10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ეჰ, რაც არის, არის, მართლმორწმუნენო! - ანუგეშა ყველანი ალი-უსუფმა. -დიდებული წინასწარმეტყველი არ დაგვივიწყებს, შეირყევა წესრიგი, დაგვიდგება ისევძველებური დრო. მე, აგერ ორმოცი წელიწადი გავიდა, რაც ტყვეთა ყიდვის საქმეში ვარგართული. თქმა არ უნდა, დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული. მხოლოდ ერთი რამმაკვირვებს, ალლაჰს ვფიცავ! კაცნო, ამდენი ტყვე ჩვენ გავზიდეთ გურჯისტანიდან,ამდენი ეხოცებათ ურთიერთ ბრძოლაში, ამდენი იჟლიტება გარეშე მტერთან ბრძოლაშიდა მაინც რომ არ ამოწყდნენ სრულებით ეგ სავერანენი?- გიაურს რა ამოწყვეტს, გვიმრასავით მრავლდება, - შენიშნაკბილებჩაჟანგებულმა ოსმალომ.- რას ამბობ, ალლაჰმა უკეთ არ იცის? - მიუგო იბრაჰიმმა. -სრულებით რომამოწყდნენ, მაშინ ტყვესაც ვერ ვიშოვნით საყიდლად...- კიდევ ვიმეორებ, მართლმორწმუნენო! წინასწარმეტყველს მიანდეთ თქვენისაქმე და ის უკეთ წარმართავს, - სთქვა ალი-უსუფმა, - მე კი ჩემი თავი და ჩემი საქმეკვლავაც იმისთვის მიმინდვია... მან...- ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! - კვერი დაუკრეს სხვებმა.- ახლა კი ერთი თვალი უნდა მოვატყუო, წუხელ ძლიერ ცუდად მეძინა.ალმასხან! - მიუბრუნდა ერთ-ერთ ოსმალოს, - წადი, თუ ძმა ხარ, და ტყვეებიდაათვალიერე. იმ პატარა ბიჭს, ფაშამ რომ მიფეშქაშა, პური აუტანე, არ მოაშიო. მაინცსულ ტირის ის შეჩვენებული! რომ დამშვიდდებოდეს ის წყეული, ფერ და ხორცში მოვადა უეჭველად კაი ფასად გავყიდი. იმას უსათუოდ ეგვიპტელი მამელუკები იყიდიან.ძარღვიანი და მაგარი ბიჭია, ამასთან ისეთი ცქვიტი და მარჯვე, რომ ერთი წამოუძახო,ამ ბაქანიდან ზღვაში გადაფრინდება. ქორივით თვალებს აბრიალებს. ფაშამ მითხრა,კინაღამ ციხიდან გამეპარაო.- საჭურისად გაყიდე, ეფენდი, კაი ფასს მოგცემენ, - შენიშნა კბილებჟანგიანმა.- რას ამბობ! საჭურისად კი რაა, ბავშვს ნამდვილი მეომარი მამელუკის სახე აქვს.კაცი დავბერდი ამ ხელობაში და ყმაწვილს არ ვცნობ, ვინ სად გამოდგება? - მიუგო ალი-უსუფმა, ბალიში თავქვეშ ამოიდო და მიისვენა.რამდენიმე ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ზოგი ყავას მიირთმევდა, ზოგი ყალიონსეწეოდა, ზოგს ეძინა...- შესამჩნევად კი გვარწევს, აი, იბრაჰიმ, - მიმართა ჩოფურა ზაიდოლამ და გემისპატარა მრგვალი სარკმლიდან ზღვაში გაიხედა, - ერთი შეხე, რა დიდი ტალღები ადისდა ჩადის!- არაუშავს რა, - გულდამშვიდებით მიუგო იბრაჰიმმა, - ზღვის ღელვის მეტი რაგამოგვიცდია, რაც გავჩნდით, სულ ზღვაში არ დავცურავთ? ზღვა და ღელვა, მეგობარო,ისეთი განუშორებელია, როგორც ქუხილი და ელვა.- ეს მეც ვიცი, მაგრამ ამ ცოდნაში სანუგეშო ბევრი არაფერია! მე სრულებით არმინდა ხელმეორედ გამოვცადო ის, რაც ერთხელ, ამ ხუთიოდ წლის წინათ გამოვცადესამსუნ ქალაქის ახლო. თუ ეს ზენაქარი არ ჩადგა, შენი მტერი, დღესაც უარესიმოგვივიდეს. საძაგელი ზღვა კი არის ეს პონტის ზღვა.- შენ ამ სიბერის დროს რაღაც ზღვის შიში ჩაგვარდნია, ზაიდოლ! გინდა ერთიგადაგიყარო სევდა და დარდი? მოდი, ვითამაშოთ ნარდი.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!