13.07.2015 Views

კოდექსი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული

SHOW MORE
SHOW LESS
  • No tags were found...

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილითგათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, აგრეთვე იმშემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით, ან თუ კანონიმოითხოვს ამ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დასკვნის წარმოდგენას ასეთინორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ.2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი აგრეთვეუნდა გაეგზავნოს საზოგადოებრივ ექსპერტს, თუ კანონი ითვალისწინებს მის მიერდასკვნის წარმოდგენის სავალდებულოობას.მუხლი 215. ადმინისტრაციული ორგანოების ან საზოგადოებრივიექსპერტის მიერ დასკვნის წარმოდგენა1. ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ექსპერტი,რომელთაც გაეგზავნათ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისპროექტი, ვალდებულნი არიან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის პროექტის თაობაზე წარადგინონ საკუთარი დასკვნა კანონმდებლობით ანშესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში. ადმინისტრაციულიორგანოს მიერ განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები.2. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნა განხილულიუნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დამთავრებამდე და მას წერილობითიპასუხი უნდა გაეცეს.3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოსან საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ განსაზღვრულ ვადაში დასკვნის წარუდგენლობამარ შეიძლება დააბრკოლოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემა.4. დაუშვებელია გამოიცეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიშესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის არსებობის გარეშე, თუ დასკვნისარსებობა სავალდებულოა კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით.5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უარყოფითი დასკვნა არწარმოადგენს დაბრკოლებას ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისგამოცემისათვის.მუხლი 216. საკუთარი მოსაზრების წარდგენა1. ყველას აქვს უფლება წარადგინოს საკუთარი მოსაზრება ნორმატიულიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით.2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთანდაკავშირებული ყოველი მოსაზრება უნდა განიხილოს ადმინისტრაციულმა ორგანომ.მათზე პასუხის გაცემა სავალდებულო არ არის.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!