10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

გვესაჭიროება მისი მაგიერი სარდალი. მამელუკნო, უნდა ავირჩიოთ განსვენებულისბაგირ-ბიის მოადგილე. დაასახელეთ, ძმანო, ღირსეული კაცი. იყოსმცა მფარველი ჩვენიდიდებული ალლაჰი და მისი წინასწარმეტყველი, სანამ ეს მუდამ ფირუზისფერიუღრუბლო ცა ეგვიპტეს დაჰყურებს და სიგრძე-სიგანე განუზომელი ნილოსიმასაზრდოებელ ტალღებს უძირო ზღვისაკენ მიაქანებს! დიდება ალლაჰს, მოწყალესა დაშემწყალებელსა ჩვენსა! - ისევ ხელების მაღლა აღპყრობით დაათავა ომერ-ბიი-საიდმა.- დიდება ალლაჰს! - დაიგრიალა მხედრობამაც.ცოტა ხანს ჩუმი ჩოჩქოლი შეიქმნა. “სულ-ერთია... იმან... კარგია... სთქვას...” -ისმოდა კანტიკუნტად ხალხში.- მამელუკნო! - გაისმა მჭექავი ხმა და ერთი შავტაიჭოსანი ჭაღარა მხედარიდაწინაურდა.კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.- მამელუკნო, ოცი წელიწადი გავიდა მას აქეთ... მაშინ... ეხ! მეც ჯეილი ვიყავ.სეუტელებმა ხარკის მოცემა მოგვისპეს. გამარები და სხვა შავკანიანთა თემები მოიწვიესდა ჩვენი გამკლავება განიზრახეს. მათ წინააღმდეგ ორი ათასი მხედრობა გაიგზავნა. მეცმათში ვერიე. სეუტის ალყა შემოვარტყით, გვინდოდა ერთი დაკვრით აგვეღო, მაგრამ ესარც ისე ადვილი შესასრულებელი შეიქმნა, როგორც გვეგონა. ურჯულომ ჩირან-ბეიმ,შუბოსანთა წინამძღოლმა, ჩვენ მარცხენა ფრთას შემოუარა და სეუტის გალავანსა დაოღრო-ჩოღრო კლდეებს შუა მოგვამწყვდია. ჩვენმა ცხენებმა ფეხი ვერ მოიკიდეს,გალავნიდან კი ცეცხლსა და ქვას წვიმასავით გვაყრიდნენ. მწარე გასაჭირი გვადგა.მამელუკნო, ვინ შეახტა მაშინ მარჯვედ მტრის გალავანს, მარჯვნივ და მარცხნივ აკაფამტერი? გმირს სხვებიც უკან მიჰყვნენ, ციხეში შეიჭრნენ, კარი გაგვიღეს დაგაგვამარჯვებინეს. იმ მამელუკმა მაშინ ასისთაობა მიიღო. ის ვინ იყო?- მახ... მუტ! მახ.. მუტ! - დაიგრიალა ჯარმა.- მამელუკნო! - გაისმა ხმა ცხენოსანთა მეორე მხრიდან და ვიღაც წითური,შესაზარი შესახედაობის კაცი დაიძრა. უშველებელი ულაყი ცხენი მხედრის ქვეშბორგავდა, თავს აკანტურებდა და საჯირითოდ მიიწევდა. ჯარმა გზა უტია და მხედარიწინ წარსდგა.- იმედია, ძმებო და თანამოაბჯრენო, მეც მომისმენთ. ეს მშვენიერი, ვიწროდ დაგრძლად გაჭიმული წალკოტი ამ ვერან და ხრიოკ უდაბნოს შორის, ვით მწვანე ფირუზიკლდის ნაპრალში გდებული, ეს ძველთა-ძველი ჩარდახებით, ტაძარ-გალავნებით,უზარმაზარ წოწლოკინა სასაფლაოებით, ეს ვაზით, ფინიკით და ხორბლითგალაღებულ-გაპოხიერებული ქვეყანა - ეგვიპტე, დიდებულმა წინასწარმეტყველმა, ჰოი,მამელუკნო, ჩვენს ხმალს და ჩვენს დროშას დაუმორჩილა! ზლაზვნით მიგორავსნილოსი, მიაქვს ქვეით ჩვენი ამბები, რომ განუზომელ ზღვას და იქიდან მთელ ქვეყანასამცნოს და გააგებინოს ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი ერთობა და ჩვენი შეუდრეკელიგამბედაობა. სხვა რაღა უნდა მიქოს ნილოსმა? პაპას ვერ მიქებს დიდებულს და პაპისპაპას ჩინებულს! მე არც კი ვიცი, ვინა ვარ, სადაური ვარ, მხოლოდ ვიცი, რომ მამელუკივარ! ხმალი ჩემი - დედ-მამაა ჩემი, მკლავი ჩემი - სიმტკიცეა ჩემი, თქვენთან, ძმებო,შეურყეველი კავშირი - გამარჯვებაა ჩემი...- ვაშა, ვაშა! - გრიალებდა ჯარი.- სრულებით ვეთანხმები ჩვენს მბრძანებელს, მეთაურს და მასწავლებელს ომერ-

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!