10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ცოტახნის შემდეგ რაზმმა გაიწ-გამოიწია, გზა უტია და გამოჩნდა ერთი ახოვანი,კარგა აჭაღარაებული ვაჟკაცი. ის ოქროსფერ ბედაურზე იჯდა, აბრეშუმის ჭრელიხალათი ეცვა და თავზე წითელი ქუდი ეხურა. ტიპიური, ოდნავ ხუჭუჭა წვერ-ულვაში,მოგრძო ცხვირი, ზომიერი თვალები და თეთრი პირის კანი ეჭვში თუ შეიყვანდა კაცს,რომ მაღალ ხარისხზე არჩეული მამელუკი შთამომავლობით არც ოსმალი იყო და არცარაბი, თორემ სხვაფრივ წმინდა წყლის მაჰმადიანსა ჰგავდა.მახმუტს სახეზე აღელვება ეტყობოდა. მან კოხტად მოახტუნა ცხენი და გალავნისძირს შეჩერდა. ბედაური კი არ ისვენებდა, კიშმიშზე დგებოდა.- ჰა! - დაიძახა ომერ-საიდმა და ხმალი ისროლა. ყვითლად შეიკაშკაშა მზისსხივებზე ოქროთი მოჭედილმა მრუდე ქარქაშმა.მახმუტ-ბიიმ ხმალი დაიჭირა.კვლავ იგრიალა ჯარმა და მახმუტ-ბიის ფუტკარივით გარს შემოეხვია.ქაირის ფირუზის სასახლეში ყველა ოცდაოთხივე ბიი შეკრებილიყო.ომერ-ბიი-საიდმა, მეთაურთ-მეთაურმა, დიდად აღელვებულმა დააღშფოთებულმა, კრება გახსნა.- წარჩინებულნო, წინამძღოლნო! - მიმართა მან ბიიებს - უკვე გაგონილიგექნებათ, რა მოულოდნელი და არასასიამოვნო ამბავი მოგვივიდა. ალექსანდრიაშიუკვე, გადმოუსხამს თავისი ლაშქარი ფრანგთა ფაშათ-ფაშას ნაპოლეონ ბონაპარტეს დაგაჩქარებით მოდის თურმე ჩვენკენ საომრად. გვიახლოვდება მტერი ძლიერი, მრავალბრძოლაში გამობრძმედილ-გამოწვრთნილი, მტერი ბრწყინვალე გამარჯვებით გულ-გაზვიადებული და გაამაყებული. რა უნდა გითხრათ, მამელუკნო, სიყრმიდანვებრძოლას ჩვეულნო? ძლიერი მტერი მოდის. პასუხი ერთადერთია: გალესილი მახვილიუნდა დავახვედროთ. მამელუკნო! დასამალი რა არის, შინაც არა გვაქვს მტკიცედ საქმე.ფელახებში დიდი მოძრაობაა, თურმე. ზოგნი ფრანგთა ტანმოკლე ფაშათ-ფაშას ჩვენზეგამარჯვებას წინდაწინვე დღესასწაულობენ - იქნებ გვეშველოს და მამელუკთაბატონობას ბოლო მოეღოსო, ამბობენ, თურმე. მაშ, მსწრაფლი მზადება, მამელუკნო,ჭკვიანი თადარიგი, მედგარი დახვედრა, სახელოვანი სიკვდილი...ბიიებმა სულგანაბულად მოისმინეს თავიანთი წინამძღოლის სიტყვები. ყველანიგრძნობდნენ საქმის არაჩვეულებრივ სირთულეს.- ვერ გამიგია, - დაარღვია სიჩუმე ყველაზე უფრო ახალგაზრდა ასლან-ბიიმ, -რისთვის მოდის ტანმოკლე ფაშათ-ფაშა ჩვენზე? რა უნდა ჩვენგან? რა დაგვიშავებიამისთვის? სად ჩვენ და სად საფრანგეთი. მასთან და მის ჯართან თავის დღეში შეტაკებაარ მოგვსვლია. საიდან მოგვწვდა ამ სიშორეზე?- ადვილი ასახსნელია, ჩემო ასლან, - მიუგო სალეკ-ბიიმ, გრძელწვერა, ჭაღარაკაცმა, - ფაშათ-ფაშას ახლო-მახლო უცხო ტომთა ჯარები დაუძლევია და ახლა უკვემოხვეჭილი სახელის შარავანდედის მოსაფენად ჩვენკენ გამოილაშქრა. ეს ხომ ყველაგულადი მეომრის თვისებაა.- რა ვუყოთ, მობრძანდეს, აგერა ვართ - სთქვა ხაირ-ბიიმ, პირმოპარსულმა, შავ-შავმა კაცმა.XV- ეს ხომ ასეა, აბა, სად უნდა გავექცეთ? მამელუკს სიკვდილის როდის შეშინებია,

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!