მამელუკი

მამელუკი მამელუკი

geobestbooks.files.wordpress.com
from geobestbooks.files.wordpress.com More from this publisher
10.07.2015 Views

უბრძანა. ფრანგები სქლად მოაწვნენ. მახმუტმა პირი იბრუნა და ჭენებ-ჭენებით უკანდაიხია. ფრანგები დაედევნენ. ორას ნაბიჯამდე გაირბინა მახმუტმა და მერე სწრაფადმოტრიალდა და შეუტია. ფრანგები ამას აღარ მოელოდნენ, თავი ვეღარ შეიმაგრეს დადაიქსაქსნენ. მახმუტმა მედგარი იერიში მიიტანა, ფრანგთა კავალერია გაარღვია,რამდენიმე ასი კაცი დანარჩენ ჯარს მოჰგლიჯა და ნილოსის ნაპირისაკენ გაირეკა.სამხრეთ-აღმოსავლეთით ტრიალი მინდორი მოსჩანდა, მაგრამ ფრანგები იქით გაქცევასმოერიდნენ. ჩრდილო-აღმოსავლეთით ბუჩქნარი და ლერწმოვანი იყო. რაღაცმოსაზრებით აქით უფრო ხელსაყრელად მიიჩნიეს ფრანგებმა თავის შეფარება დაკიდევაც გაქუსლეს ცხენები.მახმუტ-ბიისაც ეს უნდოდა. სწორედ აქ იყო ჩასაფრებული ასლან-აღა. ასლან-აღასაფარიდან გამოვიდა, ათასი ახალი ჯარით გაქცეულ ფრანგებს გზა გადაუღობა, უკან კიფეხდაფეხ მახმუტი მისდევდა.სწორედ ორ ცეცხლს შუა ჩავარდა ფრანგების რაზმი, მაგრამ არ შედრკა, არდაიბნა, ორად გაიყო. ერთმა პირი უკან იბრუნა და მახმუტის რაზმს შეუტია, ხოლომეორე ასლანის რაზმს შეებრძოლა. შეიქმნა საზარელი უთანასწორო ჟლეტა. ფრანგთამომწყვდეული რაზმი ყოველ წუთობით თხელდებოდა, მაგრამ ისინი მაინც მტკიცედიდგნენ და თამამად იბრძოდნენ. მახმუტმა ახლა მთელი თავისი ძალა შემოიკრიბა დაფრანგთა მთავარ კავალერიას მიუსია, რომ მომწყვდეულებთან კვლავ შეერთებისათვისხელი შეეშალა. თქმა არ უნდა, ნახევარ საათს მაინც თუ გაგრძელდებოდა ასეთიმდგომარეობა, ფრანგთა რაზმი უკანასკნელ ჯარის კაცამდე ბრძოლის ველზედაწვებოდა. მაგრამ აი იგრიალა ზარბაზანმა. უშველებელი ყუმბარა მახმუტ-ბიის შორი-ახლო გასკდა და რამდენიმე მამელუკი იქვე გააგორა.ტანმოკლე ფაშათ-ფაშას, თურმე, არ ეძინა. მისი არწივისებური თვალებიყველაფერს ხედავდა, მისი გამჭრიახი, არაჩვეულებრივი გონება ყოველგან იყო.კავალერიის ზიანი რომ შეამჩნია, საჩქაროდ ზარბაზნები და ქვეითა ჯარი მიაშველა.ზედიზედ გაიქუხა ზარბაზანმა და ოციოდ ახალი მსხვერპლი შეიწირა. “რაყოჩაღად უმიზნებენ ეგ სახე-ძაღლები? - გაიფიქრა მახმუტ-ბიიმ და თავის მხრივაცშეუტია.მაგრამ, აი, გაისმა ბარაბნის ხმა და მომწყვდეულთა საშველად წამოსულიხიშტიანი თოფებით შეიარაღებული ქვეითი ჯარიც გამოჩნდა.ახლა კი მამელუკთა რაზმი შეიქმნა მომწყვდეული, სწორედ ის რაზმი, სადაცთვითონ მახმუტ-ბიი იმყოფებოდა.- ხასან, ეს ქვეითა ჯარი რა ჯურის ხალხია, მწვანე მაუდის, ყვითელგრეხილშემოვლებული მოკლე ტანისამოსი რომ აცვიათ, წმინდა წყლის ფრანგებსროგორღაც არ ჰგვანან? - დაეკითხა მახმუტ-ბიი თავის ასისთავს.- ესენი ვენეციელები უნდა იყვნენ. ვითომ მივსცეთ გზა და მერე მათ მარჯვენაფრთას შევუტიოთ?- რას ამბობ! ალლაჰმა დაგვიფაროს, ჯერ-ჯერობით, რაც უნდა მოგვივიდეს უნდაგავმაგრდეთ და მერე ან სიცოცხლე, ან სიკვდილი. ახლა ყოველი ღონე უნდა ვიღონოთ,რომ ქვეითა ჯარი მომწყვდეულ ცხენოსნებს არ შეუერთდეს, თორემ ხომტყუილუბრალოდ დაიკარგა ჩვენი შრომა. გავუძლოთ როგორმე, მივსცეთ ასლან-აღასშეძლება ის რაზმი გაანადგუროს... სახსოვრად მაინც დარჩება... ყოჩაღ, ასლან-აღა!

ჩინებულად იბრძვის! მეოთხედი საათი თუ დასცალდა, იმ პირმოპარსულ, ქუდზეცხენის ძუა გარჭობილ ფრანგებს სათითაოდ ამ ველზე გამოსჭიმავს. ეს თუ მოხერხდა,მერე ასლან-აღაც ჩვენ შემოგვიერთდება და თავგანწირვა... სიკვდილი... ჩემო ხასან!..ქვეითა ჯარს აქა-იქ ცხენოსნები მოსდევდნენ. ტანსაცმელზე ეტყობოდათ, რომისინი ასისთავები უნდა ყოფილიყვნენ. ერთმა მათგანმა, შუახნის ლამაზმა კაცმა, ზურგსუკან გადაკიდებული თოფი საჩქაროდ მოიმარჯვა და მახმუტ-ბიის თვალ-წინ ერთიმამელუკი მიწაზე უსულოდ გააგორა. თოფი საჩქაროდ ისევ ზურგს უკან გადიგდო,მარჯვედ ხმალი იშიშვლა, რაღაც დაიყვირა და საიერიშოდ წამოვიდა.- ახ, გიაურ, არ შეგარჩენ, იცოდე! - დაიძახა მახმუტ-ბიიმ, მიზანში ეს ასისთავიამოიღო და პირდაპირ მისკენ მიიწია.მახმუტ-ბიის ერთი პატარა მათრახი ჰქონდა. ამ მათრახს ხელიდან არ იშორებდა,მუდამ ხმლის ქარქაშზე ეკიდა. ეს მათრახი ხართუმის თემთა ერთ-ერთ მთავარმაუფეშქაშა. ტარი წმინდა სპილოს ძვლისა ჰქონდა, ხელმოსაკიდი კი ოქროთი მოჭედილი.რასაკვირველია, მახმუტ-ბიი ისეთ ბედაურზე იჯდა, რომ მათრახის დაკვრა არესაჭიროებოდა. მათრახს ატარებდა მხოლოდ როგორც სახსოვარს, მეგობრისგანმიძღვნილს. ცხენზე გაქნევ-გამოქნევის დროს, რაღაც მიზეზით, ეს მათრახი ქარქაშსმოშორდა და მიწაზე დავარდა. მახმუტმა ამას თვალი შეასწრო და ძლიერ ეწყინა.“ჯანდაბას, რაღა დროს მათრახზე დარდიაო”, გაუელვა თავში, მაგრამ გულმა ვერმოუთმინა, საჩქაროდ ჩამოიწია ცხენიდან, მათრახს დააფრინდა, აიღო და ისევ უნაგირსზედ მოექცა. აღშფოთებული მამელუკები გარს შემოერტყნენ.- ვაიმე, მოგკლეს?.. განგგმირეს მაგ...- იძახდნენ მამელუკები...- რა მოხდა? - გულგრილად დაეკითხა მახმუტ-ბიი.- განა ტყვია არ მოგხვედრია ახლა? - ხმის კანკალით დაეკითხა ხასანი.- ჯერ არაფერსა ვგრძნობ.- როგორ? აქვე შენ უნაგირზე მტრის ტყვიამ გაიზუზუნა, შუა გახვრიტა დაჩამოგაგდო, გვეგონა.- ჰაიტ! - დაიჭყივლა მახმუტ-ბიიმ, - ბედი ამასა ჰქვიან! ტყუილად კი არ მიყვარსჩემი მათრახი! ჯერ-ჯერობით ხომ სიკვდილს ამაცდინა... თუმცა სულერთია...საბედისწეროა დღევანდელი დღე... მამელუკნო, წინ... მომყევით! - დაიძახა მან დავენეციელთა რაზმში ხმალამოწვდილი შეიჭრა. მოხდა საშინელი ხელჩართულიშეტაკება. ორი მხარე მშიერი მგლებივით ეძგერნენ ერთმანეთს. ცხენი, ხმალი, ხიშტი,კაცი - დომხალივით ერთმანეთში აირია. მახმუტი თავგანწირვით იქნევდა ხმალსმარჯვნივ და მარცხნივ. მისი გამოცდილი ხელი ერთხელაც არ მოცდენილა.ამ სასიცოცხლო შეტევის დროს მახმუტ-ბიის ისევ ის ვენეციელი ასისთავიმოელანდა. მახმუტმა დამბაჩას ხელი იტაცა, ვენეციელი მიზანში ამოიღო და მისკენგაექანა. იმანაც შეამჩნია, ცხენი შეაყენა და უკან, თოფისაკენ ხელი წაივლო, მაგრამსაჩქაროდ ისევ უშვა, ალბათ, გატენილი არ ჰქონდა, ცხენი მიაბრუნა და გაჰქუსლა.მახმუტ-ბიი გამოუდგა.- თითქოს მეცნობება! სადღაც მინახავს ეს კაცი! - ფიქრობდა მახმუტი, მაგრამ ვერმოეგონა, თუ სად ენახა.- მოითმინე, ყმაწვილო! შენ ბრძანდებოდი, რომ ჩემ თვალწინ ჯარისკაცი

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!