10.07.2015 Views

მამელუკი

მამელუკი

მამელუკი

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

გარედან ვითომდა მომთელებული წყლული გაუღვივა. ბავშვმა თვალები გააციალაბურუსში გახვეულ სერებისაკენ და სიშორის გამო ნაცნობი ადგილები თუმცა კარგადვერ გაარჩია, მაგრამ გონებაში მაინც ნათლად წარმოუდგა ტყით დაბურული მთები. მათშუა ფართე ველი და იქვე მოჩუხჩუხე მდინარე ტეხური. მოაგონდა სახლ-კარი. აი მათიეზო, თითქოს თვალწინ უდგასო. აი დიდი ვაშლის ხე, იმათ სახლის წინ რომ დგას; მერერამდენი ნაყოფის მოსხმა იცის, ან რა გემრიელი წითელი ვაშლები? აი უზარმაზარიკაკლის ხეც! აი მამა, აი ძმები... აი ისიც... მაგრამ მის გახსენებაზე ბავშვს საშინლადგული დაეწვა, სახე გაუწითლდა, თვალები გაუდიდდა და ძალაუნებურად მდუღარეცრემლები გადმოჰყარა... ის ხომ მუდამ ახსოვს, მუდამ თვალწინ უდგას... ოხ! ამდღეებში რა კარგი სიზმარი ნახა! სიზმარი ნახა?! სიზმარი კი არა, სულ ცხადივით იყო.ვითომ თავიანთ სახლის გვერდით იდგა ის, ხელში რაღაც ეჭირა, მაგრამ ხვიჩასდანახვაზე გადააგდო და მისკენ ხელებ-გაშლილი გამოექანა. ხვიჩასაც უნდოდამიჰგებებოდა და გაშლილ ხელებში ჩავარდნოდა, რაც არაერთხელ უქნია ხოლმე,მაგრამ, რაღაც საუბედუროდ, ვერ მოახერხა, ადგილიდან ვერ დაიძრა, მთელი ტანიაუთრთოლდა და გამოეღვიძა კიდეც. ნანა, ნანა! მწუხარედ წამოიძახა გულდამწვარმა,მაგრამ “ნანა” არსად იყო. თვითონ კი, მთლად გაოფლიანებული, ქვეშაგებში იწვა, ტანშიჟრუანტელი უვლიდა და დამძიმებული თავიც, თითქოს უტრიალებდა. ჯერ ვერგამოერკვა, არ იცოდა, თუ სად იყო, შიშის ზარმა აიტანა, მერე ცოტ-ცოტად გონს მოვიდადა ჩუმად ტირილი დაიწყო. ოჰ, რამდენი იტირა. “შეიძლება ახლა ნანა, ერთ-ერთ იმსერიდან აქეთკენ იყურება, მაგრამ მე აქედან ვერ ვამჩნევ, ალბათ, არც მე მამჩნევს”,მოსდიოდა ბავშვს ფიქრი და მწარე ცრემლით იმდუღრებოდა.- ნუ გეშინია, ჩემო ბიჭიკო, - ალერსიანად განიმეორა მარკოზ ხუცესმა, თუმცაბავშვის ცრემლების მნახველი თვითონაც აღელვებული იყო, - უსათუოდ წაგიყვან შენსსახლში. სხვა ვისმე არ გაგატან, მე თვით წაგიყვან. აი შემოგისვამ ამ ჯორზე დაგავსწევთ. არც იმდენი შორი გეგონოს, დიდი დიდი ერთი დღის სავალია, დილას ადრეგზას რომ გავუდგეთ, საღამოთი იქ ვიქნებით. მოდი, ახლაც შემომიჯექი ჯორზე.- არა, მე ფეხით სიარული მირჩევნია, - მიუგო ბავშვმა. ეტყობოდა, ცდილობდატირილი შეეწყვიტა და ჩვეულებრივი სახე მიეღო.მზე უკვე ჩავიდა, ხვიჩა დამშვიდდა. მაღლობიდან დაბლობში ჩამოვიდნენ.- აბა, თუ მეტყვი, ბიჭო, ამ დაბლობს რა ჰქვიან, ახლა ჩვენ რომ მივდივართ? -მხიარულად დაეკითხა მღვდელი.- ტახოგანი, - ცქვიტად მიუგო ხვიჩამ.მღვდელს ძლიერ გაუხარდა.- ყოჩაღ, გცოდნია. ამას რომ ფერდობი მოსდევს?- ის გვერდოულია, - სიტყვის გათავება არ დააცალა ბავშვმა.- ჰა! ჩემო ბიჭიკო, - მხიარულად სთქვა მღვდელმა მარკოზმა. -კარგი,გვერდოულს იქით?- შავი ღელე ჩამოუდის.- იქით?- ტყეა...- ტყეს იქით?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!