10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ტაიჭს მოვახტე და ხმალამოწვდილს მწადიან ჩემ ძმებთან, უშიშარ მამელუკებთანშევანავარდო მკვეთრი მახვილი და, თუ საჭიროა, მათთან სულიც დავლიო, - თანდათანაღტაცებით სთქვა მოხუცმა. - სხვა, მეგობარო, როგორი ვაჭრობაა, როგორ იმოგზაურე? -ტკბილად დაეკითხა ალი-ბიი.- კარგად, მბრძანებელო! უბედურობა არ შეგვხვედრია რა. ზღვა მშვიდობითგავცურეთ. ვაჭრობა კი ძლიერ ნაკლებია. საქონელი არ არის, ბატონო! გურჯისტანიდანტყვეთა დენა ძლიერ შემცირდა, - მოწყენით დაუმატა ჰუსეინ-აღამ.- რათაო? - გაიოცა ალი-ბიიმ.- მოგახსენებენ, მბრძანებელო, რომ გურჯთა მეფეები გაძლიერებულან. არცსპარსელებს აძლევენ თურმე ახლა ხარკს და არც ოსმალებს. შაჰ-აბაზის გალაშქრებისშემდეგ გურჯისტანი საუკუნოდ დამარხული ეგონა ყველას და, დახე მათ ბედსა,დამარხვა კი არა, განახლების გზას დასდგომიან. ყიზილბაშები ზედი-ზედ სასტიკადდაუმარცხებიათ და... ჰოი, ალლაჰ! ოსმალთა მართლმორწმუნე მხედრობაც... - ვერდაათავა ჰუსეინ-აღამ.- ძლიერ სამწუხაროა, - წარმოსთქვა ალი-ბიიმ და წყენის ნიშნად შუბლზე ხელიდაიკრა. - რა თქმა უნდა, თუ მომჯობინდნენ, ტყვეებს არ გაიმეტებენ. ტყვეების გაყიდვა,ჩემო ჰუსეინ, როგორც შენც კარგად მოგეხსენება, ერის შინაური გახრწნილების,უწესრიგობისა და უმეთაურობის ბრალია, თორემ საცა ხალხს ცოტაოდენი ძალაშესწევს, ერთი მეორეს უჯერებს და საერთო კეთილდღეობის საჭიროების გემო აქვსგაგებული, ის ერი განა ტყვეს მოგვყიდის? რომელი დედა ნახე შვილის გამყიდველი, თუარ სრულებით ზნეობით დაცემულ-გათახსირებული?.. მაგრამ ჩვენთვის კი სამწუხაროა,ძლიერ სამწუხაროა, სჯულის მადლმა, აუჩქარებლად დაუმატა ალი-ბიიმ და ყალიონისტარს ხელი წაატანა.- მაგრამ მე შენთან, მბრძანებელო, შენ ამომავალ მზეებრ გაბრწყინვებულსახესთან, რაც გინდა იყოს, მაინც ხელცარიელი ხომ არ მოვიდოდი: ერთი გურჯის ბიჭიმოგიყვანე.- პატარა ბიჭი? - მხიარულად დაეკითხა ალი-ბიი და თვალები გაუბრწყინდა.- დიახ, მბრძანებელო, პატარა ბიჭი, ცხრა-ათი წლისა.- აბა, სადაა? ყოჩაღ, ჩემო ჰუსეინ, ვიცოდი, რომ ხელცარიელი არ მოხვიდოდი...- თქვენ საფარეშოში გახლავს...- ბიჭი საჩქაროდ მომგვარონ აქ, ახლად მოყვანილი ბიჭი, - მოუთმენლადამბობდა ალი-ბიი.ცოტა ხნის შემდეგ მდიდრულად მორთულ ოთახის კარებში ჩვენი მახმუტადმონათლული ხვიჩა გამოჩნდა. ბავშვი დაბანილ-დავარცხნილი იყო, ტანზე ჭრელიხალათი ეცვა და თავზე წითელი ქუდი ეხურა. რიგიანი მოვლის მეოხებით სახითაცშევსებულ შელამაზებულიყო და ამ კარგ ტანისამოსში სასიამოვნო შთაბეჭდილებასახდენდა.შემოჰყო თუ არა თავი ოთახში ბავშვმა, ორივე ხელი გულზე დაიჭდო და ალი-ბიის მძიმედ თავი დაუკრა.- ოო, ჩემო პატარა გურჯო! ყოჩაღ, ყოჩაღ! - დაიძახა ალი-ბიიმ. - გმადლობ,სოვდაგარო, ძვირფასი ძღვნისათვის, გმადლობთ იმისათვისაც, რომ ახლავე ჩვენი ზნე-

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!