10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მოცვივდნენ მეთვალყურეები და უწყალოდ მოურთეს შოლტი მოჩხუბარ ტყვეს.გამწარებულმა ხელი გაიქნია. სწვდა ერთ-ერთ მეთვალყურეს, წაართვა შოლტი დათვითონაც გადუჭირა მარჯვნივ და მარცხნივ. რა თქმა უნდა, ტყვესაც ბევრი მოხვდა,ნახევრად ტიტველი ზურგი ბევრგან ლურჯად აებურთა, მაგრამ ორი-სამი მეთვალყურემაინც კიდევ მიაწვინა. ამის შემყურე დანარჩენმა ტყვეებმაც ვერ მოითმინეს,წამოიშალნენ, დაავლეს ხელი რაც მოხვდათ...ჩქარა გემის უფროსი, ვაჭრები და სხვა შეიარაღებული ბიჭებიც გამოჩნდნენ.- რა ამბავია? რა მოხდა? დაწყნარდით, დაშოშმინდით! -იძახოდა ალი-უსუფი.მათ დანახვაზე ტყვეები ცოტ-ცოტად დამშვიდდნენ.- აი ამან, აი ამან, ეფენდი! - უთითებდა ერთი მეზღვაური ოფლში გაწურულზურგ გასისხლიანებულ ტყვეზე, ამან ასტეხა ჩხუბი, მეთვალყურე ჰასანს სულცხვირიდან ძმარი ადინა.- ეს ხომ ზაიდოლას ახალციხელია! - გაისმა რამდენიმე ხმა.- უეჭველია, მაგი იქნება ამბოხების თავი... - ყვიროდა იბრაჰიმ. - დაჰკათ მაგასასი შოლტი!..- მოიცა, ნუ ჩქარობ, გავიგოთ, რაშია საქმე, - აუჩქარებლად წარმოსთქვა ალი-უსუფმა.- ასი კი არა ორასი უკვე დაურტყამთ... მიზეზი უნდა ვიცოდეთ, - უკმაყოფილოდამბობდა ზაიდოლა.- რაც გინდა იყოს, ასეთი მოვლენა გემზე მოსათმენი არაა! ერთი ორი ჩემიმეზღვაურთაგანიც ნაცემია, - ყვიროდა გემის უფროსი...- შფოთის ამტეხს და უნამუსოს რატომ ორასიც არ ერგება? - დაიყვირამოთმინებისაგან გამოსულმა ერთმა ჭაღარა ტყვემ. - ოსმალებო, თავს ნუ ირცხვენთ!უსამართლოდ ნუ ირჯებით! გვაკმარეთ ამდენი დამცირება, თორემ იცოდეთ, ჩვენცდავიღუპებით, მაგრამ თქვენც ამოგაყოფინებთ თავს ამ ზღვის უფსკრულში!სულერთია, რაღა დაგვრჩენია ამის მეტი! მაინც დაღუპულნი არა ვართ? ღვთისა დაკაცისაგან განწირულნი და მოძულებულნი!ჭაღარას სხვებიც მიჰყვნენ. ქალმა და კაცმა, დიდმა და პატარამ, ყველამ თავიწამოჰყო.- დაე ყველას სათითაოდ ყელი გამოგვჭრან. რა დაგვკარგვია, ამ ქვეყნისა მაინცხომ აღარა ვართ! - ყვიროდნენ ტყვეები.- დაჩუმდით! დაწყნარდით! გამაგებინეთ, რაშია საქმე? იძახოდა ალი-უსუფი,მაგრამ არც ისე ადვილი იყო მოთმინებიდან გამოსულ, გააფთრებულ ტყვეთადაცხრობა. როგორც იყო, ცოტ-ცოტად გამოირკვა შფოთის ატეხის ნამდვილი მიზეზი.- არც ასე შეიძლება, ალლაჰს ვფიცავ, - დინჯად ამბობდა ალი-უსუფი,-ყოველნაირ საქციელს საზღვარი უნდა ჰქონდეს... ამ შემთხვევაში ჰასანი შემცდარია.დედაკაცს ისე აშკარად, ისიც დღისით, ამგვარად არ უნდა მოპყრობოდა.- მოპყრობოდა კი არა, ხელითაც არ უნდა მიჰკარებოდა! ცხარობდა ჩოფურა. -ჰასან ხომ ჩემი მეთვალყურე არ არის! რა უფლების ძალით ერეოდა სხვის საქმეში?მაგრამ ვიცი, ეს სულ იბრაჰიმის ოინებია!

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!