10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ვაკე კარი, იმას მოსდევს ხულადგმულას სერი, სადაც საყდარი დგას და იმისიქით ხომ ჩვენი სახლია, - ჩამოთვალა ბავშვმა.- ეს ადგილები რა კარგად დაგიხსომებია, ჩემო ბიჭიკო, - კმაყოფილებით ამბობდახუცესი. - მაშ ახლა შინ რომ გაგიშვას კაცმა მარტოდ-მარტო, მიხვალ?ბავშვი ცოტა შეჩერდა.- ცოტა უფრო ადრე რომ იყოს, წავიდოდი, - გაუბედავად წარმოსთქვა ბავშვმა.- ხა, ხა, ხა, ხა! - ხარხარებდა მღვდელი.მარკოზს უფრო ის ახარებდა, რომ ოჯახის მოგონებით გამოწვეული მოწყენაბავშვს ასე ჩქარა გაუქარდა. მღვდელი შეეცადა, რაც შეიძლებოდა გაემხიარულებინაბავშვი.- აბა, შენ თუ კაი ბიჭი ხარ, ბაიობის სამოციქულოსაც მომიყვები, აი, გუშინწინრომ გაკითხებდი?- სულ თავიდან დავიწყო? - ცქვიტად დაეკითხა ხვიჩა.- სულ თავიდან დაიწყე! - აღტაცებით მიუგო ხუცესმა.- “და სულისაცა შენისა თაააანა”, - გაისმა ბავშვის წკრიალა ხმა ტყეში.- ჰო, ემაგრე, ემაგრე! - ამხნევებდა ხუცესი.- “წარდგომა, ფსალმუნი დავითისი: კურთხეულ არს მომავალი სახელითაუფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ”, - წართქმით ამბობდა ბავშვი.- ნუ ჩქარობ, სიტყვები მკვეთრად გამოტეხე, - ტკბილად ეუბნებოდა მღვდელიმარკოზი.- “ფილიპელთა... მიმართ ეპისტოლე... წმი... დი...სა... პავლე... მო... ცი... ქუ...ლისა... საკით... ხაააავი”, - ჩააგალობა ბავშვმა.- ემაგრე, ემაგრე, - ამხნევებდა მღვდელი.- “ძმაააანოო! გიხა...როდენ... მარა...დის უფლისა მიერ... კვალად გეტყვიგი...ხა...რო...დეენ! ”- ჰო, ასე, ერთი მუხლი დაბლა კილოთი უნდა ჩააგალობო, -შენიშნა ხუცესმა.- “სიმდაბ...ლე თქვენით ცხად იყავნ ყოველთა კაცთა”, - თამამად გააგრძელახვიჩამ.- ოჰო, ჰო... აქ უნდა მაღალი კილოთი ჩავაგალობოთ, - ვერ მოისვენა ხუცესმა.- “უფალი ახ... ლოოოოს არს? - ჩაამღერეს ორთავემ.- ყოჩაღ, ჩემო ბიჭიკო, - აღტაცებით ამბობდა მღვდელი. - აბა, შენ თუ კაი ბიჭიხარ, შოთას შაირსაც მეტყვი.- ეგ რომელი? “მაქვს საქონელი”? - მხიარულად დაეკითხა ბავშვი.- სულ ერთია, თუ გინდ “მაქვს საქონელი“ მითხარი.- “მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები, მიეც გლახაკთა საჭურჭლე,ათავისუფლე მონები, შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი არას მქონები, მიღვწიან,მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები”, - შეუსვენებლად ჩააკაჭკაჭა ბავშვმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!