10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- ეჰ, მაგ ლამაზი ქალების დავიდარაბას კარგა ხანია თავი დავანებე, ჩემო ეფენდი.ზარალია, სწორედ ზარალი მათი ყიდვა-გაყიდვა. დღეს შეჰხედავ, ლამაზია, ლოყაბროწეულის მარცვალივით უღუის, ახალ გაშლილ ვარდს ჰგავს, ხვალ შეხედავ,მომაკვდავს დამსგავსებია... ზარალია, ზარალი... მე ახლა ქალების დავიდარაბის თავიარა მაქვს... ეხ, ეფენდი, ხათრი, ჯანიც არ არის საიმისო. ყოველ საქმეს თავისი დროჰქონია... გული მოდრკა, მოდუნდა, სიბერე შემეპარა... მე ახლა, ჩემო ალი-უსუფ, მიწისმუშები მინდა და, თუ რიგიანი ვიშოვნე, მეომრები... სამწუხაროა. ალლაჰს ვფიცავ,გურჯისტანში ტყვეთა ყიდვა-გაყიდვის საქმე ასე რომ შეფერხებულა. წინათაც მქონდაიქაური ამბები გაგონილი...- რა ვქნათ, აღა რაც არის, ის არის. ალლაჰის მადლით ცოტ-ცოტა მაინც გვყავს,დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც...- ალლაჰის მადლით, ალლაჰის მადლით! - ამბობდა ჰუსეინ-აღა და ტყვეებსათვალიერებდა. გაიარ-გამოიარა ტყვეებს შუა, გახედ-გამოხედა, ზოგი გასინჯა, ზოგსდაელაპარაკა, - კარგი, კარგი, ძლიერ კარგი, მაგრამ ძლიერ ცოტაა. ასეთი ქესატობა ჯერმართლაც-და არ მინახავს, - აუჩქარებლივ ამბობდა ჰუსეინ-აღა და ოქროთითავმოჭედილ ჯოხს მიწაზე ახაკუნებდა.უეცრად მისი ყურადღება რაღაც ხმაურობამ მიიპყრო.- გაჩუმდი! გაჩუმდი, შე კისერმოსატეხო, თორემ სულს გაგანთხევინებ! რამიზეზიანი რამ ყოფილა ეგ ღორის შვილი! - უჯავრდებოდა ვიღაც მტირალ ბავშვს.ჰუსეინ-აღას გამოცდილ ყურებს ეს არ გამოეპარა.- ეს ვინ ტირის იმ ფარდულში, ეფენდი-ალი? - დაეკითხა ჰუსეინ-აღა. - ის ტყვებიჭი იქნება.- ჰა, კიდევ ტირის მაგ წყეული! - თავისთვის ჩაილაპარაკა ეფენდიმ, - ტყვე ბიჭია,დიახ, კისერმოსატეხი. ხომ მოგეხსენებათ მაგათი ჯინიანობა, აიტეხა რაღაც მიზეზი დაარ ცხრება.- შეიძლება ვნახო?- აქ მოვაყვანინებ, აღა! აღმოსხით, აქ მოიყვა ეგ გიაურის შვილი. ჰა, კიდევ არგაჩუმდა?ბავშვი გამოიყვანეს.ჰუსეინ-აღას ჭრელი ტანისამოსის და თოვლივით თეთრი დოლუბანდისდანახვაზე ბავშვი მართლაც გაჩუმდა.- რისთვის ტირი, ბიჭუნია? ტირილი როგორ გეკადრება, - ტკბილად უთხრა აღამდა თავზე ხელი გადუსვა. ბავშვმა გაოცებით შეხედა. ოსმალოთგან ცემისა, გინებისა დაყვირილის გარდა, ასეთი ტკბილი სიტყვა ჯერ არ გაეგონა.- გურჯია, არა?- გურჯია. ფოთის ფაშისაგან საგანგებოდ ვიყიდე, - მიუგო ეფენდიმ.- სახელი რა ჰქვიან?- მახმუტ!- მახმუტ? მახმუტ! კარგია, კარგი! - ამბობდა ჰუსეინ-აღა და თავზე ხელს

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!