10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

როგორ მოიქცნენ! ფრანგები გარს გვერტყმიან, ყოველ წუთს უბედურობაამოსალოდნელი! - სხაპა-სხუპით აყრიდნენ მამელუკები.მახმუტი სდუმდა. ბიის გონებაში სულ სხვა სახეები, სულ სხვა პირებიიხატებოდნენ.- იქნებ დაჭრილია? - შენიშნა ერთმა.- კაცო, რას გაჩერებულხარ? - მედგრად დაეკითხა ახმეტი. - ვერ გამიგია, რასდასჩერებიხარ ამ გიაურის ლეშს! ახლა ნახე? ვენეციელი ასისთავია, ვიღაც ძაღლიძაღლურათ ჩაძაღლებულა!- ვინ არის ვენეციელი? - დაიძახა მახმუტ-ბიიმ და თვალები კაკლის სისხოგაუხდა. მამელუკებმა ერთ-ორი ნაბიჯი უკან დაიხიეს.- ალლაჰ! ალლაჰ! რა ამბავია, მახმუტ, შენ თავს? - გაოცებით წამოიძახესმამელუკებმა.- ეს ისეთი ვენეციელია, როგორც მე არაბი! - ხმას აუწია მახმუტ-ბიიმ.- ალ...ლაჰ! ალლაჰ! წინასწარმეტყველო, შენ დაგვიფარე! ხომ არ შეშლილა ნეტავ?- ჩაილაპარაკა ერთმა.- შენს წინასწარმეტყველსაც და შენს ალლაჰსაც... სად არის ერთი, ან მეორე?!უსამართლობაა ქვეყნის ალლაჰი და ძალმომრეობა მისი წინასწარმეტყველი! - დაიჭექამახმუტ-ბიიმ.შეშფოთებულმა მამელუკებმა კიდევ უკან დაიხიეს.- მახ... მუტ?! - შეჰყვირა თავის მხრივ ათასისთავმა ახმეტმა, - ეს რა გვესმის? შენრჯული დაჰგმე?.. მამელუკთა ფიცს უღალატე?!- მახ... მუტ!? ეს რა ამბავია... იქნებ ფრანგების მოსყიდულია? შე მოღალატევ, შენა!- დაიძახა ერთმა ათასისთავმა ისმაილმა.- ადვილი შესაძლებელია, - კვერი დაუკრეს სხვებმა.- არა ჰგავს თუ? ამისი რაზმი დაიქსაქსა, ეს კი სრულებით უვნებელი აქგამოჭიმულა...- მაგრამ, გიაურ, არ შეგარჩენ იცოდე! - დაიყვირა ახმეტ ათასისთავმა და ხმალზეხელი დაიდო.მახმუტ-ბიი, თითქოს ამას ელოდებოდაო, ცქვიტად შეტრიალ-შემოტრიალდაუნაგირზე.- არ იკადრო, ყმაწვილო, - მწარე სიცილით წარმოსთქვა და სანამ ახმეტ ხმალსქარქაშიდან ამოიღებდა, უკვე შიგ კისერში უთავაზა ბასრი რკინა.- ჰა, გიაურ! ჰა, მოღალატე! - წამოიძახეს მამელუკებმა და ხმლებზე ხელიმოისვეს.ერთ ხანს ელავდა მზის სხივებზე სწრაფად მოქნეული ხმლები.- ვაი ნანა! - გაისმა მწარე კვნესა და სასიკვდილოდ დაჭრილი მახმუტ-ბიივენეციელ ასისთავის გვამს ზედ დაეცა.ზარბაზნების გრიალი და თოფების ტკაცატკუცი ცოტ-ცოტად მიწყდა,

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!