10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

წესები შეგითვისებინებია. ან რა კარგად გამოგიწყვია! სახელი რა ჰქვიან ჩემს პატარაბიჭს?- მახმუტ, მბრძანებელო, - მიუგო ჰუსეინ-აღამ.- მახმუტ! - დაუძახა ალი-ბიიმ.ბავშვმა ხელები ისევ გულზე დაიჭდო და მძიმედ თავი დაუკრა.ალი-ბიის აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა.- ერთი შეხედეთ, რა ჩქარა შეუთვისებია ჩვენი წესრიგი! - კვირობდა მოხუცი.- ეს სულ გზაში ვასწავლე, - მოახსენა ჰუსეინ-აღამ. - მაინც ეს გურჯები,მბრძანებელო, ნიჭიერი ხალხია. ერთს რომ ეტყვი, განმეორება არა სჭირია. ოთხი-ხუთითვე არ იქნება, რაც ეს ბავშვი თავის ქვეყანას მოშორებია და უკვე კარგად ესმის ჩვენიენა...- გმადლობ, გმადლობ, ჩემო აღა, - კმაყოფილებით ამბობდა ალი-ბიი, - შენსოვდაგარი კი არა, ოსტატი ხარ, ალლაჰის მადლმა! შენ სადმე სასწავლებლის გამგეუნდა იყო... აბა, ჩემო ბიჭიკო, ახლო მოიწი ჩემთან, - ალერსიანად მიმართა ალი-ბიიმმახმუტს.ბიჭმა ფეხი მოკრძალებით წინ წადგა. ასე მდიდრულად მორთულ-მოვარაყებული ოთახი თავის დღეში არ ენახა და, ცოტა არ იყოს, ფეხის თამამადგადადგმას ვერა ბედავდა.ალი-ბიიმ ბავშვი გასინჯა, თავზე ხელი გადაუსვა, შეანჯღრ-შემოანჯღრია. ბავშვითავისი მიმინოსებური თვალებით პირდაპირ შეჰყურებდა.- ჰა, სოვდაგარო, მეომარია რაღა, მეომარი! წმინდა მამელუკადაა დაბადებული, -მხიარულად ამბობდა მოხუცი და ბავშვს მკლავებს უსინჯავდა.- მხედველობაში ისიც უნდა მივიღოთ, დიდებულო, რომ ბავშვი ძლიერგალახულია, ბევრი ნათრევ-ნაწამებია. ჩემ ხელში მომჯობინდა ცოტა, თორემ ძვალი დატყავი იყო. არ იცის, მბრძანებელო, ზოგიერთმა ვაჭარმა ტყვეთა მოვლა. განსაკუთრებითბავშვებს დიდი ყურადღებით მოპყრობა სჭირია... უკმეხად ექცევიან, სცემენ, რიგიანადარ აჭმევენ, არ აცმევენ. რაც გინდა იყოს, კაცის შვილი ძროხის შვილისაგან უნდაგაარჩიო, ესეც არ იყოს, პირდაპირ ანგარიში ითხოვს ვაჭარმა საქონელი მუშტარსრიგიანი სახით უჩვენოს. ჩვენს ვაჭრებს ესეც არ ესმით!- სწორია, სწორია, ალლაჰის მადლმა! მე ხომ გითხარი, ოსტატი ხარ-მეთქი, -კმაყოფილებით მიუგო ალი-ბიიმ.- ცხენზე ჯდომა იცი, ჩემო ბიჭიკო? - დაეკითხა მახმუტს ალი-ბიი.- ვიცი, - თამამად მიუგო ბავშვმა.- ისეთ ცხენზე შეგსვა, რომ იმის ბადალი ქვეყანაზე არ იყოს. ძვირფას ხალათსჩაგაცმევ, საჭმელ-სასმელი ხომ ულევი გექნება. შენ მხოლოდ ჭკვიანი ბიჭი იყავ. დიდადგმადლობთ, სოვდაგარო, სასიამოვნო ძღვენისათვის, - მიუბრუნდა აღას ალი-ბიი. - ბიჭიძლიერ მომწონს. ამას უეჭველად ჩემ სახელობაზე გავზრდი. მამელუკთა მხედრობასერთი მეომარიც მიემატება. არც შენ დაგრჩები უმადური, მეგობარო კარგი ძღვნისათვის,კარგ საჩუქარსაც მოგართმევ. ბიჭო, მოლარეთუხუცესი დამიძახე! ახლა როგორ მირჩევ,აღა? არ სჯობია, რომ ამთავითვე მოლა-აღაფიჯის მივაბარო, რომ მაჰმადის წმიდა

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!