10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ბიის, - გააგრძელა წითურმა კაცმა, - რომ კარგ მეომარს, კარგი მეთაური სჭირია.უშიშარი და გამბედავი მუთაური ტოლია მთელი მხედრობისა! მახსოვს და ბევრსთქვენთაგანსაც ახსოვს, სულ ათი წლის საქმეა, ასუანთან მოგვიხდა ბრძოლა. ზანგებიყიჟინით და კბილის კრაჭუნით წამოიშალნენ ჩვენზე. ჩვენც მედიდურად ვეკვეთეთ.ჩვენი ხმალთა ელვა-კაშკაში მზის სხივებს ეცილებოდა. ხელჩართული დიდხანსგაგრძელდა. უთვალავი მტერი, კალიასავით მოზღვავებული, წინ მოდიოდა. ათასივძლიეთ, ორი სხვა აღმოჩნდა, ისიც გავანადგურეთ, ხუთი კიდევ მოზღვავდა. დაიქანცა,შედრკა ჩვენი მხედრობა. თითქოს გვღალატობს ბედიო, ოდნავ განზე გადიხარა ჩვენიამაყად მოფრიალე დროშა. მკლავში ტკივილი ვიგრძენ, ხმლის ტარს ხელი ვერმოვუჭირე.. ხელის გულზე დავიხედე, წითელი ზოლები შევამჩნიე... ჩვენიანებისგულზვიადი ურთიერთის გამხნევება ყურთასმენას არ მიტკბობდა. შევიხედე, ჰოი,თვალები დამიდგეს! მამელუკთა მხედრობის სიამაყე, სწორუპოვარი სარდალი ბათირ-ბიი ზანგის შუბით განგმირული ცხენიდან ჩამოეშვა... შევკრთით, დავძაბუნდით. ერთიწამი და მტრისთვის ზურგი უნდა გვეჩვენებინა. მამელუკნო, გახსოვთ ასისთავი,ხმამაღლა რომ შეჰკივლა? ისეთ ხმას, მხოლოდ მაღალი მთის მწვერვალზე მობინადრეარწივები გამოსცემენ ხოლმე. ხმალი შეათამაშა და, ვით შავარდენი მტრედთა გუნდში,მტრის რაზმში შეიჭრა. ჩვენები გამხნევდნენ, შურდულივით უკან დაედევნენ, მტრისჯარი შუა გააპეს, სძლიეს და ჩვენი დროშა კვლავ ამაყად ააფრიალეს. ვინ იყო ისასისთავი?- მახ... მუტ! მახ... მუტ! - იგრიალა ჯარმა.- მამელუკნო! - გაისმა მესამე ხმა, - ფიბის ნანგრევების ქვემოდ ჩვენი რაზმი იდგა.გარს მტერი ერტყა, ატბართა და ჰოტენტოტთა თემები შოას ნეგუსის, ჩვენიდაუძინებელი მტრის იმედით ზურგგამაგრებულნი, ჩვენზე თავხედურ იერიშსლამობდნენ. ჩვენდა სამარცხვინოდ, აწ უკვე განსვენებულმა საღირ-ბიიმ (ალლაჰ, იქმაინც ნუ მოაკლებ სახელსა და ნეტარებას), ვერც ერთი მხრივ შეტევა ვერ გაბედა.მტერმა თითქოს იგრძნო ჩვენი გაზურგება, რკალივით შემოგვერტყა და ისეშეგვავიწროვა, რომ გასაქანი არა გვქონდა. ორში ერთი: ან იარაღი უნდა დაგვეყარა, ანმტერი გაგვერღვია. მაშინ ვინ იყო, მამელუკნო, რომ დაიძახა: ჩემთან, ძმებოო! ტაიჭიგააქანა და ჰოტენტოტთა მეთაურს, გუთხარ-ხათუს ხმალდახმალ ეძგერა და ერთიდაკვრით თავი გააგდებინა?..- მახმუტ! მახ... მუტ! - იგრიალა ჯარმა.მოხუცი ომერ-ბიი-საიდი კვლავ გალავნის მოაჯირზე გადმოდგა. თან სხვა ბიიებიახლდნენ.- დიდება ალლაჰსა, გამჩენსა და მწყალობელსა ჩვენსა, - ხელაპყრობითწარმოსთქვა მან, - საქმე გამორკვეულია. ხმა ერისა და ხმა ღვთისა! სურს შენზემონდობილს მამელუკთა მხედრობას და იქმნას ასე:გვყავს მახმუტ-ბიი, ძმა და თანამოაბჯრე ჩვენი.ჯარის მხიარულ კიჟინს დასასრული არ უჩანდა. ომერ-საიდმა მოოქრული ხმალიმოიხსნა და ხელში დაიჭირა, დააცადა, სანამ ჯარი დაწყნარდებოდა, და მერე ხმამაღლადაიძახა:- მახმუტ-ბიი!ჯარში ჩუმი ჩოჩქოლი შეიქმნა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!