10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ერთი შეხედეთ ამ ბებრუცანას, რა ჩაუდენია ამ სიბერის დროს? - გაიხუმრასტუმარმა...- ეს ბატონო, სულ ამ გლახაკი დედაკაცის ბრალია! ბებერი ხარ, ბებერი ხარო,მაყვედრიდა მუდამ და მეც ვუჩვენე ბებერი ვარ თუ არა! ჰა, ჰა, ჰა!..- იქით დაიღუპე!.. მიწა მოსაყრელი შენი ენა, - დატუქსა ცოლმა, შეწითლდა დაბჟოლის ძირს მოეფარა.სტუმარი იცინოდა, ვაჟებიც იცინოდნენ.- ჯერ კიდევ დამაცადოს. ჯერ სადაა, ერთი მოვრჩე ამ სამარგლავს, - წახალისდატაგუია,- მე შენ გიჩვენებ ბებერი ვარ თუ არა!- არაფერია, ძიძა, ნუ შეგრცხვებათ! ხუმრობს, თორემ მეტს ვეღარ გაბედავს,ღვთით ტარიელივით ბიჭები გარს გახვევია, რამე რომ გაგიბედოს, ბადიდ-კაცს ცხვირსმოამტვრევენ. ხი, ხი, ხი!.. - ხითხითებდა სტუმარი.- იმდენი აღდგომა მაგას გათენებია, - ბუტბუტებდა დედაკაცი.- სხვას თავი დავანებოთ, ძიძა, პატარა ბიჭიკო დაგიფარავს, ბადიდ-კაცს ფეხზებაწარს მოაბამს, არა, ჯიჯი? - ალერსიანად დაეკითხა სტუმარი ხვიჩას.ბიჭმა მოღიმარი სახით სტუმარს შეხედა, მერე მამას გრძნობით სავსე თვალებითდააცქერდა...- ჩემი ბაბაია მე არ მიღალატებს, - მიეალერსა მოხუცი ბავშვს და თავზედ ხელიგადუსვა.ყველანი გამხიარულდნენ და ჭამა გააგრძელეს.- სხვა, ბატონო მურზაყან, შენ ხომ ყველგან დადიხარ, რა ამბავია ქვეყანაზე,ვითომ ცოტა მოგვეშვა? ვითომ ღმერთმა მოგვხედა? ვენაცვალე მის სახელს, - პირჯვარიგადიწერა მოხუცმა, - ვითომ განმტკიცდა ჩვენი დადიასი და მეფის მეგობრობა?- ასე მოგახსენებენ და საქმითაც ასე სჩანს ჯერ-ჯერობით, - საქმიანი კილოთიმიუგო სტუმარმა. - ჯერ-ჯერობით, ჩვენი ოტია დადია ერთგულად იქცევა, თუ ეშმაკიარ დააჯდა მხრებზე და არ უღალატა ფიცსა და ნათესაობას. ამ დროებით, მართალიუნდა სთქვას კაცმა, ძლიერ შველის მეფეს. გურიელიც თითქოს მოლბა, საშიში არაა.მხოლოდ საქმეს აჭირებს ის როსთოია რაჭის ერისთეე. არ ცხრება და არ ცხრება მაგურჯულოს თანაზიარი. თუ ისიც დაამარცხა მეფემ, მაშინ, იცოდე, ტაგუია, რომჩვენშიაც ისეთი მშვიდობა დამყარდება, როგორიცაა მეფე ელეკრეს სამეფოში, ქართლ-კახეთში.- ჰო! ელეკრე მეფე? ის არ არის, რომ სიმღერაში იხსენიებენ?- დიახ, ის არის. სხვანაირად კიდევ პატარა კახს ეძახიან, - განუმარტამურზაყანმა.- შენი გულის ჭირიმე! - აღტაცებით ამბობდა მოხუცი. ახალგაზრდებმა ჭამასთავი დაანებეს და სმენად გადაიქცნენ.- ელეკრე მეფე, ჩემო ტაგუ, რას ამბობ, ბაბა, - დინჯად გააგრძელა სტუმარმა, -ციდან მოვლენილი კაცია. საითკენაც ხელი გაისვა, ყველგან მუსრი გაავლოურჯულოებს. ლეკები გინდა, ყიზილბაშები, თუ ეს წყეული ოსმალები! ინდოეთში რაამბები ქმნა თურმე! ამბობენ, ბედაურზე რომ შეჯდება, ქარქაშიდან ლეკურს რხიალს

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!