10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ალი-ბიის მეთაურობით ხომ სულთან ფაშისაგან სრულებით დამოუკიდებლადგამოაცხადეს თავისი თავი და იმდენად გრძნობდნენ ძალას, რომ არავისი შიში და რიდიარა ჰქონდათ.თავიანთ მხედრობის შესავსებათ ისინი ახლაც სიამით ყიდულობდნენახალგაზრდა ჯანსაღ ბიჭებს, ზრდიდნენ და მეომრებად წვრთნიდნენ. უპირატესობას ამმხრივ კავკასიელებს აძლევდნენ.შემოვიდა კარისკაცი და ალი-ბიის მძიმედ თავი დაუკრა.- მბრძანებელო, - მოწიწებით მოახსენა მან, - სოვდაგარი გეახლათ.ალი-ბიიმ ყალიონის ტარი ტუჩს აუჩქარებლად მოაშორა.- ჰუსეინ-აღა? ოხ, ჩქარა, აქ დამიძახე! - ბრძანა ალი-ბიიმ. - ის, ალბათ,სტამბოლიდან ჩამოვიდა... ერთი რა ამბები ჩამოიტანა? - ოდნავ გაიღიმა ალი-ბიიმ დაყალიონი განზე გადასდო.- სალამ ალეიქ, დიდებულო მბრძანებელო! - შემოილაპარაკა ჰუსეინ-აღამ, ხელიგულზე და შუბლზე მიიდო და მძიმედ დაუკრა თავი.- ოოჰ! მობრძანდი, ჩემო ჰუსეინ, ჩემო ძველო მეგობარო! ამ ბოლო დროს რაიშვიათი და სანატრელი გამიხდა შენი ნახვა, აქეთ, ჩემო აღა, ამ ბალიშზე ჩამობრძანდი, -მხიარულად უთხრა ალი-ბიიმ და ძვირფას ხალიჩაზე დაგებულ, ოქრომკედითმოქარგულ ბალიშზე მიუთითა.ჰუსეინ-აღა ჩამოჯდა.- სხვა, მეგობარო, სტამბოლში იყავ?- ეს არის იქიდან გიახელ, მბრძანებელო!ალი-ბიიმ კოპი ოდნავ შეიკრა.- რა ამბებია, ჩემო ჰუსეინ? ფადი-შაჰი როგორ ბრძანდება? ალბათ, ძლიერგაჯავრებულია ჩემზე!ჰუსეინმა თავი საორჭოფოდ ჩააქნია და ჩაიცინა.- რასაკვირველია, მადლობელი არ იქნება. აქ დასამალი რა არის, ქვეყანამ კიდითკიდე იცის.- რა ვქნათ, აღა, რა ვქნათ! - დინჯად გააგრძელა ალი-ბიიმ. - დრონი მეფობენო,ნათქვამია. ჩვენ ყველანი დროებით ვართ ამ ქვეყანაზე. ჩემი აზრი ასეთია - ან უნდავიყვნეთ, როგორც რიგია, ან სულ არ უნდა ვიყვნეთ. თუ ეგვიპტის ბატონ-პატრონიჩვენა ვართ, ჩვენ უნდა ვიყვნეთ, უგამდლოთ, უხელმძღვანელოთ მადლობა ალლაჰს,ჰასაკით სრულნი ვართ. თუ ბატონი ფადი-შაჰი და მისი ფაშაა, ისინი უნდაბრძანდებოდნენ, მამელუკები რაღა საჭიროა? შენ კარგად იცი, ჩემო ჰუსეინ, რომმამელუკს საბოდიშო, პირმოსაფერებელი არავისთან არაფერი აქვს; მისი უტყუარიმეგობარი მისი ბასრი ხმალია, რომელსაც მუდამ თან ატარებს და სწორედ ნამდვილიმამელუკი ისაა, ვინც სისხლით შეღებილი ხმლით ხელში სულს განუტევებს. ამიტომჩვენ არავისთან და არც ფადი-შაჰთან საბოდიშო არა გვაქვს რა, ვცოცხლობთ, -ვცოცხლობთ, მოვკვდებით, - მოვკვდებით. მე აგერ სამოცდაათის წლის მოხუცი ვარ,თხუთმეტი წლიდან ბრძოლის ველზე ხმალს ვატრიალებ, ახლაც ნაღარის ხმას რომგავიგონებ, ამიფართხალდება მოხუცი გული. გაქრება ჯან-ღონის სისუსტე, მინდა

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!