10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

გამოიჭიმა. ხელში ორი მრგვალი პური ეჭირა.ქალი შეკრთა, წამოწითლდა და თვალები ძირს დაჰხარა.- შენ რად სწუხდები... მეც... - არეულად მიუგო ქალმა.- შესაწუხებელი რა მაქვს. შესაწუხებელი რეზოს გუშინ ჰქონდა, როცა შავი დღეადგა, თორემ დღეს რა მიშავს. ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, ისე მომივიდა,ქალო სალომე, - აღტაცებით ამბობდა რეზო. - გუშინ, მართალია, ცოტა ამიწვეს ზურგისკანი მაგ ძაღლებმა, მაგრამ სამაგიეროდ დღეს ჩემმა ბატონმა ერთის მაგივრად ორი პურიმომცა. შემდეგშიაც დამპირდა, ყოველ დღე ორ-ორ პურს მოგცემო... ვერ გამიგია! მედამტუქსავდა მეგონა, ის კი ისე მომეფერა, რომ... გაოცებული ვარ! გამიხმო ცალკე და,ყოჩაღ, ყოჩაღო, მეუბნებოდა და ხელს მხარზე მიცაცუნებდა... საცა თავისი დაიკვეხონ,იქ ჩემიცა სთქვან მაგ წუნკალებმა, - თავისთვის ჩაილაპარაკა რეზომ, პურის კარგამოზრდილი ყუა მოსტეხა და ბავშვს გაუწოდა.- ჰა, ხვიჩა, შვილო, ჭამე! - ტკბილად უთხრა მან, - შენ კიდევ არა გიშავს რა, ჯერპატარა ხარ. ახალ ადგილას, ხალხს და ენას შეეთვისები. ვინ იცის, შვილო, რა კარგიბედი გიძევს წინ. შეიძლება ისეთი კაცი გახდე, რომ შენ სახლში ისეთი კაცობასიზმარშიაც არ მოგლანდებოდეს. ჩვენი საქმე უნდა იკითხო, ჩვენ უბედურების! ათასიწელიც რომ ვიცოცხლო, ოქრო-ვერცხლში რომ ვიჯდე, მაინც როგორ დამავიწყდება ჩემისახლ-კარი, ჩემ მიერ დამყნობილი, ყოველწლივ აუარებელ ნაყოფის მომცემი ხეხილი...ჩემი პატარა, ერთი ბეწო ნუცა... პატარა დოქით წყალს რომ ამომიტანდა ბაღში დათავისი მოტიკტიკე ენით დამიძახებდა, “მამა, მამა, ტყალი მოგიტანეო...” ვაი,მოგიკვდეს, შვილო, მამაშენი, - მკერდში ხელი ჩაიკრა ვაჟკაცმა და თვალებიდანმსხვილი ცრემლები გადმოუცვივდა...- ნანა, შვილო, მოგიკვდეს დედაშენი! - მწარედ დაჰკვნესა ქალმაც.ხვიჩაც ატირდა. თვალებიდან ლოყებზე ნაკადულად წამოსული ცრემლებინიკაპთან ერთდებოდა და მსხვილ-მსხვილ წვეთებად პურის ყუას ეცემოდა.- ე... ეხ! მინდოდა რამე სანუგეშო მეთქვა, - თავშეკავებით სთქვა რეზომ, - მაგრამმაინც სამწუხაროზე გადავედი. ჩვენი მდგომარეობა ისეთი საცოდავია, ისეთი უმწეოა,რომ რაც გინდა გამაგრდე, მაინც საკაეშნოზე უნდა გადახვიდე, მაინც ცრემლით დატირილით უნდა გაათავო.- რეზო, ღმერთს გეფიცები, - თან ტირილით, თან ბრაზით წარმოსთქვა სალომემ,- პირდაპირ თათრებს მოვეტაცე, იმდენს არ ვინაღვლებდი. გულს ის მიკლავს, კაცო, ისვერ მომინელებია, რომ ისევ ჩვენებმა, ჩვენმა ნათელ-მირონებმა მიღალატეს. ყოვლადწმინდაო, ნუ მისცემ ნურაფერს სიკეთეს და წარმატებას თავად ალმასხან წვერაძეს დამის ჩამომავალს... ოოხ! შხამად შეარგე მას ჩვენი პურ-მარილი...- თავადის სახლში თუ მოხვდი, ქალო, რა გამიკვირდება, არ დაგინდობდა, -მიუგო რეზომ, - ჰაი დედასა, მძინარე მომიმწყვდიეს მთაში, თორემ მე მაგათ დედასაუტირებდი, მაგრამ რაღა დროსია! მადლობა ღმერთს, ეს ყოფილა ჩემი ბედისწერა!..- ეს საცოდავი ბავშვი ორჯერ არის მონატაცები თურმე, - ამბობდა სალომე, -ერთხელ დედ-მამის სახლიდან და სანამ თათრებს ჩაუვარდებოდა ხელში, ვიღაცღვთისნიერ ხუცესს გამოუსყიდნია და თავის სახლში დაუნარჩუნებია. შვილივითეპყრობოდა თურმე, ზრდიდა, ასწავლიდა, თვალიდან არ იშორებდა, სულ თანდაჰყავდა თურმე. მაგრამ უღმრთოები ღამე გზაზე მიმავალს თავს დასხმიან და ბავშვი

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!