10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ე... ს... ვინ უნდა იყოს? მურზაყან რევიას ჰგავს, - სთქვა გიგომ.- უეჭველად მურზაყანია, ნაბდის ტარება ზამთარ-ზაფხულ იმან იცის ხოლმე, -კვერი დაუკრა მალხაზიამ.- მურზა რევიაო? აბა, ქალო, გაქვს თუ არა კიდევ ღომი კალათაში? ყველი გვაქვს?- საჩქაროდ დაეკითხა მოხუცი ცოლს.- ღომი ორი ჩოგანი კიდევ მაქვს. ყველიც მაქვს, მაგრამ ასეთი მცირე რამ როგორგაებედება, შე დამწვარო, უცხო სტუმარს. იქით არ გადაირიო, არ მოიპატიჟო, - უშლიდაცოლი.- შენ რა იცი, უტვინო დედაკაცმა! აბა, ბაბაია, მურზაყანს ერთი ჩალამი ღვინოუნდა დავალევინო. შევთავაზებ, იმედი მაქვს, არ გამაწბილებს. ე... ხე... ხე ნანაია შური,დავღლილვარ, - ჩაიკვნესა მოხუცმა, მძიმე-მძიმედ ზეზე წამოდგა და გზად მიმავალიცხენოსნის მისაგებებლად გაემართა.ერთი ორი წუთის შიგნით ქუჩურა ბჟოლასთან ბედაურმა ცხენმა ჯირითიმოადინა.- უკაცრაოდ კი ვარ, ბატონო მურზაყან, კადნიერებისათვის, - ებოდიშებოდამოხუცი, - მაგრამ ჩვენი გაზრდილი ხარ, იმედი მაქვს ჩვენს ძუძუ-მკერდს არშეაფურთხებ, პატივს სცემ ჩემს ჭაღარას და ერთ ჩალამკალამ ღვინოს მიირთმევ.- დიდის სიამოვნებით, ჩემო ტაგუია, ჩემო მორდუ, ძლიერ მოხარული ვარ, რომმშვიდობით გხედავ შენი ძვირფას ცოლ-შვილიანად. დიდი მადლობელი ვარ, რომდამიძახე, - სთქვა სტუმარმა და ცხენიდან ჩამოხტა: ნაბადი გადიძრო და უნაგირზედააფარა. - ამ ოხრის დაკეცვაც დამეზარა, მუდამ ზედ ვათრევ, რას იზამ, ჩემისთანა,მუდამ მოგზაური კაცისთვის მიუცილებელი საქონელია.- ჭკუიანი მოსაზრებაა, ჩემი ბატონის დღეგრძელობამ, ხომ გაგიგონია, ბატონო,ჩვენებური არაკი, - თუ ნაბდის ხელით წაღება დაგეზაროს, კავს მოაბი და იმითათრიეო. მობრძანდი, ჩემო ბატონო! - მოიპატიჟა მოხუცმა.- სალამი, ჩემო ტაგუია, - სთქვა მურზაყანმა და კოხტად გამოიჭიმა. კაცი იყოტანად მაღალი, მხარ-ბეჭა; ზურგზე განდაგან ეკიდა მშვენიერი სტამბოლის თოფი.ერთი დამბაჩა უკან ქამარში ერჭო, მეორე წინ ეკიდა. წელზე ხმალი ერტყა, სახისგამომეტყველება მამაცი და მხიარული ჰქონდა.- შენი თავი არ მომიკვდეს იმის მეტი, - მტკიცედ მიუგო ტაგუიამ.- შენი ჭირიმე.- არა, შენ არ მომიკვდე.- მე გთხოვ!- არა, ეს სამივე ბაღანა ნუ დამეხოცება.როგორც იყო, კაი ხნის ხვეწნა-მუდარის და ბოდიშის შემდეგ, მურზაყანიდასთანხმდა სალამის მიცემას, თოფი მოიხსნა და ბჟოლის ძირას მიაყუდა. იქვე ორისხვა თოფი უკვე ეყუდა, ერთი ტაგუიასი, მეორე გიგოსი.მურზაყანიც მიუჯდა მუშის სახელდახელოდ გაწყობილ სუფრას. თბილი ღომილამაზად მოტეხა, მშვენიერი, ახალი სულგუნის ყველი შეატანა და სხვებზე არანაკლებმადიანად ჩაძმუძნა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!