10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ერთი ჭკუაზე მოდი, და! - წამოჭარხლდა იბრაჰიმი - ჩემი კი არა, თუმათქმევინებ, შენი ოინებია. ორი წუთი კიდევ რომ დამცლოდა, შენს ახალციხელსნარდში მოგიგებდი...- მე მითხოვნია, შენმა მეთვალყურეებმა ჩემს ტყვეებს ხელი არ ახლონ, - ყვიროდაზაიდოლა და ქამარში ჩარჭობილ ფიშტოს მალ-მალ სინჯავდა.- გაგონილა? იწამეთ ალლაჰი! - ცხარობდა თავის მხრივ იბრაჰიმი. - კაცნო, ვერგამიგია, რა ოინებს მწამებს ეს ადამიანი! ჩვენ ნარდს აი, იქ, გემის დარბაზშივთამაშობდით, ფეხი იქიდან არ მომიცვლია...- ერთი ახლა თქვენცა... როგორ გეკადრებათ, სოვდაგრებო! - ჩაერია გემისუფროსი. - პირველად მეც ტყუილად ავჩქარდი. სრულებით დამავიწყდა, რომ ესგურჯები დაუცხრომელი ხალხია და მათთან სიფრთხილეა საჭირო. ღვთისგულისთვის, დაარიგეთ მეთვალყურეები, თორემ ხუმრობა იქით იყოს და ნუგავაღიზიანებთ, თორემ საშიშია. როგორ გგონიათ? არ ყოფილა მაგალითი, რომ ტყვეებსგემი დაეღუპოთ?- აი ჭკუა! მაშინ რად არ გახსოვდა, როცა ხალხს ტყვეების საცემრად იწვევდი? -დინჯად შენიშნა ეფენდი ალი-უსუფმა. - შენც ფიცხი კაცი ხარ. იცოდე, არავითარსაქმეში აჩქარება და აღელვება არ ვარგა. რამდენს მეტს იყვირებ და იშფოთებ, იმდენსუფრო გააფუჭებ საქმეს. მეთვალყურეებს სასტიკი ბრძანება უნდა მივცეთ,დედაკაცებთან განსაკუთრებით ძლიერ თავდაჭერილად იყვნენ. მივიდეთ, ბატონო,სტამბოლში, ფეხი დავდგათ დედამიწაზე და მერე, ვისაც როგორ მოესურვოს, შენსტყვეს, თუ გინდ სცემე, თუ გინდ ტყავი გააძრე, ვინ გიშლის? იქ ქე მაინც, შენ მიერჩადენილ საქმეზე შენვე აგებ მარტო პასუხს. აქ კი, შე ოხერო, რას ამბობ, ერთი მრუდედგადადგმული ნაბიჯით შეიძლება თავიც დაიღუპო და ამოდენა ხალხიც დაღუპო.ალი-უსუფმა გემის უფროსთან ერთად ტყვეები დაიარა, ზოგს უსაყვედურა, ზოგსმოეფერა, ზოგს დაემუქრა და ერთი-ორი საათის განმავლობაში ყველანი დაამშვიდა.თამამად აპობდა ხომალდი ზღვის ტალღებს და წინ მიეჩქარებოდა. მაისის მზემგამოანათა და ერთნაირი პირუთვნელი ღიმილით მიესალმა ზღვასაც, გემსაც დაბედკრულ ტყვეებსაც.გუშინ ჰასან მეთვალყურის მიერ შეურაცხყოფილი ქალი ჩვეულებრივ ანძასთანიჯდა. თავზე გადაგდებული ლეჩაქი პირისახეს სანახევროდ უფარავდა. დღეს ის არტიროდა, მხოლოდ მოწყენილი გაჰყურებდა თვალუწვდენელ ზღვის სივრცეს.მის გვერდით ათიოდე წლის ბიჭი იჯდა და გამხმარ პურის ქერქს კვნეტავდა.ბავშვს ტირილისაგან თვალები ჩალურჯებოდა, სახე ძლიერ გამხდარი ჰქონდა.თავისებური მოგრძო ცხვირი და ნიკაპი მოგაგონებდათ, რომ ეს ის ხვიჩა იყო, რომელიცასე ვერაგულად მოიტაცეს უცნობებმა შავი ღელეს პირას და იმავე ღამეს ფოთის ფაშასმიჰგვარეს. ფოთის ფაშამ კი ბავშვი ეფენდი ალი-უსუფს უფეშქაშა. გემზე ასვლისთანავებავშვი ქალს მიეჩვია და არ შორდებოდა. ალი-უსუფსაც ჯერ-ჯერობით ამისსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.- კიდევ გინდა ქერქი? - ალერსიანად დაეკითხა ქალი ხვიჩას.XI- ქერქი კი არა, რბილ პურს მივცემ, - გაისმა ხმა და მათ წინ ახალციხელი

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!