10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

გაადენს, შესძახებს და შეუტევს მტერს, ცოდვილ თვალს არ დაენახვება თურმე. საარაკორამეაო, მოგახსენებენ.- ბიჭიც ის ყოფილა და... - წარმოსთქვეს ჯეილებმა.- ღმერთო, შენ გაუმარჯვე, - ამოიოხრა მოხუცმა და ღვინით სავსე ჩალამი ხელშიდაიჭირა. - ღმერთო, შენ გაუმარჯვე ყველა ურჯულოთა მებრძოლს, ქვეყანაზემშვიდობის დამამყარებელს, საწყალი გლეხი-კაცის გამკითხველს, ქვრივ-ობოლთაშემწეს. ყველას ერთობ, წონა-სამართლის მექონს. ღმერთო, ის დღე მაჩვენე, ისესაფლავში ნუ ჩამიყვან, რომ ყანაზედ უთოფოდ მივდიოდე, დედაკაცს სადილიმარტოდ-მარტო მოჰქონდეს და არაფრის შიში და რიდი არ ჰქონდეს.- ჰაამინ, ჰაამინ, - მიუგო სტუმარმა.ტაგუიამ ჩალამი დასცალა და სტუმარს დაულოცა.- ბატონ მურზაყანს დაულოცავ მრავალ წელს, ღმერთმან შენი თავი მიცოცხლოს.შენ სხვა მტაცებელ-ამწიოკებლებს არა ჰგავხარ და იმიტომ სულით და გულითმიყვარხარ. ღმერთმან დიდი დღე მოგცეს.- მადლობელი ვარ, ჩემო ტაგუია. ახლაც თუ დავაკვირდებით საქმეს, რაც იყო ამხუთიოდ წლის წინათ, იმის შედარებით, ბაბაია, მშვიდობიანობაა. ქალს შენ თავიდაანებე, კაცო, მე თვითონ, რაც გინდა იყოს, გვარიან გამოქნილი და მარჯვე ვაჟკაცი ვარმგონია, მაგრამ ტყუილი რა საჭიროა, უდამბაჩოდ სახლიდან ვერ გამოვიდოდი. ახლა,აქა-იქ, კანტი-კუნტად თუ მოხდა რამე, თორემ ისე შიშიანობა არაა. სასტიკი ბრძანებააგაცემული მეფისაგან ტყვეთა მომტაცებლების წინააღმდეგ!- ამბობენ, ამბობენ, ბატონო მურზაყან, - სიხარულით წარმოსთქვა მოხუცმა.- ტაგუია, იცოდე, თუ ჩვენმა ოტია დადიამ და იმისმა შვილმა კაციამ არ უღალატამეფე სოლომონს და თუ გურიელიც დაუმეგობრდა, მე მითქვამს, ამ შინაურ ჩვენწუწკებს ხომ ალაგმავს და ალაგმავს, ოსმალებსაც განდევნის აქედან. იცოდე, ქუთაისსაცდაიბრუნებს, შეიძლება ფოთიდანაც განდევნოს ურჯულოები. ღმერთმა ნათქვამიშეგვისრულოს, - სთქვა სტუმარმა და ჩალამი დასცალა.- ღმერთმან ქნას, იოსე ქისტემ ჰაამენი შეგაწიოს, მაშინ ხომ თრევაც აღარდამჭირდება ყანაში...- იცოდე, ასე მოხდება, თუ ღმერთმან აცოცხლა სოლომონ მეფე. მე ვიცი, ბაბაია,როგორ არის საქმე. სამჯერ ვიყავი ლაშქრობაში...- მურზაყან, შენი ჭირიმე, იმ შარშანდელ ხრესილის ბრძოლაში1 იყავი? -დაეკითხა მოხუცი.- ვიყავი. აი ეს თითი იქ დავიშავე, - მიუგო მურზაყანმა და მარცხენა ხელი უჩვენა.სალოკი თითის ალაგას რაღაც პატარა აბორცვებული მოსჩანდა.- ნანა შვილო! - მწარედ წამოიძახა მზეხამ.- ეს რა არის, ძიძა, ისეთ ადგილას ჩავვარდი, თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, არმეგონა. ჩვენებმა, ღმერთს მართალი უყვარს, მაშინ სწორედ თავი ისახელეს. ოო, ბაბატაგუ, დიდი რამეა ერთი პირი და ერთი გული! საცა ერთი პირი და გულია, იქ ჯარიუძლეველია. კარგახანია იმერლების და მეგრელების ასეთი ერთსულ-გულოვნობა არუნახავს კაცს და კიდევაც საშინლად დავამარცხეთ მტერი. მტერი მარა რა მტერი, ჩემო

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!