10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

წყნარად სთქვა მოხუცმა და კრიალოსანი დააჩხაკუნა. - რა ხანია ამ გზაზე დავდივარ დაასეთი ხელნაკლები ჯერ არ წამოვსულვარ. სტამბოლში სირცხვილით თვალს ვერგავახელ.სხვებმა მოხუცს ლმობიერად შეჰხედეს.- ვაჰ, რას ბრძანებ, პატივცემულო ეფენდი ალი-უსუფ! - მორიდებით მიუგობალიშზე წამოწოლილმა, კოხტად ჩაცმულმა ახალგაზრდა ოსმალომ. - შენც რომწუწუნებ, ჩვენ რაღა გვეთქმის? შენ, პატივცემულო, ორმოცდა ათი ტყვე მაინც მოგყავსდა ჩვენ ყველას ერთად იმდენი ვერ გვიშოვნია.- ჰა, მართლაც და ესეც რომ წუწუნებს, - გამოეხმაურა ერთი შუახნისპირმოპარსული, ნაყვავილარი ოსმალო, - ჩვენზე მეტი რომ მოჰყავს, - ეს ხომ ცხადია, დაშენ ის იკითხე, იბრაჰიმ, რა რჩეული ქალ-ვაჟები მოჰყავს! ერთი ორი გოგონა ისეთიურევია, რჯულის მადლმა, რომ ფადიშაჰის ჰარამხანაც არ დაიწუნებს.- ეხ, იმ დღესაც მოვესწარი, რომ რაღაც ორმოცდაათი ტყვეც შურთ ჩემთვის, -დინჯად წარმოსთქვა მოხუცმა ალი-უსუფმა, - აბა, ერთი გემის პატრონს ჰკითხე,რამდენი ტყვე წამისხამს მარტო ამ გემით გურჯისტანიდან სტამბოლში... არ მოგიკვდესიმის მეტი ალი-უსუფი, რომ მისთვის არც ფადიშაჰის ჰარამხანა იყოს მიუწვდომელი.არა ერთი და ორი ჩემ მიერ მოყვანილი გოგო მოხვედრილა იქ. ფაშებზე და ნაზირ-ვეზირებზე ხომ არას ვიტყვი. ისინი ჩემს სტამბოლში დაბრუნებას ისე შეხაროდნენ,როგორც მართლმორწმუნე წმინდა ალიას დღესასწაულს. მერე რა იაფი იყო მაშინტყვეები! ახლა მხოლოდ ფოთის ფაშის ხელიდან გამოდის ტყვეები, მაშინ კი ვინგინდოდა, რომ ტყვეებს არ ყიდდა: თავადი, აზნაური, კერძო პირი... ერთხელ, წმიდაყურანს ვფიცავ... რა ქვია ე? მაგათ მოლათმოლას, თავზე დიდ კოთხოს რომ იხურავს...მგონი, ჭყოინდელს ეძახიან... იმას, ყმაწვილო, ერთი ქარვის კრიალოსანი ვუფეშქაშე დაერთი ქალი და ორი ვაჟი გამომიგზავნა. რა იაფობა, რა იაფობა იყო! ალლაჰ, ალლაჰ! განაშენ თვითონ არ გახსოვს, ზაიდოლ, - მიუბრუნდა მოხუცი ჩოფურას, - ერთხელ იმდენიტყვე წავასხით, რომ ტრაპიზონში, სამსუნში და სტამბოლშიაც, ყავახანებში, ნაღდისმაგივრად ტყვეებით ვუსწორდებოდით. ახლა რაა? განა ეს ვაჭრობაა? ზარალის მეტი შიგარა ყრია რა. რაც მიმყავს, ესენი თუ დავასაღე, ვფიქრობ, სულ ხელი ავიღო ამხელობაზე.- შენ კი სულაც ხელი აიღო, არა გიჭირს რა მაჰმადის იმედით, მაგრამ ჩვენი უნდაიკითხო, - შენიშნა ახალგაზრდა იბრაჰიმმა.- რათ გამახსენდება მაინც ის წინანდელი დროება! - გულდაწყვეტილად სთქვაჩოფურა ზაიდოლამ. - ორი წელიწადი რომ დამცლოდა, ეფენდი რომ ბრძანებს ისეთი,მეტი მეც არ მინდოდა. კაი, გაუწყრა ალლაჰი, რა დროს გაფუჭდა საქმე?- მართლაც და, რა მიზეზია, მართლმორწმუნენო? - იკითხა ერთმა ბალიშზეწამოწოლილმა, კბილებჩაჟანგებულმა ჭაღარა ოსმალომ. - რათ გაფუჭდა ასე უცბადსაქმე? შარშან ხომ იმდენი ტყვეები იყო სტამბოლის მოედანზე, არც კი ეტეოდა. ეს სულჩემ ჯინაზე მოხდა, მე რომ წამოვედი სავაჭროდ, ტყვეც გაძვირდა.- ჰაი, ჰაი, სხვა მიზეზი რომ არა იყოს რა, ამას ჩვენც დავდებდით წამალს, სხვარომ არა ყოფილიყო რა, შენ ქრთამს მაინც მოგცემდით, მაგრამ სავალალო ისაა, რომნამდვილი მიზეზი ძნელი გასაქრობია და! - მოწყენით სთქვა ალი-უსუფმა.- ეს სულ მაგ იმერეთის მეფემ სოლომონმა გაგვიფუჭა საქმე. ჩვენ ჭირად, ღვთის

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!