10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მაგრამ საქმე ისაა, ყოველ გალაშქრებას და, მით უფრო, გალაშქრებას ასეთ შორეულქვეყანაზე, რამე პატივსადები მიზეზი უნდა ჰქონდეს. მე მგონია, უმიზეზოდ არც ესგალაშქრება უნდა იყოს. ხომ მოდიოდა ამბები, მამელუკნო, ნაპოლეონ ფაშათ-ფაშაინგლისელებზე აპირებს გალაშქრებასაო, მაგრამ, როგორც ეტყობა, ეს მძიმე საქმე იმასაცვერ გაუბედნია. ინგლისელებს შინ რომ ვერა დააკლეს რა, გარედან სურთ უკბინონ,ჩვენსკენ გამოლაშქრებით უნდათ ვნება მიაყენონ ინგლისელთა ვაჭრობას... მისი, ასევთქვათ... აღებ-მიცემობა შეაფერხონ, - ჩაერია ლაპარაკში ქილმა-ბიი, შუახნის თვალ-ტანადი კაცი.- ადვილი შესაძლებელია, ასეც იყოს, მხოლოდ ამ მიზეზთა გამოკვლევა ჩვენბევრს ვერაფერს შეგვძენს. წარმოვიდგინოთ, ამ წუთში გაჩნდა აქ თვით ტანმოკლეფაშათ-ფაშა და თავისი პირით დაწვრილებით აგვიხსნა და განგვიმარტა, თუ რამაიძულა, ჩვენსკენ გამოელაშქრა. მე მგონია, ამით საქმის მდგომარეობა ნამცეცისოდენადარ შეიცვლება, ჩვენი მდგომარეობა ამ მიზეზის ცოდნით სრულებით არგაუმჯობესდება. თავი და თავი მიზეზი, რაც ყველამ უკვე ვიცით, მაინც უცვლელიდარჩება - ბიჭი ვარ და მოვდივარ, ბიჭები ხართ და დამხვდითო, გვეუბნება ის კაცი, -სთქვა მახმუტ-ბიიმ.- დავხვდებით, - წამოიძახეს ბიიებმა და ოქროთი მოჭედილ ხმლებზე ხელიიტაცეს.ელვის სისწრაფით მოედო მთელ ეგვიპტეს ფრანგთა შემოსევის ამბავი. ყოველიმამელუკი, ვისაც ტანის განძრევა შეეძლო, საბრძოლველად მოემზადა. რაც ჯარიჰყავდათ, სულ საბრძოლველად გაიწვიეს. მამელუკები კარგად გრძნობდნენ, რომ საქმეჰქონდათ არა იმ ნახევრად ველურ აფრიკელებთან, ვინც უთანასწორო ბრძოლაშიც არაერთხელ სახელოვნად დაუმარცხებიათ, მათ წინააღმდეგ მოდიოდა მთელ ქვეყანაზეგანთქმული, იმ დროის მიხედვით საუკეთესო თოფებით და ზარბაზნებითშეიარაღებული, ევროპის შიშის ზარის დამცემი დიდებული ნაპოლეონ ბონაპარტე.მამელუკებს კი ზარბაზნები თითქმის არ ჰქონდათ. ისინი ნაქები იყვნენ, როგორცცხენდაცხენ ხმლით მეომრები. სიკვდილის არ ეშინოდათ და ბრძოლაში შეუდარებელსიმამაცეს იჩენდნენ, მაგრამ ხმალი ზარბაზნის წინააღმდეგ, რაც გინდა მამაც კაცსეჭიროს ხელში, მაინც სუსტი იარაღია. მამელუკები ძლიერ კარგად გრძნობდნენ, რომახლანდელს გამარჯვება-დამარცხებაზე იყო დამოკიდებული მათი ბატონობაეგვიპტეში და შეიძლება მთლად მათი არსებობაც, ამიტომ გადაწყვიტეს მთელითავიანთი ძალ-ღონით დახვედროდნენ მოულოდნელ საშიშ მტერს.ბონაპარტემ გადმოსხა თუ არა ჯარი გემებიდან ქალაქ ალექსანდრიაში,პირდაპირ ქაირისკენ გაემართა.ქალაქი ქაირი დედა ქალაქია ეგვიპტისა. არაბულად მისი სახელია მაზ-ულ-კახირა, რაც ნიშნავს ძლევამოსილს. გაშენებულია მდინარე ნილოსის მარჯვენა ნაპირზე.ქაირი დაარსებულია მეშვიდე საუკუნეში ქრისტეს შემდეგ არაბთა სარდლის ამრუფოსტატის მიერ. შემდეგ მეათე საუკუნეში სარდალმა გოჰარმა ძველი ქალაქისმახლობლად ახალი ქალაქი გააშენა. შემდეგ ორივე ქალაქი - ძველი და ახალი -შეერთდა. ქაირის ირგვლივ ძველ ეგვიპტელთა ოდესმე დიდებული და აწ უკვედამარხული კულტურის ნაშთები ახვევია. ქალაქიდან სამხრეთით ათი-თხუთმეტიკილომეტრის მანძილზე მოსჩანს ძველ ეგვიპტელთა სატახტო ქალაქის მემფისისნანგრევები, ჩრდილოეთით კი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ძველ ქალაქისჰელიპოლისის ნანგრევებია, ხოლო დასავლეთით, მდინარე ნილოსის გაღმა ათი-

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!