10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ოო! ყოვლად შეუძლებელია. ჯერ გემის პატრონს რამდენი ფული მივეცი.- გემით ის ერთი ხომ არ მოგყავდა?- ყოველ შემთხვევაში...- მაინც.- ერთი ყურუში არ დააკლდება.- ჰა, ესეც.- რას ბრძანებთ, ჰუსეინ-აღა! მარტო ფოთის ფაშას ფარჩის ქსოვილი რომვუფეშქაშე, ორმოცდაათი მეჯიდიე მაინც ღირდა.ჰუსეინ-აღამ ბავშვი ხელახლა გასინჯა. გაატარ-გამოატარა, ახტუნა, არბენინა...- კარგია, კარგი! ჩინებული მამელუკი გამოვა! - ამბობდა გულში სოვდაგარი დაოქროთი თავმოჭედილ ჯოხს მიწაზე სცემდა. მერე ჰუსეინ-აღამ განზე გაიხმო, მთელიქისა ოქროები გადასცა და ბავშვი თან წაიყვანა. ბავშვი სიხარულით გაჰყვა.პუსეინ-აღამ სხვა ტყვეებიც ბევრი იყიდა, გემი დაიქირავა და ორი დღის შიგნითეგვიპტისკენ გზას გაუდგა.ალი-ბიი, მამელუკთა სახელოვანი სარდალი, ოქროთ მოვარაყებულ და ლალ-ფირუზით მორთულ ტახტზე ფეხმოკეცით იჯდა, ყალიონის ტარი პირში ჩაედო დანელ-ნელა აბოლებდა. ღრმა ფიქრებში იყო გართული ალი-ბიი, და, ღვთის წინაშე,საფიქრებელიც ბევრი ჰქონდა. მთელი ეგვიპტის უმთავრესი გამგე ახლა ის იყო. მანმიიყოლია მამელუკთა დანარჩენი ოცდასამი ბიი ეგვიპტის სხვადასხვა კუთხეთამმართველ-გამგებელნი, და სტამბოლის სულთანისა და მის მიერ ეგვიპტის უფროსადდაყენებულ ფაშისაგან თავისი თავი სრულებით დამოუკიდებლად გამოაცხადა. რა თქმაუნდა, ეს ამბავი ძლიერ საწყენად დაურჩა სტამბოლის სულთანს და მით უფროეგვიპტის ფაშას, რადგან მისი უფლება არარაობამდე ჩამოვიდა, მაგრამ ვერც ერთმა დავერც მეორემ ვერა გააწყო რა. ძალა მამელუკთა ხელში იყო და ძალა ხომ აღმართსახნავს.მამელუკთა რიცხვი იმ დროს ათი-თორმეტი ათასი იქნებოდა. ისინიგაფანტულნი იყვნენ მთელ ეგვიპტეში, სათავეში უდგნენ მხედრობას, ეჭირათთანამდებობის ადგილები, ერთი სიტყვით, მთელი ქვეყნის განუსაზღვრელი ბატონ-პატრონნი იყვნენ.“მამელუკი” არაბულად ნაყიდ ტყვეს ნიშნავს. მეცამეტე საუკუნეში ეგვიპტისსულთანმა მალეკ-სალეჰმა მონგოლებისაგან რამდენიმე ათასი ტყვე თურანელები დაკავკასიელები იყიდა და იმათგან თავისი მცველი გვარდია ისე გააძლიერა, რომ თვითსულთანისათვის საშიში შეიქმნა. როცა 1250 წელს, ქრისტეს დაბადების შემდეგ,ეგვიპტის სულთანმა თურმან-შაჰმა მათ დაუკითხავად ზავი დასდო ჯვაროსანთაწინამძღოლ ლუდოვიკ მეცხრესთან, მამელუკები საშინლად გაბრაზდნენ, მოჰკლესთვით თურან-შაჰი, იმის ნაცვლად თვის შორის ამოირჩიეს ვინმე ჰეიბეკი დაგააბატონეს. ამ დროიდან დაიწყო მამელუკთა ბატონობა ეგვიპტეში. 1517 წელს თუმცასულთანმა სელიმ პირველმა დაიპყრო ეგვიპტე და ქვეყნის მთავარ გამგედ ფაშადაუყენა, მაგრამ იძულებული შეიქნა პროვინციების გამგედ მამელუკთაგან არჩეულიოცდაოთხი ბიი დაენიშნა. ბიიებმა მთელი ქვეყნის მართვა-გამგეობა ჩქარა ხელთ იგდეს.XIII

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!