10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მოუტაცნიათ.- თათრებსა?- რის თათრებს, ვაჟო, ჩვენებურებს! იქნება იმ ხუცის მეზობლებიც იყვნენ.- ჰაი დედასა, - თავს იქნევდა რეზო.- თათრები ახლა, ბოშო, ჩვენში ბევრს ვერაფერს გაბედავენ. ისევ ჩვენიანებიიკლებენ ქვეყანას. მელა-ტურასავით დაეხეტებიან დაუნდობლები და, თუ სადმემოხერხებულ ალაგას მოიმწყვდიეს ვინმე, შებორკავენ, პირში ბურთს ჩასჩრიან დაოსმალებთან მიჰყავთ. აშკარად ახლა ჩვენებიც ვერაფერს გაბედავენ. მეფემ რომშეუტყოს, თვალებს დასთხრის.- სხვა არა მინდა რა, ერთი ეს ვიცოდე... ცოცხალია თუ არა მარკოზ ხუცესი, -ტირილით სთქვა ბავშვმა.- ბიჭო, შენ რომ მოგიტაცეს, არაფერი დაიძახა?..- ერთი კი დაიკვნესა და ჯორიდან გადმოვარდა... სხვა არაფერი დაუძახნია...ბნელი ღამე იყო... მე დამიჭირეს... სხვა არაფერი მახსოვს.- მოჰკლავდენ ის უსვინდისოები, - უკმაყოფილოდ თავი ჩაიქნია რეზომ, - კაცირომ გამხეცდება, ნადირზედ უარესია... ჩვენში კი, ქალო, მეფე ერეკლეს საბრძანებელში,ემაგისთანები ვის გაუგონია. ყმის ტყვედ გაყიდვას იქ ვინ გაბედავს. მე სულშემთხვევით მოვყევი, გაუწყრა ღმერთი... მე ბორჯომის ხეობიდან ვარ. შარშან ზაფხულახალციხის მთებში მოვყევი და იქ სულ უცაბედად ურჯულოთ ხელში ჩაუვარდი... ეეხ!დამშვიდდი, ქალო, - ლმობიერად უთხრა რეზომ... - აი ეს პური გაღეჭე, ათასიც რომვიდარდოთ და თავში ქვა ვიხალოთ, ვერას გავხდებით. ჩვენი საქმე მორჩომილია.ქალმა პურის ნატეხი ნელა გამოართვა და რეზოს შეხედა. რეზო ოდნავგაფითრებული იყო.- დიდი მადლობელი ვარ შენი, რეზო, - მორცხვად ჩაილაპარაკა სალომემ, - გუშინშენ არ ყოფილიყავი... - ქალმა სიტყვა ვერ დაამთავრა, ტირილი მოერია და ლეჩაქითვალებზე მიიფარა...- ნუ გეშინია, ქალო, - მტკიცედ უთხრა რეზომ, - სანამ პირში სული მიდგა,შენთვის ხელს არავის ვახლებინებ. - ქალმა თავი მაღლა აიღო, ლეჩაქს გადასწია, მათერთმანეთს შეჰხედეს და ორთავეს სახეზე ღიმმა გადაურბინა.- ნეტავ როდის მოეღება ბოლო ჩვენს ტანჯვას. ამ საზიზღარ გემს მაინცმოვშორდებოდეთ როგორმე! ვნახო ქე მაინც ჩემი საბოლოო ბედი... ალბათ, სადმეადამიანებთან ვიქნები... ხეზე ხომ არ ჩამომკიდებენ... თუ გინდ ჩამომკიდონ,დამახრჩონ, ოღონდ ამ დამცირებას, ამ შეურაცხყოფას, რასაც ამ გემზე გვაყენებენ,მოვშორდე.- გადავრჩებით, გადავრჩებით, ქალო, - მოწყენით მიუგო რეზომ. - მეზღვაურებიამბობენ: თუ ზღვა ძლიერ არ გაფუჭდა, ორ-სამ დღეში მივალთ სტამბოლშიო. ეეხ.სახარბიელო იქაც არა ყრია რა! აქ ჩვენ ენაზე ხმას მაინც ვცემთ ერთმანეთს, იქ კიგაგვთიშავენ და სააღდგომო ბატკნებივით თითო-თითოდ დაგვყიდიან.- ვაიმე, ეს სრულებით არ გამხსენებია! - მწარედ წამოიძახა ქალმა და რეზოსთვალებში შეაჩერდა, - მერე ისე ვერ მოხერხდება, რომ ერთმანეთს არ დაგვაშორონ...

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!