10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

არ არის სახარბიელო დროება და მაშინ ხომ ჯოჯოხეთი იყო. მონასტერში კაცი მოიჭრა:არიქათ, გაიხიზნეთ. ოსმალები საცაა დაგვეცემიანო, მა...მღვდელმა სიტყვა ვეღარ დაათავა... ერთი დაიკვნესა და ჯორიდან გადმოვარდა.ჯორი გამწარებით ტლინკებს ისროდა. ბავშვმა მოხედვაც ვერ მოასწრო, რომ ვიღაცასმაგარი ხელები მკლავებში ჩაებღაუჭა.- ჩქარა ბურთი ჩასჩარე და ტომარაში ჩააჯდინე, - ყურში მოხვდა ხვიჩასაღელვებით წარმოთქმული ჩურჩული. სხვა რა მოხდა იქა, ვერ გაიგო რა, რადგანშიშისაგან მაშინათვე გონება დაჰკარგა და როცა გონს მოვიდა, უკვე ცხენზე დაკრულისადღაც უდაბურ ტყეში ვიღაც უცნობებს გაჩქარებით მიჰყავდათ.მეორე დღეს მთელი სოფელი შეშფოთებული ერთი მეორეს ეკითხებოდა:- გაიგეთ, რა უბედურება დატრიალებულა? მარკოზ ხუცესი ჯორს გადმოუგდიადა მოუკლავსო.- ვაი, ახავაი! ვაი ახავაი! რა კაცი, რა ანგელოზი კაცი, რა საღმრთო კაცი! -ამბობდნენ გულდამწვარი სოფლელები.შავ ზღვაში აფრააშვებული ხომალდი მისცურავდა. ზღვის ლურჯი,ფაფარაქაფებული ტალღა ტალღაზე მოგორავდა და გემის კედლებს მრისხანედეხეთქებოდა − თითქოს დიდებული სტიქიონიც უკმაყოფილოა გემით და მისიდანიშნულებით, სურს შეანგრიოს სქელი კედლები და უფსკრულში ჩასძიროს ესმრავალ ცოდვათა მტვირთველიო, მაგრამ კედლის სიმაგრეს ვერ უძლებდა, უანგარიშოწინწკლებად იყოფოდა და იფანტებოდა, რომ ხელახლა ერთ მტკიცე ძალადშეერთებულს, ახალი იერიში მოეტანა და უფრო მძლავრად სცემოდა. თუმცაჯერჯერობით ხომალდი რჩებოდა გამარჯვებული, ის უშიშრად აპობდა ტალღებს დათამამად მიდიოდა სტამბოლისაკენ; სრულებით ანგარიშს არ უწევდა ტალღათა შხაპუნსდა არჩეული გზიდან არ უხვევდა, მაგრამ არც ტალღა ცხრებოდა; გამოცდილებითიცოდა, რომ მოვიდოდა დრო, ამოვარდებოდა ქარიშხალი, ჩაუნერგავდა მასარაჩვეულებრივ ძალ-ღონეს და მაშინ? ფრთხილად ხომალდო! შავ ზღვას არა ერთი დაორი შენისთანა ამპარტავანი და თეთრ ლეჩაქებით მორთულ-მოკაზმული თავქვემოუქცევია და სამუდამოდ დაუსამარებია თავის უფსკრულში.ხომალდის ერთ-ერთი დიდი ოთახი ძვირფას ხალიჩებით და ნოხებით იყომორთულ-მოფენილი. სკამების მაგივრად ხავერდ-აბრეშუმ გადაკრული ბალიშები იყოჩამწკრივებული. ოთახი კარგად ჩაცმულ-მოკაზმულ ოსმალებით იყო სავსე: ზოგიმათგანი ფეხმოკეცით იჯდა ბალიშზე, ზოგი ყავას მიირთმევდა, ან ყალიონს აბოლებდა,ზოგი წამოწოლილი იყო და სთვლემდა, ზოგიც გემის პატარა ფანჯრიდანთვალუწვდენელ ზღვას გაჰყურებდა.ერთი მათგანი, სახით გამხდარი, თეთრწვერა მოხუცი, სხვებისაგან განირჩეოდა.ის ხნით ყველაზე უფროსი ჩანდა, სხვებზე უფრო მდიდრულად იყო ჩაცმული დაწითელ ოსმალურ ქუდს ირგვლივ თეთრი დოლუბანდი ჰქონდა შემოხვეული. მასსხვები მორიდებით და პატივით ეპყრობოდნენ. ამას თვითონ მოხუციც გრძნობდა დაცოტა არ იყოს თავი ამაყად ეჭირა, ბალიშზე დაფიქრებული იჯდა და მსხვილ გიშრისკრიალოსანს აუჩქარებლად აჩხაკუნებდა.IX- არა, რჯულის მადლმა, სრულებით არა ვარ კმაყოფილი ამ მოგზაურობით, -

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!