10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ოსმალოს ბიჭი თუმცა სიმაღლით არა სჭარბობდა, მაგრამ თვალსაჩინოდ უფროხნიერი და მსხვილიც იყო.ოსმალომ მედიდურად გადახედა ტყვე ბიჭს და დაუბღვირა. ტყვეც თავისიმიმინოსებური თვალებით დააჩერდა.- ჰა, დავჭიდოთ? - წახალისდა მოხუცი აღა...- თანასწორი ძალა არაა, ჰუსეინ, - ჭოჭმანობდა ალი-უსუფი, - სად ესთითისტოლა ბიჭი, ზღვაში მოგზაურობით გალახული, და სად ეს ჭაბუკი,ჩამრგვალებულ-ჩასუქებული.- ბიჭი თანახმაა. ალბათ, თავის იმედი აქვს, ჰა? გაბედე! - აძალებდა ჰუსეინ-აღა.ეფენდი-ალი დასთანხმდა.მეტოქენი ერთმანეთს დაეტაკნენ. ოსმალომ სტაცა ხელი მახმუტს დათავისუფლად ზეით ისროლა. ყველას ეგონა ეს არის ძირს დაანარცხებს დადაამტვრევსო.- მე ხომ ვსთქვი, ბარი-ბარი ჭიდაობა არაა! - უკმაყოფილობას უცხადებდა ეფენდიალი-უსუფს.მაგრამ ბავშვი, ყოველი მოლოდინის გარეშე, თუმცა წაბარბაცდა, მაგრამ არდაეცა, თავი შეიმაგრა, საჩქაროდ გასწორდა და მოპირდაპირემ შემოხედვა ვერ მოასწრო,რომ გულდაგულ ეცა. ხელები ირგვლივ წელზე შემოჰხვია, მოსდო კაჭა და იმსიმსხობიჭი მიწაზე გააგორა.შეიქმნა ერთი სიცილ-ხარხარი. ეფენდი-ალის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა.- კარგი, კარგი! მე პირობას შევასრულებ, - ჩვეულებრივის აუჩქარებლობითწარმოსთქვა ჰუსეინ-აღამ და ბავშვს ფული გაუწოდა. - ახლა როგორ? დაეკითხა ეფენდი-ალის და რაღაცნაირად ტუჩები დაჭმუჭნა. ეფენდი-ალიმ მხრები აიჩეჩა და იმანაცტუჩებით ანიშნა, თითქოს ეუბნებაო: ხომ ჰხედავ, რაც არის, რა საჭიროა მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ჩვენ ხომ ორივენი ერთ დარჯაკში ვართ ჩამოყალიბებულნი დარისთვის უნდა ვცადოთ ერთმანეთის მოტყუება, მაინც ხომ არა გამოვა რა.- ხომ მოგახსენეთ, აღა, რაც დროება დადგა, დღითი დღე მატულობს საქონლისფასი. სალეკ ეფენდიც...- ზღაპრებს თავი დაანებე, ალლაჰი ნუ გაგიწყრება, - მოუჭრა ჰუსეინ-აღამ, - შენვაჭარი ხარ, მეც, აგერ საქონელი, აგერ ფული!- სოვდაგარო, იცოდე, უკანასკნელია, - ჩუმად უთხრა ეფენდიმ და თითებიუჩვენა.- ალლაჰ! რას ამბობ? - გაიკვირვა აღამ. - ამდენი ფულით მთელ რაზმს შევადგენ.- ნება შენია. ქება მეტია. საქონელი ხომ თვალწინაა. ვიცი, ვისთვის გინდა.უკეთესი ძნელი მოსაძებნია.- მართლადა, ეს რა მომივიდა, რომ ქუჩის ბიჭს დავჭიდე, -ფიქრობდა ჰუსეინ-აღა,- მაგრამ ესეც კარგია, დარწმუნებული მაინც ვარ საქონლის სიკარგეში... ასი და ორასიყურუში ჯანდაბას! - გულს იმაგრებდა აღა.- ეფენდი-ალი! - მიმართა აღამ და თითები უჩვენა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!