეთის მიერ გადასახდელი

მთლიანი თანხა, სესხის მიმცემის სახელი და მისამართი. ეს წესები არ გამოიყენება,

როცა შეკვეთა ეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხს ან მიწის ნაკვეთის

შესაძენად გაცემულ სესხს, რომელიც შემკვეთმა უნდა გამოიყენოს თავისი

დამოუკიდებელი პროფესიული ან სამეწარმეო ანდა საუწყებო თუ სამსახურებრივი

საქმიანობისათვის.(30.06.2005 N 1826 ძალაშია 2006 წლის 1 მარტიდან)

3. ხელშეკრულების ტექსტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სესხის გაცემის

შუამდგომლობასთან. სასესხო მაკლერმა შემკვეთს უნდა გადასცეს ხელშეკრულების

ასლი.

მუხლი 753. გასამრჯელოს გადახდის მოვალეობა

1. შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ მან

შუამავლობის შედეგად მიიღო სესხი. შემკვეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ

დადებული შეთანხმება ბათილია.

2. სასესხო მაკლერს არ შეუძლია მოითხოვოს სხვა გასამრჯელო, გარდა ამ

მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულისა, იმ მოქმედებისათვის, რომელიც

დაკავშირებულია სესხის აღების შუამავლობასთან.

მუხლი 754. სავაჭრო მაკლერი

სავაჭრო მაკლერის მიმართ გამოიყენება კანონი მეწარმეთა შესახებ.

თავი მეჩვიდმეტე

ჯილდოს საჯაროდ დაპირება. კონკურსი

მუხლი 755. ცნება

ის, ვინც საჯარო დაპირებით აწესებს ჯილდოს გარკვეული მოქმედების

შესრულებისათვის, კერძოდ, ამა თუ იმ შედეგის მიღწევისათვის,ვალდებულია

გადაუხადოს ჯილდო იმ პირს, რომელმაც მოქმედება შეასრულა. პირს ჯილდოს

მიღების უფლება აქვს მაშინაც, როცა იგი არ მოქმედებდა ჯილდოს საჯაროდ

დაპირების გამო.

მუხლი 756. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება

1. ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება გაუქმდეს გამოცხადებული

მოქმედების შესრულებამდე. ჯილდოს საჯაროდ დაპირების გაუქმება ნამდვილია იმ

შემთხვევაში, თუ იგი ცნობილი გახდება იმავე საშუალებით, რითაც ჯილდოს

საჯაროდ დაპირება,ან სპეციალური შეტყობინების მეშვეობით.

2. ჯილდოს საჯაროდ დაპირება შეიძლება შეიცავდეს მითითებას მის

გაუქმებაზე უარის შესახებ; საეჭვოობისას ივარაუდება, რომ დაპირება გაუქმებულია,

თუ მოქმედება არ განხორციელებულა დათქმულ ვადამდე.

მუხლი 757. მოქმედების შესრულება რამდენიმე პირის მიერ

1. თუ მოქმედება, რომლისთვისაც დაწესებულია ჯილდო, შეასრულა

რამდენიმე პირმა, მაშინ დაჯილდოვდება ის, ვინც პირველმა შეასრულა ეს

მოქმედება.

2. თუ მოქმედება ერთდროულად შეასრულა რამდენიმე პირმა,მაშინ

თითოეული შემსრულებელი დაჯილდოვდება თანაბარწილად. თუკი ჯილდო

თავისი თვისებების გამო არ შეიძლება გაიყოს, ან - საჯარო დაპირების შინაარსის

მიხედვით - მხოლოდ ერთმა უნდა მიიღოს იგი, მაშინ ჯილდოს გადაცემის საკითხი

გადაწყდება წილისყრით.

მუხლი 758. პრიზის დაწესება

1. პირი, რომელიც საჯარო განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს საუკეთესო

შესრულებისათვის აწესებს პრიზს, ვალდებულია გადასცეს იგი სამუშაოს საუკეთესო

შემსრულებელს.

2. კონკურსის გამოცხადებას აქვს ძალა მხოლოდ მაშინ, თუ იგი

ითვალისწინებს განსაზღვრულ ვადას სამუშაოს შესასრულებლად.

მუხლი 759. საკონკურსო პირობებში ცვლილებების შეტანის

დაუშვებლობა

დაუშვებელია საკონკურსო პირობებში ისეთი ცვლილებების

შეტანა,რომლებიც ზიანს მოუტანს კონკურსის მონაწილეებს.

მუხლი 760. კონკურსში გამარჯვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, უპასუხებს თუ არა კონკურსის პირობებს

დათქმულ ვადაში წარდგენილი სამუშაო, ან რამდენიმედან რომელია უკეთესი,

იღებს კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში მითითებული პირი,ხოლო

თუ ასეთი რამ არ არის აღნიშნული, - კონკურსის გამომცხადებელი.

მუხლი 761. რამდენიმე პირის გამარჯვება კონკურსში

თუ სამუშაო, რომლისთვისაც დაწესებულია პრიზი,რამდენიმე პირმა

შეასრულა, მაშინ მათ მიმართ გამოიყენება ჯილდოს საჯაროდ დაპირებისათვის

გათვალისწინებული შესაბამისი წესები.

მუხლი 762. კონკურსზე წარდგენილი ნამუშევრების დაბრუნების წესი

კონკურსის გამომცხადებელი ვალდებულია დაუბრუნოს მის მონაწილეებს

კონკურსზე წარდგენილი ნამუშევრები, თუ საკონკურსო განცხადებით სხვა რამ არ

არის დადგენილი.

თავი მეთვრამეტე

მიბარება

მუხლი 763. ცნება

მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის

მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.

მუხლი 764. მიბარების საზღაური

1. მიბარება უსასყიდლოა,თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო

საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად

ჩაითვლება.

2. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული,მაშინ ტარიფების

არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების

არარსებობისას ჩვეულებრივი საზღაური.

მუხლი 765. შემნახველის მოვალეობა უსასყიდლო მიბარებისას

თუ მიბარება უსასყიდლოა, მაშინ შემნახველი ვალდებულია ისეთივე

კეთილსინდისიერებით შეინახოს ნივთი, როგორითაც საკუთარ ნივთს შეინახავდა.

მუხლი 766. მესამე პირისათვის ნივთის გადაცემის დაუშვებლობა

1. შემნახველს არა აქვს უფლება ნივთი შესანახად გადასცეს მესამე პირს

მიმბარებლის თანხმობის გარეშე.

2. თუ მესამე პირისათვის შესანახად გადაცემა თანხმობით მოხდა,მაშინ

შემნახველი პასუხს აგებს მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას მიუძღვის მესამე

პირის ან შენახვის ადგილის არჩევაში.

მუხლი 767. მიბარებული ნივთით სარგებლობის დაუშვებლობა

შემნახველს არა აქვს უფლება ისარგებლოს მისთვის მიბარებული ნივთით

მიმბარებლის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნივთის შენახვისათვის

მისით სარგებლობა აუცილებელია.

მუხლი 768. ნივთის შენახვის წესის შეცვლა

შემნახველს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ნივთის

შენახვის წესი. ამის თაობაზე მან უნდა აცნობოს მიმბარებელს.შემნახველმა ასევე

უნდა აცნობოს მიმბარებელს მიბარებულ ნივთზე მესამე პირთა მოთხოვნების

შესახებ.

მუხლი 769. ნივთის თვისებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

მიმბარებელმა უნდა აუნაზღაუროს შემნახველს შესანახად მიბარებული

ნივთის თვისებების გამო მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მან ამ

ნივთის საფრთხის შემცველი თვისებების შესახებ არ იცოდა და არც შეიძლება

სცოდნოდა.

მუხლი 770. მიბარებული ნივთის დაბრუნების ვადა

მიმბარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული

ნივთის დაბრუნება, - იმ შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო.

მუხლი 771. მიბარებული ნივთის უკან წაღების მოვალეობა

1. შემნახველს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მიმბარებელს შესანახად

მიბარებული ნივთის უკან წაღება, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული არ იყო.

2. შემნახველს შეუძლია ეს უფლება განახორციელოს მხოლოდ ისე,რომ

მიმბარებელს სხვა გზით შეეძლოს ნივთის შენახვა,გარდა იმ შემთხვევისა,როცა

არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი მიბარებული ნივთის უკან დაბრუნებისათვის.

მუხლი 772. მიბარებული ნივთის დაბრუნების ადგილი

ნივთის დაბრუნება უნდა მოხდეს ხელშეკრულებაში მითითებულ ადგილას,

გარდა იმ შემთხვევისა,თუ მიღწეულია შეთანხმება სხვა ადგილზე დაბრუნების

თაობაზე. ტრანსპორტირების ხარჯები ეკისრება მიმბარებელს.

მუხლი 773. მიბარებული ნივთის ნაყოფის გადაცემის ვალდებულება

1. შემნახველი მოვალეა გადასცეს მიმბარებელს ის ნაყოფი,რომელიც მიიღო

მიბარების განმავლობაში.

2. მიმბარებელი მოვალეა აუნაზღაუროს შემნახველს ნივთის შენახვისათვის

განკუთვნილი აუცილებელი ხარჯები.

მუხლი 774. შემნახველის პასუხისმგებლობა განზრახვის ან უხეში

გაუფრთხილებლობისათვის

თუ მიბარებული ნივთის წასაღებად განსაზღვრულია ვადა,ამ ვადის

დადგომის შემდეგ შემნახველი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში

გაუფრთხილებლობისათვის.

მუხლი 775. საზღაურის გადახდის მოვალეობა

თუ მიბარება სასყიდლიანია, მაშინ მიმბარებელი მოვალეა ხელშეკრულების

შეწყვეტისას შემნახველს გადაუხადოს დათქმული საზღაური.

მუხლი 776. მიბარებული ნივთის დაკავების უფლება

სხვისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე შემნახველს შეუძლია უარი

თქვას მიბარებული ნივთის დაბრუნებაზე.

მუხლი 777. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი

თუ მიბარებულია გვაროვნული ნივთი ისე, რომ საკუთრება შემნახველზე

უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის,

ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების

შესაბამისი ნორმები.

მუხლი 778. სასტუმროში მიბარების თავისებურებანი

სასტუმრო, სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი პასუხს აგებენ იმ

ზიანისათვის, რომელიც მიადგა სტუმარს იმ ქონების დაკარგვით, განადგურებით ან

დაზიანებით, რომელიც მას თან ჰქონდა. ეს წესი არ გამოიყენება ფულისა და

ძვირფასეულობის მიმართ, თუ ისინი საგანგებოდ არ ყოფილა ჩაბარებული.

მუხლი 779. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება დაუძლეველი ძალის

გამო

პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი

ძალის მოქმედებით, სტუმრის ან მისი თანხმლები პირის მიერ, ანდა თვით ნივთის

თვისებებით.

თავი მეცხრამეტე

მიბარება სასაქონლო საწყობში

მუხლი 780. ცნება

სასაქონლო საწყობში მიბარების ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება

მიბარების ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

მუხლი 781. შენახვის ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულების

მოვალეობა

სასაწყობო შემნახველმა საქონლის მიბარების ვალდებულებები უნდა

შეასრულოს კეთილსინდისიერი მეურნის გულისხმიერებით.

მუხლი 782. საქონლის რაოდენობის შემოწმება შემნახველის მიერ

1. შემნახველი არ არის ვალდებული საქონლის მიღებისას შეამოწმოს მისი

რაოდენობა, ზომა, წონა, სახეობა, ხარისხი ან სხვა თვისებები, თუ ამ თავის წესებიდან

სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2. თუ საქონელი, რომელიც შესანახად გადაეცა შემნახველს, გადაცემისას

დაზიანებული ან დაუკომპლექტებელი აღმოჩნდება, რაც გარეგნული

დათვალიერებითაც შესამჩნევია, მაშინ შემნახველი ვალდებულია დაუყოვნებლივ

შეატყობინოს ამის თაობაზე მიმბარებელს; თუ იგი არ შეასრულებს ამ მოვალეობას,

მაშინ მან უნდა აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.

მუხლი 783. მიბარებული საქონლის დათვალიერების უფლება

შემნახველი მოვალეა სამუშაო დროის განმავლობაში ნება დართოს

მიმბარებელს დაათვალიეროს მიბარებული საქონელი, აიღოს ნიმუშები ან

განახორციელოს აუცილებელი მოქმედებანი.

მუხლი 784. შეტყობინების ვალდებულება

შემნახველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმბარებელს, თუ

იგი შესანახად მიბარებულ საქონელს გადაიტანს სხვა საწყობში, ან თუ აღმოაჩენს,

რომ საქონლის თვისებები შეიცვალა ანდა არსებობს მისი შეცვლის საშიშროება.მან ეს

უნდა შეატყობინოს სასაწყობო მოწმობის მისთვის ცნობილ ბოლო მფლობელს. ამ

მოვალეობის შეუსრულებლობისას იგი ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი

ზიანი.

მუხლი 785. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

შემნახველი პასუხისმგებელია შესანახად გადაცემული საქონლის დაკარგვით

ან/და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამის

თავიდან აცილება კეთილსინდისიერ შემნახველსაც არ შეეძლო.

მუხლი 786. გვაროვნული ნივთების შენახვის თავისებურებანი

1. გვაროვნული ნივთების შენახვისას შემნახველს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება

შეურიოს ისინი იმავე სახისა და თვისების სხვა ნივთებს,თუ ამაზე არსებობს

მიმბარებლის ნებართვა.

2. ამ შერევის შედეგად წარმოშობილ საქონელზე მიმბარებლებს აქვთ საერთო

საკუთრების უფლება. თითოეული მიმბარებლის წილი განისაზღვრება მის მიერ

ჩაბარებული საქონლის ოდენობის შესაბამისად.

3. შემნახველი მოვალეა თითოეულ მიმბარებელს დაუბრუნოს მიბარებული

საქონელი მისი კუთვნილი წილის შესაბამისად, დანარჩენი მიმბარებლების

თანხმობის გარეშე.

მუხლი 787. მიბარებული საქონლის გაყიდვა

თუ შესანახად მიბარებული საქონელი ფუჭდება ან იმდენად იცვლება, რომ

იგი შეიძლება გაუფასურდეს,და შემნახველს დრო აღარ რჩება ამის თაობაზე

შეატყობინოს ან არ შეუძლია შეატყობინოს უფლებამოსილ პირს, მაშინ ის

უფლებამოსილია საქონელი გაყიდოს.

მუხლი 788. სასაწყობო მოწმობა

საქონლის მიღებისას შემნახველი ვალდებულია მიმბარებელს გადასცეს

სასაწყობო მოწმობა.

მუხლი 789. სასაწყობო მოწყობის რეკვიზიტები

1. სასაწყობო მოწმობაში უნდა აღინიშნოს:

ა. სასაწყობო მოწმობის გაცემის თარიღი და რეგისტრაციის ნომერი;

ბ. მხარეთა ვინაობა და მისამართი;

გ. შენახვის ადგილი;

დ. საქონლის შენახვის წესი;

ე. შესანახი საქონლის აღწერა (ოდენობა, ზომა ან წონა) და ხარისხი; საქონლის

შეფუთვისას - შეფუთვის აღწერა;

ვ. შენახვის საზღაურისა და სხვა აუცილებელი ხარჯების ოდენობა;

ზ. თუ შესანახი საქონელი დაზღვეულ უნდა იქნეს, მაშინ - სადაზღვევო თანხა;

თ. ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

ი. შემნახველის ხელმოწერა, დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით.

2. თუ ამ მუხლში დასახელებული პირობები სრულად არ არის ასახული სასაწყობო

მოწმობაში, ეს მხარეებს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. მხარეებს

უფლება აქვთ სასაწყობო მოწმობაში შეიტანონ სხვა პირობებიც.

მუხლი 790. ვარანტი

სასაწყობო მოწმობის მფლობელს საგირავნო მოწმობის საშუალებით შეუძლია

საწყობში შესანახად მიბარებული საქონელი დააგირავოს სხვა ვალდებულების

უზრუნველსაყოფად ისე, რომ საქონელი საწყობიდან არ იყოს გატანილი (ვარანტი).

მუხლი 791. საორდერო სასაწყობო მოწმობა

თუ შემნახველი გასცემს საორდერო სასაწყობო მოწმობას,მაშინ ეს მოწმობა შეიძლება

გადაეცეს მესამე პირს ინდოსამენტის მეშვეობით.

მუხლი 792. პასუხისმგებლობა ინდოსირებული სასაწყობო მოწმობისათვის

1. თუ სასაწყობო მოწმობა გაცემულია ინდოსამენტის მეშვეობით, მაშინ შემნახველი

პასუხს აგებს ამ მოწმობის მფლობელის წინაშე მასში მითითებული პირობების

სისწორისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოწმობაში აშკარად არის მითითებული,

რომ ეს მონაცემები ეფუძნება მიმბარებლის ან მესამე პირის ინფორმაციას.

2. თუ შემნახველმა იცოდა,რომ მონაცემები არასწორია, მაშინ იგი პასუხს აგებს იმ

შემთხვევაშიც, თუ მან გააკეთა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მითითება.

3. შერეული შენახვისას შემნახველს არა აქვს უფლება გააკეთოს პირველ ნაწილში

აღნიშნული მითითება.

მუხლი 793. ინდოსამენტის სისწორის პრეზუმფცია

1. შემნახველი, რომელმაც გასცა საორდერო სასაწყობო მოწმობა, ვალდებულია

შესანახად მიბარებული საქონელი დაბრუნებისას გადასცეს მხოლოდ სასაწყობო

მოწმობის კანონიერ მფლობელს.

2. თუ გაცემულია საგირავნო სასაწყობო მოწმობა,მაშინ შემნახველმა უნდა

მოითხოვოს მისი დაბრუნება.

3. შემნახველი არ არის ვალდებული შეამოწმოს ინდოსამენტის სისწორე. გადაცემა

დასტურდება სასაწყობო მოწმობაზე სათანადო წარწერით.

მუხლი 794. სასაწყობო მოწმობის დაკარგვა

1. სასაწყობო ან საგირავნო მოწმობის დაკარგვისას ან მოსპობისას მის კანონიერ

მფლობელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს

დაკარგული დოკუმენტის ბათილად ცნობა და მის ნაცვლად ახალი მოწმობის გაცემა.

სასამართლო განცხადებას განიხილავს განსაკუთრებული წარმოების წესით.

2. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შემნახველი ხელახლა გასცემს

სასაწყობო ან საგირავნო მოწმობას.

მუხლი 795. მიბარებული საქონლის დაგირავება

1. სასაქონლო საწყობში შესანახად ჩაბარებული საქონლის დასაგირავებლად

მესაკუთრემ საგირავნო მოწმობაზე უნდა გააკეთოს სპეციალური წარწერა

(ინდოსამენტი) და ისე გადასცეს დაინტერესებულ პირს.

2. ინდოსამენტი უნდა ითვალისწინებდეს მიმბარებლის, კრედიტორის ვინაობასა და

ვალდებულების მოცულობას.

3. კრედიტორისათვის საგირავნო მოწმობის გადაცემის თაობაზე ეცნობება

შემნახველს, რომელიც გააკეთებს სათანადო აღნიშვნას.

მუხლი 796. გირავნობის უფლების გადასვლა სასაწყობო მოწმობის ახალ

მფლობელზე

1. შემნახველს შენახვის ხარჯების გამო წარმოეშობა საქონლის გირავნობის

უფლება მანამდე, სანამ იგი მის მფლობელობაშია.

2. თუ სასაწყობო მოწმობა ინდოსამენტის მეშვეობით არის გაცემული, მაშინ

გირავნობის უფლება არსებობს სასაწყობო მოწმობის ახალი მფლობელის მიმართ.

მუხლი 797. მიბარებული საქონლის უკან წაღების მოთხოვნის

დაუშვებლობა

შემნახველს არ შეუძლია მოსთხოვოს მიმბარებელს მიბარებული საქონლის

უკანვე წაღება შეთანხმებული ვადის გასვლამდე, ხოლო,თუ ასეთი ვადა არ არის

დადგენილი, მაშინ - ჩაბარებიდან სამი თვის გასვლამდე.

მუხლი 798. დამატებითი ვადის დანიშვნა საქონლის მიღებისას

1. თუ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ სასაწყობო მოწმობის მფლობელი თავს

არიდებს საწყობიდან საქონლის წაღებას, შემნახველმა უნდა დაუნიშნოს მას

საქონლის წაღების დამატებითი ორკვირიანი ვადა; თუკი მოწმობის მფლობელი ამ

ვადაშიც არ წაიღებს საქონელს, შემნახველს უფლება აქვს გაყიდოს იგი.

2. საქონლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა შემნახველისათვის კუთვნილი

ხარჯების გამოკლებით გადაეცემა სასაწყობო მოწმობის მფლობელს.

თავი მეოცე

დაზღვევა

I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 799. ცნება

1. დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს

სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების

პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას

მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა

შეპირებული მოქმედება.

2. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

მუხლი 800. დაზღვევის ხელშეკრულების დადების ვალდებულება

პირი, რომელიც საჯაროდ სთავაზობს დაზღვევის ხელშეკრულების დადებას,

ვალდებულია დადოს ეს ხელშეკრულება, თუკი უარის თქმისათვის არ არსებობს

მნიშვნელოვანი საფუძველი.

მუხლი 801. სავალდებულო დაზღვევა

კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს სავალდებულო დაზღვევა, რომლის

მიმართაც გამოიყენება ამ თავის წესები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას

სავალდებულო დაზღვევის შესახებ. გადაზღვევასთან დაკავშირებული

ურთიერთობები წესრიგდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 802. სადაზღვევო მოწმობა (პოლისი)

1. მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის

ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა - პოლისი).

2. სადაზღვევო მოწმობა უნდა შეიცავდეს:

ა. ხელშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ

ადგილს ან იურიდიულ მისამართს);

ბ. დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას;

გ. სადაზღვევო რისკის განსაზღვრას;

დ. დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას;

ე. სადაზღვევო თანხის ოდენობას;

ვ. სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას.

3. თუ დაზღვევის საგანს წარმოადგენს პირის სიცოცხლე, მაშინ დამატებით

აუცილებელია მონაცემები მზღვევლის მოგების დაანგარიშებისა და ამ მოგების

განაწილების პირობების შესახებ.

მუხლი 803. სადაზღვევო მოწმობის სახეები

თუ სადაზღვევო მოწმობა გაცემულია წარმომდგენზე,სახელობითი ან საორდერო

მოწმობის სახით, მზღვეველს შეუძლია ამ მოწმობის მფლობელს წაუყენოს ყველა ის

მოთხოვნა, რომლებიც მას თავდაპირველი დამზღვევის მიმართ აქვს. ეს წესი არ

გამოიყენება,თუ სადაზღვევო მოწმობის მფლობელი აცნობებს მზღვეველს

დაზღვევასთან დაკავშირებული უფლებების მისთვის გადაცემის თაობაზე და ეს

უკანასკნელი დაუყოვნებლივ არ განაცხადებს თავისი მოთხოვნების შესახებ.

მუხლი 804. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის შედეგები

1. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ მზღვეველმა მხოლოდ სადაზღვევო

მოწმობის წარდგენის შემდეგ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა,მაგრამ მოწმობა

დაიკარგა ან განადგურდა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მოითხოვოს შესრულება

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო მოწმობა განსაკუთრებული წარმოების

წესით ძალადაკარგულად გამოცხადდა.

2. სადაზღვევო მოწმობის დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში დამზღვევს

შეუძლია მზღვეველს მოსთხოვოს ასლი. ასლის გაცემის ხარჯებს გაიღებს

დამზღვევი.

მუხლი 805. დაზღვევის აგენტის უფლებები

1. თუ დაზღვევის აგენტი (წარმომადგენელი) უფლებამოსილია დადოს დაზღვევის

ხელშეკრულება, მას ასევე შეუძლია შეცვალოს ხელშეკრულების პირობები,

გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა ან მოშალოს იგი.

2. დაზღვევის აგენტს, რომელიც ასრულებს შუამავლის ფუნქციას დაზღვევის

ხელშეკრულების დადებისას, უფლება აქვს დადოს ასეთი ხელშეკრულება.

მუხლი 806. დაზღვევის დაწყების დრო

1. დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და

მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ

საათზე.

2. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია ხუთ წელზე მეტი ვადით, მაშინ

თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ამის თაობაზე

გაფრთხილებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.

მუხლი 807. სადაზღვევო შესატანის გადიდების შედეგები

თუ მზღვეველმა გაადიდა სადაზღვევო შესატანი, მაშინ დამზღვევს შეუძლია

ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს ხელშეკრულება.

სადაზღვევო შესატანის უმნიშვნელო გაზრდა ასეთ უფლებას არ წარმოშობს.

მუხლი 808. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

1. დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა

მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან

დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითია ის

გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვევლის

გადაწყვეტილებაზე,უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი

შინაარსით.

2. არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი

წერილობით შეეკითხება დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად.

3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის წესების საწინააღმდეგოდ მზღვეველს არ ეცნობა

არსებითი გარემოების შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას

ხელშეკრულებაზე.იგივე მნიშვნელობა აქვს, თუ არსებით გარემოებათა შეტყობინებას

დამზღვევმა განზრახ აარიდა თავი.

4. დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მზღვეველმა იცოდა დაფარულ

გარემოებათა შესახებ, ან დამზღვევს არ მიუძღვის ბრალი მათ შეუტყობინებლობაში.

მუხლი 809. არასწორი მონაცემების შეტყობინების შედეგები

1. მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი

გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს.

2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია,თუ მონაცემების უზუსტობა

მზღვევლისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორ

მონაცემთა მიწოდებაში. ამ მონაცემების შეტყობინებიდან ერთი თვის განმავლობაში

მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.

მუხლი 810. დაზღვევის ხელშეკრულების მოშლა ინფორმაციის

შეუტყობინებლობის გამო

თუ დამზღვევს საფრთხის გარემოების შესახებ წერილობით კითხვებზე უნდა

გაეცა პასუხი, მაშინ მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება იმ

გარემოებათა შეუტყობინებლობის გამო, რომელთა თაობაზედაც თუმცა კითხვა არ

დასმულა, მაგრამ დამზღვევი განზრახ დუმდა.

მუხლი 811. ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო ხელშეკრულების

მოშლის ვადა

1. ამ თავით გათვალისწინებული ცნობების შეუტყობინებლობიდან ერთი

თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება. ეს ვადა იწყება

იმ მომენტიდან, როდესაც მზღვეველმა გაიგო შეტყობინების მოვალეობის დარღვევის

თაობაზე.

2. დამზღვევს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ.

მუხლი 812. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის

შემდეგ

თუ მზღვეველი ხელშეკრულებას მოშლის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის

შემდეგ, მაშინ იგი არ თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუკი

იმ გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა,

გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვევლის

მოვალეობის შესრულებაზე.

მუხლი 813. საფრთხის გაზრდის შესახებ ინფორმაციის შეტყობინების

ვალდებულება

1. დამზღვევი მოვალეა დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს საფრთხის

გაზრდის შესახებ, რომელიც ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოცენდა,თუ ეს

არსებით გავლენას მოახდენდა ხელშეკრულების დადებაზე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მზღვეველს

უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით ან

მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის შესაბამისი გაზრდა. თუ დამზღვევმა განზრახ

გამოიწვია საფრთხის გაზრდა, მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ვადის

დაცვის გარეშე.

მუხლი 814. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულება

1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა

აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს.

2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ

მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა,რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო

შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.

3. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი

თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს

შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ

დაირღვევა.

4. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის

დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.

II. სადაზღვევო შესატანი

მუხლი 815. სადაზღვევო შესატანის გადახდის ვალდებულება

1. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ

დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ.

2. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია

მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი

რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი

ანაზღაურების გადახდა.

მუხლი 816. პირველი სადაზღვევო შესატანი

პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე

მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.

მუხლი 817. სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდა

1. თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ

მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა,

ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება.

2. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ

დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების

გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.

მუხლი 818. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანის

არადროულად გადახდის გამო

თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი,მზღვეველს

შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის

თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

მუხლი 819. სადაზღვევო შესატანის გადახდის შეწყვეტა

დამზღვევს შეუძლია შეწყვიტოს სადაზღვევო შესატანის გადახდა, თუ

ხელშეკრულების დადების შემდეგ გაირკვა, რომ მზღვევლის ეკონომიური

მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ არსებობს სადაზღვევო შემთხვევის

დადგომისას მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობათა შეუსრულებლობის

რეალური საფრთხე.

III. ზიანის დაზღვევა

ა. ხელშეკრულების შინაარსი

მუხლი 820. ზიანის ფულადი ანაზღაურების ვალდებულება

ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით.

მუხლი 821. ზიანის ანაზღაურების ფარგლები

მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

მუხლი 822. სადაზღვევო შედარება

1. თუ აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება

დაზღვეული ინტერესის ღირებულებას (სადაზღვევო ღირებულებას), მაშინ როგორც

დამზღვევს,ისე მზღვეველს გადაჭარბებული დაზღვევის თავიდან აცილების მიზნით

შეუძლიათ მოითხოვონ სადაზღვევო თანხის შემცირება სადაზღვევო შესატანის

დაუყოვნებლივ შესაბამისი შემცირებით.

2. თუ დამზღვევი მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით

დებს ხელშეკრულებას დაზღვევის გაზრდის გზით,მაშინ ხელშეკრულება ბათილად

ჩაითვლება. ხელშეკრულების ბათილობამდე მზღვევლისათვის გადახდილი

შენატანები მას რჩება, თუ მისთვის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის

ცნობილი არ იყო ბათილობის შესახებ.

მუხლი 823. ქონების დაზღვევის თავისებურებანი

სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და

საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 824. მიუღებელი სარგებლის დაზღვევა

დაზღვევა ვრცელდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეულ მიუღებელ

სარგებელზედაც, თუ ეს გათვალისწინებულია შეთანხმებით.

მუხლი 825. ნივთთა ერთობლიობის დაზღვევა

თუ დაზღვეულია ნივთების ერთობლიობა, მაშინ დაზღვევა ვრცელდება მასში

შემავალ ყველა ნივთზე.

მუხლი 826. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა

მზღვეველი არ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს წარმოშობილი ზიანის

ოდენობაზე მეტი თანხა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო თანხა სადაზღვევო

შემთხვევის დადგომის მომენტისათვის აღემატება სადაზღვევო ღირებულებას.

მუხლი 827. შემცირებული ან არასრული დაზღვევა. ორმაგი დაზღვევა

1. თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია სადაზღვევო ღირებულებაზე სადაზღვევო

შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (შემცირებული ან არასრული დაზღვევა),

მაშინ მზღვეველი ანაზღაურებს ზიანს სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო

ღირებულების შეფარდების შესაბამისად.

2. პირი, რომელმაც ერთი და იგივე ინტერესი ერთდროულად რამდენიმე

მზღვეველთან დააზღვია,მოვალეა ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს

თითოეულ მზღვეველს. შეტყობინებაში უნდა აღინიშნოს ყველა მზღვევლის ვინაობა

და სადაზღვევო თანხის ოდენობა.

3. თუ მოცემული ინტერესი ერთი და იმავე რისკისაგან რამდენიმე

მზღვეველთან არის დაზღვეული და სადაზღვევო თანხები ჯამში სადაზღვევო

ღირებულებას აჭარბებენ, ან, თუ სხვა მიზეზების გამო საზღაურთა ჯამი, რომელიც

თითოეული მზღვევლის მიერ სხვა ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში

გადახდილი იქნებოდა, აჭარბებს მთელ ზიანს (ორმაგი დაზღვევა), მაშინ

მზღვევლები მოვალენი არიან დამზღვევის წინაშე - როგორც სოლიდარული

მოვალეები - იმ თანხის ფარგლებში, რაც მათ დამზღვევთან დადებული

ხელშეკრულებით აქვთ გაფორმებული, მაგრამ დამზღვევს არა აქვს უფლება მიიღოს

ჯამში რეალურ ზიანზე მეტი თანხა.

მუხლი 828. ორმაგი დაზღვევის ბათილობა

თუ დამზღვევმა გააფორმა ორმაგი დაზღვევა მართლსაწინააღმდეგო

შემოსავლის მიღების მიზნით,მაშინ თითოეული ხელშეკრულება, რომელიც ამ

მიზნით არის დადებული, ჩაითვლება ბათილად.

მუხლი 829. დამზღვევის ბრალი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას

მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ

დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან

უხეში გაუფრთხილებლობით.

მუხლი 830. მზღვევლის მითითების შესრულების მოვალეობა

1. დამზღვევი მოვალეა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის

დადგომისას შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს ან შეამციროს ზიანი და ამასთან

დაკავშირებით შეასრულოს მზღვევლის მითითებები.

2. მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს ის ხარჯები, რომლებიც მისი

მითითებით იქნა გაღებული.

მუხლი 831. ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანის

დაზღვევა

მზღვეველი ომით ან სხვა დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანისათვის

მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს, თუ ეს გათვალისწინებულია სპეციალური

შეთანხმებით.

მუხლი 832. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან

1. თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა

წაუყენოს მესამე პირს,მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის

უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ

თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ

მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან,

რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების

განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

2. თუ დამზღვევის უფლება ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეხება მასთან

ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს, მაშინ უფლების გადასვლა გამორიცხულია, როცა

ოჯახის წევრმა ზიანი განზრახ გამოიწვია.

მუხლი 833. დაზღვეული ქონების გასხვისების შედეგები

თუ დაზღვეული ქონება გასხვისდა, მაშინ დამზღვევის უფლებები და მოვალეობები

გადადის შემძენზე.

მუხლი 834. შეტყობინების ვალდებულება დაზღვეული ქონების

გასხვისებისას

მზღვეველს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაზღვეული ქონების გასხვისების

შესახებ.თუ შემძენმა ან გამსხვისებელმა აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ არ

შეატყობინა მზღვეველს, მაშინ იგი თავისუფლდება ანაზღაურების მოვალეობისაგან,

თუკი სადაზღვევო შემთხვევა დადგა ორი კვირის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა

მზღვეველს შეტყობინება მიღებული უნდა ჰქონოდა.

მუხლი 835. დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას

1. მზღვეველს უფლება აქვს ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის

დაცვით შეწყვიტოს სადაზღვევო ურთიერთობა შემძენთან. ხელშეკრულების მოშლის

უფლება ძალას კარგავს, თუ მზღვეველმა არ ისარგებლა ამით ერთი თვის მანძილზე

იმ მომენტიდან, როცა მან შეიტყო ქონების გასხვისების შესახებ.

2. შემძენს უფლება აქვს მოშალოს დაზღვევის ხელშეკრულება; მოშლა

შეუძლია მას მხოლოდ დაუყოვნებლივ ან დაზღვევის მიმდინარე პერიოდის

დამთავრებისათვის. მოშლის უფლება ქარწყლდება,თუ შემძენი შეძენიდან ერთი

თვის ვადაში არ ისარგებლებს ამ უფლებით; ხოლო, თუ შემძენისათვის ცნობილი არ

იყო დაზღვევის შესახებ, მაშინ მოშლის უფლება ძალაშია ერთი თვის გასვლამდე იმ

მომენტიდან, როცა შემძენმა შეიტყო სადაზღვევო ურთიერთობის შესახებ.

3. თუ დაზღვევის ხელშეკრულება მოიშალა ამ წესების საფუძველზე, მაშინ

გამსხვისებელი მოვალეა მზღვეველს გადაუხადოს სადაზღვევო შესატანი, მაგრამ არა

იმაზე მეტი,რაც დაზღვევის პერიოდში უნდა გადაეხადა, ხელშეკრულების მოშლის

მომენტის ჩათვლით; ამ შემთხვევაში შემძენი პასუხს არ აგებს სადაზღვევო შესატანის

გადახდაზე.

ბ. დაზღვევა სხვა პირის სასარგებლოდ

მუხლი 836. დაზღვევის ხელშეკრულების დადება სხვა პირის სასარგებლოდ

დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი

სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის.

მუხლი 837. სხვა პირის უფლებები დაზღვევის ხელშეკრულებაში

1. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც

წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. სადაზღვევო მოწმობის

მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს.

2. დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან

შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს

სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო მოწმობა მის ხელთაა.

მუხლი 838. დამზღვევის უფლებები

1. დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით,

რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს.

2. თუ გაცემულია სადაზღვევო მოწმობა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მიიღოს

საზღაური დაზღვეული პირის თანხმობის გარეშე ან გადასცეს უფლება დაზღვეულ

პირს მხოლოდ მაშინ, თუ დამზღვევი ფლობს სადაზღვევო მოწმობას.

3. მზღვეველი მხოლოდ მაშინ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს

დაზღვეულის სასარგებლოდ,თუ დამზღვევი დაამტკიცებს, რომ დაზღვეული პირი

ეთანხმებოდა დაზღვევის ხელშეკრულებას.

გ. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

მუხლი 839. ცნება

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი

მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას

ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი

პასუხისმგებლობის გამო.

მუხლი 840. ზიანის უშუალოდ ანაზღაურების მოთხოვნა

მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს

ზიანი, თუ პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას.

მუხლი 841. სასამართლო და არასასამართლო ხარჯები

დაზღვევა მოიცავს სასამართლო და არასასამართლო ხარჯებსაც, რომლებიც მესამე

პირის მოთხოვნისაგან დასაცავად იქნა გაწეული, თუ, საქმის გარემოებიდან

გამომდინარე, აუცილებელია ასეთი ხარჯების გაწევა.

მუხლი 842. მზღვევლის განთავისუფლება პასუხისმგებლობისაგან

მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დამზღვევმა შეგნებულად

გამოიწვია იმ გარემოების წარმოშობა, რისთვისაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა

მესამე პირის წინაშე.

მუხლი 843. პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევისას

1. თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია დამზღვევის წინაშე

მოვალეობისაგან, მისი პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ძალაშია

სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. თუ მზღვეველი აკმაყოფილებს მესამე პირის მოთხოვნას, მაშინ მესამე პირის

მოთხოვნა დამზღვევის მიმართ გადადის მზღვეველზე.

IV. სიცოცხლის დაზღვევა

მუხლი 844. ცნება

1. სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს.

2. თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის

სასარგებლოდ, მაშინ საჭიროა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის

წერილობითი თანხმობა.

მუხლი 845. ხელშეკრულების დადებაზე უარის დაუშვებლობა

თუ დამზღვევი ხელშეკრულების დადებისას დაარღვევს თავის მოვალეობას

ცნობების შეტყობინების თაობაზე, მზღვეველს არ შეუძლია ხელშეკრულებაზე უარი

განაცხადოს, თუკი ხელშეკრულების დადების შემდეგ ხუთი წელი გავიდა.

ხელშეკრულებაზე უარი დასაშვებია, თუ შეტყობინების მოვალეობა განზრახ არ

შესრულდა.

მუხლი 846. ხელშეკრულების მოშლა სადაზღვევო შესატანების

პერიოდულად გადახდისას

თუ სადაზღვევო შესატანები პერიოდულად არის გადახდილი, მზღვეველს შეუძლია

სადაზღვევო ურთიერთობა მოშალოს ნებისმიერ დროს, ოღონდ მიმდინარე

სადაზღვევო პერიოდის დასრულებისათვის.

მუხლი 847. ანაზღაურების უფლების გადაცემა მესამე პირისათვის

1. დამზღვევს შეუძლია დაგროვებითი დაზღვევისას სარგებლის მიღების უფლება

გადასცეს მესამე პირს, ასევე შეუძლია მესამე პირი შეცვალოს სხვა პირით, თუ

ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მესამე პირს, რომელსაც აქვს სარგებლის მიღების უფლება, მისი განხორციელება

შეუძლია მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, თუ დამზღვევს სხვა

მითითება არ გაუცია.

მუხლი 848. არასათანადო მესამე პირი

1. თუ დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირის უფლებას არ შეესაბამება

მზღვევლის მოვალეობა, მაშინ ეს უფლება რჩება დამზღვევს.

2. თუ დაგროვებითი დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირი არ იყენებს თავის

უფლებას სარგებლის მიღებაზე, მაშინ ეს უფლება რჩება დამზღვევს.

მუხლი 849. მზღვევლის განთავისუფლება ზიანის ანაზღაურების

მოვალეობისაგან

1. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სიკვდილის

შემთხვევისათვის, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან იმ

შემთხვევაში, როცა დამზღვევმა უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია ასეთი

პირის სიკვდილი.

2. თუ სიცოცხლის დაზღვევისას მესამე პირს აქვს სარგებლის მიღების

უფლება,ეს უფლება არ იქნება აღიარებული, თუ მან უკანონო მოქმედებით განზრახ

გამოიწვია იმ პირის სიკვდილი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო.

მუხლი 850. ანაზღაურებისაგან განთავისუფლება თვითმკვლელობისას

1. სიცოცხლის დაზღვევისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი

მოვალეობისაგან, თუ პირი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო, თავს მოიკლავს.

2. დამზღვევის მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდილი

სადაზღვევო შესატანების დაბრუნება.

მუხლი 851. დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა

1. დამზღვევს შეუძლია მიმდინარე დაზღვევის პერიოდის დასრულებამდე ნებისმიერ

დროს მოითხოვოს დაზღვევის ხელშეკრულების შეცვლა სადაზღვევო

შესატანებისაგან თავისუფალი ხელშეკრულებით.

2. თუ დამზღვევი ითხოვს ასეთ შეცვლას, მაშინ ამ მომენტიდან ხელშეკრულებით

გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ან სარგებლის თანხის ადგილს იკავებს

ისეთი თანხა, რომელიც შეესაბამება მზღვევლის მოვალეობას დაზღვეული პირის

ასაკის გათვალისწინებით, თუ დაგროვებული პრემიების რეზერვი განიხილება,

როგორც ერთჯერადი შესატანი.

მუხლი 852. დაქვითვები ხელშეკრულების შეწყვეტისას

თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება უარის თქმის, მოშლის ან

გასაჩივრების გამო, მაშინ მზღვეველი მოვალეა დააბრუნოს შესატანის ის ოდენობა,

რომელიც მან მიიღო ამ ხელშეკრულებით. მზღვეველს შეუძლია გააკეთოს შესაბამისი

დაქვითვებიც.

მუხლი 853. იძულებითი აღსრულების შედეგები

1. თუ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ხდება სადაზღვევო მოთხოვნის

თაობაზე, ან სამართალწარმოება ხორციელდება დამზღვევის გაკოტრებასთან

დაკავშირებით, მაშინ პირი, რომელიც კონკრეტულად დასახელებულია, როგორც

სარგებლის მიმღები, უფლებამოსილია დაიკავოს დამზღვევის ადგილი დაზღვევის

ხელშეკრულებაში. თუკი სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი მონაწილეობს

ხელშეკრულებაში, მან უნდა დააკმაყოფილოს კრედიტორის ყველა მოთხოვნა ან

უზრუნველყოს გაკოტრების მასა იმ თანხის ფარგლებში, რომელიც შეიძლებოდა

მიეღო დამზღვევს მზღვევლისაგან დაზღვევის ხელშეკრულების მოშლისას.

2. თუ სარგებლის მიღების უფლების მქონე პირი არ არის დაინტერესებული

სარგებლის მიღებით, ან არ არის სახელობით მითითებული, მაშინ ასეთ უფლებას

იძენენ დამზღვევის მეუღლე და შვილები.

V. უბედური შემთხვევის დაზღვევა

მუხლი 854. ცნება

1. უბედური შემთხვევის დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც

დამზღვევის, ისე სხვა პირის უბედური შემთხვევისათვის.

2. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია არა დაზღვეული პირის მიერ, მაგრამ

მის სასარგებლოდ, მაშინ მასზე ვრცელდება წესები სიცოცხლის დაზღვევის შესახებ.

მუხლი 855. ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შედეგები

თუ მზღვევლის მოვალეობა დამოკიდებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის (ვნების)

განზრახ მიყენებაზე, მაშინ განზრახვის არარსებობა ივარაუდება მანამდე, სანამ არ

დამტკიცდება საწინააღმდეგო.

მუხლი 856. უბედური შემთხვევის განზრახ გამოწვევის შედეგები

1. მზღვეველი თავისი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფლდება იმ

შემთხვევაში, თუ სხვა პირის დაზღვევისას სარგებლის მიმღები უკანონო

მოქმედებით განზრახ გამოიწვევს უბედურ შემთხვევას.

2. თუ სხვა პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება, მას ეს უფლება ჩამოერთმევა

მაშინ, თუ იგი უბედურ შემთხვევას გამოიწვევს განზრახ უკანონო მოქმედებით.

მუხლი 857. უბედური შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

თუ მოვალეობები უნდა შესრულდეს სარგებლის მიმღები პირის

სასარგებლოდ, მაშინ ეს პირი მოვალეა განაცხადოს უბედური შემთხვევის თაობაზე.

ეს წესი ვრცელდება ცნობების შეტყობინებისა და საბუთების გადაცემის

მოვალეობებზედაც.

მუხლი 858. რეგრესის უფლების დაუშვებლობა

დამზღვევს არა აქვს რეგრესის უფლება იმ პირის მიმართ, რომელიც პასუხს აგებს

ზიანისათვის.

თავი ოცდამეერთე

საბანკო მომსახურება

I. ანგარიშსწორება

. ცნება

1. ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება

ვალდებულია თავისი კლიენტის საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს

გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული თანხები

ჩარიცხოს ანგარიშში.

2. შესაძლებელია ანგარიშის მფლობელის მითითების საფუძველზე იგივე

ოპერაციები განხორციელდეს ნაღდი ფულით.

3. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშის მფლობელს შეიძლება დაეკისროს

მომსახურების ხარჯების გადახდა.

მუხლი 860. ანგარიშის ამონაწერების მიცემის ვალდებულება

1. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო

ანგარიშსწორებათა შესახებ აწარმოოს საბუღალტრო წიგნი.

2. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ხელშეკრულებით

გათვალისწინებულ ვადებში მიაწოდოს ანგარიშის მფლობელს ინფორმაცია

ანგარიშის მდგომარეობის შესახებ (ანგარიშის ამონაწერები); ხოლო ანგარიშის

მფლობელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია ანგარიშის

მდგომარეობისა და კრედიტ-დებეტის საბუღალტრო ჩანაწერების შესახებ.

მუხლი 861. ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა

საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების

ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების

საფუძველზე.წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და

არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში.

მუხლი 862. ანგარიშის მფლობელის დავალების გაუქმების შედეგები

1. ანგარიშის მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს საკრედიტო დაწესებულებისათვის

მიცემული დავალება, ვიდრე გადარიცხვა რეალურად არ მომხდარა. სხვა

შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება მოვალეა შესრულებაზე უარის შესახებ

დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო პირებს.

2. დავალების დროულად გაუქმების შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება

მოვალეა კვლავ აღადგინოს თანხა მფლობელის ანგარიშზე.

მუხლი 863. საიდუმლოების დაცვის ვალდებულება

1. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ანგარიშთან

დაკავშირებული და სხვა ისეთი ფაქტების საიდუმლოება, რომლებიც ცნობილი

გახდა მისთვის ანგარიშის მფლობელთან საქმიანი ურთიერთობისას, გარდა იმ

შემთხვევებისა, რაც კანონითაა გათვალისწინებული, ან, თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ

საბანკო ინფორმაციას, რომლითაც არ ილახება ანგარიშის მფლობელის ინტერესები.

2. საკრედიტო დაწესებულების ეს მოვალეობა ძალაშია ხელშეკრულების

შეწყვეტის შემდეგაც.

მუხლი 864. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტა

1. საბანკო ანგარიშსწორების ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ორივე მხარის

მიერ ნებისმიერ დროს.

2. საკრედიტო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ისე შეწყვიტოს

ხელშეკრულება,რომ ანგარიშის მფლობელმა სხვაგვარად შეძლოს საანგარიშსწორებო

მომსახურების მიღება,გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს

მნიშვნელოვანი საფუძველი.

მუხლი 865. გადახდა ჩეკის საფუძველზე

სათანადო შეთანხმებისას საკრედიტო დაწესებულება მოვალეა აქტივის

ფარგლებში აანაზღაუროს ანგარიშის მფლობელის მიერ ხელმოწერილი ჩეკი ჩეკის

შესახებ კანონის შესაბამისად. ამ დროს გამოიყენება უნაღდო ანგარიშსწორების

ხელშეკრულების წესები.

მუხლი 866. ჩეკის ინკასირება

საკრედიტო დაწესებულება დამატებითი შეთანხმების გარეშეც

საანგარიშსწორებო ხელშეკრულებით მოვალეა ანგარიშის მფლობელის წინაშე

მოახდინოს ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ჩეკების ინკასირება საკრედიტო

დაწესებულებაში მათი დროულად წარდგენით,ხოლო გადაუხდელობის

შემთხვევაში - მიიღოს უზრუნველყოფის საჭირო ზომები.

II. საბანკო კრედიტი

მუხლი 867. ცნება

საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა

მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

მუხლი 868. საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთები

1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი

ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო

განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს,იგი

ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა

საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი

საპროცენტო განაკვეთი.

3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული

ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე

დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს.

4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო

განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური

შუალედი.

5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს

კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ.

6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება

მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი.თუკი ხარჯების

დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს

ხარჯები არ ანაზღაურდება.

მუხლი 869. ამოღებულია (29.06.2007 N5127)

მუხლი 870. დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება

1. თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული

უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია

მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.

2. კრედიტის გამცემი მოვალეა კრედიტის ამღების მოთხოვნით დააბრუნოს

უზრუნველყოფა, რომელიც აღემატება დაფარვის შეთანხმებულ ფარგლებს.

მუხლი 871. ხელშეკრულების შეწყვეტა

1. თუ კრედიტისათვის შეთანხმებულია მყარი საპროცენტო განაკვეთი

განსაზღვრული პერიოდისათვის, მაშინ კრედიტის ამღებს შეუძლია შეწყვიტოს

საკრედიტო ხელშეკრულება, თუკი საპროცენტო ვალდებულება მთავრდება

დაბრუნებისათვის განსაზღვრულ ვადამდე და საპროცენტო განაკვეთის შესახებ

რაიმე ახალი შეთანხმება არ არის დადებული. შეწყვეტის ვადა შეადგენს ერთ თვეს.

2. თუ კრედიტის ამღები მომხმარებელია და კრედიტი არ არის უზრუნველყოფილი

იპოთეკით, მაშინ შეწყვეტის უფლება წარმოიშობა კრედიტის აღებიდან ექვსი თვის

შემდეგ. შეწყვეტის ვადა კი შეადგენს სამ თვეს.

3. ათი წლის გასვლის შემდეგ შეწყვეტის უფლება არსებობს ნებისმიერ შემთხვევაში.

შეწყვეტის ვადა შეადგენს ექვს თვეს.

4. მოვალეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ცვალებადი საპროცენტო

განაკვეთით აღებული სესხი შეწყვეტის სამთვიანი ვადის დაცვით.

მუხლი 872. ზიანის ანაზღაურება კრედიტის ვადამდე დაბრუნებისათვის

თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის

დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი

ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების

ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა

სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ

დაუშვა მისი მიღება.

მუხლი 873. საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტის ნაწილ-

ნაწილ დაბრუნებისას

კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ

გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა

გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ

ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

III. ანაბარი

მუხლი 874. ცნება. საკრედიტო დაწესებულების ხელმძღვანელთა

პასუხისმგებლობა

1. ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს

მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში

დააბრუნოს მიღებული თანხა.

2. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება

ნებისმიერ დროს იქნეს უკან გამოთხოვილი.

3. ანაბრებს შესაბამისად უნდა დაერიცხოს პროცენტები.

4. ანაბრის მიმღები და საკრედიტო დაწესებულების დირექტორები

(მენეჯერები) ვალდებულნი არიან მეანაბრეს მიაწოდონ ინფორმაცია ბანკის

ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ.

5. ის პირი, რომელიც ბრალეულად გასცემს არასწორ ინფორმაციას ან უარს

ამბობს საჭირო მონაცემების მიწოდებაზე, ვალდებულია მეანაბრეს აუნაზღაუროს

არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან ინფორმაციის გაუცემლობით წარმოშობილი

ზიანი.

6. ასევე აგებენ პასუხს სოლიდარულად ბანკის დირექტორები (მენეჯერები),

რომლებიც სარეკლამო ბროშურების მეშვეობით ან სხვაგვარად საჯაროდ ავრცელებენ

არასწორ მონაცემებს ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ.

მუხლი 875. შემნახველი წიგნაკი

საკრედიტო დაწესებულება შემნახველი წიგნაკის გაცემისას უფლებამოსილია

შეავსოს იგი მხოლოდ სახელობით (კონკრეტულ პირზე).(23.07.2003 N2617)

IV. დოკუმენტალური (სასაქონლო) აკრედიტივი.

დოკუმენტალური ინკასო

მუხლი 876. ცნება

1. აკრედიტივის გახსნით საკრედიტო დაწესებულება (გამხსნელი ბანკი)

ვალდებულია, კლიენტის (აკრედიტივის დავალების მიმცემის) თხოვნითა და

განკარგულებით, მითითებული დოკუმენტის სანაცვლოდ გადაუხადოს მესამე პირს

(რემიტენტს) ამ პირის ბრძანებით ფულადი თანხა, ან გაანაღდოს რემიტენტისაგან

გადმოპირებული თამასუქი,მოახდინოს აქცეპტი, ანდა დაავალოს სხვა ბანკს ამ

ოპერაციის განხორციელება, თუ შესრულდა საკრედიტო პირობები.

2. კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.

მუხლი 877. საინკასო დავალება

საინკასო დავალებით საინკასო ოპერაციაზე უფლებამოსილი საკრედიტო

დაწესებულება (ბანკი) კისრულობს ვალდებულებას,კლიენტის (მარწმუნებლის)

დავალებით გასცეს სავაჭრო ფასიანი ქაღალდები აქცეპტირების და/ან,

აუცილებლობის შემთხვევაში, - გადამხდელის მიერ გადახდის სანაცვლოდ.

მუხლი 878. საერთაშორისო მიმოქცევის ჩვეულებები

თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, მხარეთა უფლებები და მოვალეობები

განისაზღვრება საერთაშორისო მიმოქცევაში დოკუმენტალური აკრედიტივის ან

დოკუმენტალური ინკასოს დამკვიდრებული ჩვეულებების მიხედვით.

V. საბანკო გარანტია

მუხლი 879. ცნება

საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო

ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს

წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის

პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ

ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 880. საზღაური საბანკო გარანტიისათვის

1. საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ

თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.

2. საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს შეთანხმებულ

საზღაურს.

მუხლი 881. გარანტის ვალდებულების დამოუკიდებლობა ძირითადი

ვალდებულებისაგან

საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება

ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ

ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის

გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

მუხლი 882. საბანკო გარანტიის გამოთხოვის დაუშვებლობა

საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ

გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 883. ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის სხვა პირისათვის

გადაცემის დაუშვებლობა

საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის

უფლება გარანტის მიმართ არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს, თუ გარანტიით სხვა რამ

არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 884. საბანკო გარანტიის შესვლა ძალაში

საბანკო გარანტია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან, თუ გარანტიით სხვა

რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 885. მოთხოვნის წარდგენის ფორმა

1. საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის

შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში

მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში

ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს,თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ

ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა

გარანტია.

2. ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით

განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა.

მუხლი 886. გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისას

1. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების შემდეგ გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა

აცნობოს ამის შესახებ პრინციპალს და გადასცეს მოთხოვნის ასლი მასთან

დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ.

2. გარანტმა ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით უნდა

განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის

დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები

გარანტიის პირობებს.

მუხლი 887. გარანტის უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე

1. გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის

დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება

გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული

ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს

მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

2. თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის

ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი

ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა

საფუძვლებით ან ბათილია,მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ

ბენეფიციარსა და პრინციპალს.გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ

მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ

დაკმაყოფილებას.

მუხლი 888. გარანტის ვალდებულების ფარგლები

საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება

ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა

გარანტია.

მუხლი 889. გარანტის ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები

1. გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება:

ა. ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია;

ბ. გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა;

გ. ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა

და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას.

2. გარანტმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა გარანტიის შეწყვეტის

შესახებ,დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის თაობაზე პრინციპალს.

მუხლი 890. რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება

1. გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის

გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება

პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა

გარანტია.

2. გარანტს არა აქვს უფლება მოსთხოვოს პრინციპალს იმ თანხის გადახდა, რომელიც

აუნაზღაურდა ბენეფიციარს გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ან

ბენეფიციარის მიმართ გარანტის ვალდებულების დარღვევის გამო, თუ

პრინციპალთან გარანტის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი ოცდამეორე

თავდებობა

მუხლი 891. ცნება

1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად

დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების

შესასრულებლად.

2. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი

ვალდებულებებისათვის.

მუხლი 892. თავდებობის ფორმა

1. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება

და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების

პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის

მითითება.

2. თუ ვინმე თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში

განაცხადებს თავდებობის შესახებ, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

მუხლი 893. თავდების ვალდებულების საფუძველი

თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი

ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს

თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ

გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

მუხლი 894. თავდების უარი კრედიტორის დაკმაყოფილებაზე

თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე,ვიდრე კრედიტორი

არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

მუხლი 895. თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობა

თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა

თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი

აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის

ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა

აშკარაა.

მუხლი 896. რამდენიმე თავდების პასუხისმგებლობა ერთი და იმავე

ვალდებულებისათვის

თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ,

როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად

არ უკისრიათ.

მუხლი 897. პასუხისმგებლობა წინამორბედ თავდებთა მიერ ნაკისრი

ვალდებულებებისათვის

თავდები, რომელმაც კრედიტორის წინაშე ივალდებულა წინამორბედ თავდებთა

მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ისევე აგებს პასუხს მათთან ერთად,

როგორც, ჩვეულებრივ, - თავდები ძირითად მოვალესთან ერთად.

მუხლი 898. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები

1. თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის

დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

2. თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული

ზღვრული თანხის ოდენობამდე:

ა. ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა

ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის

გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო

თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების

დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება

შეთანხმებული;

ბ. ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც

უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა

შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი;

გ. ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი

პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

მუხლი 899. თავდების უფლება შესაგებელზე

1. თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი

შესაგებლები. თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია

მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე.

2. თავდები არ კარგავს შესაგებლის უფლებას იმის გამო,რომ ძირითადმა

მოვალემ უარი თქვა მასზე.

მუხლი 900. თავდების უარი კრედიტორის დაკმაყოფილებაზე

თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე

ძირითად მოვალეს უფლება აქვს სადავო გახადოს ის გარიგება, რომელიც

საფუძვლად უდევს მის ვალდებულებას.

მუხლი 901. თავდების პასუხისმგებლობის შემცირება

თუ კრედიტორი თავდების საზიანოდ ამცირებს საგირავნო უფლებებს ან

უზრუნველყოფის სხვა საშუალებებსა და შეღავათებს,მაშინ თავდების

პასუხისმგებლობა მცირდება ზემოაღნიშნული შემცირების შესაბამისი თანხით.

მუხლი 902. ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების

შედეგები

1. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას,კრედიტორმა უნდა

აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ

დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ.

2. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს

თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც

გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

მუხლი 903. ხელშეკრულების შეწყვეტა უვადო თავდებობის დროს

1. თუ თავდებობა უვადოა, თავდები ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულების

შეწყვეტის სამთვიანი ვადა.

2. ვადიანი თავდებობისას ხუთი წლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება

შეიძლება შეწყდეს სამთვიანი ვადის დაცვით.

3. ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში თავდები მოვალეა შეასრულოს

შეწყვეტამდე ნაკისრი ვალდებულებანი.

მუხლი 904. თავდებობის ვალდებულებისაგან განთავისუფლების

საფუძვლები

1. თუ თავდები იკისრებს თავდებობას ძირითადი მოვალის დავალებით, ან თუ

დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმართვის წესების შესაბამისად თავდებობის

გამო მიენიჭება რწმუნებულის უფლებები ძირითადი მოვალის მიმართ, მაშინ მას

შეუძლია მოითხოვოს თავდებობისაგან განთავისუფლება, თუ:

ა. ძირითადი მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა;

ბ. თავდებობის დადგენის შემდეგ ძირითადი მოვალისაგან გადახდევინება

არსებითად გაძნელდა საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის შეცვლის

გამო;

გ. კრედიტორს თავდების წინააღმდეგ აქვს შესრულებაზე სააღსრულებო

წარწერის მქონე დოკუმენტი.

2. თუ ძირითადი ვალდებულებების შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა,

მოვალეს შეუძლია განთავისუფლების ნაცვლად მისცეს თავდებს უზრუნველყოფა.

მუხლი 905. თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შედეგები

თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის

მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები,

რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი

ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება.

თავი ოცდამესამე

კონტოკორენტი

მუხლი 906. ცნება. შინაარსი

1. კონტოკორენტის შეთანხმებით მხარეები კისრულობენ პასუხისმგებლობას,

საქმიანი კავშირებიდან წარმოშობილი მოთხოვნები და გადახდები შეიტანონ

ანგარიშზე და ანგარიშის დახურვამდე მიიჩნიონ ხელშეუხებლად.

2. ანგარიშის სალდო ექვემდებარება გადახდას შეთანხმებულ ვადაში. თუ

ანგარიშის დახურვისას ის მხარე, რომელსაც ეკუთვნის თანხის ნაშთი,არ მოითხოვს

გადახდას, მაშინ იგი შეიტანება კონტოკორენტზე.

3. ანგარიშის დახურვით წარმოიშობა სალდოს მოთხოვნა, რომელიც

შესრულების მიზნით იკავებს კონტოკორენტზე მოთავსებული მოთხოვნის ადგილს.

4. ანგარიშის დახურვა წარმოებს წელიწადში ერთხელ, თუ სხვა რამ არ არის

დადგენილი.

მუხლი 907. კონტოკორენტის გაუქმება

ეჭვის არსებობისას კონტოკორენტი შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს და

ანგარიში დაიხუროს.

მუხლი 908. პროცენტები განხორციელებული გადახდებისათვის

გათვალისწინებული გადახდებისათვის გადახდილ უნდა იქნეს პროცენტები

კანონით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, თუ

ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

მუხლი 909. კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნის პიროვნული ან

სანივთო უზრუნველყოფა

1. თუ კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნისათვის არსებობს პიროვნული ან

სანივთო უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტორს ანგარიშის დახურვის შემდეგაც

შეუძლია თავის სასარგებლოდ არსებული სალდოს თანხისათვის მოითხოვოს

დაკმაყოფილება ამ უზრუნველყოფიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი მოქმედებს მაშინაც,როცა

მოთხოვნისათვის არსებობს სოლიდარული პასუხისმგებლობა.

მუხლი 910. ყადაღის დადება

თუ შეთანხმების ერთ-ერთი მონაწილის კრედიტორი მიაღწევს სალდოს თანხის

აღწერას (ყადაღის დადებას), რომელიც ეკუთვნის მოვალეს კონტოკორენტიდან,

მაშინ კრედიტორის მიმართ არ იქნება გათვალისწინებული ვალის ის ნაწილები,

რომლებიც აღწერის (ყადაღის დადების) შემდეგ ახალი გარიგებებით წარმოიშვა.

გარიგება,რომელიც უკვე განხორციელდა გარიგებამდე არსებული მოთხოვნების

საფუძველზე, არ მიიჩნევა ახალ გარიგებად.

თავი ოცდამეოთხე

ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან

წარმოშობილი ვალდებულებანი

I. საწარმდგენლო ფასიანი

ქაღალდებიდან წარმოშობილი ვალდებულება

მუხლი 911. ცნება

1. თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას

ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების

თანახმად,გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლება არ ჰქონდა.

2. გაცემულ დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა შეიძლება დამოკიდებული

გახდეს სპეციალური ფორმის დაცვაზე, რომლის შესახებაც მიეთითება დოკუმენტში.

ხელმოწერა შეიძლება შესრულდეს ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზით.

მუხლი 912. ემიტენტის შესაგებლები

დოკუმენტის გამომშვებს (ემიტენტს) შეუძლია ფასიანი ქაღალდის მფლობელს

წარუდგინოს მხოლოდ ისეთი შესაგებლები, რომლებიც ეხება გაფორმების

ნამდვილობას, თვით დოკუმენტს, ან ემიტენტს აქვს უშუალოდ მფლობელის მიმართ.

მუხლი 913. უფლებათა გადასვლის წესი

1. დოკუმენტში მოცემული უფლება გადადის მოძრავი ნივთის გადაცემისათვის

დადგენილი წესების მიხედვით. იგი შეიძლება გადაიცეს ასევე მესამე პირთან

დადებული ხელშეკრულებით.

2. მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლება პირი, რომელიც შეიძენს რაიმე გზით

დაკარგულ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი დოკუმენტის შეძენისას

მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

მუხლი 914. ემიტენტის უფლებები

1. ემიტენტს შეუძლია შეედავოს ნებისმიერ მფლობელს, რომ ფასიანი ქაღალდი მას

არ გაუცია. გარდა ამისა, მას შეუძლია წაუყენოს მფლობელს ნებისმიერი შესაგებელი,

რომელიც დოკუმენტიდან გამომდინარეობს.

2. თუ ემიტენტი დოკუმენტის ხელმოსაწერად იყენებს ტექნიკურ საშუალებას, მას არ

შეუძლია მფლობელთან თავი იმართლოს იმით, რომ არ ჰქონდა ამ საშუალების

გამოყენების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა გაყალბების

შესახებ, ან მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.

3. თუ დოკუმენტი მფლობელს საკუთრებაში გადაეცა, ემიტენტს არ შეუძლია,

დაუპირისპიროს მას შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს ადრინდელ

მფლობელთან მისი უშუალო ურთიერთობებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა

შემდგომი მფლობელი დოკუმენტის შეძენისას შეგნებულად მოქმედებდა ემიტენტის

საზიანოდ.

4. თუ შესაგებელი არ გამომდინარეობს უშუალო ურთიერთობებიდან, იგი შეიძლება

წარედგინოს მხოლოდ იმ მფლობელს, რომელმაც დოკუმენტზე საკუთრება მოიპოვა

გასხვისების გზით და მისი შეძენისას მოქმედებდა განზრახ ან უხეში

გაუფრთხილებლობით.

მუხლი 915. ემიტენტის მოვალეობა

1. ემიტენტი მოვალეა შეასრულოს თავისი ვალდებულება მხოლოდ მაშინ, თუ მას

გადასცემენ ფასიან ქაღალდს.

2. მოვალე, რომელიც ასრულებს ვალდებულებებს დოკუმენტის მფლობელის წინაშე,

თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ ის არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში

გაუფრთხილებლობით, და შესაძლებლობა აქვს დაამტკიცოს მფლობელის

არაკეთილსინდისიერება.

3. მოვალე, რომელიც განთავისუფლდება თავისი ვალდებულებებისაგან

დოკუმენტის მფლობელის წინაშე, იძენს საკუთრებას მისთვის ჩაბარებულ

დოკუმენტზე.

მუხლი 916. საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის გადაფორმება

საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის გადაფორმება განსაზღვრული პირის სახელზე

შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ემიტენტმა. ამასთან, ემიტენტი არ არის

ვალდებული გადააფორმოს საწარმდგენლო (წარმომდგენზე) ფასიანი ქაღალდი.

მუხლი 917. მიმოქცევისათვის უვარგისი ფასიანი ქაღალდის გამოცვლა თუ

საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდი დაზიანების გამო აღარ არის ვარგისი

მიმოქცევისათვის, მაშინ მფლობელს შეუძლია, თუ დოკუმენტის შინაარსისა და

არსებითი განმასხვავებელი ნიშნების ამოცნობა ჯერ კიდევ შესაძლებელია,

მოითხოვოს ახალი საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდი დაზიანებული დოკუმენტის

ჩაბარების სანაცვლოდ. ამასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა გასწიოს

მფლობელმა და თანხა გადაიხადოს წინასწარ.

მუხლი 918. ფასიანი ქაღალდის გამოცხადება ძალადაკარგულად

1. დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდი შეიძლება სასამართლომ

ძალადაკარგულად გამოაცხადოს, თუ დოკუმენტი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

2. ემიტენტი ვალდებულია ადრინდელ მფლობელს მოთხოვნისამებრ მიაწოდოს

ცნობები, რომლებიც აუცილებელია სასამართლოში ფასიანი ქაღალდის

ძალადაკარგულად გამოცხადების საქმის განხილვისა და გადახდის

აკრძალვისათვის; ასევე ვალდებულია გასცეს შესაბამისი მოწმობა. მოწმობის გაცემის

ხარჯებს წინასწარ იხდის ადრინდელი მფლობელი.

მუხლი 919. ახალი საწარმდგენლო დოკუმენტის გაცემა

პირს, რომელმაც მიაღწია საწარმდგენლო სავალო ვალდებულებების

ძალადაკარგულად გამოცხადებას,დოკუმენტიდან გამომდინარე მოთხოვნის

განხორციელების მიუხედავად, შეუძლია მოსთხოვოს ემიტენტს ძალადაკარგულის

სანაცვლოდ ახალი საწარმდგენლო დოკუმენტის გაცემა. მანვე წინასწარ უნდა

აანაზღაუროს გაცემის ხარჯები.

მუხლი 920. მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა

ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა

შეადგენს ოცდაათ წელს დოკუმენტებით გათვალისწინებული ვალდებულებების

შესრულების ვადის დადგომიდან.

მუხლი 921. მცირე ღირებულების სავალო დოკუმენტების გაცემა

თუ ემიტენტმა გასცა მცირე ღირებულების სავალო ან სხვა მსგავსი დოკუმენტები,

რომლებშიც კრედიტორი არ არის აღნიშნული, ხოლო საქმის გარემოებებიდან

ირკვევა, რომ ემიტენტს სურს გადაუხადოს მფლობელს, მაშინ გამოიყენება 911-ე

მუხლის პირველი ნაწილის, 913-915-ე და 920-ე მუხლების წესები.

II. საორდერო ფასიანი ქაღალდებიდან

წარმოშობილი ვალდებულება

მუხლი 922. ცნება

1. სავალო დოკუმენტი, რომლითაც ემიტენტი დოკუმენტის წარდგენისას

გადახდას ჰპირდება დასახელებულ პირს,შეიძლება გაიცეს საორდერო ფასიანი

ქაღალდის სახით.

2. ხელმოწერა შეიძლება ტექნიკურად შესაძლებელი ნებისმიერი გზით.

მუხლი 923. უფლებათა გადაცემა. ინდოსამენტის სახეები

1. დოკუმენტში მოცემული უფლება შეიძლება გადაცემულ იქნეს

ინდოსამენტითა და დოკუმენტის გადაცემით.

2. ინდოსამენტი კეთდება დოკუმენტზე ან მის დანართზე. დაშვებულია

ტექნიკური საშუალების გამოყენება.

3. ინდოსამენტი არ საჭიროებს ინდოსატარის აღნიშვნას და შეიძლება

შედგებოდეს მხოლოდ ხელმოწერისაგან (ბლანკეტური ინდოსამენტი). ბლანკეტური

ინდოსამენტი შეიძლება შეავსოს უფლებამოსილმა მფლობელმა თავისი ან სხვისი

სახელით, გასცეს დოკუმენტი შეუვსებლად ანდა თავად მოახდინოს მისი შემდგომი

ინდოსირება განსაზღვრულ პირზე.

მუხლი 924. ინდოსირებით შეძენილი დოკუმენტის გამოყენების წესი

თუ საორდერო სავალო დოკუმენტი შეძენილია ინდოსამენტის

საფუძველზე,მაშინ შესაბამისად გამოიყენება 914-ე მუხლი.

მუხლი 925. გადახდა თანამიმდევრული ინდოსამენტების არსებობისას

1. თანამიმდევრული ინდოსამენტების მეშვეობით დადასტურებული საორდერო

ფასიანი ქაღალდის მფლობელს შეუძლია ხელმოწერილი დოკუმენტის ჩაბარების

სანაცვლოდ მოითხოვოს გადახდა დაპირების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა,

როცა მას ამის უფლებამოსილება არა აქვს.

2. გადახდა არაუფლებამოსილი პირისათვის, რომელმაც თავისი უფლება

დაადასტურა თანამიმდევრული ინდოსამენტების მეშვეობით, ათავისუფლებს

მოვალეს, თუ იგი არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

3. მოვალე, რომელმაც შეასრულა თავისი მოვალეობა ინდოსატარის წინაშე, ხდება

მისთვის გადაცემული დოკუმენტის მესაკუთრე.

მუხლი 926. წერილობით გარანტირებული მოთხოვნები

თუ საორდერო ფასიან ქაღალდებში წერილობით არის გარანტირებული არა მარტო

მცირე ღირებულების მოთხოვნები, შესაბამისად გამოიყენება საწარმდგენლო სავალო

დოკუმენტის შემცვლელი დოკუმენტის გაცემისა და ძალადაკარგულად

გამოცხადების წესები.

მუხლი 927. მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა

საორდერო სავალო დოკუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის

მიმართ შესაბამისად გამოიყენება საწარმდგენლო სავალო დოკუმენტების მიმართ

მოქმედი წესები.

III. პირადი ფასიანი ქაღალდები

მუხლი 928. ცნება

1. განსაზღვრული პირის სახელზე შედგენილი დოკუმენტი შეიძლება გაიცეს იმ

პირობით, რომ მოვალეს დაეკისრება გადახდა მხოლოდ ამ პირის დოკუმენტის

ჩაბარების სანაცვლოდ.

2. თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დოკუმენტში მოცემული უფლება გადაიცემა

ამ უფლებისათვის დადგენილი წესების მიხედვით.

3. თუ დოკუმენტი დაკარგული ან განადგურებულია, მაშინ იგი განსაკუთრებული

წარმოების გზით ძალადაკარგულად გამოცხადდება, თუკი სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული. ეს წესი არ მოქმედებს მცირე ღირებულების მქონე

დოკუმენტების დაკარგვისას.

მუხლი 929. მითითება დაპირებულ გადახდაზე

თუ განსაზღვრულ სახელზე გამოწერილი დოკუმენტი შეიცავს მითითებას, რომ

დაპირებული გადახდა შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ წარმომდგენზე, მაშინ

ნებისმიერი გარიგება მოვალესა და დოკუმენტის მფლობელს შორის, მათ შორის,

გადახდაც, ნამდვილია, თუკი მოვალე არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში

გაუფრთხილებლობით.

თავი ოცდამეხუთე

ერთობლივი საქმიანობა

(ამხანაგობა)

მუხლი 930. ცნება

ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი

კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების

მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის

შეუქმნელად.

მუხლი 931. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ფორმა

1. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან

ზეპირად.

2. თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობით, მაშინ იგი უნდა შეიცავდეს:

ა. მონაწილეთა დასახელებასა და მისამართს;

ბ. მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ;

გ. მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს;

დ. მართვის ორგანოთა სტრუქტურასა და ფუნქციებს;

ე. მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესსა და პირობებს;

ვ. ხელშეკრულებიდან გასვლის წესს;

ზ. საქმიანობის ხანგრძლივობას;

თ. ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს.

მუხლი 932. შესატანის შეტანის ვალდებულება

1. მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული

შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა,

თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად.

2. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების

გაწევით.

3. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს

წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაშილეთა საერთო საკუთრებას

შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების

საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების

განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო.

მუხლი 933. მესამე პირისათვის წილის გადაცემის დაუშვებლობა

1. წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს

ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. უარი თანხმობაზე დაიშვება

მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას.

2. ხელშეკრულების დანარჩენ მონაწილეებს აქვთ მესამე პირისათვის

გადასაცემი წილის უპირატესი შესყიდვის უფლება.

მუხლი 934. საქმეების ერთობლივად გაძღოლის ვალდებულება

1. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები

ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან

ურთიერთობაში. ყოველი გარიგების დადებისას საჭიროა ხელშეკრულების ყველა

მონაწილის თანხმობა. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილების

მისაღებად საკმარისია ხმათა უმრავლესობა, იგი განისაზღვრება ხელშეკრულების

მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიხედვით, და არა შესატანის ოდენობით.

2. თუ საქმეების მართვა ხელშეკრულებით დაკისრებული აქვს ერთობლივი

საქმიანობის ერთ ან რამდენიმე მონაწილეს ისე, რომ თითოეულს უფლება აქვს

იმოქმედოს დამოუკიდებლად, მაშინ თითოეულ მათგანს შეუძლია შეედავოს მეორეს

გარიგების დადებისას. ასეთი შედავების შემთხვევაში გარიგება არ დაიდება.

3. თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს

ერთერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან

ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.

4. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეს შეიძლება ჩამოერთვას საქმეების მართვის

უფლებამოსილება ხმათა უმრავლესობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი

უხეშად დაარღვევს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ხელშეკრულების მონაწილეს უფლება აქვს უარი თქვას საქმეების მართვაში

მონაწილეობაზე. ასეთ პირს შეუძლია გამგეობას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს

მისთვის საჭირო ინფორმაცია.

5. თუ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელმძღვანელი პირების

უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დავალების წესების შესაბამისად.

მუხლი 935. შემოსავლების განაწილების წესი

1. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შემოსავლები მონაწილეებს

შორის ნაწილდება მათი წილის შესაბამისად.

2. თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ მონაწილეს ერთობლივი

საქმიანობიდან გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულება.

მუხლი 936. მონაწილეთა ურთიერთმოთხოვნების გადაცემის

დაუშვებლობა მესამე პირისათვის

ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა ის მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ,

რომლებიც გამომდინარეობს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან, არ

შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს.

მუხლი 937. მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა

1. ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი

ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში

პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ

ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

2. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეები ვალდებულნი არიან არ გაახმაურონ ამ

საქმიანობის შედეგად მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

მუხლი 938. უარი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე

1. თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას,

ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში

მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ

გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის.

2. თუ მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ერთობლივი საქმიანობის ვადა,

ხელშეკრულებიდან გასვლა დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზების

არსებობისას. 3. ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის

შეწყვეტას.ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის

გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად. ასეთ შემთხვევაში გამსვლელი

მონაწილის წილი ნაწილდება სხვა მონაწილეებს შორის. გამსვლელ მონაწილეს

წილის კომპენსაცია მიეცემა ფულადი სახით. ამასთან, მხედველობაში მიიღება

გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები. თუ გასვლის მომენტისათვის

საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია დანარჩენ

მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. გამსვლელის

ვალდებულება გასვლის მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია.

4. ბათილია შეთანხმება, რომელიც აუქმებს ან ზღუდავს ხელშეკრულებიდან

მონაწილის გასვლის უფლებას.

მუხლი 939. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები

1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა. ერთობლივი საქმიანობის შეთანხმებული ვადის გასვლა;

ბ. მონაწილეთა გადაწყვეტილება;

გ. ერთობლივი საქმიანობის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა; დ.

ერთობლივი საქმიანობის მიზნების განხორციელების შეუძლებლობა.

2. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ერთობლივი საქმიანობის

შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე:

ა. ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის გარდაცვალება;

ბ. ერთ-ერთი მონაწილის ქონებაზე საგაკოტრებო საქმის წარმოების გახსნა;

გ. ხელშეკრულების მოშლა.

მუხლი 940. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის წესი

1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ

შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი

ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად.

2. ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს

წარმოშობილი ვალები. თუ ქონება საკმარისი არ არის ვალების დასაფარავად,

ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულნი არიან გაისტუმრონ ვალები თავიანთი

წილის შესაბამისად.

თავი ოცდამეექვსე

სამისდღეშიო რჩენა

მუხლი 941. ცნება

პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი),

მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე,

თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება

დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა

აუცილებელი დახმარებით).

მუხლი 942. ხელშეკრულების ფორმა

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი

ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

მუხლი 943. სარჩოს ოდენობა

სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

მუხლი 944. სარჩოს გადახდის ვადები

სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან

გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით.

მუხლი 945. გადაცემული ქონების გასხვისების დაუშვებლობა

1. სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს,დააგირაოს

ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის

გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე

დაუშვებელია.

2. როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის

უზრუნველსაყოფად მას აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე. (30.06.2005 N 1826 ძალაშია

2006 წლის 1 მარტიდან)

მუხლი 946. შედავება სარჩოს გადახდის გამო

სამისდღეშიო სარჩოს გადახდა შეიძლება საცილო გახადონ სხვა

პირებმა,რომელთაც ჰქონდათ კანონიერი უფლება მიეღოთ სარჩო მარჩენალისაგან,

მაგრამ ვერ მიიღეს იმის გამო, რომ მარჩენალი იხდის სამისდღეშიო სარჩოს.

ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ქონება უბრუნდება სარჩენს.

მუხლი 947. ნატურალური სარჩოს გადახდა

ნატურალური სარჩოს გადახდის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ

გაითვალისწინონ ნატურალური სარჩოს შეცვლა ფულით.

მუხლი 948. გადაცემული ქონების შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების

რისკი

მარჩენალისათვის გადაცემული ქონების შემთხვევით დაღუპვა ან დაზიანება

არ ათავისუფლებს მას სარჩოს გადახდისაგან.

მუხლი 949. უარი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე

1. როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო

რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის

შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი

მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.

2. გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება

სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ

უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 950. მარჩენალის გარდაცვალების შედეგები

1. მარჩენალის გარდაცვალებისას რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ

მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება.

2. მემკვიდრის მიერ ამ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ქონება

უბრუნდება სარჩენს. ამ დროს ხელშეკრულება წყდება.

თავი ოცდამეშვიდე

თამაშობა. სანაძლეო

მუხლი 951. ცნება

1. თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. ეს წესი

ვრცელდება სესხსა და ავანსზე, რომელიც განზრახ მიეცა თამაშის ან

სანაძლეოსათვის, ასევე საბირჟო ან ამის მსგავს გარიგებებზე საქონლის ან საბირჟო

ქაღალდების მიწოდების შესახებ, რომელსაც თამაშის ან სანაძლეოს ხასიათი აქვს.

2. თამაშის ან სანაძლეოს საფუძველზე განხორციელებული შესრულების უკან

გამოთხოვა არ შეიძლება.

მუხლი 952. ლატარია

ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ

ვალდებულებას, თუ ისინი (გათამაშება, წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ

არის ნებადართული.

კარი მეორე

კანონისმიერი ვალდებულებითი

ურთიერთობანი

თავი პირველი

საზიარო უფლებები

მუხლი 953. ცნება

თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ

თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

მუხლი 954. წილთა თანაბრობა

თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს

ეკუთვნის თანაბარი წილი.

მუხლი 955. უფლება ნაყოფზე

1. თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თავისი წილის თანაზომიერი ნაყოფის

ნაწილი.

2. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ

ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.

მუხლი 956. საზიარო საგნის მართვა

1. საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ.

2. თითოეულ მოწილეს უფლება აქვს საგნის შენახვისათვის საჭირო

ღონისძიებები განახორციელოს სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშეც.

მუხლი 957. გადაწყვეტილების მიღება საზიარო საგნის მართვისას

1. ხმათა უმრავლესობით შეიძლება მიღებულ იქნესHგადაწყვეტილება

საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი მართვისა და სარგებლობის შესახებ.

ხმათა უმრავლესობა გამოითვლება წილთა მიხედვით.

2. თითოეულ მოწილეს შეუძლია სამართლიანი შეხედულების მიხედვით

მოითხოვოს ყველა მოწილის ინტერესის შესაბამისი მართვა და სარგებლობა, თუკი ეს

შეთანხმებით ან უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ არის მოწესრიგებული.

3. ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე

მისი უფლების შემცირება.

მუხლი 958. საზიარო საგნის მართვის წესის გადასვლა

უფლებამონაცვლეზე

თუ მოწილეებმა განსაზღვრეს საზიარო საგნის მართვისა და სარგებლობის

წესი, მაშინ ეს წესი გამოიყენება უფლებამონაცვლის მიმართაც.

მუხლი 959. საზიარო საგნის განკარგვის წესი (11.05.2007 N 4744)

თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო

საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. შეთანხმებით შეიძლება

განისაზღვროს, რომ წილის გაყიდვის შემთხვევაში დანარჩენ მოწილეებს აქვთ

უპირატესი შესყიდვის უფლება.

მუხლი 960. საზიარო საგნის მოვლის ხარჯები

თითოეული მოწილე სხვა მოწილეთა მიმართ ვალდებულია თავისი წილის

თანაზომიერად იკისროს საზიარო საგანთან დაკავშირებული ხარჯები.

მუხლი 961. საზიარო უფლების გაუქმება

1. თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო

უფლების გაუქმება.

2. თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია

სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით, მაშინ პატივსადები მიზეზის არსებობისას

გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვილი.

3. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გაუქმების მოთხოვნის უფლება

გამოირიცხება ან იზღუდება ამ წესების საწინააღმდეგოდ.

მუხლი 962. შეთანხმება გაუქმების შესახებ

თუ მოწილეებს რაიმე ვადით გამორიცხული აქვთ საზიარო უფლების

გაუქმების მოთხოვნის უფლება, მაშინ შეთანხმება ძალას კარგავს მოწილის

გარდაცვალებით, თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი 963. საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას

საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები)

შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე,

თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.

მუხლი 964. საზიარო უფლების გაუქმება საგნის გაყიდვით

1. თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება

საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და

ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე

უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის

გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს

შორის. 2. თუ საგანი არ გაიყიდება, მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია მოითხოვოს

განმეორებითი აუქციონი; ამასთან, მან უნდა გაიღოს ხარჯები, თუ განმეორებითი

ცდა უშედეგოდ დამთავრდა.

მუხლი 965. მოწილეების სოლიდარული პასუხისმგებლობა

1. თუ მოწილეები, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ

ვალდებულებისათვის, რომელიც მათ მე-600 მუხლის თანახმად უნდა შეასრულონ

თავიანთი წილების პროპორციულად, ან იკისრეს ასეთი ვალდებულების შესრულება,

მაშინ თითოეულ მოწილეს შეუძლია საზიარო უფლების გაუქმებისას მოითხოვოს,

რომ ვალი გადახდილ იქნეს საზიარო საგნიდან.

2. თუ ვალის გადახდის მიზნით აუცილებელია საზიარო საგნის გაყიდვა, ეს უნდა

მოხდეს 964-ე მუხლის მიხედვით.

მუხლი 966. თანამოწილეთა მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება თუ

მოწილეს სხვა მოწილის მიმართ აქვს მოთხოვნა, რომელიც ემყარება საზიარო

უფლებას, მაშინ ამ უფლების გაუქმებისას მას შეუძლია მოითხოვოს თავისი

მოთხოვნის დაფარვა საზიარო ქონების იმ ნაწილიდან, რომელიც მოვალეს ერგება.

მუხლი 967. მოწილეთა პასუხისმგებლობა საზიარო უფლების გაუქმებისას თუ

საზიარო უფლების გაუქმებისას საზიარო საგანი მიეკუთვნება ერთ-ერთ მოწილეს,

მაშინ თითოეული დარჩენილი მოწილე თავისი წილის შესაბამისად აგებს პასუხს

ისე, როგორც გამყიდველი - ნივთის ან უფლების ნაკლის გამო.

მუხლი 968. საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის ხანდაზმულობა

საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა არ ექვემდებარება ხანდაზმულობას.

თავი მეორე

დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება

მუხლი 969. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება

კეთილსინდისიერად

პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს

სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი

კეთილსინდისიერად.

მუხლი 970. ზიანის ანაზღაურების მოვალეობა

1. თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ,

რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის

ან უხეში გაუფრთხილებლობისათვის.

2. შემსრულებელს, რომელსაც ზიანი მიადგა იმ საფრთხის თავიდან აცილებისას,

რომელიც რეალურად ემუქრებოდა სხვა პირს ან ქონებას, ხოლო საფრთხის თავიდან

აცილება არ შეადგენდა შემსრულებლის სამართლებრივ მოვალეობას, უნდა

აუნაზღაურდეს ზიანი იმ პირისაგან, რომელმაც შექმნა საფრთხე, ან იმ პირისაგან,

რომლის სიკეთის გადარჩენასაც შემსრულებელი ცდილობდა.

მუხლი 971. მეპატრონისათვის შეტყობინების ვალდებულება

შემსრულებელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობოს

მეპატრონეს, რომ იკისრა საქმეთა შესრულება. შემსრულებელმა უნდა გააგრძელოს

დაწყებული საქმეები, ვიდრე მეპატრონეს არ შეეძლება იმოქმედოს თვითონ.

მუხლი 972. შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა

შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მეპატრონეს ანგარიში შესრულების

შესახებ და გადასცეს მას ყველაფერი, რაც შესრულების შედეგად მიიღო.

მუხლი 973. გაწეული ხარჯების ანაზღაურების უფლება

შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება,

რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.

მუხლი 974. გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის დაუშვებლობა

1. შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება,თუ მის

მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის

ინტერესებს. თუ შემსრულებელს შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი

ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული ზიანი.

2. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მეპატრონის ნება ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს.

მუხლი 975. საკუთარი საქმის შესრულების ვარაუდი

ამ თავის წესები არ გამოიყენება, თუ პირი სხვისი საქმის შესრულებისას

ვარაუდობდა, რომ ეს მისი საქმე იყო.

თავი მესამე

უსაფუძვლო გამდიდრება

მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები

1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია

მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა.

ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ

წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ

ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:

ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან

ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან

გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად

იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ. მოთხოვნა

დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას

ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

მუხლი 977. გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის დაუშვებლობა 1.

პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების

შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ

შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის

მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.

2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:

ა. მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს იცოდა, ან

ბ. გადამცემმა მიზნის მიღწევას არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი.

მუხლი 978. იძულების ან მუქარის საფუძველზე გადაცემულის უკან

დაბრუნების მოთხოვნა

პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების

შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს

მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა

გადაცემულზე.

მუხლი 979. უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები

1. უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე,ასევე

სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების,

დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

2. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან,

თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა

აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება

ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

3. არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა,თუ მიმღები საგნის მოხმარების,სხვისთვის

გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების ან სხვა საფუძვლების გამო არც საგნით და არც

მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა.

4. თუ ორმხრივი ხელშეკრულების მხარეებმა ხელშეკრულების ბათილობის გამო

უკან უნდა დააბრუნონ ის, რაც მათ ამ ხელშეკრულებით მიიღეს, მაგრამ ერთ-ერთ

მხარეს არ შეუძლია დაბრუნება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული

საფუძვლების გამო,მაშინ მას არ ეკისრება უკან დაბრუნების მოვალეობა, თუ ეს

გამომდინარეობს სამართლის იმ ნორმის არსიდან,რომლის საფუძველზედაც

ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.

5. შესრულების საგნის დაღუპვა ან გაფუჭება, რისთვისაც შემსრულებელს

დაეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულების ნამდვილობის დროს,ყოველთვის

ათავისუფლებს მიმღებს ანაზღაურების მოვალეობისაგან.

მუხლი 980. ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების წესი

1. თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან

დაკავშირებით,რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა

დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ

გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი

მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.

2. ანაზღაურების მოვალეობანი 979-ე და 980-ე მუხლების მიხედვით უნდა

შესრულდეს ერთდროულად. უკან დაბრუნების ხარჯები და რისკი ეკისრება

შემსრულებელს.

მუხლი 981. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

1. თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის

უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ

მოგვიანებით შეიტყობს,ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო

წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების

მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან _ 979-ე მუხლის პირველი

და მე-2 ნაწილების,980-ე მუხლის, ასევე ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე.

2. თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის

სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ

შემთხვევაში,თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს

პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს.

3. შესრულებისას გადაცემული საგნის დაღუპვის ან გაფუჭებისათვის მიმღები

მოვალეა აანაზღაუროს ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის.

მიმღებს შეუძლია მოითხოვოს დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების

წესების მიხედვით იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია შესრულების

საგანთან დაკავშირებით. აუცილებლის გარდა, სხვა ხარჯები არ ანაზღაურდება.

4. ვადის გადაცილებისათვის მოვალის პასუხისმგებლობაზე ეს წესები არ

ვრცელდება.

მუხლი 982. სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგები

1. პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის

გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების

ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული

ზიანი.

2. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან

მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.

მუხლი 983. შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ

თუ უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ შესრულებას იღებს

არაუფლებამოსილი პირი, მაშინ იგი მოვალეა მიღებული დაუბრუნოს

უფლებამოსილ პირს.

მუხლი 984. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება

1. თუ ხელმყოფმა არ იცოდა უფლებამოსილების ხარვეზი, გარდა უხეში

გაუფრთხილებლობისა, იგი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება, თუ

ანაზღაურების მოთხოვნის სასამართლოში განხილვის მომენტისათვის აღარ

არსებობს გამდიდრების ნიშნები(28.12.2002 N1902)

2. ხელმყოფი პირის მიერ გამოყენებული სიკეთის მიმართ გაწეული ხარჯები არ

ამცირებს მისი გამდიდრების ოდენობას.

მუხლი 985. მოგების მოთხოვნის უფლება

1. თუ ხელმყოფმა განზრახ არ გაითვალისწინა სხვა პირის უფლებამოსილება,მაშინ ამ

უკანასკნელს შეუძლია მოითხოვოს ის მოგება, რომელიც აღემატება ქონებრივ

დანაკლისს.

2. ხელმყოფმა უნდა წარმოადგინოს ცნობები იმის თაობაზე, თუ რა მოგება მიიღო მან

სხვისი ქონების გამოყენებით.

მუხლი 986. შეცდომით სხვისი ვალების გასტუმრება

პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ

პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

მუხლი 987. შეცდომით ხარჯების გაწევა სხვა პირის ქონებაზე

1. პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის

ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ

მეორე პირი ამით გამდიდრდა.

2. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება

თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს

სარგებელს.

3. მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:

ა. პირს, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა, შეუძლია მოითხოვოს დანახარჯების

ამოღება და ამოიღებს მას, ან

ბ. პრეტენზიის წარმდგენმა პირმა ბრალეულად დააყოვნა შეტყობინება ხარჯების

მოთხოვნის შესახებ, ანდა

გ. პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა ხარჯები მათ

განხორციელებამდე.

მუხლი 988. ვითომ-კრედიტორის მითითებით შესრულების შედეგები

1. პირს, რომელიც 976-ე მუხლის თანახმად რაიმეს გადასცემს მესამე პირს

ვითომ-კრედიტორზე მითითებით, შეუძლია შესრულებულის გამოთხოვა ვითომ

კრედიტორისაგან ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე. თუ ვითომ-კრედიტორის

მითითება საეჭვოა, მაშინ უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებული

იქნეს მხოლოდ მესამე პირის მიმართ. (28.12.2002 N1902)

2. პირს, რომელიც 976-ე მუხლის მიხედვით ახალ ვითომ-კრედიტორს რაიმეს

გადასცემს მოთხოვნის წაყენების შემდეგ, შეუძლია თავდაპირველი

ვითომ-კრედიტორისაგან მოითხოვოს დაბრუნება ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს

რაიმე. თუ თავდაპირველ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ

უკუმოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ახალი ვითომ-კრედიტორის მიმართ.28.12.2002

N1902)

3. ანაზღაურების მოვალეობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979-ე და 980-ე

მუხლები.

მუხლი 989. მესამე პირის ვალდებულება, უკან დააბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული

1. თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში

მიმღები,რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას

მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს

მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი

მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია.

2. ზიანის ანაზღაურების მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979-981-ე მუხლების

მოთხოვნები.

მუხლი 990. არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის უსასყიდლოდ განკარგვის

შედეგები

1. თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს

განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ,მაშინ ის პირი, რომელმაც ამ

განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა

მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს.

2. ბრალის არსებობის შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ასევე 984-ე და 985-ე

მუხლების მოთხოვნები.

მუხლი 991. სხვის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრების შედეგები

პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც,

გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას

მიღებული.

კარი მესამე

დელიქტური ვალდებულებანი

თავი პირველი

ზოგადი დებულებანი

მუხლი 992. ცნება

პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი

მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

მუხლი 993. ზიანის მომტანი ცნობების გახმაურების შედეგები

1. პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა

პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან

წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია.

2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა ისეთი გამონათქვამებისას,

რომლებიც ემსახურება კანონიერი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.

მუხლი 994. არასრულწლოვანის პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის 1. ათი

წლის ასაკს მიუღწეველი პირი არ აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას

მიაყენა.

2. მშობლები ან ათი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული

სხვა პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ამ პირმა

მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას. მათი პასუხისმგებლობა

გამოირიცხება,როცა მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს არ შეეძლოთ ზიანის

თავიდან აცილება.

3. ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი, პირი პასუხს აგებს იმ

ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანის

მიყენებისას მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. იმ შემთხვევაში,

როცა ამ პირს არა აქვს საკმარისი ქონება ან შემოსავალი მიყენებული ზიანის

ასანაზღაურებლად, დამატებით პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის

წარმომადგენლებსაც.

მუხლი 995. სულით ავადმყოფის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1. თუ ჭკუასუსტი ან სულით ავადმყოფი პირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით

მიაყენებს ზიანს სხვა პირს,მას არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

2. თუ პირს ეკისრება მეთვალყურეობა ზიანის მიმყენებელზე, მაშინ იგი

ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეუძლებელი იყო

ამ ზიანის თავიდან აცილება.

მუხლი 996. დროებითი სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში მიყენებული

ზიანის

ანაზღაურება

დროებით უგონო ან სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში მყოფი პირი პასუხს არ

აგებს მიყენებული ზიანისათვის. თუ პირმა თვითონ ჩაიყენა თავი ასეთ

მდგომარეობაში ალკოჰოლური სასმელის ან მსგავსი საშუალებების გამოყენებით,

იგი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა

ბრალის გარეშე აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში.

მუხლი 997. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის

პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის

მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი)

მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა

ბრალის გარეშე.

მუხლი 998. სოლიდარული პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის

1. თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ,

როგორც სოლიდარული მოვალეები.

2. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ

ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად

ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.

მუხლი 999. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი

ზიანის ანაზღაურება

1. მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული

სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების

ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის

მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს

აქედან წარმოშობილი ზიანი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების

მოვალეობა არ გამოიყენება, როცა:

ა. ზიანდება გადასაზიდი ტვირთი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მგზავრს ეს

ტვირთი თან მიაქვს;

ბ. ზიანდება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ შესანახად მიღებული

ნივთი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების

მოვალეობა არ გამოიყენება, როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა

იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი წარმოიშვა საავიაციო ტრანსპორტის ექსპლუატაციის

დროს.

4. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი

ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი

ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების

გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი

წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია

სატრანსპორტო საშუალების სამართავად,ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას

გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

მუხლი 1000. პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით

გამოწვეული ზიანისათვის

1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში

წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან

აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის

მფლობელი ვალდებულია,თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა

ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის

დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე

პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან

მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან

მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს.

2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე

სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის

ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის

განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის

ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია,თუ ზიანი გამოწვეულია

დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია

ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან

ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.

4. რადიაციული ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული ზიანი უნდა აანაზღაუროს

მისმა გამომყენებელმა.

მუხლი 1001. ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება

ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე მისი გავრცელების თავიდან

აცილების დროს სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ

პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში.

მუხლი 1002. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან წინასწარ

განთავისუფლების დაუშვებლობა

999-ე და მე-1000 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების

ვალდებულება, თუ იგი ეხება პირისათვის მიყენებულ ზიანს, არ შეიძლება წინასწარ

გამოირიცხოს ან შეიზღუდოს. იგივე წესი გამოიყენება ნივთისათვის მიყენებული

ზიანის მიმართ,გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პასუხისმგებლობისაგან

განთავისუფლება ან პასუხისმგებლობის შეზღუდვა შეთანხმებული იყო ზიანის

ანაზღაურებაზე ვალდებულ პირსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს,

საჯარო-სამართლებრივ ფონდს ან საწარმოს შორის. ამის საწინააღმდეგო

შეთანხმებები და დებულებები ბათილია.

მუხლი 1003. ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა

ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის

ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების

ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი

ზომები მესამე პირთა დასაცავად.

მუხლი 1004. შენობის ჩამოქცევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

1. შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი,რომელიც შენობის

ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა, გარდა

იმ შემთხვევებისა,როცა ზიანი არ არის გამოწვეული შენობის არასათანადო მოვლით

ან შენობის ნაკლით.

2. თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, გადავარდნით ან

გადაღვრით,პასუხს აგებს პირი, რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი, გარდა იმ

შემთხვევებისა, როდესაც ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან

დაზარალებულის ბრალით.

მუხლი 1005. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული

ზიანისათვის

1. თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს

თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის

ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი

ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე

სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა,თუ დაზარალებული

განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით

თავიდან აეცილებინა ზიანი.

3. რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდადების, სისხლის სამართლის

პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან

გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან

გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად

დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ

მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს

თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.განზრახვის ან უხეში

გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ

პასუხს.

მუხლი 1006. ზიანის ანაზღაურება დაზარალებულის გარდაცვალებისას

1. დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს

დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს

ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული

იქნებოდა ეხადა სარჩო.

2. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი

ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი.

მუხლი 1007. სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის

ანაზღაურება

სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან

არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის

მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი

თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში

მას ბრალი არ მიუძღვის.

მუხლი 1008. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა

დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების

ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა

შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

თავი მეორე

პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქტით

გამოწვეული ზიანისათვის

მუხლი 1009. უხარისხო პროდუქტის მწარმოებლის პასუხისმგებლობა

1. უხარისხო პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული

ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო

ურთიერთობაში დაზარალებულთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა:

ა. მას ეს პროდუქტი არ გაუტანია სარეალიზაციოდ;

ბ. საქმის გარემოებათაგან გამომდინარე, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ნაკლი,

რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტს არ ჰქონდა სარეალიზაციოდ გატანისას;

გ. მწარმოებელს პროდუქტი არ უწარმოებია არც გასაყიდად ან სხვა კომერციული

მიზნით, არც თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში;

დ. პროდუქტს აქვს ნაკლი, რომელიც სარეალიზაციოდ მისი გატანისას

შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ნორმებს, ანდა

ე. შეუძლებელი იყო ნაკლის აღმოჩენა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის

გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანის

დროს.

2. პროდუქტის ნაწილის მწარმოებლის პასუხისმგებლობა ასევე გამორიცხულია, თუ

ნაკლი გამოწვეულია იმ პროდუქტის კონსტრუქციით, რომლის შემადგენელიც გახდა

ეს ნაწილი.

3. მწარმოებლის ზიანის ანაზღაურების მოვალეობა მცირდება ან საერთოდ

გამოირიცხება, თუ ზიანის დადგომა გამოიწვია დაზარალებულის ან მის ნაცვლად

პასუხისმგებელი პირის ბრალეულმა მოქმედებამ.

4. მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ მცირდება, თუ ზიანი გამოწვეულია

პროდუქტის ნაკლით და იმავდროულად მესამე პირის მოქმედებით.

მუხლი 1010. უხარისხო პროდუქტის ცნება

1. პროდუქტი ითვლება უხარისხოდ, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ

საიმედოობას,რომელიც ყველა გარემოების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო ამ

პროდუქტისაგან.

2. პროდუქტი არ მიიჩნევა უხარისხოდ მხოლოდ იმის გამო, რომ მოგვიანებით

უფრო უკეთესი პროდუქტი იქნა ბრუნვაში შეტანილი.

მუხლი 1011. პროდუქტის ცნება

1. ამ კოდექსის მიხედვით პროდუქტად მიიჩნევა ყველა მოძრავი ნივთი, -

მაშინაც, როცა იგი სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის ნაწილს შეადგენს, ასევე -

ელექტროდენი. მათ არ მიეკუთვნება ჯერ კიდევ გადაუმუშავებელი, მეცხოველეობის,

მეფუტკრეობისა და მეთევზეობის, მიწათმოქმედებიდან მიღებული

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები (ნატურალური სასოფლო-სამეურნეო

პროდუქტები). იგივე წესი გამოიყენება ნადირობის შედეგად მიღებული

პროდუქტების მიმართ.

2. მწარმოებლად ამ კოდექსის მიხედვით მიიჩნევა პირი, ვინც აწარმოვა

საბოლოო პროდუქტი, ძირითადი ელემენტი ან პროდუქტის ნაწილი. მწარმოებლად

ითვლება ასევე ყველა,ვინც საკუთარი სახელით, სასაქონლო ან სხვაგვარი

განმასხვავებელი ნიშნით გამოდის, როგორც მწარმოებელი.

3. მწარმოებლად ითვლება აგრეთვე პირი, რომელსაც პროდუქტი გამოაქვს

გაყიდვის, გაქირავების, ლიზინგის ან სხვა ფორმით სამეურნეო მიზნებით თავისი

საქმიანი მოღვაწეობის სფეროში ამ კოდექსით გათვალისწინებული პირობების

დაცვით.

4. თუ შეუძლებელია მწარმოებლის ვინაობის დადგენა, მაშინ ყოველი

მიმწოდებელი მიიჩნევა მწარმოებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი

მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში დაზარალებულს წარუდგენს მწარმოებლის

პიროვნებას ან იმ პირს, რომელმაც მას ეს პროდუქტი მიაწოდა. ეს წესი გამოიყენება

საიმპორტო საქონლის მიმართაც, როცა შეუძლებელია თავდაპირველი გამსაღებლის

ვინაობის დადგენა, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლის სახელი ცნობილია.

მუხლი 1012. მტკიცების ტვირთი

უხარისხო პროდუქტით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობისას

მტკიცების ტვირთი ეკისრება დაზარალებულს.

მუხლი 1013. უხარისხო პროდუქციის მწარმოებელთა სოლიდარული

პასუხისმგებლობა

თუ ერთი და იმავე ზიანისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

ეკისრება რამდენიმე მწარმოებელს, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული

მოვალეები.

მუხლი 1014. ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის

ანაზღაურება

1009-ე მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვრცელდება

ზიანზე, რომელიც წარმოიშვა სიკვდილით, ან სხეულის ანდა ჯანმრთელობის

დაზიანებით.

მუხლი 1015. მოთხოვნის ხანდაზმულობა

1. 1009-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამი

წელი იმ მომენტიდან,როცა ზიანის ანაზღაურების უფლების მქონემ გაიგო ან უნდა

გაეგო ზიანის, ნაკლის ანდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

2. 1009-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნა ქარწყლდება ათი წლის შემდეგ იმ

მომენტიდან, როცა მწარმოებელმა ზიანის გამომწვევი პროდუქტი სარეალიზაციოდ

გაიტანა.

მუხლი 1016. პასუხისმგებლობის წინასწარ გამორიცხვის დაუშვებლობა

მწარმოებლის პასუხისმგებლობა უხარისხო პროდუქტისათვის არ შეიძლება

წინასწარ არც გამოირიცხოს და არც შეიზღუდოს. საწინააღმდეგო შეთანხმება

ბათილია.

წიგნი მეოთხე

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

კარი პირველი

საავტორო სამართალი

თავი პირველი

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1017. საავტორო სამართლის ცნება

საავტორო სამართალითმოწესრიგებული საავტორო ქონებრივ და პირად

არაქონებრივ უფლებების, აგრეთვე ზოგიერთი მათი მომიჯნავე უფლების დაცვა

ხორციელდება ,,საავტორო და მომიჯნვე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის

შესაბამისად. (22.06.99)

თავი მერვე

კარი მეორე

სამრეწველო საკუთრება

მუხლი 1100. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო

ნიმუშზე უფლებათა დაცვა

1. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა

დაცვა ხორციელდება პატენტის გაცემით საქართველოს საპატენტო კანონის

მიხედვით.

2. პატენტის მიღების უფლება ეკუთვნის გამოგონების, სასარგებლო მოდელისა

და სამრეწველო ნიმუშის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს.

3. გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორობის

უფლება განუსხვისებელი და უვადო უფლებაა.

4. პატენტის მოქმედების განმავლობაში პატენტმფლობელს ეკუთვნის

განსაკუთრებული უფლება.

მუხლი 1101. სასელექციო უფლებათა დაცვა

მცენარეთა და ცხოველთა ჯიშზე (სასელექციო მიღწევა) განსაკუთრებული

უფლების დაცვა ხორციელდება მოწმობის გაცემით შესაბამისი კანონის საფუძველზე.

მუხლი 1102. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დაცვა

სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება

შესაბამისი კანონის მიხედვით, მისი რეგისტრაციის საფუძველზე. სასაქონლო

ნიშანზე მოწმობის მიღების უფლება ეკუთვნის მეწარმეს.

მუხლი 1103. წარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნისა და

ადგილწარმოშობის დასახელების უფლება

საქონელზე (მომსახურებაზე) ადგილწარმოშობის დასახელებისა და

წარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნის უფლება წესრიგდება შესაბამისი კანონით.

მუხლი 1104. საფირმო სახელწოდების დაცვა

საფირმო სახელწოდებაზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება

ამ კოდექსით, მეწარმეთა შესახებ კანონითა და სამრეწველო საკუთრების შესახებ სხვა

საკანონმდებლო აქტებით.

მუხლი 1105 საწარმოო-კომერციული საიდუმლოს დაცვა

1. მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას

(ნოუ-ჰაუს), რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის

ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება

მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი

ღონისძიებით, განსაკუთრებული უფლება აქვს ამ ინფორმაციაზე.

2. ნოუ-ჰაუზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება ამ

კოდექსითა და სამრეწველო საკუთრების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტებით.

წიგნი მეხუთე

საოჯახო სამართალი

კარი პირველი

ქორწინება

თავი პირველი

დაქორწინების წესი და პირობები

მუხლი 1106. ქორწინების ცნება (28.12.2006 N 2626)

ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი

კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში –

სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).

მუხლი 1107. დაქორწინების პირობები

დაქორწინებისათვის აუცილებელია:

ა. საქორწინო ასაკი;

ბ. დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.

მუხლი 1108. საქორწინო ასაკი

1. საქორწინო ასაკად დაწესებულია თვრამეტი წელი.

2. გამონაკლის შემთხვევებში თექვსმეტი წლის ასაკიდან დაქორწინება

დაიშვება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების წინასწარი

წერილობითი თანხმობით.

3. თანხმობაზე მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების უარის

შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას დასაქორწინებელ პირთა

განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვა შეუძლია გასცეს სასამართლომ.

მუხლი 1109. დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. ნიშნობა

1. დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა (ნიშნობა) არ წარმოშობს

შემდგომში დაქორწინების ვალდებულებას.

2. ნიშნობა არ არის სასამართლოში იძულებითი დაქორწინების მოთხოვნის

შესახებ სარჩელის წარდგენის საფუძველი.

3. ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში

მხარეებს უკან უბრუნდებათ.

მუხლი 1110. დაქორწინების გაფორმება

1. დაქორწინება ფორმდება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ,

დაქორწინების მსურველი პირების განცხადების საფუძველზე. (28.12.2006 N 2626)

2. დაქორწინების მსურველი პირების განცხადებას ძალა აქვს შეტანიდან 2

თვის განმავლობაში. ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განმცხადებელთა

მიერ მითითებულ დროს. განმცხადებლებს უფლება აქვთ შეცვალონ განცხადებაში

მითითებული დაქორწინების დრო.

3. განცხადების შეტანის დღეს ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა

შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარდგენილ ქორწინების

რეგისტრაციის განცხადებათა სიმრავლის გამო.(28.12.2006 N 2626)

4. დაქორწინების მსურველი პირების მოთხოვნით სააგენტოს ტერიტორიული

სამსახური ვალდებულია განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, როგორიცაა

ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე და სხვა

მსგავსი გარემოებები, მოახდინოს ქორწინების რეგისტრაცია განცხადების შეტანის

დღესვე. (28.12.2006 N 2626)

მუხლი 1111. ქორწინების რეგისტრაცია (28.12.2006 N 2626)

ქორწინების რეგისტრაცია ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში,

დასაქორწინებელ პირთა მიერ არჩეული ადგილის მიხედვით.

მუხლი 1112. დაქორწინების შესახებ განცხადების შეტანა (28.12.2006 N 2626)

დაქორწინების მსურველ პირებს პირადად შეაქვთ განცხადება სააგენტოს

ტერიტორიულ სამსახურში. განცხადებაში მათ უნდა დაადასტურონ, რომ მათთვის

არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც

გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1120-ე მუხლით, ცნობილია ერთმანეთის

ოჯახური მდგომარეობა, იციან, მერამდენეა თითოეული მათგანისათვის ეს

ქორწინება, აგრეთვე აღნიშნონ, ჰყავთ თუ არა შვილები.

მუხლი 1113. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მოვალეობანი (28.12.2006 N

2626)

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელიც მიიღებს დასაქორწინებელ

პირთა განცხადებას, ვალდებულია გააცნოს მათ ქორწინების რეგისტრაციის

პირობები და წესი, განუმარტოს მეუღლეთა და მშობელთა უფლება-მოვალეობანი,

რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსით, აგრეთვე გააფრთხილოს ისინი, რომ

პასუხს აგებენ ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დაფარვისათვის.

2. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა უნდა დაადგინოს, რომ

დასაქორწინებელ პირთათვის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი

გარემოებები და მათთვის ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობა და ოჯახური

მდგომარეობა.

მუხლი 1114. ქორწინების რეგისტრაცია სააგენტოს ტერიტორიული

სამსახურის ადგილსამყოფლის გარეთ (28.12.2006 N 2626)

დასაქორწინებელ პირთა თხოვნით, თუ საპატიო მიზეზი არსებობს,

ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის

ადგილსამყოფლის გარეთ.

მუხლი 1115. დაქორწინება საზეიმო ვითარებაში

დასაქორწინებელ პირთა თანხმობით დაქორწინება ტარდება საზეიმო

ვითარებაში.

მუხლი 1116. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიცემის

მოვალეობა

დასაქორწინებელმა პირებმა ქორწინების რეგისტრაციისას უნდა განაცხადონ,

რომ მათ იციან ერთმანეთის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 1117. მოწმეთა მონაწილეობა ქორწინების რეგისტრაციაში

ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს 2 ან მეტი სრულწლოვანი

მოწმის თანდასწრებით. (2004 წლის 15 ნოემბრიდან 24.05.2004 N 179)

მუხლი 1118. ამოღებულია (11.07.2009 N 1393)

მუხლი 1119. ქორწინების რეგისტრაციაზე უარის გასაჩივრება (28.12.2006 N 2626)

სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უარი ქორწინების რეგისტრაციაზე

შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 1120. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი

1. დაქორწინება არ დაიშვება:

ა. იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; ბ. პირდ

გ. ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს

2008 წლის 1 მაისიდან)

დ. მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;

ე. იმ პირებს შორის,რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან

ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის "ბ", "გ", "დ" ქვეპუნქტები გამოიყენება მაშინაც,

როცა ნათესაური ურთიერთობა მოიშალა გაშვილების შედეგად.

მუხლი 1121. ხელმეორედ დაქორწინების წესი

1. ხელმეორედ ქორწინების შემთხვევაში პირი ვალდებულია ქორწინების

რეგისტრაციისას წარმოადგინოს მოწმობა წინა ქორწინების შეწყვეტის შესახებ. 2. თუ

ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა, მეორე მეუღლის ახალი ქორწინების

რეგისტრაციისათვის აუცილებელია მეუღლის გარდაცვალების მოწმობის წარდგენა.

თავი მეორე

ქორწინების შეწყვეტა

მუხლი 1122. ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები

ქორწინება წყდება:

ა. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით;

ბ. კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად

გამოცხადებით;

გ. განქორწინებით.

მუხლი 1123. განქორწინების დაუშვებლობა

1. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს

დავა, სხვა შემთხვევაში – სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. (28.12.2007 N5672)

2. ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის

განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე

განქორწინებაზე.

მუხლი 1124. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების წესი

(28.12.2007 N5672)

1. თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა, განქორწინება ხდება სააგენტოს

ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის

მიხედვით, ერთობლივი განცხადების საფუძველზე. (28.12.2007 N5672)

2. მეუღლეები ვალდებული არიან განქორწინების შესახებ განცხადებაში

დაადასტურონ ურთიერთთანხმობა. (28.12.2007 N5672)

3. განქორწინება შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის

დაუსწრებლად, თუ მას (მათ) საპატიო მიზეზით არ შეუძლია გამოცხადდეს

სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და თუ მისი (მათი) სახელით წარმოდგენილია

სათანადოდ დამოწმებული განცხადება განქორწინებაზე მისი თანხმობის

დასადასტურებლად. (28.12.2006 N 2626)

4. განქორწინება ხდება მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების

შეტანის დღიდან 15 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 1110-ე

მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (11.07.2009 N 1393)

5. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში

განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. (28.12.2006 N 2626)

მუხლი 1125. განქორწინება ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით (28.12.2006 N 2626)

სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით

განქორწინება ხდება იმ პირთან, რომელიც:

ა) კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

ბ) სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო ცნობილია ქმედუუნაროდ;

გ) სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია დანაშაულისათვის თავისუფლების

აღკვეთით არანაკლებ სამი წლისა.

მუხლი 1126. ამოღებულია (28.12.2007 N5672)

მუხლი 1127. განქორწინების საქმეთა განხილვა სასამართლოს მიერ

1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების

წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო

კოდექსით.

2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს

გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად,

რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა

შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად

შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

4. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო,როცა

აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო

მეუღლის ინტერესების დასაცავად.

მუხლი 1128. გადაწყვეტილების მიღება შვილების საცხოვრებელი ადგილისა

და მათი რჩენის შესახებ

1. როცა მეუღლენი არ არიან შეთანხმებული განქორწინების შემდეგ შვილების

საცხოვრებელ ადგილსა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, სასამართლო

მოვალეა განქორწინებასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ

მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა გადახდეს სარჩო

(ალიმენტი).

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, საქმეში

მონაწილეობის მისაღებად ჩაბმულ უნდა იქნეს მეურვეობისა და მზრუნველობის

ორგანო.

მუხლი 1129. გადაწყვეტილების მიღება მეუღლის რჩენის თაობაზე

იმ მეუღლის თხოვნით, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს სარჩო მეორე

მეუღლისაგან, სასამართლო ვალდებულია, განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან

ერთად, განსაზღვროს იმ სახსრების ოდენობა, რაც უნდა გადახდეს მეორე მეუღლეს.

მუხლი 1130. გადაწყვეტილების მიღება მეუღლეთა ქონების გაყოფის თაობაზე

1. მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია

განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის

საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

2. თუ ასეთი გაყოფა ეხება მესამე პირის უფლებებს, დავა ქონების გაყოფის

შესახებ არ შეიძლება გადაწყდეს განქორწინების საქმესთან ერთად.

მუხლი 1131. ბაჟი განქორწინების მოწმობის გაცემისას (28.12.2006 N 2626)

განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო

განსაზღვრავს, თუ რომელმა მეუღლემ უნდა გადაიხადოს კანონით განსაზღვრული

ბაჟი, ასევე თუ საჭიროდ მიიჩნევს, რომ ბაჟი უნდა გადახდეს ორივე მეუღლეს, იგი

განსაზღვრავს თითოეული მეუღლის მიერ გადასახდელ თანხას.

მუხლი 1132. განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების

1. განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული

გადაწყვეტილება აღსრულდება ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მოთხოვნით,

გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უგვიანეს 3 წლისა,

სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის საშუალებით.

2. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში

განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

მუხლი 1133. ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების უფლება განქორწინებისას

მეუღლეს, რომელმაც გვარი შეიცვალა დაქორწინების დროს, უფლება აქვს

განქორწინების შემდეგაც ატაროს იგივე გვარი, ან მისი მოთხოვნით დაუბრუნდება

ქორწინებამდელი გვარი.

მუხლი 1134. განცხადება ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების შესახებ

(28.12.2006 N 2626)

მეუღლემ, რომელსაც სურს დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი, ამის შესახებ

უნდა განაცხადოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების

რეგისტრაციის დროს. მეუღლისათვის ქორწინებამდელი გვარის მიკუთვნების

შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

მუხლი 1135. ქორწინების აღდგენა გარდაცვლილად გამოცხადებული ან

1. თუ გამოჩნდება კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად

გამოცხადებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლე,

რომელთანაც ქორწინება შეწყვეტილი იყო ამ საფუძველზე, და გაუქმდება

სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გარდაცვლილად გამოცხადების ან

უგზო-უკვლოდ აღიარების შესახებ, სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა

ქორწინება შეიძლება აღადგინოს მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ხოლო თუ

ისინი სასამართლო წესით იყვნენ განქორწინებულნი, სასამართლო მათი

განცხადებით აუქმებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ.

2. ქორწინება არ შეიძლება აღდგეს, თუ გარდაცვლილად გამოცხადებული ან

უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის მეუღლე უკვე დაქორწინებულია

სხვა პირზე.

მუხლი 1136. ხელახალი დაქორწინების უფლება

განქორწინებულ მეუღლეებს უფლება აქვთ ხელახლა დაქორწინდნენ.

მუხლი 1137. განქორწინების რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის

განქორწინების რეგისტრაცია ხდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში

ორივე ან ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მუხლი 1138. განქორწინების რეგისტრაცია (28.12.2006 N 2626)

1. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების

რეგისტრაციას ახდენს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ორივე ან ერთ-ერთი

მეუღლის განცხადებით.

2. ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინების რეგისტრაციის

შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ამის შესახებ აცნობებს მეორე

მეუღლეს, თუ ცნობილია მისი და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის

მისამართი, რომელმაც მოახდინა ქორწინების რეგისტრაცია.

მუხლი 1139. მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების წესი (28.12.2006 N 2626)

1. მეუღლე, რომელსაც განქორწინება სურს ამ კოდექსის 1125-ე მუხლით

გათვალისწინებული საფუძვლებით, ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ

სამსახურს წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული, კანონიერ ძალაში შესული

სასამართლო გადაწყვეტილების პირი მეორე მეუღლის უგზო-უკვლოდ

დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ, ანდა სასამართლოს

განაჩენის პირი ან განაჩენის ამონაწერი იმის შესახებ, რომ მეორე მეუღლეს

შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 3 წლისა.

2. შეტანილი განცხადების შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური

აუწყებს პატიმრობაში მყოფ მეუღლეს ან ქმედუუნარო მეუღლის მეურვეს. უწყებაში

უნდა განისაზღვროს პასუხის შეტყობინების ვადა იმის თაობაზე, არის თუ არა დავა

ბავშვების შესახებ, მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების გაყოფაზე ან იმ

შრომისუუნარო მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებაზე, რომელიც

დახმარებას საჭიროებს. პასუხის შეტყობინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

3. თუ მიღებულია ცნობა იმის შესახებ, რომ დავა არ არსებობს, ან

მითითებულ ვადაში პასუხი არ იქნა მიღებული, სააგენტოს ტერიტორიული

სამსახური ახდენს განქორწინების რეგისტრაციას.

თავი მესამე

ქორწინების ბათილობა

მუხლი 1140. ქორწინების ბათილობის საფუძველი

1. ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე,

1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების

რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება).

2. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ.

მუხლი 1141. ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფცია

თუ მეუღლეებმა დაქორწინებისას არ იცოდნენ ქორწინების დამაბრკოლებელი

იმ გარემოების შესახებ, რომელიც მათი ქორწინების ბათილობის საფუძველია,

ქორწინება წყდება სასამართლოში ამ გარემოების დადგენის მომენტიდან, მაგრამ ამ

დრომდე ქორწინება წარმოშობს ყველა იმ სამართლებრივ შედეგს, რასაც ნამდვილი

ქორწინება

მუხლი 1142. საქორწინო ასაკს მიუღწეველ პირთან ქორწინების ბათილობა

1. იმ პირთან ქორწინება, რომელსაც საქორწინო ასაკისათვის არ მიუღწევია და

არც საქორწინო ასაკი ჰქონია შემცირებული, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ

ამას მოითხოვს იმ მეუღლის ინტერესები, რომელიც დაქორწინდა საქორწინო ასაკის

მიღწევამდე.

2. ამ საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს

არასრულწლოვან მეუღლეს, მის მშობლებს ან მეურვეს (მზრუნველს), აგრეთვე

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

3. თუ საქმის განხილვის მომენტისათვის არასრულწლოვანმა მეუღლემ

საქორწინო ასაკს მიაღწია ან ორსულადაა, მაშინ ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს

ბათილად მხოლოდ მისი მოთხოვნით.

მუხლი 1143. ქორწინების ცნობა ბათილად დაქორწინების დამაბრკოლებელი

გარემოებების გამო

1. ქორწინება, რომელიც გაფორმდება 1120-ე მუხლით გათვალისწინებული

პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს.

2. თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების

დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს

ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეთი საფუძვლით ქორწინების

ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა

უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოებს.

3. სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო ქმედუუნაროდ ცნობილ პირთან

ქორწინების ბათილობის საქმის განხილვისას აუცილებელია საქმეში მონაწილეობის

მისაღებად მეურვის ჩაბმა.

მუხლი 1144. იძულებითი ქორწინების ბათილად ცნობა

1. იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების შემთხვევაში მეუღლეს (მეუღლეებს)

შეუძლია აღძრას სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ. 2. იძულებით

დაქორწინების ფაქტი უნდა დაადგინოს სასამართლომ.

მუხლი 1145. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობა

1. ქორწინება, რომელიც მოხდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას,

შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად.

2. ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს

სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა

ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე

მეუღლესაც შეუძლია. (28.12.2006 N 2626)

3. ქორწინება არ შეიძლება ცნობილ იქნეს ფიქციურად, თუ რეგისტრირებულ პირებს

სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე ფაქტობრივად უკვე შექმნილი აქვთ ოჯახი.

მუხლი 1146. ქორწინების ბათილობის მომენტი

1. ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის

დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს.

2. იმ პირთა ქონებრივი ურთიერთობები, რომელთა ქორწინებაც ბათილად იქნა

ცნობილი, წესრიგდება საერთო საკუთრების შესახებ ამ კოდექსით დადგენილი

წესით.

3. ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას

სასამართლოს უფლება აქვს, იმ მეუღლეს, რომელმაც არ იცოდა და არც შეეძლო

სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ

(კეთილსინდისიერი მეუღლე), მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების

უფლება 1182-ე და 1186 -ე მუხლების მიხედვით,ხოლო ქორწინების ბათილად

ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს 1158-ე და 1171-ე მუხლებით

გათვალისწინებული წესები. 4. ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ასეთი

ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებს.

მუხლი 1147. კეთილსინდისიერი მეუღლისთვის მიყენებული ზიანის

ანაზღაურება

კეთილსინდისიერ მეუღლეს, რომელსაც ქონებრივი ზიანი მიადგა იმ ქორწინების

შედეგად,რომელიც ბათილად იქნა ცნობილი,უფლება აქვს მოითხოვოს ამ ზიანის

ანაზღაურება.

მუხლი 1148. ქორწინების ბათილად ცნობა მხოლოდ სასამართლოს მიერ არავის არ

შეუძლია მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუ ქორწინება სასამართლოს მიერ

ბათილად არ იქნა ცნობილი.

მუხლი 1149. ქორწინების ბათილობის დაუშვებლობა მეუღლეთა

გარდაცვალების შემდეგ

არ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ქორწინების გაბათილება ორივე მეუღლის

გარდაცვალების შემდეგ.

მუხლი 1150. ხელახალი დაქორწინება ბათილი ქორწინებისას

ის პირები, რომელთა ქორწინებაც გაბათილდა, შეიძლება ხელახლა დაქორწინდნენ

საერთო წესით, თუკი აღარ იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც ქორწინება

გაბათილდა.

თავი მეოთხე

მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები

I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1151. ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა (28.12.2006 N 2626)

მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ

სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება.

მუხლი 1152. მეუღლეთა თანასწორუფლებიანობა

საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და

ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

მუხლი 1153. დისკრიმინაციის აკრძალვა

დაქორწინებისას და საოჯახო ურთიერთობებში არ დაიშვება უფლებათა პირდაპირი

ან არაპირდაპირი შეზღუდვა, პირდაპირი ან არაპირდაპირი უპირატესობის მინიჭება

წარმოშობის,სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული

კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების,

საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა

მიხედვით.

II. პირადი უფლებები

მუხლი 1154. გვარის არჩევის უფლება

დაქორწინების დროს მეუღლეებს სურვილისამებრ შეუძლიათ აირჩიონ ერთ - ერთი

მეუღლის გვარი თავიანთ საერთო გვარად, ანდა თითოეულმა დაიტოვოს თავისი

ქორწინებამდელი გვარი ანდა თავისი გვარი შეუერთოს მეუღლის გვარს. გვარების

შეერთება არ შეიძლება, თუ ორივე მეუღლეს ან ერთ მათგანს ორმაგი გვარი აქვს.

მუხლი 1155. საოჯახო საკითხების ერთობლივი გადაწყვეტა

შვილების აღზრდისა და ოჯახის სხვა საკითხებს მეუღლეები ერთად წყვეტენ.

მუხლი 1156. საქმიანობის არჩევის თავისუფლება

თითოეულ მეუღლეს თავისუფლად შეუძლია აირჩიოს საქმიანობა და პროფესია.

მუხლი 1157. საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევა

თითოეულ მეუღლეს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია აირჩიოს საცხოვრებელი

ადგილი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ოჯახის ინტერესებს.

III. კანონით დადგენილი ქონებრივი

უფლებები და მოვალეობები

მუხლი 1158. მეუღლეთა თანასაკუთრება

1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ

საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით

სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ

ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო

მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

მუხლი 1159. თანასაკუთრებაში არსებული ქონების მართვა

ურთიერთშეთანხმებით

თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.ამ

ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა

ურთიერთშეთანხმებით.

მუხლი 1160. თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა

ურთიერთშეთანხმებით (29.06.2007 N5127)

1. იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება

მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ

ქონებას.

2. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან

დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი

მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ:

ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ;

ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.

3. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების

განკარგვით მიღებული სარგებელი.

მუხლი 1161. მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს:

ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;

ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან

ჩუქებით.

მუხლი 1162. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ინდივიდუალური

სარგებლობის ნივთები

ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც

ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით,

ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.

მუხლი 1163. მეუღლის ქონების გადაქცევა მეუღლეთა თანასაკუთრებად თითოეული

მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ

დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ

ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის

დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო

ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.

მუხლი 1164. მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა

მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს

როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

მუხლი 1165. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთების ბედი

თანასაკუთრების გაყოფისას

მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა

ურთიერთშეთანხმებით,ხოლო,თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული,

მაშინ-სასამართლოს მიერ. სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ

მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები

(მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.),

თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით,

გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.

მუხლი 1166. წილის კომპენსაცია საკუთრების გაყოფისას

თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები,

რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს

მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.

მუხლი 1167. საერთო ქონების გაყოფა ქორწინების განმავლობაში

თუ საერთო ქონების გაყოფა ხდება ქორწინების განმავლობაში, მაშინ ქონების ის

ნაწილი, რომელიც არ გაყოფილა, და აგრეთვე ქონება,რომელსაც ისინი შეიძენენ

მომავალში, ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუკი საქორწინო

ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 1168. არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება

თანასაკუთრების გაყოფისას

1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს,

მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს

არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები

ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება

გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი

შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო

ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.

3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის

საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ

ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.

მუხლი 1169. მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესი

მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის

კუთვნილი წილის თანაზომიერად.

მუხლი 1170. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესი

1. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი

ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა

ქონების გაყოფის შემთხვევაში.

2. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება

შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო

მიღებული,გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

3. ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას

მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი

განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად

მიღებული სახსრებით.

მუხლი 1171. თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის მოთხოვნის

ხანდაზმულობის ვადა

განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე

მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

IV. მეუღლეთა სახელშეკრულებო ქონებრივი

ურთიერთობები

მუხლი 1172. საქორწინო ხელშეკრულება

მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც

განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების

განმავლობაში, ისე განქორწინებისას.

მუხლი 1173. საქორწინო ხელშეკრულების დადება

1.საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების

რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს.

2. საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე,

ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციიდან.

მუხლი 1174. ხელშეკრულების ფორმა

საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით.

მუხლი 1175. საქორწინო ხელშეკრულების დადება შეზღუდული

ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ

შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს ქორწინების რეგისტრაციამდე შეუძლია

დადოს საქორწინო ხელშეკრულება მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის

თანხმობით.

მუხლი 1176. საქორწინო ხელშეკრულების შინაარსი

1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე

მომავალში შეძენილ ქონებაზე.

2. საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა

საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი.

3. მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც

ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება), ანდა

მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ

თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.

მუხლი 1177. საოჯახო ხარჯების გაწევის წესი

მეუღლეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში

მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და

ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას.

მუხლი 1178. საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება

მოვალეობათა შეზღუდვა

საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები

შეიძლება შეიზღუდოს განსაზღვრული ვადით ანდა ამა თუ იმ პირობების

დადგომით.

მუხლი 1179. მოვალეობები, რომელთა შეცვლაც საქორწინო ხელშეკრულებით

დაუშვებელია

1. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა

ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ,

საალიმენტო მოვალეობანი და - დავის შემთხვევაში - სასამართლოში მიმართვის

უფლება.

2. ხელშეკრულებით ასევე არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები,

რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.

მუხლი 1180. საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტა

1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს

მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

2. ცალმხრივი უარი საქორწინო ხელშეკრულებაზე დაუშვებელია.

3. საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას.

მუხლი 1181. საქორწინო ხელშეკრულების პირობების შეცვლა სასამართლოს მიერ

დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების

არსებობისას, სასამართლოს შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის

პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ

ერთ-ერთ მეუღლეს.

თავი მეხუთე

მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა

მუხლი 1182. სარჩოს მიღებაზე უფლებამოსილი პირი

მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ

დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის

შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ:

ა. შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს; ბ.

ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში.

მუხლი 1183. შრომისუუნარო მეუღლის უფლება სარჩოზე

შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისაგან, სარჩოს

მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო

გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან.

მუხლი 1184. რჩენის მოვალეობისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ

სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს მეუღლე რჩენის მოვალეობისაგან ან

განსაზღვრული ვადით შეცვალოს ეს მოვალეობა, თუ მეუღლეები ქორწინებაში

იმყოფებოდნენ ხანმოკლე დროით, ანდა მატერიალური დახმარების მომთხოვნმა

მეუღლემ უღირსი საქციელი ჩაიდინა სარჩოს გადამხდელის მიმართ, აგრეთვე, თუ

მატერიალური დახმარების მომთხოვნი მეუღლის შრომისუუნარობა გამოწვეულია

ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებით ან მის

მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენით.

მუხლი 1185. სარჩოს ოდენობის განსაზღვრა

1. მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება

ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხის სახით მეუღლეთა მატერიალური

და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

2. ერთ-ერთი მეუღლის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლისას

თითოეულ მეუღლეს აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს სარჩოს

ოდენობის შეცვლის შესახებ.

მუხლი 1186. სარჩოს მიღების უფლების მოსპობა

მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება მოისპობა, თუ აღარ არსებობს 1182-ე და

1183-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ

სარჩოს მიმღები მეუღლე ხელახლა დაქორწინდა.

კარი მეორე

მშობლების, შვილებისა და სხვა

ნათესავების ურთიერთობა

თავი პირველი

შვილების წარმოშობის დადგენა

მუხლი 1187. მშობლებისა და შვილების უფლება-მოვალეობათა წარმოშობის

საფუძვლები

მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს

შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 1188. შვილის წარმოშობის დადგენა მამის გარდაცვალებისას

მამის გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი დაქორწინებული მშობლებისაგან

წარმოშობილად ჩაითვლება, თუ იგი დაიბადება მამის გარდაცვალებიდან არა

უგვიანეს ათი თვისა.

მუხლი 1189. დაქორწინებული მშობლებისგან შვილის წარმოშობის

დადასტურება

შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება ჩანაწერით

მშობელთა ქორწინების შესახებ.

მუხლი 1190. დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა

1. შვილის წარმოშობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან დგინდება

სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების

შეტანით. (28.12.2006 N 2626)

2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში მამობა შეიძლება

დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის

(მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი,

აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.

3. მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და

მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის

დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს,

რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი

ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც

დაქორწინებულ პირთაგან დაბადებულ ბავშვებს.

მუხლი 1191. დაქორწინებული მშობლების ჩაწერა დაბადების ჩაწერის წიგნში

1. დაქორწინებულ დედასა და მამას დაბადების ჩაწერის წიგნში ბავშვის მშობლებად

ჩაწერენ ერთ-ერთი მათგანის განცხადებით.

2. ბავშვის დედად ან მამად ჩაწერილ პირს უფლება აქვს სადავო გახადოს ჩანაწერი

ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან

ცნობილი უნდა ყოფილიყო ჩანაწერი. თუ ამ დროისათვის დედად ან მამად

ჩაწერილი პირი არასრულწლოვანი იყო, ერთწლიანი ვადა გამოითვლება მისი

თვრამეტი წლის ასაკს მიღწევიდან.

მუხლი 1192. დაუქორწინებელი მშობლების ჩაწერის წესი

1. თუ მშობლები დაქორწინებულნი არ არიან ერთმანეთთან, ჩანაწერი ბავშვის დედის

შესახებ კეთდება დედის განცხადებით, ხოლო ჩანაწერი მამის შესახებ - ბავშვის

მშობლების ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

2. თუ დედა გარდაიცვალა, ცნობილია ქმედუუნაროდ, ჩამორთმეული აქვს მშობლის

უფლება ან შეუძლებელია მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენა, ბავშვის მამის

ჩაწერა ხდება მამის განცხადებით.

მუხლი 1193. ჩანაწერი მამის შესახებ, როდესაც მამობა დადგენილი არ არის როცა

ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას,თუ არ არსებობს მშობელთა ერთობლივი

განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის

შესახებ,დაბადების ჩაწერის წიგნში ბავშვის მამის გვარად ჩაიწერება დედის გვარი,

ხოლო ბავშვის მამის სახელი ჩაიწერება დედის მითითებით.

მუხლი 1193 1 . ბავშვის მიტოვებულად აღიარება (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008

წლის 1 მაისიდან)

1. თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლების ვინაობა და მათი

ადგილსამყოფელი უცნობია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო

ვალდებულია განახორციელოს ყველა ქმედება ბავშვისა და მისი მშობლების

ვინაობის დადგენისათვის.

2. თუ ბავშვის და მისი მშობლების ვინაობა საქართველოს კანონმდებლობის

შესაბამისად ვერ დგინდება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია

მიიღოს ზომები ბავშვის მოსავლელად და მიმართოს სასამართლოს ბავშვის

მიტოვებულად აღიარებისათვის.

3. ბავშვის მიტოვებულად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

(მუხლი 1193 1 . ბავშვის მიტოვებულად აღიარება (18.12.2009. N2382

ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.)

ბავშვის მიტოვებულად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით,

თუ:

ა) ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში შესაბამისმა ორგანოებმა ვერ

დაადგინეს ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა;

ბ) დადგინდა ნაპოვნი ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა,

მაგრამ ვერ ხერხდება მშობლის (მშობლების) მეურვეობისა და მზრუნველობის

ორგანოში წარდგენა ან მასთან (მათთან) სხვაგვარად დაკავშირება ან/და ის (ისინი)

თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების

განხორციელებას;

გ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მშობლისათვის

(მშობლებისათვის) შეთავაზებული პრევენციის ან რეინტეგრაციის ღონისძიებების

მიუხედავად, მშობელი (მშობლები) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის

მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას (ბავშვი მიატოვა

(მიატოვეს) ან განაცხადა (განაცხადეს) მისი მიტოვების თაობაზე), თუ კანონით სხვა

რამ არ არის გათვალისწინებული.)

მუხლი 1194. შვილის სახელის განსაზღვრა (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის

1 მაისიდან)

1. შვილს სახელს არქმევენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

2. მიტოვებულად აღიარებულ ბავშვს სახელი ეძლევა საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 1195. შვილის გვარის განსაზღვრა (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1

მაისიდან)

1. შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ

მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან

შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.

2. მიტოვებულად აღიარებულ ბავშვს გვარი ეძლევა საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 1196. შვილის გვარის გამოცვლა

1. მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას.

2. მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა

ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის

ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის

მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის

საჭიროა მისი თანხმობაც.

თავი მეორე

მშობლების უფლებები და მოვალეობები

შვილების მიმართ

მუხლი 1197. მშობელთა თანასწორუფლებიანობა შვილების მიმართ

შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს

უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

მუხლი 1198. მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ (18.12.2007 N 5624

ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი

შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური

განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი

ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს

შვილმა.

4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების

უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და

გამოყენებას.

5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ

ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე

პირთა ურთიერთობის უფლება.

6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები

არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და

ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის,

სასამართლოში.

მუხლი 1198 1 . არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

1. არასრულწლოვანს აქვს დაცვის უფლება მშობელთა (სხვა კანონიერ

წარმომადგენელთა) მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების

წინააღმდეგ. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების

დარღვევისას, მათ შორის, მშობელთა (ერთ-ერთი მშობლის) მიერ ბავშვის

აღზრდასთან, განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობის

ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების

შემთხვევაში, არასრულწლოვანს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, 14 წლის ასაკიდან კი – სასამართლოს.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა

არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის

შემთხვევები, ვალდებულნი არიან ამის შესახებ შეატყობინონ მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოებს არასრულწლოვნის ფაქტიური ადგილსამყოფლის

მიხედვით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები, ამგვარი შეტყობინების

მიღებისთანავე, ვალდებულნი არიან გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით

გათვალისწინებული ღონისძიებები. (20.06.2003 N 2446)

მუხლი 1199. ბავშვის ინტერესების დაცვა (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1

მაისიდან)

მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს

ბავშვის ინტერესებს.

მუხლი 1200. შვილების აღზრდა მშობლების ურთიერთშეთანხმებით

1. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.

2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო

მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის

წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა

და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის

სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. (18.12.2007 N 5624

ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

მუხლი 1201. არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი

მშობლების განქორწინებისას (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1

მაისიდან)

1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ

შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა

ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა

ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების

გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის

წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა

და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის

სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

მუხლი 1202. განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები

მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების

მიმართ (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების

მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე

ცხოვრობენ.

2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე

მშობლის უფლება-მოვალეობები.

მუხლი 1203. პაპისა და ბებიის უფლებები არასრულწლოვანი

შვილიშვილების მიმართ (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1

მაისიდან)

პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან

შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ

შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან

პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია

დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და

ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი

წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ

აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

მუხლი 1204. არასრულწლოვანი შვილის დაბრუნების მოთხოვნის

უფლება (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

მშობლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ

პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე.

მუხლი 1205. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა (18.12.2007 N

5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება

და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე

მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად.

4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის

ვალდებულება, როცა მშობლის ყველა სხვა უფლება შეზღუდულია.

(4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის

ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით

გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად. (18.12.2009. N2382

ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.)

მუხლი 1205 1 . მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეჩერება (18.12.2007 N

5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

1. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს მშობლების უფლება, იყვნენ ბავშვის

წარმომადგენლები სასამართლო წარმოების განმავლობაში, დავის გადაწყვეტამდე ამ

კოდექსის 1200-ე და 1201-ე მუხლების შესაბამისად.

2. როდესაც ამ კოდექსის 1251-ე მუხლის შესაბამისად მშობლები აცხადებენ ბავშვის

გაშვილების შესახებ თანხმობას, მშობლის ყველა უფლება შეჩერებულია, თუ

მშობლები ბავშვის გაშვილების შესახებ თანხმობაზე უარს არ განაცხადებენ

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. ამოღებულ იქნეს (18.12.2009.

N2382 ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.)

3. თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლების ვინაობა ან მათი

ადგილსამყოფელი უცნობია, მისი მშობლების უფლებები და მოვალეობები

შეჩერებულად ჩაითვლება, სანამ:

ა) დადგინდება მისი ან მისი მშობლების ვინაობა და ის დაუბრუნდება თავის

ოჯახს;

ბ) დადგინდება მისი მშობლების ვინაობა, რომლებიც თავს არიდებენ მშობლის

უფლებებისა და მოვალეობების შესრულებას, და სასამართლო შეუზღუდავს ან

ჩამოართმევს მათ მშობლის უფლებებსა და მოვალეობებს;

გ) ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.

(3. თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლის (მშობლების) ვინაობა ან

ადგილსამყოფელი უცნობია, მისი მშობლის (მშობლების) უფლებები და

მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე

მანამ, სანამ:

ა) დადგინდება ბავშვის ან მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა და ის

დაუბრუნდება თავის ოჯახს;

ბ) დადგინდება ბავშვის მშობლის (მშობლების) ვინაობა, რომელიც

(რომლებიც) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და

უფლებების განხორციელებას და სასამართლო შეუზღუდავს მას (მათ) მშობლის

უფლება-მოვალეობებს ან აღიარებს ბავშვს მიტოვებულად. ამ შემთხვევაში

სასამართლოს ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან ერთად გამოაქვს

გადაწყვეტილება მშობლის უფლებების ჩამორთმევის თაობაზე;

გ) ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად. (18.12.2009. N2382 ამოქმედდეს 2010

წლის 1 მარტიდან.)

4. მეურვეობა და მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე

მშობლის უფლებები და მოვალეობები შეჩერებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3

ნაწილების შესაბამისად.ამოღებულ იქნეს (18.12.2009. N2382 ამოქმედდეს 2010 წლის 1

მარტიდან.)

მუხლი 1206. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა (18.12.2007 N

5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

1. მშობლის უფლების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც

გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან

14 წლის ასაკს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

2. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის

მოვალეობის შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს

უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან

რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ჩამოერთმევა მშობლის ყველა

უფლება და მოვალეობა.

3. თუ მშობლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ

განუცხადებიათ უარი ბავშვის გაშვილების შესახებ თანხმობაზე, მათ მშობლის

უფლებები ჩამოერთმევათ სასამართლოს მიერ, მეურვეობისა და მზრუნველობის

ორგანოს მიმართვის საფუძველზე.

4. ბავშვი, რომლის ორივე მშობელს ჩამოერთვა მშობლის უფლებები, ამ

კოდექსის შესაბამისად უნდა იქნეს შვილად აყვანილი ან მას უნდა დაენიშნოს

მეურვე ან მზრუნველი.

(მუხლი 1206. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების

ჩამორთმევა(18.12.2009. N2382 ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.

1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა,

რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ

მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების

შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა,

მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც

ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა

ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის

შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და

მოვალეობა. (18.12.2009. N2382 ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.)

მუხლი 1207. მშობლისუფლებამოვალეობაჩამორთმეული პირის

შვილის უფლებები (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

მშობლისუფლებამოვალეობაჩამორთმეული პირი კარგავს ნათესაობაზე დამყარებულ

ყველა უფლებას იმ შვილთან ურთიერთობაში, რომლის მიმართაც მას ჩამორთმეული

აქვს მშობლის უფლება და მოვალეობა. შვილი, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა

მშობლის უფლება და მოვალეობა, ინარჩუნებს ამ მშობლის მიმართ ნათესაობიდან

გამომდინარე ქონებრივ უფლებებს, მათ შორის, მემკვიდრეობის მიღების უფლებას.

მუხლი 1208. (ამოღებულია (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან))

მუხლი 1209. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა (18.12.2007 N

5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ

სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით.

2. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის

საფუძველი აღარ არსებობს.

3. პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას

სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის სურვილსაც, თუ მას შეუსრულდა ათი წელი.

4. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა არ დაიშვება იმ ბავშვის

მიმართ, რომელიც სხვამ იშვილა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვილად აყვანა

ბათილად იქნა ცნობილი.

5. მშობლის უფლებები და მოვალეობები ავტომატურად აღდგება შეჩერების ვადის

ამოწურვის შემდეგ, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 1210. შვილის ჩამორთმევა მშობლის უფლებებისა და

მოვალეობების ჩამორთმევის ან შეზღუდვის გარეშე (18.12.2007 N 5624

ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან) ამოღებულ იქნეს (18.12.2009. N2382 ამოქმედდეს 2010

წლის 1 მარტიდან.

1. თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელთან შვილის დატოვება მშობლებისაგან

დამოუკიდებელი მიზეზებით ბავშვისათვის საზიანოა, მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოს შეუძლია ბავშვი მშობლების თხოვნის საფუძველზე

დროებით მოათავსოს მესამე პირთან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშობელს

უნარჩუნდება მშობლის უფლებები და მოვალეობები. მესამე პირი, რომელთანაც

ბავშვი მოათავსეს, ასრულებს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობას – უვლის

ბავშვს, აძლევს განათლებას და აქცევს ყურადღებას.

მუხლი 1211. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების გადაცემა (18.12.2007 N

5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

1. ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით

შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს მშობლების მიერ ნოტარიალურად ან, თუ

ნოტარიუსი ხელმისაწვდომი არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს

მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.

2. ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით

შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს ანდერძის საფუძველზე.

თავი მესამე

მშობლებისა და შვილების საალიმენტო

მოვალეობანი

მუხლი 1212. შვილების რჩენის მოვალეობა

მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე

შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

მუხლი 1213. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა მშობლების მიერ

არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი

ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

მუხლი 1214. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ

თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს

სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული,

სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის

აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას

სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ

მატერიალურ მდგომარეობას.

მუხლი 1215. დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობა

მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება

დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია

განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და

სხვა).

მუხლი 1216. მეურვეობას ან მზრუნველობას გადაცემული

შვილების შენახვის ხარჯები (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1

მაისიდან)

მშობლებს შეიძლება დაევალოთ, გაწიონ თავიანთ მეურვეობას ან მზრუნველობას

გადაცემული შვილის რჩენის ხარჯები ამ კოდექსის ან სასამართლოს

გადაწყვეტილების შესაბამისად.

მუხლი 1217. სასამართლოს განჩინება შვილის შესანახი სახსრების

გადახდევინების შესახებ (28.12.2006 N 2626)

თუ მოპასუხე სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ბავშვის მშობლად არის

ჩაწერილი ამ კოდექსის 1191-ე და 1192-ე მუხლების მიხედვით, სასამართლოს

შეუძლია საქმის არსებითად განხილვამდე გამოიტანოს განჩინება შვილის შესანახი

სახსრების გადახდევინების შესახებ.

მუხლი 1218. შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ

1. შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.

2. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ

შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

3. შვილები შეიძლება განთავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ

სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის

შესრულებას.

4. მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან

ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.

მუხლი 1219. შვილების მონაწილეობა შრომისუუნარო მშობლების რჩენაში

1. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში,

რომელიც დახმარებას საჭიროებს,განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად

გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური

მდგომარეობის გათვალისწინებით.

2. ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა

სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია

ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ.

მუხლი 1220. შვილების მონაწილეობა დამატებით ხარჯებში

სხვაგვარი შეთანხმების არარსებობისას შვილებს, რომლებიც ალიმენტს უხდიან

შრომისუუნარო მშობლებს, შეიძლება დაეკისროთ მონაწილეობა დამატებით

ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (მშობლების

მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

მუხლი 1221. სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ

1. მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის

ალიმენტს,უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი

ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ.

2. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში,

რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს,

დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის

ოდენობა.

მუხლი 1222. ალიმენტის ოდენობის შეცვლა მატერიალური თუ ოჯახური

მდგომარეობის შეცვლის გამო

თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა

მას შემდეგ,რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა

გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ,ან

შვილებმა - შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას

საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს

ალიმენტის დადგენილი ოდენობა.

თავი მეოთხე

ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო

მოვალეობანი

მუხლი 1223. და-ძმების ურთიერთრჩენის მოვალეობა

დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ

თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ

და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ

იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც

დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავის მშობლების,

მეუღლის ან შვილებისაგან.

მუხლი 1224. შვილიშვილის საალიმენტო მოვალეობა შრომისუუნარო პაპისა და

ბებიის მიმართ

შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი

შრომისუუნარო პაპა და ბებია,რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ

შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან ან ერთმანეთისაგან.

მუხლი 1225. პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობანი შვილიშვილების მიმართ

პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი

არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ

შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ

იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას

საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან

შვილებისაგან.

მუხლი 1226. მამინაცვლისა და დედინაცვლის საალიმენტო მოვალეობა მამინაცვალი

და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ

თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება

ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს

მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები.

მუხლი 1227. გერის საალიმენტო მოვალეობა

1. გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო

მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი

ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას.

2. სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს გერი მამინაცვალის ან/და დედინაცვლის

რჩენის მოვალეობისაგან, თუ ისინი მას ზრდიდნენ ან არჩენდნენ ხუთ წელზე

ნაკლები დროის განმავლობაში, აგრეთვე, თუ ისინი სათანადოდ არ ასრულებდნენ

გერის აღზრდის მოვალეობას.

მუხლი 1228. (ამოღებულია 18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან))

მუხლი 1229. საალიმენტო მოვალეობანი ფაქტობრივი აღმზრდელის მიმართ პირი,

რომელიც იმყოფებოდა მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად, მოვალეა მისცეს სარჩო

თავის ფაქტობრივ აღმზრდელს, თუ იგი შრომისუუნაროა, საჭიროებს დახმარებას,

მაგრამ მისი მიღება არ შეუძლია თავისი შვილების ან მეუღლისაგან.

მუხლი 1230. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი

1. ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ

ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი

თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური

მდგომარეობის გათვალისწინებით.

2. თუ ოჯახის რჩენა ერთდროულად რამდენიმე პირის მოვალეობაა, სასამართლო

მათი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრავს

თითოეულის წილის ოდენობას ამ მოვალეობის შესრულებაში; ამასთან, სასამართლო

მხედველობაში იღებს ალიმენტის გადამხდელ ყველა პირს, იმისდა მიუხედავად,

ალიმენტს სთხოვენ ყველა ამ პირს, თუ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგანს.

მუხლი 1231. ალიმენტის ოდენობის შეცვლა

თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან

ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი

ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება

აქვს,ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის

ოდენობა.

თავი მეხუთე

ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების

წესი

მუხლი 1232. ალიმენტის გადახდა ნებაყოფლობით

1. ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას

პირადად შემოსავლის მიღების ადგილის მიხედვით.

2. ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების

უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის

გადახდევინების შესახებ.

მუხლი 1233. სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციის მოვალეობა

ალიმენტის გადახდისას

1. სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაცია ალიმენტის გადამხდელს

ხელფასიდან(პენსიიდან, დახმარებიდან და სხვ.) ყოველთვიურად უკავებს ალიმენტს

წერილობითი განცხადების ან სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და უხდის ან

უგზავნის განცხადებაში ან სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებულ პირს არა

უგვიანეს სამი დღისა ხელფასის (დახმარების, პენსიის და სხვ.) გაცემის დღიდან.

2. იმ პირის წერილობითი განცხადება, რომელსაც სურს ალიმენტის ნებაყოფლობითი

გადახდა, უნდა წარედგინოს სამუშაოს მიმცემი ორგანიზაციის ადმინისტრაციას

განმცხადებლის სამუშაო ადგილის ან მის მიერ პენსიის ან დახმარების მიღების

ადგილის მიხედვით.

მუხლი 1234. ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნა

1. იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი

წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს

საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა,

რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

2. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის

სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი

შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო

დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად,

მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს

არიდებდა მის გადახდას.

მუხლი 1235. ალიმენტის დავალიანების გადახდევინება

1.სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება

წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის

გადასახდელად წარდგენამდე.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალის ძებნასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა

გადასახდელად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის

დაკავება, ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ მთელი გასული პერიოდისათვის,

ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან/და ალიმენტის მიმღები პირის მიერ

სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავად.

მუხლი 1236. ალიმენტის დავალიანების განსაზღვრა

1. ალიმენტის დავალიანება განისაზღვრება მოვალის მიერ იმ პერიოდში მიღებული

ფაქტობრივი ხელფასიდან (შემოსავლიდან), რომლის განმავლობაშიც არ მომხდარა

გადახდევინება.

2. თუ მოვალე ამ პერიოდში არ მუშაობდა და მან არ წარმოადგინა თავისი ხელფასის

(შემოსავლის) დამადასტურებელი დოკუმენტები, დავალიანება განისაზღვრება იმ

ხელფასის (შემოსავლის) მიხედვით, რომელსაც იგი იღებდა დავალიანების

გადახდევინების დროს.

მუხლი 1237. ალიმენტის გადახდისგან განთავისუფლება

1. ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების

შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

2. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ

გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ

ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა

საპატიო მიზეზით.

მუხლი 1238. საალიმენტო ვალდებულების შეწყვეტა

მხარეთა შეთანხმებით წარმოშობილი საალიმენტო ვალდებულება შეიძლება შეწყდეს

ერთ-ერთი მხარის გარდაცვალებით, შეთანხმების ვადის გასვლით ან ამ

შეთანხმებაში გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

თავი მეექვსე

შვილება

მუხლი 1239. ცნება

1. შვილება (შვილად აყვანა) დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის

კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა

და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და

შვილებს შორის.

2. სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად

ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი

ურთიერთობა,იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს

და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.

მუხლი 1240. შვილად აყვანის დადასტურება აღმზრდელის გარდაცვალებისას

აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს

წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში

შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა

განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.

მუხლი 1241. შვილად აყვანის დაუშვებლობა ბავშვის გარდაცვალებისას ბავშვის

გარდაცვალების შემთხვევაში შვილება არ დაიშვება.

მუხლი 1242. გადაწყვეტილების მიღება შვილად აყვანის შესახებ

შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მშვილებლის განცხადებით იღებს

სასამართლო მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის შემდეგ.

მუხლი 1243. წარმომადგენლის მეშვეობით შვილად აყვანის

დაუშვებლობა (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

1. შვილად აყვანა არ შეიძლება რაიმე პირობით, ვადაზე მითითებით ან

წარმომადგენლის მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება

მშვილებლის უფლებაზე, წარმოდგენილ იქნეს სასამართლო წარმოებისას ადვოკატის

მიერ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება

მშვილებლის უფლებაზე, მოიძიოს და მოიპოვოს აკრედიტებული სააგენტოების

დახმარება შვილად აყვანის პროცედურების დროს საქართველოს საერთაშორისო

ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

მუხლი 1244. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია

1. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაცია ხდება სააგენტოს

ტერიტორიულ სამსახურში მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი

ადგილის მიხედვით ან ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს

გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.(28.12.2006 N 2626)

2. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან

1 თვის ვადაში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება სააგენტოს ტერიტორიულ

სამსახურს. (28.12.2006 N 2626)

(2. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში

შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს თავისი გადაწყვეტილება სააგენტოს

ტერიტორიულ სამსახურს. (18.12.2009. N2382 ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.)

3. შვილება ნამდვილია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში

შესვლის დღიდან.

მუხლი 1245. მშვილებელი (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი,

გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩამორთმეული ან შეზღუდული აქვს მშობლის უფლება.

მშვილებელი არ შეიძლება იყოს ასევე პირი, რომელსაც ავადმყოფობის ან მორალური

თვისებების გამო არ შეუძლია განახორციელოს მშობლის უფლებები.

მუხლი 1246. შვილად აყვანა მეუღლეების მიერ

1. მეუღლეებს შეუძლიათ ბავშვი ერთად იშვილონ. არ შეიძლება ერთი ბავშვი

ორმა პირმა იშვილოს, გარდა მეუღლეებისა.

2. ერთ-ერთ მეუღლეს შეუძლია იშვილოს თავისი ქორწინებისგარეშე

დაბადებული ბავშვი ან მეუღლის შვილი.

მუხლი 1247. მეუღლის თანხმობა შვილებისას

თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს, საჭიროა მეორე მეუღლის

თანხმობა. ასეთი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მეორე მეუღლე აღიარებულია

ქმედუუნაროდ, ან თუ მეუღლეებს ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვთ საქორწინო

ურთიერთობა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ანდა მეორე მეუღლის

საცხოვრებელი ადგილი უცნობია.

მუხლი 1248. შვილება ერთ-ერთი მეუღლის მიერ

თუ მეუღლეები ერთად იშვილებენ ბავშვს, ან ერთ-ერთი იშვილებს მეორე

მეუღლის შვილს, ბავშვი იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის

სამართლებრივ მდგომარეობას.

მუხლი 1249. დაქორწინებული პირის შვილად აყვანა

დაქორწინებული პირის შვილად აყვანისას აუცილებელია მისი მეუღლის

თანხმობა.

მუხლი 1250. მშვილებლის ასაკი

მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით

მაინც.პატივსადები მიზეზების არსებობისას სასამართლოს შეუძლია შეამციროს

ასაკობრივი სხვაობა.

მუხლი 1251. მშობლების თანხმობა გაშვილებისას

1. იმ ბავშვის გასაშვილებლად, რომელსაც მშობლები ჰყავს, აუცილებელია

მათი თანხმობა. მშობლების თანხმობა გაშვილებაზე უნდა გამოითქვას წერილობით.

2. მშობლის მიერ ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის მიცემის წესი

განისაზღვრება „შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონით. (18.12.2007 N 5624

ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

3.ამოღებულია (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან) )

4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ბავშვის უცხო ქვეყანაში გაშვილებაზე.

ბავშვის უცხო ქვეყანაში გაშვილება რეგულირდება „შვილად აყვანის შესახებ“

საქართველოს კანონით. (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

5. მშობელს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ბავშვის გაშვილების შესახებ

თანხმობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ ვადაში.

(18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

(მუხლი 1251. მშობლის თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე (18.12.2009. N2382

ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.

მშობლის მიერ ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის მიცემის წესი განისაზღვრება

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით. )

მუხლი 1252. ქორწინებისგარეშე დაბადებული ბავშვის შვილება ამოღებულ

იქნეს (18.12.2009. N2382 ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან.)

1. ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის შვილად აყვანისას აუცილებელია

დედის წერილობითი თანხმობა, რომელსაც იგი გასცემს ბავშვის დაბადებიდან ექვსი

კვირის შემდეგ. (9.06.99.)მესამე პირის მიერ ასეთი ბავშვის შვილად აყვანის დროს

გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ მამამ შეიტანა განცხადება მამობის დადგენის ან

ბავშვის შვილად აყვანის შესახებ.

2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ქორწინების გარეშე დაბადებული

ბავშვის სხვა სახელმწიფოში გაშვილებაზე. ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის

სხვა სახელმწიფოში გაშვილება რეგულირდება საქართველოს კანონით „შვილად

აყვანის წესის შესახებ“. (26.08.2003 N 3082)

მუხლი 1253. მეურვეობაში მყოფი ბავშვის შვილად აყვანა (18.12.2007 N 5624

ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან) ამოღებულ იქნეს (18.12.2009. N2382 ამოქმედდეს 2010

წლის 1 მარტიდან.

აუცილებელია მეურვის წერილობითი თანხმობა იმ ბავშვის შვილად აყვანისათვის,

რომელიც მეურვეობაში იმყოფება და რომელსაც მშობლები არა ჰყავს, ან რომლის

მშობლები აღიარებული არიან ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

მუხლი 1254. გაშვილება მშობლის თანხმობის გარეშე (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს

2008 წლის 1 მაისიდან)

მშობლის თანხმობა საჭირო არ არის იმ ბავშვის გაშვილებაზე:

ა) რომლის მშობელი აღიარებულია ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ

დაკარგულად;

ბ) რომელსაც მშობლები გარდაცვლილი ჰყავს;

გ) რომლის მშობლებსაც ჩამოერთვათ მშობლის უფლებები;

დ) რომელიც აღიარებულია მიტოვებულად.

(მუხლი 1254. შვილად აყვანას დაქვემდებარებული ბავშვი(18.12.2009. N2382

ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან)

ბავშვი შვილად აყვანას ექვემდებარება, თუ:

ა) მისი მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა

უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ბ) მას არ ჰყავს არც ერთი მშობელი;

გ) იგი აღიარებული იქნა მიტოვებულ ბავშვად;

დ) მის მშობელს (მშობლებს) ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლება;

ე) თუ მისმა მშობელმა (მშობლებმა) თანხმობა განაცხადა (განაცხადეს) ბავშვის

გაშვილებაზე. )

მუხლი 1255. ათი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის შვილება

1. იმ ბავშვის შვილად აყვანა,რომელსაც ათი წელი შეუსრულდა, დაუშვებელია

მისი თანხმობის გარეშე.

2. ბავშვის თანხმობა ირკვევა შვილად აყვანის საქმეზე გამართულ

სასამართლო სხდომაზე ბავშვის მოსმენის შედეგად. (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008

წლის 1 მაისიდან)

3. თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის

ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად თვლიდა, შვილება, როგორც

გამონაკლისი, შეიძლება შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშეც. ამოღებულ იქნეს

(18.12.2009. N2382 ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან)

მუხლი 1256. უარი გაშვილებაზე (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მშობელს (მშობლებს),

მშვილებელსა და ათი წლის ასაკს მიღწეულ შვილად ასაყვანს უფლება აქვთ, უარი

განაცხადონ თავიანთ თანხმობაზე.

(მუხლი 1256. უარი გაშვილებაზე(18.12.2009. N2382 ამოქმედდეს 2010 წლის 1

მარტიდან)

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მშობელს (მშობლებს),

მშვილებელსა და 10 წელს მიღწეულ შვილად ასაყვანს უფლება აქვთ, უარი

განაცხადონ თავიანთ თანხმობაზე „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის

შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. )

მუხლი 1257. ნაშვილებისათვის გვარის მიკუთვნება

1. მშვილებლის თხოვნით ნაშვილებს მიეკუთვნება მშვილებლის გვარი.

2. მშვილებლის თხოვნით ნაშვილებს შეიძლება შეეცვალოს სახელი. სახელის

შეცვლა ბავშვისათვის, რომელსაც ათი წელი შეუსრულდა, შეიძლება მხოლოდ მისი

თანხმობით.

3. ნაშვილებისათვის გვარის მიკუთვნების, აგრეთვე სახელის გამოცვლის

შესახებ აღნიშნული უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მუხლი 1258. ჩანაწერი ნაშვილების მშობლების შესახებ

1. მშვილებლები, მათი თხოვნით, დაბადების ჩაწერის წიგნში შეიძლება

ჩაიწერონ ნაშვილების მშობლებად, რაც აღინიშნება სასამართლოს

გადაწყვეტილებაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჩაწერისათვის

აუცილებელია ნაშვილების თანხმობა, თუ მას ათი წელი შეუსრულდა.

მუხლი 1259. ნაშვილების ნათესაური ურთიერთობანი

ნაშვილები და მისი შთამომავლობა - მშვილებლისა და მის ნათესავთა

მიმართ,ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები -ნაშვილებისა და მისი

შთამომავლობის მიმართ პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეობებით

უთანაბრდებიან შთამომავლობით ნათესავებს.

მუხლი 1260. ნაშვილების ურთიერთობანი ღვიძლ მშობლებთან (ნაშვილების

ურთიერთობანი ბიოლოგიურ მშობლებთან (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1

მაისიდან))

1. ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება

მოვალეობისაგან თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების

მიმართ. (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

2. ერთი პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ნაშვილები

ინარჩუნებს აღნიშნულ უფლება-მოვალეობებს - დედის სურვილით, თუ

მშვილებელი მამაკაცია, ან მამის სურვილით - თუ მშვილებელი ქალია.

მუხლი 1261. შვილად აყვანის შედეგები (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1

მაისიდან)

1. შვილად აყვანისას მშვილებელს ეკისრება იგივე უფლება-მოვალეობები,

რომლებიც ბიოლოგიურ მშობლებს ამ კოდექსის თანახმად.

2. მშვილებელს შეიძლება შეუჩერდეს, შეეზღუდოს ან ჩამოერთვას მშობლის

უფლებები, თუ გამოირკვევა, რომ ის სისტემატურად თავს არიდებდა ბავშვის

აღზრდის მოვალეობის შესრულებას ან არაჯეროვნად იყენებდა მშობლის უფლებებს,

ან სხვა მიზეზის შემთხვევაში ამ კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 1262. ამოღებულია (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან) )

მუხლი 1263. შვილად აყვანის შესახებ ცნობების გამოქვეყნების

დაუშვებლობა (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

1. შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება მშვილებლის

თანხმობის გარეშე აკრძალულია, სანამ შვილად აყვანილს არ შეუსრულდება 18 წელი.

2. შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება აკრძალულია

შვილად აყვანილის თანხმობის გარეშე, თუ მას უკვე შეუსრულდა 18 წელი.

3. შვილად აყვანის შესახებ ცნობების შეკრება და გამოქვეყნება ბიოლოგიური

მშობლის (გამშვილებლის) შესახებ აკრძალულია ბიოლოგიური მშობლის

(მშობლების) თანხმობის გარეშე.

4. პირი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე გაამჟღავნებს

შვილად აყვანის ფაქტს, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 1264. შვილად აყვანის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა (18.12.2007

N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

1. მშვილებლის თხოვნით, შვილად აყვანის კონფიდენციალობის

უზრუნველსაყოფად შეიძლება შეიცვალოს ნაშვილები ბავშვის დაბადების ადგილი

და თარიღი.

2. ნაშვილები ბავშვის დაბადების ნამდვილი ადგილი და თარიღი უნდა

ინახებოდეს და არ უნდა გამჟღავნდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამას ითხოვს

მშვილებელი, სანამ ნაშვილებ ბავშვს 18 წელი შეუსრულდება, ან ნაშვილები, თუ მან

უკვე მიაღწია სრულწლოვანებას კანონით გათვალისწინებული პირობების

შესაბამისად.

3. ნაშვილები ბავშვის დაბადების ნამდვილი ადგილი და თარიღი შეიძლება

აღდგენილ იქნეს მისი მოთხოვნით, როცა ის სრულწლოვანებას მიაღწევს, ან

მშვილებლების მოთხოვნით, სანამ ნაშვილებ ბავშვს 18 წელი შეუსრულდება.

4. დაბადების ნამდვილი ადგილისა და თარიღის აღდგენისათვის საჭიროა

ნაშვილები ბავშვის თანხმობა, თუ მას უკვე შეუსრულდა 10 წელი.

მუხლი 1265. შვილად აყვანის ბათილად ცნობა სასამართლოს მიერ (18.12.2007 N

5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

შვილად აყვანის ბათილად ცნობა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით.

მუხლი 1266. ამოღებულია (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან))

მუხლი 1267. შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სარჩელის წარდგენა (ამოღებულია

(18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან))

1. სარჩელი შვილად აყვანის გაუქმების შესახებ წარედგინება მშვილებელს, ხოლო იმ

შემთხვევაში, როდესაც მშობლებისათვის უცნობია მათი ბავშვის მშვილებლის

ვინაობა, - სასამართლოს შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის

ადგილის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის აღძვრის

შესახებ უნდა ეცნობოს მშვილებელს, რომელსაც უფლება აქვს ჩააბას საქმეში ან

მიანდოს თავისი ინტერესების დაცვა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

3. სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მშვილებელი გამოიწვიოს

მოპასუხედ.

მუხლი 1268. ამოღებულია (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან))

მუხლი 1269. ამოღებულია (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან))

მუხლი 1270. ამოღებულია (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან))

მუხლი 1271. ამოღებულია (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან))

მუხლი 1272. შვილად აყვანის ბათილად ცნობის საფუძვლები

1. შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი იმ შემთხვევაში, თუ:

ა. გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ ემყარება ყალბ დოკუმენტებს;

ბ. შვილად აყვანა ფიქციურია;

გ. მშვილებელი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყო ცნობილი;

დ. მშვილებელს ჩამორთმეული ან შეზღუდული ჰქონდა მშობლის უფლება

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების ან

მათი ბოროტად გამოყენების საფუძველზე; (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1

მაისიდან)

ე. გაშვილება მოხდა მშობლების ან მეურვის თანხმობის გარეშე, სადაც ამგვარი

თანხმობა საჭირო იყო, თუ აღმოჩნდება, რომ ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიური

მშობლებისათვის ან მეურვისათვის შეესაბამება ბავშვის ინტერესებს. (18.12.2007 N 5624

ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

2. შვილად აყვანის ბათილად ცნობა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს

შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს.

3. შვილად აყვანის ბათილად ცნობისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, არის

თუ არა თანახმა ნაშვილები, რომელმაც ათი წლის ასაკს მიაღწია.

4. შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი იმ პირის მოთხოვნით,

რომლის უფლებაც დარღვეულია შვილად აყვანით, აგრეთვე მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნით.

მუხლი 1273. შვილად აყვანის ბათილად ცნობის მომენტი

1. შვილად აყვანა ბათილად ითვლება შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების

გამოტანის მომენტიდან.

2. შვილად აყვანის ბათილად ცნობისას აღდგება ბავშვის პირადი და ქონებრივი

უფლებები და მოვალეობები თავისი ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით

ნათესავების მიმართ. (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

3. შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემთხვევაში სასამართლოს

გადაწყვეტილებით ბავშვი გადაეცემა მშობლებს, ხოლო, თუ ეს არ შეესაბამება

ბავშვის ინტერესებს, - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

მუხლი 1274. მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს

მონაწილეობა შვილად აყვანის ბათილად ცნობის

საქმის განხილვაში (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

შვილად აყვანის ბათილად ცნობის საქმის განხილვაში ყველა შემთხვევაში

მონაწილეობა უნდა მიიღოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ.

კარი მესამე

მეურვეობა და მზრუნველობა

თავი პირველი

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1275. ცნება

1. არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებიც მშობლის მზრუნველობის გარეშე

დარჩნენ მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის

მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მშობლების

ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად

აღიარების გამო, უწესდებათ მეურვეობა და მზრუნველობა მათი აღზრდის მიზნით,

პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. (18.12.2007 N 5624

ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

2. მეურვეობა და მზრუნველობა წესდება აგრეთვე იმ სრულწლოვანი პირის

პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად

განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი.

მუხლი 1276. მეურვეობა

მეურვეობა წესდება ბავშვზე, რომელსაც არ მიუღწევია შვიდი წლის

ასაკისათვის ან პირზე, რომელიც სასამართლოს მიერ აღიარებულია ქმედუუნაროდ

სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო.

მუხლი 1277. მზრუნველობა

1. მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ

წლამდე. მზრუნველობა წესდება აგრეთვე სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი

თხოვნით, თუ მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია

დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი

მოვალეობანი.

2. შესაბამისად გამოიყენება მე-16 მუხლი.

მუხლი 1278. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები (18.12.2007 N 5624

ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი

ორგანოები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება

(ორგანიზაცია), აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოები.

2. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების

მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრი.

მუხლი 1279. ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის

დაწესება (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

ბავშვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეიძლება იმ

შემთხვევაში, როდესაც:

ა) სასამართლო აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ბავშვის

ორივე მშობლისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვის ან

ჩამორთმევის შესახებ;

ბ) შეჩერებულია მშობლის უფლებები და მოვალეობები;

გ) გარდაცვლილია ბავშვის ორივე მშობელი;

დ) ბავშვისათვის დანიშნული მეურვე გარდაიცვალა ან მას თავისი ფუნქციები

ჩამოერთვა;

ე) სასამართლო ბავშვს მიტოვებულად აღიარებს;

ვ) მშობელი ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის

აღიარებული.

მუხლი 1280. მეურვის დანიშვნა ქმედუუნაროდ აღიარებული

პირისათვის

სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის ქმედუუნაროდ

აღიარების თაობაზე,მოვალეა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არა

უგვიანეს სამი დღისა, აცნობოს ამის შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის

ორგანოს იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,რომელიც ქმედუუნაროდ

აღიარების გამო საჭიროებს მეურვეს.

მუხლი 1281. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა

1. მეურვის ან მზრუნველის მოვალეობათა განსახორციელებლად მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოები ნიშნავენ მეურვეს ან მზრუნველს.

2. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მათი თანხმობით.

3. მზრუნველის შერჩევა სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირისათვის,რომელსაც

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად დაიცვას თავისი

უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები, შეიძლება მხოლოდ სამზრუნველო

პირის თანხმობით.

4. მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დანიშნულ იქნეს გარდაცვლილი მშობლების

მითითებისამებრ ნოტარიალურად ან, თუ ნოტარიუსი ხელმისაწვდომი არ არის,

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის

(ანდერძის) საფუძველზე. (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

მუხლი 1282. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის წესი

1. მეურვე ან მზრუნველი უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს ერთი თვისა იმ დროიდან,

როდესაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ცნობილი გახდება

მეურვეობის ან მზრუნველობის დაწესების აუცილებლობა.

2. მეურვის ან მზრუნველის არჩევისას მხედველობაში მიიღება მისი პიროვნული

თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი,

ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს მასა და სამეურვეო/სამზრუნველო

პირს შორის, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ინტერესები, ასევე მშობლის ან

მამკვიდრებლის მითითება. (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

3. მეურვის ან მზრუნველის დანიშვნამდე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს

ეკისრება მეურვის ან მზრუნველის სათანადო სამართლებრივი ვალდებულებები

სამეურვეო/სამზრუნველო პირის მიმართ. (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1

მაისიდან)

მუხლი 1283. პირები, რომლებიც არ შეიძლება დაინიშნონ მეურვედ ან მზრუნველად

მეურვედ ან მზრუნველად არ შეიძლება დაინიშნოს:

ა. პირი, რომელსაც არ მიუღწევია თვრამეტი წლის ასაკისათვის;

ბ. პირი, რომელიც სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ;

გ. პირი, რომელსაც ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლება მშობლის

უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; (18.12.2007 N

5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

დ. მშვილებელი, თუ შვილად აყვანა გაუქმდა იმის გამო, რომ იგი ჯეროვნად არ

ასრულებდა მშვილებლის მოვალეობებს; (ამოღებულია (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს

2008 წლის 1 მაისიდან)

ე. პირი, რომელიც განთავისუფლებულია მეურვის ან მზრუნველის მოვალეობისაგან

იმის გამო, რომ იგი ჯეროვნად არ ასრულებდა ამ მოვალეობას.

მუხლი 1284. ზედამხედველობა მეურვის ან მზრუნველის საქმიანობაზე

1. მეურვის ან მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სამეურვეო (სამზრუნველო) პირის

საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა დებულებით.

მუხლი 1285. ამოღებულია (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან))

მუხლი 1286. ქონების მეურვის დანიშვნა (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1

მაისიდან)

1. ბავშვის ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად,

საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს ქონების მეურვე, თუ ამას მოითხოვს:

ა) მშობლები;

ბ) მამკვიდრებელი, რომელიც ქონებას ბავშვს გადასცემს და დაასახელებს

რომელიმე პირს, გარდა მშობლებისა, რომელიც უნდა გახდეს ქონების მეურვე;

გ) მეურვე ან მზრუნველი.

2. თუ ქონება მდებარეობს მეურვის ან მზრუნველის საცხოვრებელი ადგილიდან

შორს ან ქონების მეურვის დანიშვნა აუცილებელია, სამეურვეო/სამზრუნველო

პირისათვის დანიშნული მეურვის/მზრუნველის გარდა მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოს შეუძლია დანიშნოს ქონების მეურვე/მზრუნველი.

თავი მეორე

მეურვისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობანი

მუხლი 1287. მეურვისა და მზრუნველის უფლებები

მეურვესა და მზრუნველს უფლება აქვთ სასამართლო წესით მოითხოვონ

მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი ბავშვების დაბრუნება ყველასაგან, ვინც მათ

თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე.

მუხლი 1288. მეურვეობისა და მზრუნველობის შესრულება უსასყიდლოდ მეურვისა

და მზრუნველის მოვალეობები სრულდება უსასყიდლოდ.

მუხლი 1289. მეურვისა და მზრუნველის მოვალეობანი

1. მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იზრუნონ სამეურვეო (სამზრუნველო)

პირის რჩენისათვის, შეუქმნან მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყონ

მოვლითა და მკურნალობით, დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულის გარდა, სულით ავადმყოფის

მეურვე მოვალეა თვალყური ადევნოს სამეურვეო პირის მუდმივ სამედიცინო

მომსახურებას.

3. ბავშვის მეურვე და მზრუნველი ვალდებული არიან, შეასრულონ მათთვის

დაკისრებული მშობლის მოვალეობები. (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

მუხლი 1290. მეურვისა და მზრუნველის წარმომადგენლობითი

უფლებამოსილება (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული მეურვე და

მზრუნველი, რომელიც დანიშნულ იქნა სამეურვეო/სამზრუნველო პირის კანონიერ

წარმომადგენლად, განსაკუთრებული უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს

სამეურვეო/სამზრუნველო პირის უფლებებსა და ინტერესებს მესამე პირებთან

ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

მუხლი 1291. სამეურვეო არასრულწლოვან პირებთან ერთად ცხოვრების

მოვალეობა

1. მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იცხოვრონ სამეურვეო

(სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად. ცალკეულ შემთხვევაში

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით შეიძლება მზრუნველისა და

სამზრუნველო პირის ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ აღნიშნული ორგანო მივა იმ

დასკვნამდე,რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრება უარყოფით გავლენას არ მოახდენს

სამზრუნველო პირის აღზრდაზე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.

2. მეურვე და მზრუნველი ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის

გამოცვლის შესახებ აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებული მოვალეობა არ ეკისრება

ქმედუუნარო სრულწლოვანი პირის მეურვესა და ქმედუნარიანი სრულწლოვანი

პირის მზრუნველს.

მუხლი 1292. მეურვის მოვალეობა სულით ავადმყოფი სამეურვეო პირის

გამოჯანმრთელებისას

სულით ავადმყოფის მეურვე სამეურვეო პირის გამოჯანმრთელების

შემთხვევაში მოვალეა სასამართლოში დაუყონებლივ აღძრას შუადგომლობა

სამეურვეო პირის ქმედუნარიანად აღიარებისა და მისთვის მეურვეობის მოხსნის

შესახებ.

მუხლი 1293. მეურვისა და მზრუნველის თანხმობა გარიგების დადებისას

1. მეურვე კანონიერი წარმომადგენელია სამეურვეო პირისა და მისი სახელით,

მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დებს ყველა აუცილებელ გარიგებას.

2. არასრულწლოვანი პირი თოთხმეტიდან თვრამეტი წლის ასაკამდე ისეთ

გარიგებას, რომლის დამოუკიდებლად დადების უფლებაც მას კანონით არა აქვს,დებს

მზრუნველის თანხმობით.

მუხლი 1294. მეურვისა და მზრუნველის უფლებამოსილებათა შეზღუდვა

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის

გარეშე მეურვეს უფლება არა აქვს სამეურვეო პირის სახელით დადოს გარიგება,

ხოლო მზრუნველს სამზრუნველო პირის სახელით დათანხმდეს გარიგების

დადებაზე, რომელიც შეეხება ქონების გასხვისებას, დაგირავებას, ათ წელზე მეტი

ვადით გაქირავებას,თხოვებას ან სხვა სავალო ვალდებულებათა გაცემას, თამასუქის,

სამეურვეო ან სამზრუნველო პირის კუთვნილ უფლებებზე უარის თქმას, სამეწარმეო

საზოგადოებაში პარტნიორად შესვლას, სესხის აღებას, ქონების გაყოფას, ან

რომლებსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ქონების შემცირება.

მუხლი 1295. მალფუჭებადი ქონების გასხვისების წესი

მალფუჭებადი ან ისეთი ქონება, რომელიც თავისი ხასიათის მიხედვით

გასაყიდად არის განკუთვნილი, შეიძლება გაიყიდოს მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოს ნებართვის გარეშე.

მუხლი 1296. ჩუქების დაუშვებლობა სამეურვეო პირის სახელით

სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სახელით ჩუქების ხელშეკრულების

დადება არ შეიძლება.

მუხლი 1297. მეურვისა და მზრუნველის მხრიდან წარმომადგენლობის

დაუშვებლობა

მეურვესა და მზრუნველს, მათ მეუღლეებსა და ახლო ნათესავებს უფლება არა

აქვთ დადონ გარიგება სამეურვეო (სამზრუნველო) პირთან,აგრეთვე არ

შეიძლება,რომ ისინი იყვნენ ამ პირის წარმომადგენლებად გარიგების დადებისას ან

სასამართლოში საქმის წარმოებისას სამეურვეო (სამზრუნველო) პირსა და მეურვის ან

მზრუნველის მეუღლესა და მათ ახლო ნათესავებს შორის.

მუხლი 1298. მეურვისა და მზრუნველის მოქმედებათა გასაჩივრება

მეურვისა და მზრუნველის მოქმედება შეიძლება გაასაჩივროს

დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის სამეურვეო (სამზრუნველო) პირმაც,

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში სამეურვეო (სამზრუნველო) პირის

საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მუხლი 1299. მეურვისა და მზრუნველის განთავისუფლება მათი

მოვალეობებისაგან

1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მეურვესა და მზრუნველს მათი

მოვალეობებისაგან ათავისუფლებს ბავშვის მშობლებისათვის მშობლის

მოვალეობების სრულად აღდგენის ან ბავშვის გაშვილების შემთხვევაში. (18.12.2007 N

5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან)

2. მეურვე და მზრუნველი შეიძლება განთავისუფლდნენ თავიანთი

მოვალეობისაგან, აგრეთვე პირადი თხოვნის საფუძველზე, თუ მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანო ცნობს, რომ ეს თხოვნა საპატიო მიზეზით არის გამოწვეული

(ავადმყოფობა, მატერიალური მდგომარეობის შეცვლა, სამეურვეო ან სამზრუნველო

პირთან შეუთვისებლობა და სხვ.).

მუხლი 1300. მოვალეობათა არასათანადოდ შესრულების შედეგები

1. მეურვის ან მზრუნველის მიერ დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ

შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გადააყენებს ან

გაათავისუფლებს მეურვეს ან მზრუნველს მისი მოვალეობის შესრულებისაგან.

2. თუ მეურვე (მზრუნველი) ანგარების მიზნით გამოიყენებს მეურვეობას

(მზრუნველობას), ან სამეურვეო (სამზრუნველო) პირს დატოვებს

ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე, ის პასუხს აგებს კანონით

დადგენილი წესით.

მუხლი 1301. მზრუნველის განთავისუფლება მოვალეობისაგან სამზრუნველო

პირის თხოვნით

სრულწლოვანი პირის მზრუნველი შეიძლება განთავისუფლდეს თავისი

მოვალეობისაგან სამზრუნველო პირის თხოვნით.ასეთ შემთხვევაში მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოს შეუძლია სამზრუნველო პირთან შეთანხმებით მას

მზრუნველად სხვა პირი დაუნიშნოს.

მუხლი 1302. მეურვეობის შეწყვეტის საფუძვლები

1. მეურვეობა შეწყდება:

ა. თუ გარდაიცვალა სამეურვეო პირი;

ბ. თუ სამეურვეო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია შვიდი წლის ასაკს, გარდა

იმ შემთხვევებისა, როდესაც ის კანონით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის

აღიარებული;

გ. თუ სამეურვეო არასრულწლოვანი პირის, რომელსაც არ შესრულებია შვიდი

წელი, მშობელს აღუდგა მშობლის უფლებები და მოვალეობები; (18.12.2007 N 5624

ამოქმედეს 2008 წლის 1 მაისიდან)

დ. თუ ქმედუუნაროდ აღიარებული სამეურვეო პირი სასამართლომ ცნო

ქმედუნარიანად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში

მეურვეობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.

მუხლი 1303. მეურვეობის შეწყვეტა სამზრუნველო ასაკისათვის

მიღწევის გამო

თუ სამეურვეო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია შვიდი წლის ასაკს, მაშინ

მეურვეობა წყდება და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური

გადაწყვეტილების გარეშე მეურვე ხდება მზრუნველი.

მუხლი 1304. მზრუნველობის შეწყვეტის საფუძვლები

1. მზრუნველობა შეწყდება:

ა. თუ გარდაიცვალა სამზრუნველო პირი;

ბ. თუ სამზრუნველო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია სრულწლოვანებას; გ.

თუ სამზრუნველო არასრულწლოვანი პირი დაქორწინდა;

დ. სხვა სამზრუნველო პირების მიმართ - თუ მოისპო მიზეზი,რომელმაც

გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევებში

მზრუნველობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს

გადაწყვეტილებით.

მუხლი 1305. მეურვეობისა და მზრუნველობის საკითხების გასაჩივრება

სასამართლოში

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილება მეურვის

(მზრუნველის) დანიშვნის, გადაყენებისა და განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე

მეურვეობისა და მზრუნველობის ყველა სხვა საკითხი დაინტერესებულ პირს

შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.

წიგნი მეექვსე

მემკვიდრეობის სამართალი

თავი პირველი

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1306. ცნება

1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე

(მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში

მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან

თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან

ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

მუხლი 1307. მემკვიდრეები

მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ:

ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ

მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის

შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ

მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ

მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა,

მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

მუხლი 1308. იურიდიული პირი, როგორც მემკვიდრე

ანდერძით მემკვიდრეობისას სამკვიდროს მისაღებად მოწვეული იქნება

იურიდიული პირი, რომელიც შექმნილი იყო სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის.

მუხლი 1309. ქორწინებისგარეშე შობილი ბავშვი, როგორც მამის

მემკვიდრე

ქორწინებისგარეშე შობილი ბავშვი მამის მემკვიდრედ ჩაითვლება, თუ მამობა

აღიარებულია კანონით დადგენილი წესით. თუკი იგი მამაზე ადრე

გარდაიცვლება,მის შვილებს შეუძლიათ მოითხოვონ წილი იმ სამკვიდროდან,

რომელიც მათ მამას ეკუთვნოდა.

მუხლი 1310. უღირსი მემკვიდრე

არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი,რომელიც

განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში

და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას

მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი

დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში

გამოთქმული უკანასკნელი ნებასურვილის საწინააღმდეგოდ,თუ ეს გარემოებანი

დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).

მუხლი 1311. მშობლები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ მემკვიდრეები

მემკვიდრეები ვერ იქნებიან აგრეთვე პირნი,რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ

მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება

დადასტურებულია სასამართლო წესით.

შვილე

მუხლი 1312. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

სასამართლოს მიერ გარემოება, რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის

მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს, დადგენილ უნდა

იქნეს სასამართლოს მიერ იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც მემკვიდრეობის

უფლების ჩამორთმევა უღირსი მემკვიდრისათვის განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს

იწვევს.

მუხლი 1313. პატიება უღირსი მემკვიდრისათვის

პირი, რომელიც მხილებულია იმ მოქმედებათა ჩადენაში, რომლებიც

მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს, ამის მიუხედავად დაიშვება

მემკვიდრედ, თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ გადაწყვეტილებას

აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში. პატიების უკან წაღება არ დაიშვება.

მუხლი 1314. მემკვიდრეობა წარმომადგენლობის უფლებით

მემკვიდრეობის უფლების დაკარგვა ხელს არ უშლის ნათესავების

მემკვიდრეობას წარმომადგენლობის უფლებით.

მუხლი 1315. მემკვიდრეობის უფლება

სხვა მამკვიდრებლის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა ხელს

არ უშლის ამ უფლებაჩამორთმეულ პირს, იყოს სხვა მამკვიდრებლის ქონების

მემკვიდრე.

მუხლი 1316. უღირს მემკვიდრედ ცნობილი პირის მოვალეობა

თუ პირი სასამართლოს მიერ უღირს მემკვიდრედ იქნება ცნობილი

სამკვიდროს მიღების შემდეგ, ის მოვალეა დააბრუნოს ყველაფერი, რაც

მემკვიდრეობით მიიღო ნაყოფსა და შემოსავალთან ერთად.

მუხლი 1317. უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ სარჩელის შეტანის ვადა

სარჩელი პირის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ დაინტერესებულ პირთა

მიერ წარდგენილ უნდა იქნეს ხუთი წლის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ეს

პირი შეუდგა სამკვიდროს ფლობას.

მუხლი 1318. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი

1. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული პირის სამკვიდრო წილი გადადის

მემკვიდრეებად მიწვეულ დანარჩენ მემკვიდრეებზე და თანასწორად ნაწილდება მათ

შორის.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი არ მოქმედებს,თუ

მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეულს მემკვიდრე ჰყავდა დანიშნული.

მუხლი 1319. სამკვიდროს გახსნა

სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ

გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

მუხლი 1320. სამკვიდროს გახსნის დრო

სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან

პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების

ძალაში შესვლის დღე.

მუხლი 1321. ერთ დღეს გარდაცვლილ პირთა მემკვიდრეობა

ერთმანეთის შემდეგ მემკვიდრეობის უფლების მქონე პირების ერთ დღეს

გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო გაიხსნება თითოეულის შემდეგ

დამოუკიდებლად.

მუხლი 1322. სამკვიდროს გახსნა გარდაცვლილად პირის გამოცხადების შემდე

1321-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგება იმ შემთხვევაშიც,

როდესაც სასამართლომ პირები გარდაცვლილად გამოაცხადა მათი ერთსა და იმავე

გარემოებაში უგზო-უკვლოდ დაკარგვის შედეგად; ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს

მათი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის

დროს.

მუხლი 1323. სამკვიდროს გახსნა კომლში

კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის

გარდაცვალების დღიდან.

მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი

1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი,

ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, - სამკვიდროს ადგილსამყოფელი.

2. თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის

ადგილად მიიჩნევა უძრავი ქონების ან მისი ფასეული ნაწილის

ადგილსამყოფელი,ხოლო თუ უძრავი ქონება არ არის, მაშინ - მოძრავი ქონების ან

მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.

მუხლი 1325. საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნის ადგილი

საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო,თუ იგი ცნობილი არ არის,

მაშინ - სამკვიდროს ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.

სამკვიდ

მუხლი 1326. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ

პირთა სამკვიდროს გახსნა

სამკვიდროს გახსნის ადგილად იმ პირთა გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც

მუდმივად ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, ითვლება ის ქვეყანა, სადაც ისინი

ცხოვრობდნენ.

მუხლი 1327. სამკვიდროს გახსნა საზღვარგარეთ

საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, უცხო სახელმწიფოში

სამკვიდროს მიიღებს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით.

მუხლი 1328. სამკვიდრო ქონება

1. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი

უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი)

ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

2. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე

მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების

ღირებულება.

მუხლი 1329. მომავალი ქონება

მამკვიდრებელს შეუძლია ანდერძში გაითვალისწინოს ისეთი ქონება, რომელიც

ანდერძის შედგენისას მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა, თუ სამკვიდროს გახსნის

მომენტისათვის ასეთი ქონება მისი საკუთრება იქნება.

მუხლი 1330. პირადი ხასიათის უფლება-მოვალეობათა მემკვიდრეობით

სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც

პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ასევე

კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები,

რომლებიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება

მათი სიკვდილით.

მუხლი 1331. მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებების დაცვა

მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებები, რომლებიც სამკვიდროში არ

შედის,შეიძლება განახორციელონ და დაიცვან მემკვიდრეებმა კანონით

გათვალისწინებული წესით.

მუხლი 1332. ქონება, რომელიც სამკვიდროში არ შედის

1. სამკვიდროში არ შედის და მემკვიდრეთა შორის არ გაიყოფა საგვარეულო წიგნები

(ან ჩანაწერები), ოჯახური მატიანე, სულის მოსახსენებელი და სხვა საკულტო საგნები

და საფლავი. ეს საგნები გადაეცემა მემკვიდრეს საკუთრების უფლებით

დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით. ამ საგნების მიღება შეუძლია იმ

მემკვიდრესაც, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე.

2. დოკუმენტები,რომლებიც ეხება მამკვიდრებლის პიროვნებას,მის ოჯახს ან მთელ

სამკვიდროს, რჩება საერთო ქონებად.

მუხლი 1333. ანდერძით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაზრდის

შედეგები

თუ მოანდერძემ ანდერძის შედგენის შემდეგ გაზარდა ანდერძით

გათვალისწინებული უძრავი ქონება ისეთი ქონების შეძენით, რომელიც, თუმცა თან

აკრავს ნაანდერძებ უძრავ ქონებას, სამკვიდროში არ შევა, თუ არ არის ახალი

განკარგულება ანდერძის შედგენის შემდეგ შეძენილი ქონების თაობაზე.

მუხლი 1334. თანამემკვიდრეები

თუ მემკვიდრე რამდენიმეა, მათ შორის სამკვიდროს გაყოფამდე იგი ერთიანი

ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს. ამ ქონებიდან შეიძლება

გადახდილ იქნეს მამკვიდრებლის მოვლისა და უკანასკნელი ავადმყოფობის

მკურნალობის, დაკრძალვის, სამკვიდროს დაცვისა და მართვის, ხელფასის

გასტუმრების, ანდერძის აღსრულების აუცილებელი ხარჯები.ეს მოთხოვნები უნდა

დაკმაყოფილდეს სამკვიდროს ღირებულებიდან ყველა სხვა, მათ შორის, იპოთეკისა

და სხვა გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების უპირატესად.

მუხლი 1335. სამკვიდროდან ნივთის გამოთხოვის უფლება

1. თუ მოანდერძემ არასწორად დაუტოვა მემკვიდრეს ნივთი, ამ ნივთის მესაკუთრეს

უფლება აქვს გამოითხოვოს იგი საერთო წესის მიხედვით.

2. თუ გარდაცვლილის ქონებაში ფარულად არის სხვა პირის ქონება, აუცილებელია

ქონების ამ ნაწილის გამოვლენა და გადაცემა სათანადო პირისათვის.

თავი მეორე

მემკვიდრეობა კანონით

მუხლი 1336. კანონით მემკვიდრეები (18.12.2007 N 5624 ამოქმედდეს 2008 წლის 1

მაისიდან)

კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად

ითვლებიან:

I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი,

რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი

ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ

შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა

და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების

გარდაცვალების შემდეგ.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები

კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის

ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა

ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის

დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ

გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.

მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის

მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ

ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ

ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან

მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.

II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის

დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად

ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი

მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად

იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ

გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.

III. მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა,

როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით

მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა

ცოცხლები აღარ არიან.

IV. მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.

V. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო

თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

მუხლი 1337. რიგითობა კანონით მემკვიდრეობისას

წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის

მემკვიდრეობას.

მუხლი 1338. არაშრომისუნარიან პირთა უფლებები მემკვიდრეობისას

არაშრომისუნარიან პირებს, რომლებიც მამკვიდრებლის რჩენაზე იყვნენ და

დამოუკიდებლად თავის შენახვა არ შეუძლიათ, თუ მათ შესახებ ანდერძში

მითითებული არ არის, უფლება აქვთ მოითხოვონ სარჩო (ალიმენტი) სამკვიდროდან.

თანხის ოდენობა, რაც გადახდილ უნდა იქნეს სარჩოს სახით, შეიძლება შემცირდეს

სამკვიდროს აქტივის მოცულობის გათვალისწინებით.

მუხლი 1339. ცოცხლად დარჩენილი მეუღლის უფლება თანასაკუთრების

წილზე

ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ

ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის.

მუხლი 1340. განქორწინებულ მეუღლეთა მდგომარეობა

მემკვიდრეობისას განქორწინებული მეუღლეები არ შეიძლება მემკვიდრეები

იყვნენ ერთმანეთის გარდაცვალების შემდეგ.

მუხლი 1341. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

განქორწინებისას სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება

ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ

ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი

წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

მუხლი 1342. მემკვიდრეობის უფლების დაკარგვა ქორწინების ბათილობის

ცოცხლად დარჩენილი მეუღლე დაკარგავს მემკვიდრეობის უფლებას, თუ

არსებობდა ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი და მამკვიდრებლის მიერ

სარჩელი წარდგენილი იყო.

გამო

მუხლი 1343. უმკვიდრო ქონების გადასვლა სახელმწიფოზე (9.12.2005 N 2239)

1. თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა

მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა

მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ

მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და

სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ

საკუთრებაში. (9.12.2005 N 2239)

2. უმკვიდრო ქონება სამეწარმეო საზოგადოებაში ან კოოპერატივში

წილის,აქციის ან პაის სახით გადადის მათ ხელში, თუ კანონით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

თავი მესამე

მემკვიდრეობა ანდერძით

მუხლი 1344. ცნება

ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი

ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს,როგორც მემკვიდრეთა

წრიდან,ისე გარეშე პირებსაც.

მუხლი 1345. პირი, რომელიც შეიძლება იყოს მოანდერძე

მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი,რომელსაც

ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია გონივრულად განსაჯოს საკუთარი

მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება.

მუხლი 1346. ანდერძის შედგენა პირადად

ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა

წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება.

მუხლი 1347. ერთობლივი ანდერძი

ანდერძი უნდა შეიცავდეს ერთი მამკვიდრებლის განკარგულებას. ორი ან მეტი პირის

მიერ ერთობლივად ანდერძის შედგენა არ დაიშვება. მხოლოდ მეუღლეებს

შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ,

რომელიც შეიძლება გაუქმდეს ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნით, მაგრამ - ჯერ კიდევ

ორივე მეუღლის სიცოცხლეში.

მუხლი 1348. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ

1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ

მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, ან მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე

კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. თუ ანდერძში ასეთი მითითება არ

არის,მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.

2. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი

მათგანის წილია განსაზღვრული, სხვებისა კი - არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად

მიიღებენ დანარჩენ ქონებას.

მუხლი 1349. სამკვიდროს განაწილება ანდერძით მემკვიდრეებს შორის თუ

ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული და ერთ-ერთი მემკვიდრისათვის

განსაზღვრული ქონება მთელ სამკვიდროს მოიცავს, მაშინ ყველა ანდერძით

მემკვიდრემ თანაბარი წილი უნდა მიიღოს.

მუხლი 1350. მემკვიდრეობა ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე

თუ ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი მთლიანად არ მოიცავს მთელ

სამკვიდროს,მაშინ ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე განხორციელდება კანონით

მემკვიდრეობა, რომელიც შეეხება იმ კანონით მემკვიდრეებსაც, რომლებსაც

ეანდერძათ ქონების ნაწილი, თუკი ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 1351. წილის თანაზომიერი გაზრდა ანდერძით მემკვიდრეებს შორის თუ

არიან მხოლოდ ანდერძით დანიშნული მემკვიდრეები, მაშინ მათი წილი

თანაზომიერად გაიზრდება, თუკი თითოეულ მემკვიდრეს ანდერძით

განსაზღვრული აქვს თავთავიანთი წილი, მაგრამ ყველას წილი არ ამოწურავს

სამკვიდროს მთლიანად.

მუხლი 1352. მესამე პირის მონაწილეობის დაუშვებლობა წილის

განსაზღვრისას

მოანდერძეს არ შეუძლია ანდერძით დაავალოს სხვა პირს იმის განსაზღვრა,თუ ვინ

უნდა მიიღოს წილი სამკვიდროდან და რა რაოდენობით.

მუხლი 1353. მემკვიდრეთა ზუსტად დადგენის შეუძლებლობა

თუ მამკვიდრებელმა მემკვიდრის პიროვნება განსაზღვრა ისეთი ნიშნებით,

რომლებიც რამდენიმე პირს შეიძლება მიუდგეს, და შეუძლებელია დადგენა, თუ

რომელი ჰყავდა მხედველობაში მამკვიდრებელს, მაშინ ისინი ყველანი ჩაითვლებიან

მემკვიდრეებად თანაბარი წილის უფლებით.

მუხლი 1354. ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით მემკვიდრეობა ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან

ყველა კანონით მემკვიდრეს და იგი არ არის ვალდებული მიუთითოს ამის მოტივზე.

2. პირი, რომელსაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვა მემკვიდრეობა,

ვერც კანონით მემკვიდრე ვერ იქნება ქონების იმ ნაწილზე, რომელიც ანდერძში არ

შესულა, ასევე - მაშინაც, როცა ანდერძით მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდროს

მიღებაზე.

მუხლი 1355. მემკვიდრეობის უფლების შენარჩუნება

კანონით მემკვიდრეები, რომლებიც მითითებულნი არ არიან ანდერძში, ინარჩუნებენ

მემკვიდრეობის უფლებას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელსაც ანდერძი არ შეხებია;

ისინი აგრეთვე მიიღებენ ანდერძით გათვალისწინებულ ქონებასაც, თუ სამკვიდროს

გახსნის მომენტისათვის ცოცხლები არ არიან ანდერძით მემკვიდრეები, ან ყოველმა

მათგანმა უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე.

მუხლი 1356. კანონით მემკვიდრეობის დაუშვებლობა

თუ ანდერძით მთელი სამკვიდრო ქონება განაწილებული იყო ანდერძით

მემკვიდრეებს შორის, მაგრამ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის

დროისათვის ცოცხალი აღარ არის, კანონით მემკვიდრეობა არ წარმოიშობა და მის

წილ ქონებას სხვა ანდერძით მემკვიდრეები მიიღებენ თანაბრად.

თავი მეოთხე

ანდერძის ფორმა

მუხლი 1357. სანოტარო ფორმა

1. ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი

ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე.

2. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს

მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ, ხოლო იქ, სადაც

ნოტარიუსი არ არის, - თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ.

მუხლი 1358. ანდერძის ჩაწერა ნოტარიუსის მიერ

1. დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი

მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ

მიღებული ტექნიკური საშუალებები.

2. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს

მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი.

მუხლი 1359. ნოტარიუსთან გათანაბრებული პირები

ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსთან გათანაბრებულნი არიან:

ა. საავადმყოფოს, ჰოსპიტლისა და სხვა სამკურნალო დაწესებულების, სანატორიუმის

მთავარი ექიმი, უფროსი, მათი მოადგილე სამედიცინო ნაწილში, მორიგე ექიმი,

მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ

მოანდერძე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს;

ბ. საძიებო, გეოგრაფიული და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი, თუ მოანდერძე

ასეთ ექსპედიციაში იმყოფება;

გ. გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური, თუ მოანდერძე გემზე ან საჰაერო

ხომალდზე იმყოფება;

დ. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური

(უფროსი),თუ სამხედრო ნაწილების დისლოკაციის პუნქტში ნოტარიუსი არ არის და

თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ნაწილში მომსახურე

სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია;

ე. თავისუფლების აღკვეთის ადგილის უფროსი, თუ მოანდერძე თავისუფლების

აღკვეთის ადგილებში იმყოფება.

მუხლი 1360. ანდერძზე ხელის მოწერა სხვა პირის მიერ

თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ მოაწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი

თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა პირმა. ამასთან, უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც

მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა.

მუხლი 1361. ყრუ-მუნჯი და ბრმა პირის ანდერძი

1. თუ მოანდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი წერა-კითხვის უცოდინარია,საანდერძო

განკარგულება მან უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან ორი მოწმისა და ისეთი პირის

თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს

თავისი ხელმოწერით, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას.

2. მოანდერძემ, რომელიც ბრმაა ან არ შეუძლია წერა-კითხვა, საანდერძო

განკარგულება უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან სამი მოწმის თანადასწრებით, რის

შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, რომელიც მას უნდა წაეკითხოს.

3. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა

იყოს წამკითხველი.

4. ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა

მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს

ნოტარიუსმა.

მუხლი 1362. ანდერძის მოწმეები

ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანები, ქმედუუნაროდ

აღიარებული პირები, ანდერძით მემკვიდრე და მისი ნათესავები დამავალი და

აღმავალი ხაზით, დები, ძმები, მეუღლე და საანდერძო დანაკისრის მიმღები

(ლეგატარი).

მუხლი 1363. ანდერძის საიდუმლოება

ნოტარიუსს, სხვა პირს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს

რომლებმაც ხელი მოაწერეს ანდერძს მოანდერძის ნაცვლად, უფლება არა აქვთ

სამკვიდროს გახსნამდე გაამხილონ ცნობები, რომლებიც შეეხება ანდერძის შინაარსს,

მის შედგენას, შეცვლას ან გაუქმებას.

მუხლი 1364. შინაურული ანდერძი

მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას.

მუხლი 1365. ანდერძის შენახვა ნოტარიუსთან

1. მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი

დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის

პირს) სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით.

2. აღნიშნული სახის ანდერძის შენახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მისი

ოფიციალური დეპონირებით ნოტარიუსთან (ან სხვა შესაბამის თანამდებობის

პირთან).

მუხლი 1366. ანდერძის შედგენა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ანდერძის

ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური

საშუალებებით,ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ

შემთხვევაში ანდერძის შედგენა და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს

ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი

იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოწმეთა მიერ

ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის

შემდეგ დაუყოვნებლივ,მოანდერძისა და ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე

სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა სახელის, გვარისა და საცხოვრებელი

ადგილის მითითებით.

მუხლი 1367. დახურული ანდერძი

1. მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე,რომ არ

გაეცნონ მის შინაარსს (დახურული ანდერძი). ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა

ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას.

2. დახურული ანდერძის დადასტურებისას მოწმეებმა უნდა მიუთითონ, რომ

ანდერძი შედგენილ იქნა პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ

ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს.

მუხლი 1368. ანდერძის შედგენის თარიღი

ანდერძში მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი. თარიღის არარსებობა

იწვევს ანდერძის ბათილობას მხოლოდ მაშინ, თუ ვერ გაქარწყლდება ანდერძის

შედგენის, შეცვლის ან გაუქმებისას, ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას

მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.

მუხლი 1369. ანდერძის შინაარსის გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის

მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი ნიშნავს დღეს და გააცნობს

ანდერძის შინაარსს დაინტერესებულ პირებს, რის თაობაზედაც უნდა შედგეს

სათანადო ოქმი. თუ კონვერტი, რომელშიც ანდერძია მოთავსებული, დალუქული

იყო, უნდა აღინიშნოს ლუქის მთლიანობის შესახებ.

თავი მეხუთე

მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვნა

მუხლი 1370. სათადარიგო მემკვიდრე

1. მოანდერძეს უფლება აქვს დაასახელოს ანდერძში სხვა მემკვიდრე (სათადარიგო

მემკვიდრე) იმ შემთხვევისათვის, თუ მის მიერ დანიშნული მემკვიდრე სამკვიდროს

გახსნამდე გარდაიცვლება, სამკვიდროს არ მიიღებს ან მემკვიდრეობის უფლება

ჩამოერთმევა.

2. ანდერძით მემკვიდრის უარი სამკვიდროზე არამემკვიდრის მემკვიდრედ

დანიშნული პირის სასარგებლოდ არ დაიშვება.

3. სათადარიგო მემკვიდრე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომელიც 1307-1309-ე

მუხლებით შეიძლება იყოს მემკვიდრე.

თავი მეექვსე

სავალდებულო წილი

მუხლი 1371. ცნება

მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის

მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის

ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა

(სავალდებულო წილი).

მუხლი 1372. სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების წარმოშობის

მომენტი

სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის

მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.

მუხლი 1373. სავალდებულო წილის მოცულობის განსაზღვრა

სავალდებულო წილის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება მთელი

სამკვიდროდან იმ ქონების ჩათვლით, რომელიც გათვალისწინებულია საანდერძო

დანაკისრის ან საერთოსასარგებლო მიზნით რაიმე მოქმედების შესასრულებლად.

მუხლი 1374. თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრა

თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც

მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო.

ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.

მუხლი 1375. მიღებული ქონების ჩათვლა სავალდებულო წილში

პირი, რომელსაც აქვს სავალდებულო წილის მიღების უფლება, მოვალეა

სავალდებულო წილში ჩათვალოს ყველაფერი, რაც მამკვიდრებლისაგან მიიღო მის

სიცოცხლეში იმაზე მითითებით, რომ მიღებული ჩაითვალოს სავალდებულო წილში.

მუხლი 1376. საანდერძო დანაკისრზე უარის თქმის შედეგები

პირს, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება აქვს და ამავე დროს

საანდერძო დანაკისრის (ლეგატის) მიმღებიცაა, შეუძლია მოითხოვოს

სავალდებულო წილი, თუ უარს იტყვის საანდერძო დანაკისრის მიღებაზე; თუკი იგი

საანდერძო დანაკისრზე უარს არ იტყვის, მაშინ კარგავს უფლებას სავალდებულო

წილზე საანდერძო დანაკისრის ღირებულების ფარგლებში.

მუხლი 1377. სავალდებულო წილის გამოყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი

ქონებიდან

თუ ანდერძით გათვალისწინებულია არა მთელი სამკვიდრო, მაშინ სავალდებულო

წილი პირველ რიგში გამოიყოფა ანდერძით გაუთვალისწინებელი, ხოლო, თუ ეს

საკმარისი არ იქნება, - შეივსება ანდერძით გათვალისწინებული ქონებიდან.

მუხლი 1378. სავალდებულო წილის გაზრდა გაჩუქებული ნივთის ხარჯზე თუ

მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების

მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდება

მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა. საჩუქარი

ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის საჩუქრის

გადაცემიდან ათი წელია გასული.

მუხლი 1379. წილის შევსების მოთხოვნის უფლება

თუ სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს ეანდერძა ქონება,

რომელიც იმ წილის ნახევარზე ნაკლებია, რომელსაც იგი კანონით მემკვიდრეობისას

მიიღებდა,მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს ის წილი, რომლითაც ანდერძით

მიღებული მისი წილი ნაკლებია იმ წილის ნახევარზე, რასაც კანონით

მემკვიდრეობისას მიიღებდა.

მუხლი 1380. უარი სავალდებულო წილის მიღებაზე

1. სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას

მის მიღებაზე, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო

წილის გაზრდას. მისი წილი გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.

2. სავალდებულო წილის მიღება ან მის მიღებაზე უარის თქმა უნდა მოხდეს

სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმისათვის დადგენილ დროში.

მუხლი 1381. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა

1. სავალდებულო წილის მიღების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს იმ

საფუძვლების არსებობისას, რომლებიც იწვევენ საერთოდ მემკვიდრეობის უფლების

ჩამორთმევას.

2. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს

მამკვიდრებლის მიერ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში სასამართლოსათვის მიმართვის

გზით.

3. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სავალდებულო წილის მიღების

უფლების ჩამორთმევის შესახებ მოქმედებს სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

ასეთივე შედეგი დადგება მაშინაც, როცა მამკვიდრებელმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში

მიმართა სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი

გარდაცვალების შემდეგ.

მუხლი 1382. სავალდებულო წილის გადასვლა ანდერძით მემკვიდრეებზე იმ

მემკვიდრის წილი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება ჩამოერთვა,

გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.

თავი მეშვიდე

საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

მუხლი 1383. ცნება

მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს ერთი ან რამდენიმე პირის

სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულება სამკვიდროს ხარჯზე (საანდერძო

დანაკისრი - ლეგატი).

მუხლი 1384. საანდერძო დანაკისრის საგანი

საანდერძო დანაკისრის საგანი შეიძლება იყოს დანაკისრის მიმღებისათვის

(ლეგატარისათვის) სამკვიდროში შემავალი ქონებიდან ნივთების გადაცემა

საკუთრებაში, სარგებლობაში ან სხვა სანივთო უფლებით, მისთვის ისეთი ქონების

შეძენა და გადაცემა, რომელიც არ შედის სამკვიდროში, განსაზღვრული სამუშაოს

შესრულება, მომსახურების გაწევა და ა.შ.

მუხლი 1385. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა საანდერძო დანაკისრის

საფუძველზე

მოანდერძეს უფლება აქვს დააკისროს მემკვიდრეს, რომელზედაც

საცხოვრებელი სახლი, ბინა ან სხვა საცხოვრებელი სადგომი გადადის, სადგომით ან

მისი განსაზღვრული ნაწილით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გადაცემა იმ

პირისთვის, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა არანაკლებ ერთი წლის

განმავლობაში სამკვიდროს გახსნამდე. საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების

უფლების შემდგომი გადასვლისას სამისდღეშიო სარგებლობა ძალას ინარჩუნებს.

მუხლი 1386. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების

გაუსხვისებლობა

1. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება გაუსხვისებელია

და არ გადადის საანდერძო დანაკისრის მიმღების მემკვიდრეებზე.

2. საცხოვრებელი სადგომით ს ამისდღეშიო სარგებლობის უფლება არ წარმოადგენს

ამ სადგომში საანდერძო დანაკისრის მიმღების ოჯახის წევრთა ცხოვრების

საფუძველს, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 1387. საანდერძო დანაკისრის შესრულების ფარგლები

მემკვიდრემ, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, უნდა

შეასრულოს იგი ნაანდერძები სამკვიდროს ნამდვილი ღირებულების ფარგლებში

მამკვიდრებლის ვალების იმ ნაწილის გამოკლებით, რომლის გასტუმრებაც მას

შეხვდა.

მუხლი 1388. საანდერძო დანაკისრის შესრულება სხვა მემკვიდრეების მიერ

თუ მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება

დაევალა,სამკვიდროს გახსნამდე გარდაიცვალა,ან მან მემკვიდრეობაზე უარი

განაცხადა,მაშინ საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება გადადის სხვა

მემკვიდრეებზე, რომლებმაც მისი წილი მიიღეს, - თუ ანდერძიდან სხვა რამ არ

გამომდინარეობს.

მუხლი 1389. საანდერძო დანაკისრის შესრულების შეწყვეტა

იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც საანდერძო დანაკისრის

შესრულება ევალება, საანდერძო დანაკისრის შესრულების ვალდებულება

შეწყდება,თუ შესრულება შეუძლებელია მისი მონაწილეობის გარეშე.

მუხლი 1390. საანდერძო დანაკისრის შესრულება სამკვიდრო წილის

პროპორციულად

თუ საანდერძო დანაკისრის შესრულება რამდენიმე მემკვიდრეს აქვს დავალებული,

თითოეული ასრულებს მას სამკვიდროში მისი წილის პროპორციულად, თუკი

ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 1391. საანდერძო დანაკისრის შესრულების ვადა

საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს საანდერძო დანაკისრის

შესრულება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რაც გამოითვლება

სამკვიდროს გახსნის დღიდან.

მუხლი 1392. საანდერძო დანაკისრი სავალდებულო წილის მიღებისას

თუ ანდერძით მემკვიდრეს, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება,

სავალდებულო წილის მიღების უფლებაც აქვს, მაშინ იგი საანდერძო დანაკისრს

ასრულებს მისთვის ნაანდერძები სამკვიდროს მხოლოდ იმ ნაწილის ფარგლებში, რაც

სავალდებულო წილის ზემოთ მიიღო.

მუხლი 1393. საანდერძო დანაკისრის მიმღების პასუხისმგებლობა

საანდერძო დანაკისრის მიმღები პასუხს არ აგებს მამკვიდრებლის ვალებისათვის.

მუხლი 1394. უარი საანდერძო დანაკისრის მიღებაზე

საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს უარი თქვას დანაკისრის მიღება-

ზე.

ასეთ შემთხვევაში სამკვიდროს შესაბამისი ნაწილი დარჩება იმ

მემკვიდრეს,რომელსაც დაეკისრება დანაკისრის შესრულება.

მუხლი 1395. საანდერძო დანაკისრის შესრულებისაგან განთავისუფლება

თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები უარს იტყვის დანაკისრის მიღებაზე,

მემკვიდრე,რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა,თავისუფლდება

მისი შესრულების მოვალეობისაგან.

მუხლი 1396. საანდერძო დანაკისრის გადასვლა მემკვიდრეებზე

თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები სამკვიდროს გახსნის შემდეგ

გარდაიცვალა, მაგრამ ვერ მოასწრო თანხმობის გამოთქმა დანაკისრის მიღებაზე,

მაშინ მისი მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე, რომლებიც მის მაგივრად

მიიღებენ დანაკისრს.

მუხლი 1397. საანდერძო დანაკისრი საერთო სასარგებლო მიზნით

1. მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს რაიმე მოქმედების შესრულება

საერთო - სასარგებლო მიზნით, რასაც შეიძლება ჰქონდეს როგორც ქონებრივი, ისე

არაქონებრივი ხასიათი.

2. თუ დაკისრებული მოქმედება ქონებას ეხება, მაშინ გამოიყენება საანდერძო

დანაკისრის მარეგულირებელი ნორმები.

3. იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც ანდერძით ევალებოდა

რაიმე მოქმედება საერთო-სასარგებლო მიზნით, ამ ვალდებულების შესრულება

გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს.

4. მემკვიდრისაგან მასზე დაკისრებული მოქმედების შესრულების მოთხოვნა

შეუძლია სასამართლოს მეშვეობით ანდერძის აღმსრულებელს, ხოლო, თუ ის არ

არის, მაშინ - ყოველ მემკვიდრეს, ასევე დაინტერესებულ საზოგადოებრივ და

რელიგიურ ორგანიზაციებს,ფონდებს, სახელმწიფო და ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოებს.

თავი მერვე

ანდერძის შეცვლა ან მოშლა

მუხლი 1398. ანდერძის შეცვლის საშუალებები

მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი:

ა. ახალი ანდერძის შედგენით, რომელიც პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის იმ

ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება;

ბ. სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით;

გ. ანდერძის ყველა ეგზემპლარის მოსპობით მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ

მოანდერძის განკარგულებით.

მუხლი 1399. გაუქმებული ანდერძის აღდგენის დაუშვებლობა

ანდერძი, რომელიც გაუქმდა შემდგომში შედგენილი ანდერძით, არ შეიძლება

აღდგენილ იქნეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფრო გვიან შედგენილი ანდერძი

შემდგომში გაუქმდება განცხადების შეტანით.

მუხლი 1400. რამდენიმე ანდერძი

თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა, მაგრამ ისინი ავსებენ და მთლიანად

არ ცვლიან ერთმანეთს, მაშინ ყველა ანდერძი ინარჩუნებს ძალას. წინა ანდერძი

ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი განკარგულებები შეცვლილი არ არის

შემდგომი ანდერძით.

მუხლი 1401. სანოტარო ანდერძის უპირატესობა

1. თუ ერთმა პირმა რამდენიმე ანდერძი შეადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი

შედგენილია სანოტარო ფორმით, დანარჩენი კი - არა, უპირატესობა სანოტარო

ფორმით შედგენილ ანდერძს ენიჭება.

2. სანოტარო ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმის ანდერძით.

მუხლი 1402. ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები

ანდერძი ძალას კარგავს, თუ:

ა. პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილი იყო ეს ანდერძი, გარდაიცვალა

მოანდერძეზე ადრე;

ბ. ნაანდერძები ქონება დაიკარგა მოანდერძის სიცოცხლეში, ან მოანდერძემ გაასხვისა

იგი;

გ. ერთადერთი მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე.

მუხლი 1403. ანდერძის ბათილობა

1. ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ

გარიგების ბათილობას საერთოდ.

2. საანდერძო განკარგულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს ან

საზოგადოებრივ ინტერესებს, აგრეთვე ისეთი განკარგულებები, რომლებიც

გაუგებარია ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს - ბათილია.

3. ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი

შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე ისეთ მდგომარეობაში,

როცა პირს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი.

მუხლი 1404. ცალკეული საანდერძო განკარგულებების ბათილობა

1. ის საანდერძო განკარგულება,რომლის საფუძველზედაც ხდება ისეთ ნივთზე

მემკვიდრედ მოწვევა, რომელიც არ არის სამკვიდროში, ბათილია.

2. თუ ვინმეს ეანდერძა ფულადი თანხა, რომელიც არ არის სამკვიდრო

ქონებაში, მაშინ ანდერძის ასეთი განკარგულება ბათილია.

3. ბათილია საანდერძო განკარგულება იმის შესახებ, რომ მემკვიდრე

სამკვიდროს შეიძენს განსაზღვრული დროით, ან არა მამკვიდრებლის

გარდაცვალების დღიდან, არამედ უფრო გვიან, ასევე, იმ პირზე მითითების შესახებ,

რომელზედაც უნდა გადავიდეს სამკვიდრო მემკვიდრის გარდაცვალების შემდეგ.

მუხლი 1405. საანდერძო განკარგულების ბათილობა მისი შესრულების

შეუძლებლობის გამო

ისეთი საანდერძო განკარგულება, რომლის შესრულებაც მემკვიდრეს არ

შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო,

შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი მემკვიდრის სარჩელით.

მუხლი 1406. ერთ-ერთი საანდერძო განკარგულების ბათილობის

შედეგები

თუ რამდენიმე საანდერძო განკარგულებიდან ერთ-ერთი ბათილია ან ძალა

დაკარგა და მამკვიდრებელს სხვა განკარგულება არ დაუტოვებია,მაშინ სხვა

საანდერძო განკარგულებები ძალაში რჩება.

მუხლი 1407. სამკვიდროს მიღება ანდერძის ბათილობის შემთხვევაში

ანდერძის ბათილად ცნობის შემთხვევაში მემკვიდრეს,რომელსაც ამ ანდერძით

მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთვა, უფლება აქვს მიიღოს სამკვიდრო საერთო

საფუძვლებით.

მუხლი 1408. შედავება ანდერძის ნამდვილობაზე

ანდერძის ნამდვილობა შეიძლება სადავო გახადონ კანონით მემკვიდრეებმა და სხვა

დაინტერესებულმა პირებმა იმ გარემოებათა გამო, რომლებიც გარიგების ბათილობას

იწვევენ.

მუხლი 1409. სარჩელის წარდგენის ვადა

1. სარჩელი ანდერძის ბათილობის შესახებ წარდგენილ უნდა იქნეს ორი წლის

განმავლობაში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.

2. ხანდაზმულობის ეს ვადა არ ვრცელდება მესაკუთრის სარჩელზე, როცა

მოანდერძემ მემკვიდრეს არასწორად უანდერძა სხვისი ქონება, როგორც თავისი.

თავი მეცხრე

ანდერძის აღსრულება

მუხლი 1410. ანდერძის აღსრულების სუბიექტები

ანდერძში მითითების არარსებობის შემთხვევაში მისი აღსრულება ევალებათ

ანდერძით მემკვიდრეებს.მათ შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით ანდერძის

აღსრულება მიანდონ ერთ-ერთ მემკვიდრეს ან სხვა პირს.

მუხლი 1411. ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა

საანდერძო განკარგულებათა ზუსტად შესრულების მიზნით მოანდერძეს შეუძლია

ანდერძით დანიშნოს ანდერძის ერთი ან რამდენიმე აღმსრულებელი როგორც

ანდერძით მემკვიდრეთა წრიდან, ისე სხვა პირიც, რომელიც მემკვიდრე არ არის. ამ

უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა ანდერძის აღმსრულებლის თანხმობა, რაც მან

უნდა გამოხატოს წარწერით თვით ანდერძზე ან მასზე დართულ განცხადებაში.

მუხლი 1412. უარი ანდერძის აღსრულებაზე

ანდერძის აღმსრულებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას მოანდერძის

მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, რის შესახებაც წინასწარ უნდა

გააფრთხილოს ანდერძით მემკვიდრეები.

მუხლი 1413. ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა მესამე პირის მიერ მოანდერძეს

შეუძლია ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა დაავალოს მესამე პირს, რომელმაც

სამკვიდროს გახსნისას დაუყოვნებლივ უნდა დანიშნოს ანდერძის აღმსრულებელი

და შეატყობინოს ამის შესახებ მემკვიდრეებს. მას შეუძლია უარი თქვას ამ დავალების

შესრულებაზე, რაზედაც ასევე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მემკვიდრეებს.

მუხლი 1414. ანდერძის აღსრულება მთლიანად ან ნაწილობრივ

ანდერძის აღმსრულებელს შეიძლება დაეკისროს ანდერძის მთლიანად ან მისი

ცალკეული განკარგულებების აღსრულება.

მუხლი 1415. სამკვიდროს დაცვა და მართვა

ანდერძის აღმსრულებელი მოვალეა სამკვიდროს გახსნის მომენტიდანვე შეუდგეს

სამკვიდროს დაცვასა და მართვას; ის უფლებამოსილია შეასრულოს ყველა

მოქმედება, რაც აუცილებელია ანდერძის აღსრულებისათვის. ამ უფლებამოსილების

ფარგლებში მემკვიდრეები კარგავენ სამკვიდროს მართვის უფლებას.

მუხლი 1416. სამკვიდროს დაცვა და მართვა რამდენიმე აღმსრულებლის მიერ თუ

ანდერძის აღმსრულებელი რამდენიმეა,ერთპიროვნული მოქმედება დაიშვება

მხოლოდ სამკვიდროს დაცვის მიზნით, სხვა შემთხვევებში საჭიროა მათ შორის

შეთანხმება.

მუხლი 1417. ანდერძის აღსრულების ხარჯების ანაზღაურება

1. ანდერძის აღმსრულებელი მოვალეობას უსასყიდლოდ ასრულებს, თუმცა

შეიძლება გასამრჯელოც მიიღოს, თუ ეს ანდერძითაა გათვალისწინებული.

2. ანდერძის აღმსრულებელს აქვს სამკვიდროდან იმ აუცილებელი ხარჯების

ანაზღაურების უფლება, რაც მან გასწია სამკვიდროს დაცვასა და მართვაზე.

3. ანდერძის აღმსრულებელს, რომელიც მემკვიდრე არ არის,უფლება არა აქვს

სამკვიდროდან გაიღოს სხვა ხარჯები, გარდა 1427-ე მუხლით გათვალისწინებული

შემთხვევებისა.

მუხლი 1418. აღმსრულებლის ანგარიში

ანდერძის აღსრულების შემდეგ ანდერძის აღმსრულებელი მოვალეა მემკვიდრეების

მოთხოვნით წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ანდერძის

აღმსრულებელი ასრულებს თავის ფუნქციებს ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს

მიღებამდე.

მუხლი 1419. ანდერძის აღმსრულებლის გადაყენება

ანდერძის აღმსრულებლის მიერ თავისი მოვალეობის შეუსრულებლობისას

დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ანდერძის აღმსრულებლის

გადაყენების მოთხოვნით.

მუხლი 1420. ანდერძის აღმსრულებლის პასუხისმგებლობა

თუ ანდერძის აღმსრულებელი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გადაუხვევს

ანდერძით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისაგან და ამით ზიანს მიაყენებს

მემკვიდრეებს, მაშინ მან პასუხი უნდა აგოს ამ ზიანისათვის.

თავი მეათე

სამკვიდროს მიღება და უარი მის მიღებაზე

მუხლი 1421. სამკვიდროს მიღება

1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს

გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების

შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ

მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

(2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი

სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან

ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს,

რომ მან სამკვიდრო მიიღო. (4.12.2009. N2284 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.)

3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას,

ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და

სადაც უნდა იყოს იგი.

4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა

მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.

მუხლი 1422. სამკვიდროს მიღება ქმედუუნარო პირის მიერ

სამკვიდროს მიღება შეუძლია ქმედუნარიან პირს.ქმედუუნარო და შეზღუდული

ქმედუნარიანობის მქონე პირები სამკვიდროს იღებენ მათი კანონიერი

წარმომადგენლების მეშვეობით.

მუხლი 1423. სამკვიდროს მიღება წარმომადგენლის მეშვეობით

სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.

მუხლი 1424. სამკვიდროს მიღების ვადა

სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის

დღიდან.

მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა

თუ სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა

მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს

სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში,

ხოლო, თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, - გაგრძელებულ იქნეს სამ თვემდე.

მუხლი 1426. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

1. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ,

თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის

შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის

გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს

მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა

მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა

ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი

ნაწილის ღირებულება. (9.12.2005 N 2239)

მუხლი 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა

მემკვიდრეს, რომელიც სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას არ დაელოდება და

სამკვიდროს ფლობას ან მართვას შეუდგება, უფლება არა აქვს განკარგოს სამკვიდრო,

სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის

მიღებამდე,გარდა ხარჯებისა მამკვიდრებლის მოვლისა და მკურნალობისათვის მისი

ავადმყოფობის დროს და დაკრძალვისათვის, მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი

პირების შენახვისათვის, ხელფასის გასტუმრებისათვის და სამკვიდროს დაცვისა და

მართვისათვის.

მუხლი 1428. უფლება სარჩელის აღძვრამდე მიღებულ შემოსავალზე

თუ კანონით მემკვიდრე, რომელმაც არ იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ,შეუდგა

სამკვიდროს ფლობას, ხოლო ანდერძით მემკვიდრემ არ იცოდა ანდერძის

ბათილობის შესახებ,ან, თუ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეებმა არ იცოდნენ სხვა

უფრო ახლო კანონით მემკვიდრეების ან სხვა ანდერძის არსებობის შესახებ, მაშინ

მათ დარჩებათ შემოსავალი,რაც სამკვიდროდან მიიღეს სარჩელის აღძვრამდე; მათ

უფლება აქვთ აგრეთვე მოითხოვონ მთელი კაპიტალი, რაც სამკვიდროში დააბანდეს.

მუხლი 1429. სამკვიდროს ცალკეული ნივთების გაყიდვის შედეგები

თუ სამკვიდროში შემავალი ნივთები გაიყიდება დავის აღძვრამდე, მაშინ ნასყიდობა

ნამდვილად ჩაითვლება და ძალაში დარჩება, ხოლო ნივთების გაყიდვით მიღებული

თანხა გადაეცემა ნამდვილ მემკვიდრეს.

მუხლი 1430. მემკვიდრეობითი ტრანსმისია

თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე

გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის

მემკვიდრეებზე (მემკვიდრეობითი ტრანსმისია). გარდაცვლილი მემკვიდრის

მემკვიდრეებმა სამკვიდრო უნდა მიიღონ სამკვიდროს მიღების ვადამდე დარჩენილი

ხნის განმავლობაში. თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, იგი სამ თვემდე უნდა

გაგრძელდეს.

მუხლი 1431. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიუღებლობის შედეგები

1. სამკვიდროს მიუღებლობა მემკვიდრეობითი ტრანსმისიით არ ართმევს

მემკვიდრეს შესაძლებლობას, მიიღოს ის სამკვიდრო, რომელიც უშუალოდ

ეკუთვნოდა გარდაცვლილ მემკვიდრეს.

2. მემკვიდრეობითი ტრანსმისიით ქონების მიღებაზე უარის თქმისას ქონება

გადადის იმ პირებზე, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ სამკვიდროს მისაღებად

გარდაცვლილ მემკვიდრეებთან ერთად.

მუხლი 1432. სამკვიდროს აღწერა

მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს სამკვიდროს აღწერა, რისთვისაც ეძლევა ორი

თვის ვადა, რაც შედის სამკვიდროს მისაღებად დადგენილ საერთო ვადაში.

მუხლი 1433. საკუთრების წარმოშობა სამკვიდროზე

მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის

დღიდან.

მუხლი 1434. სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა

მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ

დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს

მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს

სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე

უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.

მუხლი 1435. სამკვიდროს ნაწილობრივ მიღების დაუშვებლობა

1. არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე

დათქმით ან ვადით.

2. თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას,

ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე.

მუხლი 1436. მემკვიდრის უარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მიღებაზე მემკვიდრეს,

რომელიც არ მისდევს სოფლის მეურნეობას, შეუძლია უარი თქვას

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მოწყობილობის, შრომის იარაღებისა და

პირუტყვის მიღებაზე,მაგრამ ეს არ ჩაითვლება საერთოდ უარის თქმად სამკვიდროს

მიღებაზე.

მუხლი 1437. რამდენიმე წილის მიღება სამკვიდროდან

თუ მემკვიდრეს სხვადასხვა საფუძვლით სამკვიდროდან რამდენიმე წილი ეკუთვნის,

მას შეუძლია მიიღოს ერთი წილი და უარი თქვას მეორეზე, ან უარი თქვას ყველაზე.

მუხლი 1438. უარი სამკვიდროს ნაწილზე

მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის

შემატების უფლებით, სამკვიდროს დანარჩენი ნაწილის მიუხედავად.

მუხლი 1439. უარი სხვა პირთა სასარგებლოდ

მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ

კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე

უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც ცნობილი არიან უღირს

მემკვიდრეებად ან რომელთაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ

მემკვიდრეობის უფლება.ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა

მემკვიდრეების მიერ.

მუხლი 1440. წილის შემატება სამკვიდროზე უარის თქმისას

თუ მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, მაგრამ არ განუცხადებია, თუ ვის

სასარგებლოდ ამბობს უარს, მაშინ მისი წილი შეემატება მემკვიდრეებად

მოწოდებულ კანონით მემკვიდრეთა წილს, ხოლო, თუ მთელი სამკვიდრო ანდერძით

იყო განაწილებული, მაშინ - ანდერძით მემკვიდრეთა წილს და იგი განაწილდება მათ

შორის მათი წილის პროპორციულად, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

მუხლი 1441. ერთადერთი მემკვიდრის უარი სამკვიდროზე

თუ მემკვიდრე, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, ერთადერთია ამ რიგის

მემკვიდრეთა შორის,მაშინ სამკვიდრო გადავა მომდევნო რიგის მემკვიდრეებზე.

მუხლი 1442. უარი რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ

თუ მემკვიდრე უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე რამდენიმე მემკვიდრის

სასარგებლოდ, მას შეუძლია მიუთითოს თითოეულის წილზე. ასეთი მითითების

არარსებობისას მისი წილი თანაბრად განაწილდება იმ მემკვიდრეებზე, რომელთა

სასარგებლოდაც უარი იყო ნათქვამი სამკვიდროს მიღებაზე.

მუხლი 1443. სამკვიდროზე უარი შვილიშვილის სასარგებლოდ

სამკვიდროზე უარის თქმა შვილიშვილის სასარგებლოდ დასაშვებია, თუ

სამკვიდროს გახსნის დღისათვის ცოცხალი აღარ არის მისი მშობელი, რომელიც

მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ან თუ შვილიშვილი ანდერძით

მემკვიდრეა.

მუხლი 1444. სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე (9.12.2005 N

2239)

სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც

მასზე გადავიდა.

მუხლი 1445. უარის დაუშვებლობა სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის

შემდეგ

არ დაიშვება უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე მას შემდეგ,რაც მემკვიდრემ

სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანა განცხადება

სამკვიდროს ან სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ.

(მუხლი 1445. უარის თქმის დაუშვებლობა სანოტარო ორგანოში

განცხადების შეტანის შემდეგ (4.12.2009. N2284 ამოქმედდეს 2010

წლის 1 აპრილიდან.

არ დაიშვება უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე მას შემდეგ, რაც მემკვიდრემ

სანოტარო ორგანოში შეიტანა განცხადება სამკვიდროს ან სამკვიდრო მოწმობის

მიღების შესახებ.)

მუხლი 1446. სამკვიდროზე უარის შეუქცევადობა

1. მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია.

2. თუ მემკვიდრე ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირია,

უარი სამკვიდროს მიღებაზე დაიშვება სასამართლოს ნებართვით.

მუხლი 1447. უარი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობისას

მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან

მართვას,სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი

თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს

სანოტარო ორგანოს.

მუხლი 1448. უარის თქმის უფლების გადასვლა მემკვიდრეობით

1. სამკვიდროზე უარის თქმის უფლება გადადის მემკვიდრეობით.

2. თუ მემკვიდრე გარდაიცვლება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისათვის

დადგენილი ვადის გასვლამდე, მაშინ ეს ვადა არ დასრულდება იმ დროის

გასვლამდე, რაც დარჩა მემკვიდრის შემდეგ.

3. გარდაცვლილი მემკვიდრის რამდენიმე მემკვიდრიდან თითოეულს შეუძლია

უარი თქვას მხოლოდ მის სამკვიდრო წილზე.

მუხლი 1449. სამკვიდროზე უარის თქმა წარმომადგენლის მეშვეობით

სამკვიდროზე უარის თქმა წარმომადგენლის მეშვეობით შესაძლებელია, თუ

დავალებაში (მინდობილობაში) სპეციალურად არის გათვალისწინებული

უფლებამოსილება უარის თქმის შესახებ.

მუხლი 1450. სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადა

სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის

განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის

არსებობს სათანადო საფუძველი.

მუხლი 1451. სამკვიდროს მიღების სამართლებრივი შედეგების დადგომის დრო

სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება

სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.

თავი მეთერთმეტე

სამკვიდროს გაყოფა

მუხლი 1452. ცნება

სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ

წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ.

მუხლი 1453. სამკვიდროს გაყოფის წესის განსაზღვრა მოანდერძის მიერ მოანდერძეს

შეუძლია ანდერძით განსაზღვროს სამკვიდროს გაყოფის წესი, კერძოდ, მას შეუძლია

სამკვიდროს გაყოფა მიანდოს მესამე პირს. მესამე პირის გადაწყვეტილება არ არის

სავალდებულო მემკვიდრეებისათვის, თუ ის აშკარად უსამართლოა. ასეთ

შემთხვევაში გაყოფა მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მუხლი 1454. სამკვიდროდან წილის გამოყოფა ნატურით

თითოეულ მემკვიდრეს შეუძლია მოითხოვოს თავისი წილის გამოყოფა

ნატურით როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონებიდან, თუ ასეთი გამოყოფა

შესაძლებელია ან აკრძალული არ არის კანონით.

მუხლი 1455. საჩუქრის ჩათვლა მემკვიდრის წილში

სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ

ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან

სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში.

მუხლი 1456. სამკვიდროს გაყიდვა თანამემკვიდრეთა შეთანხმებით

თანამემკვიდრეთა შეთანხმებით დასაშვებია მთელი სამკვიდროს გაყიდვა და

მემკვიდრეთა შორის ფულის განაწილება მათი წილის კვალობაზე.

მუხლი 1457. სამკვიდროს გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე

თანამემკვიდრეთა შეთანხმებით შესაძლებელია მთელი სამკვიდროს

გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე, რომელიც,თავის მხრივ, მოვალეა სხვა

თანამემკვიდრეებს მისცეს შესაბამისი კომპენსაცია.

მუხლი 1458. სამკვიდროს გაყოფის შეჩერება

თანამემკვიდრეები შეიძლება შეთანხმდნენ იმაზე,რომ სამკვიდროს გაყოფა

შეჩერდეს განსაზღვრული დროით.

მუხლი 1459. წილობრივი საკუთრება განუყოფელ ქონებაზე

თუ სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრის შეთანხმებით სხვა რამ არ არის

დადგენილი, ისეთი ქონება, რომლის გაყოფაც გამოიწვევს მისი სამეურნეო

დანიშნულების მოშლას ან შესუსტებას, გაყოფას არ ექვემდებარება და ხდება

მემკვიდრეთა საერთო საკუთრება მათი წილის მიხედვით.

მუხლი 1460. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის

1. თუ მესაკუთრემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელზედაც

საადგილმამულო მეურნეობაა მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეს

დაუტოვა, ან, თუ ანდერძი არ იყო დატოვებული და კანონით მემკვიდრე

რამდენიმეა, მაშინ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე მოწყობილი

საადგილმამულო მეურნეობა შეიძლება გაიყოს მემკვიდრეებს შორის, თუ ამგვარი

გაყოფის შედეგად თითოეულ მემკვიდრეზე მოსული მიწის ნაკვეთი

უზრუნველყოფს სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის არსებობას.

2. გაყოფა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მემკვიდრეები თვითონ აპირებენ

გაუძღვნენ მეურნეობას. თუკი არც ერთი მემკვიდრე არ მოისურვებს მეურნეობის

გაძღოლას, მაშინ მათი შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი მეურნეობა შეიძლება

გაიყიდოს და მემკვიდრეები მიიღებენ თავიანთ წილს ფულის სახით.

მუხლი 1461. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფის დაუშვებლობა

თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფა შეუძლებელია, მაშინ მიწა

უნდა მიეკუთვნოს იმ მემკვიდრეს, რომელიც საადგილმამულო მეურნეობაში

ცხოვრობს და მამკვიდრებელთან ერთად ეწეოდა მეურნეობას. თუკი ასეთი

მემკვიდრე არ არის, მაშინ - მას, რომელსაც უნარი აქვს გაუძღვეს მეურნეობას და აქვს

ამის სურვილი.

მუხლი 1462. წილის კომპენსაცია

მემკვიდრე,რომელიც ვერ მიიღებს მიწის ნაკვეთს,მიიღებს შესაბამის წილს სხვა

ქონებიდან, ხოლო, თუ სხვა ქონება საკმარისი არ იქნება,მაშინ - სათანადო

კომპენსაციას დადგენილი წესის მიხედვით.

მუხლი 1463. საადგილმამულო მეურნეობის გადასვლა მემკვიდრეობით

1. თუ საადგილმამულო მეურნეობა კომლის მეურნეობაა და კომლის ბოლო წევრს

ანდერძი არ დაუტოვებია, მაშინ კომლის საერთო ქონება გადავა კანონით

მემკვიდრეებზე იმ პირობით, რომ კომლის მეურნეობა არ დაიშალოს.

2. კომლის ბოლო წევრის მიერ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრის დანიშვნის

შემთხვევაში ის წესი უნდა იქნეს გამოყენებული, რომელიც საერთოდ

საადგილმამულო მეურნეობას ეხება.

მუხლი 1464. საერთო საკუთრება საადგილმამულო მეურნეობაზე

თანამემკვიდრეთა შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი საადგილმამულო

მეურნეობა შეიძლება დარჩეს მათ საერთო საკუთრებაში.

მუხლი 1465. ჩასახული მემკვიდრის უფლება სამკვიდროს გაყოფისას

1. თუ მემკვიდრე ჩასახულია, მაშინ სამკვიდროს გაყოფა შეიძლება მხოლოდ ამ

მემკვიდრის დაბადების შემდეგ.

2. თუ ჩასახული მემკვიდრე ცოცხალი დაიბადება, მაშინ დანარჩენ

მემკვიდრეებს უფლება აქვთ გაიყონ სამკვიდრო მხოლოდ მისი კუთვნილი წილის

გამოყოფით. ახალშობილის ინტერესების დასაცავად გაყოფაში მონაწილეობისათვის

მოწვეულ უნდა იქნენ მისი წარმომადგენლები.

მუხლი 1466. სავალო მოთხოვნების დაკისრება

ერთ-ერთი მემკვიდრისათვის თანამემკვიდრეთა შეთანხმებით დასაშვებია,

სავალო მოთხოვნები მთლიანად დაეკისროს ერთ-ერთ მემკვიდრეს მისთვის

სამკვიდროდან შესაბამისად გაზრდილი წილის მიცემის სანაცვლოდ.

მუხლი 1467. წილის მიღების უზრუნველყოფის ვალდებულება

თითოეული თანამემკვიდრე მოვალეა უზრუნველყოს სხვა თანამემკვიდრეთა

მიერ შესაბამისი წილის მიღება. როცა თანამემკვიდრე სამკვიდროს გაყოფის შედეგად

მოთხოვნის უფლებას იძენს, სხვა თანამემკვიდრეები ვალდებულნი არიან ხელი

შეუწყონ მოვალის გადახდისუნარიანობას გაყოფის მომენტში თავ-თავიანთი

სამკვიდრო წილის მიხედვით, ხოლო თუ ასეთი ვალდებულების შესრულების ვადა

არ დამდგარა, მაშინ ვალდებულების შესრულების მომენტში.

მუხლი 1468. წილის შემცირება პროპორციულად

თუ აღმოჩნდება, რომ ანდერძით განსაზღვრულ წილთა ჯამი აღემატება მთელ

სამკვიდროს, მაშინ თითოეული მემკვიდრის წილი შემცირდება პროპორციულად.

მუხლი 1469. დავის განხილვა ქონების გაყოფისას

სამკვიდროს გაყოფის თაობაზე თანამემკვიდრეებს შორის

შეუთანხმებლობისას დავას განიხილავს სასამართლო, რომელმაც ქონების გაყოფისას

მხედველობაში უნდა მიიღოს გასაყოფი ქონების ხასიათი,თითოეული

თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებანი.

მუხლი 1470. წილის განკარგვის უფლება

1. თითოეულ თანამემკვიდრეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი

სამკვიდროში. ხელშეკრულება, რომლითაც ერთ-ერთი თანამემკვიდრე განკარგავს

თავის წილს, უნდა დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ.

2. თანამემკვიდრეს არ შეუძლია განკარგოს ცალკეული საგნები თავისი

წილიდან.

3. ამოღებულია (11.05.2007 N 4744)

მუხლი 1471. ამოღებულია (11.05.2007 N 4744)

მუხლი 1472. კრედიტორთა დაკმაყოფილება წილის გასხვისებისას

წილის გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის მამკვიდრებლის

კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მოვალეობა, შეძენილი წილის

ოდენობის შესაბამისად.

მუხლი 1473. წილის გათანაბრება

მემკვიდრეები, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან სამკვიდროს მისაღებად,

ვალდებულნი არიან წილთა გათანაბრებისათვის გაყოფამდე სამკვიდროს

მიათვალონ ყოველივე ის, რაც მათ მიიღეს მამკვიდრებლისაგან მის სიცოცხლეში

მშობლების ქონებიდან გამოყოფის სახით, თუ მამკვიდრებელს სხვა რამ არ

დაუდგენია.

მუხლი 1474. შთამომავლის გამოკლების შედეგები

თუ სამკვიდროს მის გახსნამდე ან გახსნის შემდეგ გამოაკლდა შთამომავალი,

რომელიც, როგორც მემკვიდრე, ვალდებული იქნებოდა გაეთანაბრებინა წილი, მაშინ

წილის გათანაბრების მოვალეობა დაეკისრება იმ მემკვიდრეს, რომელმაც უნდა

მიიღოს მისი წილი.

მუხლი 1475. განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინება

გათანაბრებისას შთამომავალს (დამავალი ხაზის ნათესავს), რომელმაც

საოჯახო მეურნეობაში გაწეული შრომით, მამკვიდრებლის პროფესიულ და

კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობით, თავის მხრივ მნიშვნელოვანი ხარჯების

გაწევით ან სხვა სახით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მამკვიდრებლის ქონების

შენარჩუნებასა და გაზრდაში, სამკვიდროს გაყოფისას უფლება აქვს მოითხოვოს

გათანაბრება იმ ნათესავებთან, რომლებიც მასთან ერთად კანონით მემკვიდრეებად

ითვლებიან და ითხოვენ სამკვიდროს.

მუხლი 1476. გათანაბრების მოთხოვნის დაუშვებლობა

არ შეიძლება გათანაბრების მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ

მომსახურებისათვის ნათესავი იღებდა გასამრჯელოს, ან გასამრჯელო წინასწარ

შეთანხმებული იყო,ანდა, თუ ნათესავს გაწეული მომსახურების საფუძველზე

შეუძლია წარადგინოს რაიმე მოთხოვნა სხვა სამართლებრივი საფუძვლით.

მუხლი 1477. სამართლიანი განაწილების მოთხოვნა

1. გაწეული მომსახურებისა და სამკვიდროს მოცულობის მიხედვით

გათანაბრება უნდა მოხდეს სამართლიანად.

2. სამკვიდროს გაყოფისას გათანაბრების თანხა გამოაკლდება სამკვიდროს

საერთო თანხას და მიემატება იმ თანამემკვიდრის წილს, რომელსაც გათანაბრების

მოთხოვნის უფლება აქვს.

მუხლი 1478. მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობა

თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც

ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან მიიღონ გონივრული

ზომები მათი ადგილსამყოფლის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად

მემკვიდრეთა მოსაწვევად.

მუხლი 1479. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები

1. თუ სამკვიდროს მისაღებად მოწვეული მემკვიდრე, რომელიც ადგილზე არ

იმყოფება,მაგრამ დადგენილია მისი ადგილსამყოფელი, სამი თვის განმავლობაში

უარს არ იტყვის სამკვიდროზე, მაშინ დანარჩენი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან

შეატყობინონ მას თავიანთი განზრახვა სამკვიდროს გაყოფის შესახებ.

2. თუ ასეთი მემკვიდრე შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში არ

აცნობებს დანარჩენ მემკვიდრეებს ქონების გაყოფის თაობაზე შეთანხმებაში

მონაწილეობის სურვილის შესახებ, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ

ურთიერთშეთანხმებით გაყონ ქონება და გამოყონ ადგილზე არმყოფი მემკვიდრის

წილი.

3. თუ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა

ადგილზე არმყოფი მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენა და არც რაიმე ცნობაა

მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ მემკვიდრეებს

შეუძლიათ გაყონ ქონება ამ მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით.

მუხლი 1480. უპირატესი მემკვიდრეობის უფლება

მემკვიდრეებს, რომლებსაც მამკვიდრებელთან ერთად აქვთ საერთო

საკუთრების უფლება ქონებაზე, უპირატესი უფლება აქვთ იმ ქონების

მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთო საკუთრებაში შედის.

მუხლი 1481. საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება

ქონების გაყოფისას მემკვიდრეს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ

ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად, აქვს სამკვიდროდან

საცხოვრებელი სახლის, ბინის ან სხვა საცხოვრებელი სადგომის, ასევე საოჯახო

მოხმარების საგნების მიღების უპირატესი უფლება.

მუხლი 1482. მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესის გათვალისწინება

უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ

სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში

მონაწილეობენ. თუ ქონება საკმარისი არ იქნება მათი კუთვნილი წილის მისაღებად,

მაშინ მემკვიდრეებმა, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, უნდა მისცენ

მათ შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცია.

მუხლი 1483. კომპენსაციის განვადება

იმ მემკვიდრეების მოთხოვნით, რომლებიც უპირატეს უფლებას

ახორციელებენ, სასამართლოს უფლება აქვს გადაავადოს კომპენსაცია მისი

მოცულობის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ათი წლის ვადით.

თავი მეთორმეტე

კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

მუხლი 1484. მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე

1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ

მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში

თითოეულის წილის პროპორციულად.

2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული

მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.

3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო

წილის მიმღები მემკვიდრეებიც.

მუხლი 1485. მტკიცების ტვირთი

მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება

სამკვიდროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო აღწერილი იყო ნოტარიუსის

მიერ.

მუხლი 1486. ვალის გადახდის დაკისრება მემკვიდრისათვის

მოანდერძეს შეუძლია მთელი ვალის ან მისი ნაწილის გადახდა დააკისროს

ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს.

მუხლი 1487. სამკვიდროს გახსნის შესახებ კრედიტორებისათვის

შეტყობინების ვალდებულება

მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის

კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია

გარდაცვლილის ვალების შესახებ.

მუხლი 1488. კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვადა

1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც

მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ

მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის

დადგომის მიუხედავად.

2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის

შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის

განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.

3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის

უფლების დაკარგვას.

მუხლი 1489. ხანდაზმულობის საერთო ვადის გამოყენება

1. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ

დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის

უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით,ხელფასის

გასტუმრებით,დაკრძალვით,სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე

პირების მოთხოვნებზე - ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი

კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოთხოვნების მიმართ გამოიყენება

ხანდაზმულობის საერთო ვადები.

მუხლი 1490. შესრულების ვადის გადადება

თუ მოთხოვნა კრედიტორის მიერ მოთხოვნის შესრულების ვადამდე იყო

წარდგენილი, მაშინ მემკვიდრეს უფლება აქვს გადადოს შესრულება ვადის

დადგომამდე.ვადის დადგომიდან კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება

სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადის განმავლობაში.

მუხლი 1491. მამკვიდრებლის კრედიტორების უპირატესობა

მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს

უპირატესობა აქვთ ვიდრის კრედიტორებთან.

მუხლი 1492. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე (9.12.2005

N 2239)

უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს

უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც

მემკვიდრე.

მუხლი 1493. კრედიტორის მიერ სამკვიდროს მიღების შედეგები

თუ მამკვიდრებელმა ქონება თავის კრედიტორს უანდერძა, ეს არ შეიძლება

ჩაითვალოს კრედიტორის მოთხოვნის უფლების გაქვითვად.

მუხლი 1494. კრედიტორთა დაკმაყოფილების წესი

კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ

ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის

დადგენილი.

თავი მეცამეტე

სამკვიდროს დაცვა

მუხლი 1495. ცნება

ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და

საჯარო ინტერესების დასაცავად სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსი

დაინტერესებული პირების, ანდერძის აღმსრულებლის ან თავისი ინიციატივით

იღებს სამკვიდროს დაცვისათვის აუცილებელ ზომებს, რაც გაგრძელდება ყველა

მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი

ვადის გასვლამდე.

(მუხლი 1495. ცნება (4.12.2009. N2284 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და

საჯარო ინტერესების დასაცავად ნოტარიუსი დაინტერესებული პირების, ანდერძის

აღმსრულებლის ან თავისი ინიციატივით იღებს სამკვიდროს დაცვისათვის

აუცილებელ ზომებს, რაც გაგრძელდება ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს

მიღებამდე ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლამდე. )

მუხლი 1496. ქონების დაცვის მოვალეობა სანოტარო ორგანოს მიერ

თუ სამკვიდრო ან მისი ნაწილი სამკვიდროს გახსნის ადგილას არ იმყოფება,

სანოტარო ორგანო ავალებს ქონების სამყოფელი ადგილის სანოტარო ორგანოს

ზომების მიღებას ამ ქონების დასაცავად.

მუხლი 1497. ქონების აღწერა

სანოტარო ორგანო ქონების დაცვის მიზნით აღწერს სამკვიდროს და გადასცემს

შესანახად მემკვიდრეს ან სხვა პირს, ამასთან, იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა

მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ იმყოფებიან.

მუხლი 1498. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა

თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის

კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს

სამკვიდროს მმართველს. მმართველი არ დაინიშნება, როცა თუნდაც ერთ-ერთმა

მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, ან თუ დანიშნულია ანდერძის აღმსრულებელი.

თავი მეთოთხმეტე

სამკვიდრო მოწმობა

მუხლი 1499. ცნება

1. მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სამკვიდროს გახსნის ადგილის

სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდროს მოწმობა.

(1. მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან

მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. (4.12.2009. N2284 ამოქმედდეს 2010 წლის 1

აპრილიდან.)

2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება

სავალდებულოა.

მუხლი 1500. სამკვიდრო მოწმობის გაცემის ვადა

სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან

ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა

გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის

მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

მუხლი 1501. თანხმობა სამკვიდრო მოწმობაში შეტანაზე

მემკვიდრეები, რომლებსაც სამკვიდრო არ მიუღიათ კანონით დადგენილ

ვადაში, შეიძლება შეტანილ იქნენ სამკვიდრო მოწმობაში ყველა იმ მემკვიდრის

თანხმობით, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. თანხმობა გაცხადებულ უნდა იქნეს

წერილობით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე.

მუხლი 1502. სამკვიდრო მოწმობის მიცემა მემკვიდრის

მემკვიდრეებისათვის

თუ მემკვიდრე, რომელიც მოწვეული იყო სამკვიდროს მისაღებად,

გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ ვერ მოასწრო მისი მიღება

დადგენილ ვადაში, მაშინ მის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიიღონ სამკვიდრო მოწმობა

ქონებაზე, რომელიც დარჩა თავდაპირველი მამკვიდრებლის გარდაცვალების

შემდეგ.

მუხლი 1503. სამკვიდრო მოწმობის მიცემა თანამემკვიდრეებისათვის

სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის

ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე

მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის

სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა

სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე.

სამოქალაქო კოდექსის

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 1504. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდეს 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

მუხლი 1505. ძალადაკარგულ კანონთა ნუსხა

1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

1. "საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის" დამტკიცების

შესახებ" საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონი (საქართველოს სსრ

უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ.,N 36, მუხ. 662);

2. "საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის დამტკიცების შესახებ"

საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი

საბჭოს უწყებები, 1970 წ., N 6, მუხ. 96);

3. "საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის დამტკიცების შესახებ" საქართველოს

სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები,

1983 წ.,N 6, მუხ. 199);

4. "საკუთრების უფლების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 15

ივლისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ.,N 9-12, მუხ. 169);

5. "საკუთრების უფლების შესახებ" საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 15

ივლისის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

(საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ.,N 9-12, მუხ. 170);

6. "იჯარის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 24 მაისის კანონი

(საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N 18, მუხ. 382);

7. "იჯარის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე"

საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 მაისის დადგენილება (საქართველოს

პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N 18, მუხ. 383);

8. "მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ" საქართველოს

რესპუბლიკის 1994 წლის 19 ივნისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები,

1994 წლის წ., N 19, მუხ. 401);

9. "მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ" საქართველოს

რესპუბლიკის კანონის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 14 ივნისის

დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N 19, მუხ. 402);

10. "გირავნობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 30 ივნისის

კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N 19, მუხ. 423);

11. "გირავნობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე"

საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 30 ივნისის დადგენილება (საქართველოს

პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N 19, მუხ. 424);

12. "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ"

საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ. N 19-20);

13. "დაზღვევის შესახებ" საქართველოს 1997 წლის 2 მაისის კანონის 32-54-ე

მუხლები (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, 1997 წ., N 21-22);

14."სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ"

საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონის მე-7 მუხლი. (პარლამენტის უწყებანი,

1996 წ. N 007).

მუხლი 1506. ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი,

რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს.

2. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს

პრეზიდენტის,საქართველოს მთავრობის ან ნორმატიული აქტების შესახებ

საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული

ნორმატიული აქტები ჩაითვლება ძალადაკარგულად, თუ ისინი განსხვავებულად

აწესრიგებენ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

მუხლი 1507. სამოქალაქო კოდექსის მოქმედება დროში

1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე,

რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.

2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის

ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან

წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.

3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული

აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს

ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს

სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ

სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

4. სამოქალაქო კოდექსის 165-168-ე მუხლებით გათვალისწინებული

ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ვადა აითვლება 1993 წლის 23 ივლისიდან -

საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის

ამოქმედებიდან.

მუხლი 1507 1 . მეურვეობისა და მზრუნველობის

განმახორციელებელი ორგანო გარდამავალ

პერიოდში (18.12.2007 N 5624)

1. ამ კოდექსის 1278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს 2009 წლის 1 იანვრამდე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულების (ორგანიზაციის),

აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების ნაცვლად ახორციელებს საქართველოს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი მეურვეობისა და

მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი,

აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი

განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები.

2. ამ კოდექსის 1278-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წესს 2009

წლის 1 იანვრამდე ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მისი დამტკიცება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა

უზრუნველყოს არა უგვიანეს 2008 წლის 15 ივნისისა.

მუხლი 1508. ამოღებულია (22.06.99.)

მუხლი 1509. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები

(06.04.2005 N 1233)

1. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის

იურიდიულ პირებად ითვლებიან:

ა) სახელმწიფო;

ბ) თვითმმართველი ერთეული; (14.12.2006 N3867)

გ) სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის

საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული

სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით;

დ) სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ

არის შექმნილი სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად;

ე) საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი

არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა);

ვ) კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის

იურიდიული პირი.

2. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; (14.12.2006 N3867)

ბ) ამოღებულია (14.12.2006 N3867)

გ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

დ) კომანდიტური საზოგადოება;

ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

ვ) სააქციო საზოგადოება;

ზ) კოოპერატივი.

მუხლი 1510. ამოღებულია (14.12.2006 N3867)

მუხლი 1511. ამოღებულია (14.12.2006 N3867)

მუხლი 1511 1 . ამოღებულია (14.12.2006 N3867)

მუხლი 1512. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები

საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები,

ჩაითვალონ გაუქმებულად 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მათ უფლებამონაცვლეებად

მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების

მიხედვით. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებები ადრე შექმნილი

საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წინაშე ძალაში რჩება.

მუხლი 1513. საკუთრება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე

ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები,

რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის

ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო

კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.

მუხლი 1514. უძრავი ნივთების რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში

საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება

მოხდეს ტექნიკური ინვენტარიიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი

მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების

საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997

წლის 25 ნოემბრიდან მოხდეს მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში

არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს

მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სათანადო სამსახურის

ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ

ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო

კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების

რეგისტრაციასთან.

მუხლი 1515. რეგისტრაციის მონაცემების საჯაროობის უზრუნველყოფა

საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო

კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები განახორციელონ

ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა. საქართველოს ურბანიზაციისა და

მშენებლობის სამინისტრომ და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა

უზრუნველყონ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა

დაინტერესებულ პირთათვის.

მუხლი 1516. სამოქალაქო კოდექსის სწავლება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 1997 წლის 25 ნოემბრამდე

უზრუნველყოს:

ა.იუსტიციის სამინისტროში ფონდების რეგისტრაციისათვის აუცილებელი

ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა;

ბ. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული იურიდიული პირების

რეგისტრაციის მონაცემების გამოქვეყნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

გ. სამოქალაქო კოდექსის სწავლება სამართალდამცავი ორგანოებისა და

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, აგრეთვე მართლმსაჯულების

ორგანოთა თანამშრომელთათვის.

მუხლი 1517. საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დანერგვის

უზრუნველყოფა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა:

ა. ამ კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა

დასანერგად გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა კომერციულმა ბანკებმა

უზრუნველყონ საბანკო ანგარიშების გახსნა და შეუფერხებელი ანგარიშსწორება იმ

ორგანიზაციული წარმონაქმნებისათვის, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები,

კერძოდ, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა;

ბ. უზრუნველყოს ფიზიკური პირების მიერ საანგარიშსწორებო თუ სხვა

ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებულ შეზღუდვათა გაუქმება იმ მიზნით, რომ

ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუფერხებლად შეეძლოს მათთვის

სასურველი ანგარიშების გახსნა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საბანკო

მომსახურების ხელშეკრულებათა შეუფერხებელი დადება.

მუხლი 1518. კომუნალური მომსახურების ხელშეკრულებათა დადება

აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა სამთავრობო და სახელმწიფო

საქვეუწყებო დაწესებულებებმა 1997 წლის 25 ნოემბრამდე უზრუნველყონ ბინის

მესაკუთრეებთან და სხვა მომხმარებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება გაზით,

წყლით,ელექტროენერგიით მომარაგებისა და სატელეფონო მომსახურების შესახებ.

მუხლი 1519. ცნებათა ერთიანობის უზრუნველყოფა

სამოქალაქო კოდექსში გამოყენებული ცნებები და ტერმინები ადეკვატურად

უნდა იქნეს გამოყენებული ყველა სხვა სამართლებრივ აქტში.

მუხლი 1520. სამოქალაქო კოდექსის დანერგვის ორგანიზაციული

საკითხები

საქართველოს პრეზიდენტმა 1997 წლის 25 ნოემბრამდე უზრუნველყოს: ა.

იუსტიციის საბჭოს მიერ სასამართლოში კავშირების რეგისტრაციისათვის

აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;

ბ. სამოქალაქო კოდექსის შემოღება სავალდებულო სასწავლო დისციპლინად

ყველა ტიპის უმაღლეს იურიდიულ სასწავლებელში.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 26 ივნისი

N786 - IIს

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!