10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მომიკალ, მე მოგიკვდი, თუ სამაგიერო არ გადაგიხადე! - წაიბუტბუტა მახმუტ-ბიიმ,დამბაჩა გასინჯა და მარჯვე წამს ეძებდა, რომ ვენეციელი ასისთავი ნიშანში ამოეღო,მაგრამ ამ დროს მის ცხვირწინ ხიშტიანი ჯარისკაცი აიტუზა. ხიშტი აიქნია დამახმუტისათვის ბარძაყში უნდა ეთხლიშა. სხვა რა გზა იყო! მახმუტის უკვე ფეხზეშეყენებული დამბაჩა გავარდა და ჯარისკაცი იქვე უსულოდ ჩაიკეცა.ასისთავმა ეს შენიშნა, საჩქაროდ ცხენი მოაბრუნა, ხმალი იშიშვლა და პირდაპირმახმუტ-ბიისაკენ წამოვიდა. ორთავემ ანთებული თვალებით გაზომეს ერთმანეთი.- ჰაიტ, გიაურ! - დაიძახა მახმუტ-ბიიმ და, სანამ ვენეციელი ხმალსმოიმარჯვებდა, ელვის სისწრაფით მოქნეული ხმლით მკერდი გაუპო.- ვაი, ნანა! - გარკვევით წამოიძახა მწარე კვნესით, ვენეციელს ხმალი ხელიდანგავარდა და ხის მოჭრილი ტოტივით ნელ-ნელა ცხენიდან ჩამოეშვა. ალისფერისისხლით შეიღება მისი მწვანე მაუდის კოხტად შეკერილი და ყვითელ გრეხილებითმორთულ-მოქარგული ტანისამოსი.XVIIმახმუტ-ბიი გაფითრდა, მთელი ტანი აუცახცახდა. არც კი ახსოვდა, თუ რამდენიკაცი მოეკლა ბრძოლის ველზე ამ ორმოცი წლის განმავლობაში, ხოცვა-ჟლეტაჩვეულებრივ უბრალო მოვლენად გადაექცა, მაგრამ ასეთი სულიერი აღშფოთება ჯერ არგანეცადა.ვაი, ნანა! ჩასძახოდა მას ყურში რაღაც ხმა და ეს ხმა გულის სიღრმემდესწვდებოდა და აშფოთებდა. შეირყა მთლად მისი არსება. იგი თითქოს უცბად მოსწყდაიმ სინამდვილეს, რაც მის გარშემო ხდებოდა. ირგვლივ თოფების ტკაცატკუცი, ხმლებისჩახაჩუხი, ზარბაზანთა გრიალი დედამიწას აზანზარებდა, მახმუტ-ბიის კი არაფერი არესმოდა. ის უძრავად, გარინდებული იჯდა ცხენზე და სულგანაბული, სულთმობრძავვენეციელს თვალს ვეღარ აშორებდა.ახლა კი გაახსენდა მახმუტ-ბიის, თუ სად ენახა ასეთი კაცი. ეს თვალები, ესცხვირი, ეს შუბლი... ეს ხომ სალომეა! ეს წვერ-ულვაში, ეს ტუჩები ხომ რეზოსია!..სწორედ ამნაირად, როგორც ახლა ეს მომაკვდავი, კრეჭდა რეზო კბილებს, როცა მასოსმალები უწყალოდ მათრახს უშენდნენ... “ვაიმე!... ვითომ ეს მათი შვილია?” - გაუელვათავში საშინელმა აზრმა. “შეუძლებელი რა არის?.. ღმერთო, რა საშინელებაა!..” მახმუტ-ბიის გონებაში ელვის სისწრაფით გადაირბინა მისმა განვლილმა ცხოვრებამ,მოჩუხჩუხე, მუდამ ამწვანებული ტეხურის ნაპირიდან, ფართე, უზარმაზარი ნილოსისნაპირამდე. გაახსენდა ბავშვობა, გაახსენდა სახლ-კარი, დედ-მამა, ძმები, მარკოზხუცესი, სალომე, რეზო.... ნუთუ ეს ყოველისფერი ცხადი იყო?... “ცხადია! ცხადია! -ეფუჩუნებოდა ყურში რაღაც ხმა. - დიახ, ცხადია! სულ ყოველისფერი ცხადია!” - პასუხსაძლევდა მეორე ხმა. განა არ გახსოვს, ამ შორეულ ქვეყანაშიაც ბევრჯერ მოგგონებიაისინი! ბევრი ცხარე ცრემლი დაგიღვრია ცხადლივ თუ იდუმალ მათ გახსენებაზე. არგახსოვს, ერთხელ ვიღაცამ, შენსავით მოტაცებულ-გაყიდულმა, ხელით გიჩვენა, თუსაითკენ უნდა ყოფილიყო შენი საყვარელი, ის შენთვის და შენ მისთვის სამუდამოდცოცხლადვე დამარხული სამშობლო. შემდეგში ხომ გულდამწვარი დათვალებაცრემლებული ბევრჯერ იყურებოდი იქით, გულმოდგინედ ათვალიერებდინილოსის გაღმა გაჭიმულ, თვალუწვდენელ ხრიოკ უდაბნოს? თითქო გსურდა, ოდნავმაინც გაგერჩია იმ უდაბნოს იქით ტყით შემოსილი სერები და მათ შორის შხუილითჩამომდიმარე ანკარა ტეხური. მაგრამ ამაოდ! ხრიოკი, კვლავ ხრიოკი! უდაბნო, კვლავ

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!