10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

იყოს.- ყაბული მაქვს, - მიუგო ზაიდოლამ. - რაზე ვითამაშოთ?- რაზედაც გინდა.- თითო ყურუში?- ვა, ყურუში რაღაა! გლახაკები ხომ არა ვართ?- მა რა გინდა?- თუ ვითამაშებთ, რამე რიგიანზე ვითამაშოთ.- მაინც?- თუ მოგიგე... მხარბეჭა ვაჟკაცთ რომ გირევია ტყვეებში, ახალციხელი, ის ჩემი- ვა! გაგიჟდი? რას ამბობ, გონზე მოდი! ის ერთადერთი მიმყავს თვალსაჩინო დაისიც ნარდში წავაგო?- ჯერ გაიგე, და არ გესმის, რას გეუბნები? თუ მოგიგე-მეთქი. განა არ შეიძლებაშენ მომიგო?- მე თუ მოგიგე, რას მომცემ?- ჩემი გრძელთმიანი ცირა შენი იყოს.- პახ, პახ, პახ, - წამოიძახა ჩოფურამ და თვალები გაუღვივდა.- ჰა? მოგწონს განა? არ არის ბარი-ბარი შენს ახალციხელთან?- ე... იფ, თუ თვალები დაგთხარე, მოგიგე და ხელში ჩავიგდე! შენი გულისა,როგორც კაცი, არ გავყიდი. მე თვითონ ჩემ ჰარამხანაში წავიყვან, - აღტაცებით ამბობდაჩოფურა ზაიდოლა, - მაგრამ თუ წავაგე? ვაი, მაშინ ხომ ფუჭად წამივიდა ესმოგზაურობა... ცუდი საქმე მომივა რჯულის მადლმა, ზარალ, ზარალ! - საორჭოფოდთავს აქნევდა ზაიდოლა.- შენმა მზემ, ერთი ჩემი ზარალიც იკითხე და, თუ წავაგე! ვითომ შენზე ნაკლებვიზარალებ? ამ სიძვირეში ცირას ფასი უკანასკნელი ათასი ყურუშია.- ეეხ, მოდი, რაც იყოს, იყოს! დავხუჭო თვალები და გავბედო? ახ, ბედო, თუსადმე... აალლაჰ! - ხელებ ზეაპყრობით წამოიძახა ჩოფურამ.- ალლაჰ! - შეევედრა იბრაჰიმიც და კამათლები ხელში აიღო.- ვინ უნდა დაიწყოს?- ვისაც ნაკლები მოუვიდეს, - იბრაჰიმმა კამათლები გადააგდო.- აჰ! დუ!- დაიძახა მან.- ჰოჰ! შაში! - ამბობდა ზაიდოლა. - შენ ნაკლები მოგივიდა. დაწყება შენია.- კარგი, მოდის! - სთქვა იბრაჰიმმა და კამათლები გააგორა, -ჩარუ-ფანჯი, ოო... ესჩარუ, ეს ფანჯი.- შაშ-ბეშ! - იძახდა ზაიდოლა. - ეს შაში, ეს ბეშ!- დუ-ბარა! ვა, ეს რა ნავსი კამათლები მოდის! - უკმაყოფილოდ სთქვა იბრაჰიმმა.- დუ-შაში? ერთი მოდი და, შე გიაურების სათრევო! - წახალისდა ზაიდოლა და

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!