10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

კამათლები გააჩხაკუნა, - ე... ეხ! ფანჯუ-იაქე მომივიდა, ნავსად დასარჩენი, -იმედგაცრუებულად დაუმატა მან.- ჰაჰ! ერთი შეხედე და, - წამოიძახა თვალებგაბრწყინებულმა იბრაჰიმმა. - დუ-შაში! შენ კი გენაცვალე, მაჰმად, სულში!- ვაჰ, არ უყურებ მაგ ყურუმსაღსა! - შურით წარმოსთქვა ჩოფურამ, როცადარწმუნდა, რომ იბრაჰიმს მართლა დუ-შაში მოსვლოდა.- მოდი შე ოხერო რაღა? ჰა! შაშ-ჩარი! ჰო, ამასაც არა უშავს რა, - გული დაიიმედაზაიდოლამ.- ვითომ ჩემ ცირაზე ხელი ამაღებინო გინდა რაღა?- წინასწარმეტყველის იმედით, - სასოებით ამბობდა ჩოფურა.- წმინდაო ალია, თუ შენ შემეწევი და იმ ახალციხელს ხელში ჩამიგდებ... -აღთქმას სდებდა იბრაჰიმი.- ჰა, კარგი, ითამაშე, - აჩქარებდა ზაიდოლა.- დამაცადე ერთი, არც შენა გაქვს დაკვანწული საქმე, - მშვიდად მიუგო იბრაჰიმმადა კამათლები გააგორა.- შაში-ფანჯი! ეს შაში, ეს... იქ... მოიცა, საშიშია... დამიკეტავს მაგ პირძაღლი... არა,ასე იყოს... აჰა, ესეც ფანჯი!- ახლა, თუ დუ-შაში მომივიდა, ხომ გამოგიბრიცე თვალები! - აღიზიანებდაზაიდოლა. - სე-დუ, ღმერთიც გასწყრომია. ვაჰ, მართლაც და, არ მომიგოს მაგგიაურების სათრევმა!- მაშ, რა გგონია! თავის ქება ბრძოლის შემდეგ უნდა! ჰა, იფ ერთი შეხედე და, დუ-შაში, ალია, შენ კი გენაცვალე სულში, -სიხარულით წამოიძახა იბრაჰიმმა, - ახლა როგორგინდა? დავ!- მოვიდეს. შეგიშინდები გგონია, თუ? - მიუგო ზაიდოლამ.- რამდენი მოვიდეს?- რამდენიც გინდა.- ორმოცი ყურუში!- ყაბული მაქვს... სე-დუ, ფუ შენს გამომთლელს!- შაში-ჩარი!- დუ-შაში? ვააჰ, ალლაჰ, ალლაჰ! - ისე მძლავრად წამოიძახა ჩოფურამ, რომმძინარე ალი-უსუფი შეინძრა და რაღაც ჩაიწმუკუნა.- დავბა-სე, გინდა? - დაეკითხა ჩოფურა.- ზაიდოლ! ძლიერაც ნუ თავხედობ! - გაჭიანურებით შენიშნა იბრაჰიმმა.- დავბა-სე-მეთქი, - განიმეორა ზაიდოლამ.- კარ...გი, თამაშობა ხომ ჩემია. ესეც ჩარი-სე.- ფანჯუ-სე.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!