10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

დავამშვიდე, - მოახსენა ერთ-ერთმა მეთვალყურემ.- რომელი?- აი პატარა ბიჭი, ფოთის ფაშამ რომ გიფეშქაშა, ხვიჩა რომ ჰქვიან.- რის ხვიჩა! - გაჯავრდა ეფენდი, - მე ხომ მაგას მახმუტი დავარქვი, მახმუტიდაუძახე განა კიდევ ტირის?.. მიფეშქაშა!.. ისე ამდგარა დილა ადრიან ფოთის ფაშისგვერდები, რაც მე იმან რამე მიფეშქაშოს! კარგი ფეშქაშია, შენ არ მომიკვდე... იმისფასად, რაც მე მაგას საჩუქრები მივართვი, ხუთ ტყვეს ვიყიდიდი... რა მინდაო, ბიჭო, რაატირებს?- თავს იკლავს, რატომ ზაიდოლას დედაკაცს არ გამაყოლეთო.- ვა, გაგიჟდა? ხუმრობს თუ! ერთი მაგ ლაწირაკს უყურე და! ბიჭო, ხომ არ შიან?- თავზე საყრელს ვაძლევ, ეფენდი, მაგრამ დღეს პურისთვის ზედაც არშეუხედავს. გემიდან გამოსვლისას, შენც კი უყურებდი, ეფენდი, კინაღამ ზღვაშიგადიჩეხა. ამსიმსხო კაცმა ძლივ-ძლივობით დავიმაგრე. ისე ღონივრად გამწია მაგსარივით წვრილმა ბიჭმა, რომ ჯაფარა არ მომშველებოდა, ორთავენი ტყლაშუნსმოვადენდით წყალში.- ჰა, შეჩვენებული! ეგ სულ მაგ ზაიდოლას გაღიზიანებულია. მაგის ოინებსეშმაკიც ვერ გაუგებს თავბოლოსა. არ გამიკვირდა? ჯერ კიდევ გზაშივე ჩამაცივდა, ბიჭიმომყიდეო. არ ვყიდი-მეთქი. ორ დიდრონ ტყვეს მოგცემო, კაცო, თავი დამანებე-მეთქი.ის მასწავლის, რომელ ტყვეს რა ფასი აქვს?- მართლაც და, იმ ზაიდოლას ტყვე დედაკაცს ძლიერ შეეჩვია ბიჭი. გემზე სულმასთან იყო. ერთმანეთს რომ დავაშორეთ, ის ქალიც საშინლად ატირდა, თითქოსსაკუთარ შვილს აშორებენო.- ეხ! რაღა დროის მაგისთანებია! დალოცვილები, მაგათი გულის ასაყოლად ვის-ღა სცალია... მაშ, დღეს პური არ უჭამია? ეს სასიამოვნო ამბავი ვერ მითხარი სწორედ...სახეზედაც ძლიერ გამხდარი იქნება.- არც ისე, მაგრამ...- სალამ-ალეიქ, სალამ-ალეიქ ჩემს ალი-უსუფს! როგორა ხარ? მე და შენ ხომმუდამ უნდა ვიცხოვროთ, - გაისმა ჰუსეიმ-აღას ხმა, - რა ცოტა ტყვეები ჩამოგიყვანია,ეფენდი, გურჯისტანიდან. რა ამბავია? შარშანწინ, მახსოვს, ამ მოედანზე არ ეტეოდნენდა წრეულს საგანგებოდ უნდა ეძებო, რომ შეამჩნიო.- ეხ, აღაჯან! გურჯისტანში არ მიდის საქმე კარგად, იღვიძებენ, მგონია,გიაურები. რაც ჩამოგვიყვანია, ისიც დიდის წვალებით, რჯულის მადლმა. მთელდასავლეთ გურჯისტანში ახლა ერთი კავშირია იმერთა მეფის სოლომონისმეთაურობით. შეიტყობდით რა სირცხვილი აჭამა მაგ ურჯულომ მაჰმადის სახელს, რასაშინლად დაამარცხა მართლმორწმუნეთა მხედრობა... ისე გაძლიერდა, რომ ყველამთავრები, ბეგები, თუ აღები მის სახელის გაგონებაზე კანკალებენ... ტყვეთაგამყიდველებს სასტიკად სდევნის, მოურიდებლად თვალებსა სთხრის...- სამწუხარო, ძლიერ სამწუხაროა, ფადიშაჰის დღეგრძელობამ, - დარბაისლურადსთქვა ჰუსეინ-აღამ.- ლამაზი ქალები ხომ თავის წონა ოქრო გახდა, - განაგრძო ეფენდი-ალიმ.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!