10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

რისხვად გაჩენილა სწორედ ის გიაური, ისა!! - ამბობდა ზაიდოლა.- ალლაჰ, ალლაჰ, - თავს აქნევდნენ ოსმალები, - ღმერთო, შენ ნუ დააცლი,ღმერთო, შენ ნუ დააცლი!- ფოთის ფაშა მის სახელის გაგონებაზე ხან ფითრდებოდა, ხან წითლდებოდა.სადღაც ორ-სამ ციხეშია კიდევ მართლმორწმუნეთა ჯარი გამაგრებული, თორემ სხვაგანისედაც ვერ გაივლიანო, - ბრძანებდა ფაშა...- ოჰ! შარშანწინ დიდი სირცხვილი აჭამა მაგ ჩამოსახრჩობმა ჩვენს მხედრობას,საშინლად დაგვამარცხა და კიდევაც აქედან დაიწყო ტყვეთა სიძვირე, - მოწყენით სთქვაალი-უსუფმა.- ვაჰ, ვაჰ, ვაჰ, - ამბობდნენ და თავს აქნევდნენ ოსმალები.- იმას მაინც რა ღმერთი გაუწყრა, იმ ოდიშის მთავარს დადიანს? ის ხომ ჩვენიმეგობარი იყო? ტყვეთა ყიდვას გვიშლიდა კი არა, ხელსაც გვიწყობდა, - გაერიალაპარაკში ერთი წითურა ოსმალო.- ის ახლა იმ წყეული სოლომონის მოკავშირეა, - მიუგო ზაიდოლამ, - რასაც ისეტყვის...- რის მოკავშირე, ყურმოჭრილი ყმაა, - გააწყვეტინა ალი-ეფენდიმ. - ახლა მთელიქვეყნის, მთელი დასავლეთ გურჯისტანის ბატონი სოლომონია. სანამ ის არდამარცხდება, ჩვენი საქმე წაგებულია!- ვაი დედასა, ალლაჰ, ალლაჰ! - ბრაზით თავს აქნევდნენ ოსმალები.- არა, მომითმინეთ! ჭეშმარიტებას თუ მათქმევინებთ, აქ კიდევ სხვა მიზეზიცაა.წყეულ სოლომონს აღმოსავლეთ გურჯისტანიდანაც აქვს ზურგი გამაგრებული. იქ ხომახლა ერეკლე მეფობს. იმან ხომ ლეკთა და ყიზილბაშთა ძალა გაანადგურა, განჯა დაერევანი დახარკა, ტყვეთა გაყიდვა სრულებით აღმოკვეთა და, ღმერთი არ დააცლის,თორემ, თუ ასე მიჰყვა, შენი მოსისხლე მტერი, შენ როგორ გგონია, სრულებითუბოდიშოდ ფადიშაჰის მხედრობის წინააღმდეგაც გამოილაშქრებს.- ალლაჰი არ დააცლის, ალლაჰი არ დააცლის! - ხმაურობდნენ ოსმალები.- ასეთ პირობებში, რა გასაკვირალია, რომ ტყვე ნაკლებ მოგყავდეს; რაც მოგვყავს,იმაზედაც მადლობა უნდა შევწიროთ დიდებულ ალლაჰს, - სთქვა კბილებჩაჟანგებულმაოსმალომ.- კიდევ ღმერთმან აკურთხოს ის ზოგიერთი თავადები, მიუხედავად სიძნელისადა შიშისა, კიდევ ახერხებენ ჩუმჩუმად. თურმე ნუ იტყვით, კაცნო, მაგ გიაურისოლომონი, თუ შეატყო ვისმე ტყვეთა გაყიდვა, დააჭერინებს და თვალებსდაათხრევინებს ხოლმე! ის აშენებულები თავს მაინც არ ზოგავენ და ცოტ-ცოტადმოჰყავთ ტყვეები ფოთის ფაშასთან და ისიც ჩვენზე ჰყიდის, - სთქვა ჩოფურამ.- ალლაჰმა აკურთხოსთ, ალლაჰმა აკურთხოსთ! საკვირველია, რატომ ისინიმართლმორწმუნეობაზე არ გადმოვლენ! - ამბობდა კბილებჩაჟანგებული.- ეხ! ალლაჰმა ადღეგრძელოს, რა თქმა უნდა, ფოთის ფაშაც, მაგრამ ძვირად კიჰყიდის ტყვეებს! ეს მეტისმეტია, ძმაო! ახლა ჩვენ რომ ჩავალთ, უეჭველია, ფასიც დიდიუნდა დავადვათ. აბა, ისე მუქთად თუ გავყიდეთ, რა გამოვიდა, ვირის მხედნავი ხომ არვართ. შენ ნახე, რა ალიაქოთი ატყდეს სტამბოლის ბაზარზე, - წარმოსთქვა იბრაჰიმმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!