10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ხვანთქარო. ოსმალები ხომ თმის სისქე იყვნენ, ახლა ჩვენიანებიც,თვალდაბნელებულნი, რამდენი გინდა მათ ზურგს უმაგრებდნენ, ბედუკუღმართ ლევანაბაშიას მეთაურობით, მაგრამ, გაქვს ღვთის წყალობა, ჩვენ მაგათ სეირი ვაჩვენეთ.შინაური განხეთქილება ღუპავს, ტაგუ, ჩვენს ქვეყანას, თორემ, მე მაშინ დავრწმუნდი,გარეშე მტერი ერთზე ათიც მოვიდეს, თუ ჩვენ ერთობა გვაქვს, გავუმკლავდებით.- მერე ვინ არის, მურზაყანის ჭირიმე, განხეთქილების მიზეზი? ისევ დადია, მისიკარისკაცები, თავადები, ჭყოინდარი და მაგისთანები, თორემ თაარ ანგილოზსგეფიცები, მე და ოკრიბელი, ჩემსავით მხვნელ-მთესველი, თავისს დღეში არ ავიშალოთდა ერთმანეთის მოსაკლავად არ მივიწიოთ. საერთო მტრის წინააღმდეგ კი ერთგვარიხალისით გავალთ ორთავე. მე ერთი უბრალო ძროხა ყაზახი გეუბნები ამას. შფოთის დადავიდარაბის ამტეხი ყოველთვის დიდკაცობაა, თუ გინდ მიწყინე ეს სიტყვა, - ცოტააპილპილდა ტაგუია.- მწყინს კი არა, მიხარია, რომ მართალს ამბობ, - აღტაცებით მიუგო სტუმარმა.- მართალს, მამი ჩემის სული ნუ წამიწყდება, - წათამამდა ტაგუია. - ჩვენ, დაბალხალხს, არაფერი სამტრო ერთმანეთთან არა გვაქვს. ერთხელ, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი,მე და ცხონებული ჩვენი კოჩა დავითაია იქით, შორს, ზემომხარისკენ მოვხვდით.მივედით ერთ საწყალ კაცის სახლში. მტრობა კი არა, ისე გაუხარდა, თითქოსსათათრეთში გაყიდული და უკვალოდ დაკარგული ძმები დაბრუნებოდესო. თავსშემოგვევლო, საბრალო, რაც შეეძლო, პატივი გვცა, მეორე სოფლამდი გამოგვაცილა. მეცახლა, თავის ქება კიტრად ღირსო, ნათქვამია, მაგრამ ჩვენი შორებელი მოძმე თუ ვნახეჩემ სახლში, ვუმტრობ კი არა, სხვამ რომ ხელი ახლოს, უსიკვდილოდ არ დავანებებ...ჰაი, მართლა რა გითხრა, ამას წინათ რა მომივიდა, - მხიარულად წარმოსთქვა ტაგუიამ.- შევიხედე, კარს მომადგა ორი ცხენოსანი, ისინი სულ იქითური, ქართის1 მხრიდანუნდა ყოფილიყვნენ. იმათ უნაგირს, მურზაყან, უკან კომპული სულ არა აქვს, ისეათაღივით გადამრგვალებული.- კი ვიცი, რამდენი მინახავს, - შენიშნა სტუმარმა...- აი, მესტუმრნენ. ისეთი გამიხარდა, რომ მამა ჩემი ცაკვაია აბედია მოსულიყოსაიქიოდან, ისე არ გამიხარდებოდა სწორედ; მაგრამ საქმე იმაშია, ვაჟო, რომ ისინითურმე ღომს არა სჭამენ, სულ პურის ჭამას ჩვეული ხალხია. აი, თოლიგე, შეიძლებარამე მოაგვარო-მეთქი, ვუთხარი დედაკაცს. საბრალოს სადღაც ერთი-ორი ატარი2იფქლის ფქვილი ჰქონოდა, სალოცავი კვერებისთვის შენახული. საჩქაროდ ხაჭაპურიგამოვაცხობინე. სხვა ცოტ-ცოტა, შენი და მიქამ-გარიოს წყალობა, პურით არ ვიყავიზურგგამაგრებული, თორემ ყოვლისფერი მქონდა. ოჰ! ღმერთმან დასწყევლოს უკეთესიტაბაკის ხალხი! ისე მოილხინეს, ისე დაგვლოცეს, ისეთი მრაალჟამიერი დასძახეს,თავისებური, მაგათ გრძლად სცოდნიათ, გაჭიანურებული, რომ დიდი და პატარაგაგვამხიარულეს... ეს იმას მოვაყოლე, თორემ რა სალაპარაკოა. ჩხუბს და მტრობასდიდკაცობა სთესავს, თორემ ჩვენ, მხვნელ-მთესველი ხალხი მუდამკეთილგანწყობილებაში ვიქნებით ერთმანეთთან. მაშ, ეს ღმერთმა შური და მტრობამოსპოს ჩვენს ქვეყანაში. საერთო მტრის წინააღმდეგ ერთი პირი და ერთი გულიმოგვცეს. მაშინ არც ტყვედ გაიყიდება სთამბოლში უბედური ჩვენი კაცის შვილი, -წარმოსთქვა მასპინძელმა და სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა. - ოხ, ღმერთმან სწორედმიცოცხლოს შენი თავი, დღეს გული გამიმსუბუქე მოხუცებულ კაცს. ჩემო ბატონომურზაყან, შენისთანა ერთი ასი რომ ერიოს ჩვენ თავად-აზნაურებში, მაშინ ჩვენი საქმესულ სხვანაირად იქნებოდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!