10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- უკაცრაოდ, ბატონო, ღმერთო მომკალი... დასაპატიჟებლად არა ვღირსვართ შენთავს და ამ გადაშთერებულმა ყაზახმა სად მომიყვანა შენი თავი, ჩემო ბატონო, -ებოდიშებოდა სტუმარს ტაგუიას ცოლი მზეხაც.- როგორ გეკადრება, ძიძა, ამისთანა სიტყვები, ამ სუფთად გაკეთებული ბაიასფერღომს და თოვლი “ატატია”-სავით თეთრ ყველს მე კი არა, დადიანის შვილი არდაიწუნებს. ღმერთმან ეს არ მოგვიშალოს და სხვას ნუღარ სწუხარ, ჩემო გამზრდელოძიძა. ამისთანა ჭამას აქვს გემო, - ამბობდა სტუმარი და ლუკმას ლუკმაზე ანელებდა.- რომ მცოდნოდა, ქათამს მაინც გავაკეთებდი, ნეტავ გამაქვავოს...- ერთი შენც ახლა, დედაკაცო, ქათამი კი არა, კვერცხი არ გინდა! რაც გვაქვს, ისარის, - ამბობდა ტაგუია. - მურზაყანი ჩვენია, არ დაგვძრახავს. ღომი და ყველი კი არა,მარტო ღომის ქერქის მეტი არაფერი მქონდეს, თუ კი ეს ღვთივკურთხეული მექნება, -მიუთითა ტაგუიამ დოქზე, - კაცის დაპატიჟების სრულებით არ შემრცხვება, თუ გინდუფლისწულიც მომადგეს კარებზე.- მართალია, მართალი, ჩემო ტაგუია, საცა ღვინოა, იქ ყოვლისფერია. ჩინებულიღვინო დაგიყენებია სწორედ. შენ ყოველთვის კარგი ღვინოს დაყენება იცოდი. წმინდაოჯალეშია განა?- აბა, მურზაყან. როგორ მოგატყუილო, ბიძიჩემის უტასი და ბიცოლაჩემისთათიას გაზრდილი ხარ. აზნაურიშვილი ხარ, ღვინოს გამოცნობა კარგი იცი. შვილებსგეფიცები, ოჯალეში, მართალია, კი ურევია, მაგრამ დიდად მეტი წილი პანეშია.- მამაჩემის სულს გეფიცები, ეს ღვინო ოჯალეშს არ დაუვარდება. ღვინოს,მართალს ამბობ, გვარიანად გამოვიცნობ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვინც გინდა მოიყვანე,ამ ღვინოს ოჯალეშად ჩააგდებს.- შენი ჭირიმე, ა? მურზაყან! - გამხიარულდა მოხუცი. - წმინდა ოჯალეშისამიქელ-გაბრიო ლაგვანში1 მაქვს ჩასხმული. დაილოცა მისი სახელი! ამ ნამარიობებსმინდა მოვილოცო. მაშინ რომ მეღირსებოდეს შენი თავი, ის იქნება ღვთის წყალობა,თორემ ახლა რაა, მართლაც და ამ ჩვეგერე დედაკაცისა არ იყოს, დასაპატიჟებლად ვინმაღირსებს შენს თავს და ახლა კი ამ ჟვერს მოგიჯდინე, სწორედ თავხედობაა, მაგრამ...- სწორედ, სწორედ დიდი თავხედობაა, - გააჯავრა სტუმარმა. - კაცო, ესაფხაზური ბოდიში სად გისწავლია! საქმე კეთილი გულია და არა ბევრი ხორცეულობადა ხის ფართე ტაბაკი. მე კი, მართალს თუ მათქმევინებ, ასეთი გემრიელი საჭმელიერთიხანია არ მიჭამია. თქვენ გვაროვნობით მოგდევთ პურმარილიანობა. თქვენ მიერმითავაზებული მწარე ბოლოკიც გემრიელია... ჩემო ბაბაია. ტაგუია, - სთქვა სტუმარმადა ღვინით სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა. - ღმერთმან და წმინდა გიორგი ხორციელმაგიცოცხლოს ჯერ შენი თავი და მერე შენი ცოლ-შვილი. ყოველგვარ ალიან-ჩალიანსაგაცდინოს... ფო...ფო...ფო!. ამაზე უკეთესი ნამდვილი ოჯალეშიც ღმერთმადასწყევლოს! ან რა ფერისა დამდგარა, თითქოს გაწურული ბრეწოულიაო. შენ რომმიგისხა, იმ ვაზის ძირს ვენაცვალე, - სთქვა სტუმარმა, როცა ჩალამი დასცალა.- სწორედ ვენაცვალე, - კვერი დაუკრა ტაგუიამ...- მოიცა, ტაგუია, ეს პატარა ბიჭიც შენია, არა?- დიახ, ბატონო, ეს ჩემი ბაბაია გახლავს, - მიუგო ტაგუიამ და მოალერსეთვალებით ბიჭს გადახედა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!