10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

სუფთა, შინ მოქსოვილი ბამბის კაბა. თვალებზე ლეჩაქი ჩამოეფარა და თითქმის სულტიროდა.ტიროდნენ და მოსთქვამდნენ სხვებიც. ოხერი კაცის გული ყოველგვარმდგომარეობას, ყოველგვარ უბედურებას შეეგუებ-შეეთვისება. ზოგმა უკვე გამოიტირათავისი თავი. ინაღვლა, იტირა, თავი ქვას ახალა... ბოლოს ხელი ჩაიქნია და მომავალსგულგრილად დაუწყო ყურება.განსაკუთრებით ჩქარა შეეჩვივნენ თავიანთ ახალ მდგომარეობას ახალგაზრდები.თავდაპირველად ისინი სხვებზე მეტს სწუხდნენ, ბღაოდნენ, ხელებსა და ფეხებსაქნევდნენ, მაგრამ ისევ ჩქარა დამშვიდდნენ და ჩქარა სიცილ-თამაშიც დაიწყეს, თუმცახანდისხან გადაეკვროდა ბინდი მათ პირისახეს, გაახსენდებოდათ მშობლები, სახლ-კარი, სამშობლოს ველ-მინდვრები, აუტოკდებოდათ ახალგაზრდა გული, აემღვრეოდათთვალები და ცრემლი, ცრემლი, ერთადერთი მათი ნუგეში, კამკამით ჩამოვარდებოდაიმათ ლოყა-ნიკაპზე.- ჰასან, რა ვუყოთ, სულ ტირის და ტირის ის წყეული ქალი? მესამე დღეა, რაცფოთი დავტოვეთ, და კიდევ არა ცხრება ის გიაურის შვილი, - სიცილით უთხრა ერთმამეთვალყურემ მეორეს, - რჯულის მადლმა, ყურთასმენა წაიღო მაგის მოთქმა-წუწუნმა.- გინდა, დავამშვიდო? მაგის ვაი-ვუი მეც არ მაძლევს მოსვენებას. წუხელ ისეთდროს გამომაღვიძა მაგის გოდებამ, ისეთი კარგი სიზმარი გამაწყვეტინა, რომ კინაღამმივედი და გადავუჭირე ეს ჩემი მათრახი.- ალბათ, ქმარი თუ აგონდება. ო... ხო, ხო, ხო!.. - უშნოდ დაიღრიჯა ოსმალო.- ჩვენ აქ რა ვართ? ვითომ ჩვენზე უკეთესი ვაჟკაცი იქნებოდა მისი ქმარი?მართლმორწმუნე პირისახით რაც გინდ უშნო იყოს, გიაურს მაინც სჯობიან, - ამაყადწარმოსთქვა ჰასან მეთვალყურემ და მტირალ ქალს მიუახლოვდა.- ეი, შენ, ჰაანუმ! ა, ჰაანუმ! თირილი რა თირილი, გაჩუმდა, გაჩუმდა... შენი არ...ესმის? - დამტვრეული ქართულით მიუბრუნდა ოსმალო მტირალ ქალს.გაოცებულმა ქალმა პირისახეზე მიფარებულ ლეჩაქს გადასწია და შავგვრემანი,ცრემლით დანამული თვალებით ოსმალოს შემოხედა...ვნებათა ღელვით გაბრუებულმა ჰასანმა ერთი ხელი ქალს მხარზე უბოდიშოდდაადო და მეორე ძუძუებისაკენ წაიღო.ქალმა შეჰკივლა, მოძალადეს ხელი ხელში სტაცა და ასადგომად წამოიწია,ოსმალომ კი ხელი კისერზე მაგრად შემოჰხვია და საკოცნელად მიიწია, მაგრამ ამ დროსვიღაცას ხელი ისე მძლავრად მოხვდა ბეჭზე, რომ საჩქაროდ ქალს ხელი უშვა დაგაცოფებულმა უკან მოიხედა. მის გვერდით ტყვე იდგა - ასე ოცდაათი წლის კარგაჩასკვნილი ვაჟკაცი. ტანზე დახეული ჩოხა ეცვა, თავზე ნაბდის პატარა ქუდი ეხურა.- შე ურჯულოვ, შენა! მაგას თავისი მწუხარება და დამცირება არ ეყოფა, რომ შენცნამუსი არ ახადო? მაგის ლეჩაქი შენთვის დამიხურავს ემაგისთანა ვაჟკაცობისათვის, -დასჭყივლა თვალებანთებულმა ტყვემ.- ოჰ, გიაურ! ვის უბედავ ხელის მიკარებას, - წამოიძახა ოსმალომ და ქამარშიგარჭობილ შოლტისაკენ ხელი წაიღო, მაგრამ ტარზე ხელის მოკიდება და მომარჯვებავერ მოასწრო, რომ გემის ბაქანზე პირაღმა გაშხლართული იწვა.შეიქმნა ერთი ალიაქოთი. ტყვე ქალებმა წივილ-კივილი ასტეხეს. საჩქაროდ

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!