10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

უსვამდა. - ნეტავ რისთვის ტიროდა?- მისი სისულელე! გზაზე ერთ ტყვე დედაკაცს გადაეკიდა, - გინდათ თუ არა, იმასგამაყოლეთო. გიჟია ეგ ოხრის შვილი? ის დედაკაცი ჩოფურა ზაიდოლასი იყო.ჩამოვედი თუ არა გემიდან, ის დედაკაციც და მეორე ტყვეც იმ კაცმა ანდრიანოპოლელვაჭარს მიჰყიდა და მყიდველმა ნაყიდი ტყვეები, რა თქმა უნდა, თან წაასხა. ამანაციმათკენ გაიწია, და, რომ არ გავუშვით, დაუღია პირი და ბღავის...ჰუსეინ-აღა დაფიქრდა.- კარგი, კარგი! - ჩუმად ჩაილაპარაკა მან. - ეხ, მახმუტ, მახმუტ. შენისთანა ბიჭსროგორ არ გრცხვენია, რომ ტირი. - აღამ აუჩქარებლად ხალათის ჯიბეში ხელი ჩაიყო,მუჭით ჩამიჩი ამოიღო და ბავშვს გაუწოდა.ბავშვმა საჩქაროდ ორივე მუჭი ერთად გაუშვირა, ნაწილი ჩამიჩი უბეში ჩაიყარადა ჭამას შეუდგა.ირგვლივ სიცილ-ხარხარი ასტყდა.ჰუსეინ-აღამ ბავშვი გასინჯა - მკლავში ხელი მოუჭირა, პირი გაუღო დაკბილებში შეხედა, შეანჯღრ-შემოანჯღრია და სახეზე კმაყოფილების ღიმმაგადაურბინა.-კაი აგებულობის ბიჭია! წმინდა სამამელუკოა, - უთხრა ეფენდი-ალიმ.ჰუსეინ-აღამ ცბიერად შეჰხედა და ტუჩები ჩაიკვნიტა.- საგანგებოდ მომიყვანია სალეკ ეფენდისათვის. საცაა, ალბათ, ისიც გამოჩნდება,- დინჯად ამბობდა ეფენდი-ალი.ჰუსეინ-აღამ ორ აზროვნად გადახედა, თითქოს ეუბნებაო: ხომ იცი, შვილო,ორთავენი ვაჭრობის ძაღლები ვართ, ჩვენ შორის მაინც ტყუილი რაღა საჭიროაო.- კეთილი, კეთილი, ეფენდი! - დინჯად მიუგო მან და ბავშვი ხელახლა უფროდაკვირვებით გასინჯა. მერე ცოტა ხანს დაფიქრდა.- შენ, პაწიავ, ჭიდაობა იცი? - ტკბილად მიუბრუნდა ჰუსეინ-აღა.ბავშვმა ვერ გაიგო შეკითხვა. სხვებმა გააგებინეს. მაშინ ბავშვმა საჰოიოდ თავიდააქნია.- კარგი. მაშ, ეფენდი, მოდი, დავჭიდოთ ვისმე.- რას დავეძებ, - მიუგო ეფენდი-ალიმ. - ვის დავჭიდოთ? ტყვეთაგანს?- არა, არა, ქუჩის ბიჭს... აბა, გაიქეცით, მომგვარეთ ვინმე, - სთქვა აღამ.მეთვალყურენი აქეთ-იქით ეცნენ და ცოტა ხნის შემდეგ თორმეტ-ცამეტი წლისოსმალო ბიჭი მოიყვანეს.- ეს შესაფერი არაა! - ითაკილა, ეფენდი-ალიმ. - ეს ხომ დიდია!- მახმუტ, დაეჭიდები მაგას? - დაეკითხა ჰუსეინ-აღა.ბავშვმა გაუღიმა და თავი დაუქნია. ეს მისი თითქმის პირველი ღიმილი იყო იმუბუდური ღამის შემდეგ.- შენ თუ მაგას დასცემ, აი შენი საჩუქარი, - შეაგულიანა აღამ და ჯიბიდანვერცხლის ფული ამოიღო.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!