10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მოძღვრებაში გაწვრთნას?- ჩინებული აზრია, დიდებულო! სამხედრო ვარჯიშობასაც ამთავითვე შეაჩვიოთ,ემჯობინება.- ეს ხომ ჩვენი ხელობაა, ოსტატო! ხვალვე ჩემს ჯაბადარბაშს ვუბრძანებ, შესაფერიიარაღი მოუმზადონ და მის ტარებასა და ხმარებას შეაჩვიონ. შენ კი, მახმუტ, ძლიერფრთხილად უნდა იყო. აქ უშველებელი მდინარე რომ მიდის, ის თქვენებური პატარამოჩუხჩუხე წყაროები არ გეგონოს. იქ ისეთი ბასრკბილა ნიანგები ბუდობენ, რომ ა... ჰა,ჰა, თუ კბილი დაგავლეს, ჩაგახრამუნებენ.მოჩუხჩუხე წყაროს გაგონებაზე ბავშვს მდინარე ტეხური გაახსენდა... გაახსენდაიქაურობა. - “ნეტავ სად არის ახლა ჩვენი თხები”, - გაუელვა ბავშვს თავში. - “ნეტავ ვინერეკება მათ ახლა? ... ნანა და ბაბა როგორ არიან? მე ვახსოვართ თუ არა? მარკოზ ხუცესიცოცხალი გადარჩა თუ არა? ... მარიკა... ლერწამისა... ბავშვს თვალწინ წარმოუდგასამშობლო ქვეყნის მთები, ველ-მინდვრები, ტყეები... გაახსენდა პატარა ნამყენი მსხალიმარკოზ ხუცის სახლში. ეს მსხალი ძლიერ უყვარდა. ყოველ დილით მივიდოდა ნორჩხეხილთან და ადამიანივით ემუსაიფებოდა, მიესალმებოდა, გამოეთხოვებოდა ხოლმე.გაახსენდა გემით მოგზაურობაც, სალომე და რეზო, შვილივით ეფერებოდნენ,უკანასკნელ ლუკმას მას უყოფდნენ... რა მწარე იყო მათთან გაშორება... უჰ, რამდენიიტირა მაშინ!.. ისეთი სიმწარე, პირველად როცა მოიტაცეს, მაშინაც არ უგრძვნია...წარმოუდგა ბავშვს თვალწინ ყველა ეს და თვალები ცრემლებით აევსო. ალი-ბიიმ ესშეამჩნია... თითქოს მის სახეზე აღმოიკითხა მისი გულისწუხილიო. ნაზად მიეალერსადა თავზე ხელი გადაუსვა.ბავშვი კი მწარედ აქვითინდა.ქალაქ ქაირის განაპირას, აღმოსავლეთით, მოკატტამის ხრიოკ მთის კალთაზეამაყად ამართულა სალადინის ციხე თავისი მაღალი კოშკებით და სქელი გალავნებით.გავიდა ოცდაათი წელიწადი ზემოთ მოთხრობილი ამბის შემდეგ. ერთ დღესსალადინის ციხის გარშემო ფართე მოედანი ხალხით გაივსო. ეგვიპტის ყოველიმხრიდან მოგროვდნენ აქ მამელუკთა საუკეთესო წარმომადგენელნი. იყვნენ ბიიები,ათასისთავები, ასისთავები და რჩეული მხედრობა. შეკრებილნი მოედანზე მიდი-მოდიოდნენ, ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდნენ, მსჯელობდნენ, ზოგი ცხარობდა, ზოგიდინჯად მუსაიფობდა... ეტყობოდა, რაღაც მძიმე საქმე ჰქონდათ გადასაწყვეტი.ციხის ერთ-ერთ კოშკზე მამელუკთა სათაყვანებელი დროშა აიმართა. ამ დროშასიშვიათ შემთხვევის დროს გამოიტანდნენ ხოლმე. დროშის დანახვაზე მთელმასაზოგადოებამ, ნიშნად სიხარულისა, ერთი დაუსრულებელი კიჟინა დასცა. მსჯელობა-კამათი ცოტ-ცოტად მისწყდა და ხალხმა მოედანზე გალავანთან რაზმებად დამწკრივებადაიწყო. შუაგულ ქვეითები დარაზმდნენ, იქით-აქეთ ცხენოსნები... რა თქმა უნდა,ყველანი შეიარაღებულნი იყვნენ.ბევრი ხანი არ გასულა, რომ ციხის გალავანზე ძვირფას ტანისამოსშიგამოწყობილი ბიიები გამოჩნდნენ და მხედრობას მიესალმნენ. ჯარმა აღტაცებულიყიჟინა დასცა.მაგრამ აგერ გამოჩნდა მოოქრული ტახტრევანი. ხალხმა სული განაბა.ტახტრევანი გალავანზე მოწიწებით დაასვენეს და ფრთხილად კარი გააღეს. იქიდანXIV

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!